მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 19 » ანჯელინა ჯოლი, მძიმე ავადმყოფობის ზღვარზე
3:48 PM
ანჯელინა ჯოლი, მძიმე ავადმყოფობის ზღვარზე
მზრუნველი დედა, ნიჭიერი მსახიობი და მშვენიერი ქალბატონი, ანჯელინ ჯოლი, საკუთარ გარეგნობასა და ფიგურას ყოველთვის უფრთხილდებოდა. მრავალი წლის განმავლობაში, მან არაერთხელ შეიცვალა ჩაცმის სტილი, ეს კი მოდას არ უნდა დავაბრალოთ – ბრედ პიტის მეუღლე წონაში საგრძნობლად იკლებს. 

რა თქმა უნდა, დიეტების დაცვა აუცილებელია ფიგურის შესანარჩუნებლად, მაგრამ საზღვარი ყველაფერს აქვს! ჟურნალისტებისათვის ცნობილი გახდა, რომ ანჯელინა ჯოლი ანორექსიის ზღვარზეა. ბრიტანული ჟურნალი Grazia ავრცელებს ინფორმაციას, რომ მსახიობი დღეში 600 კალორიას იღებს. ადამიანს კი სიცოცხლისათვის დღეში მინიმუმ 1300 კალორია ესაჭიროება. 

ჟურნალი არ ასახელებს ანჯელინას ახლობლის სახელსა და გვარს, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსახიობი ყოველდღიურად, საუზმეზე მიირთმევს მარცვლეულს, რამდენიმე კოვზი ქოქოსის რძით. ანჯელინას კვების რაციონში არ შედის არანაირი სადილი ან ლანჩი. 

თავად მსახიობი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ, ჭამის მადა დაეკარგა. ანჯელინას ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა დედასთან. ამიტომ საყვარელი ადამიანის დაკარგვის მერე, ჭამა შეწყვიტა. ბრედ პიტის თქმით, ჯოლის შიმშილისგან გული რამდენიმეჯერ წაუვიდა. 

წლების განმავლობაში, მრავალშვილიანი დედა უფრო და უფრო „მცირე" ხდებოდა. ჯოლის ავადმყოფობაზე ხმები 2007 წელს გავრცელდა. 

ამბობენ, რომ პრინცესა ქეით მიდლტონიც, რომელიც ტახტის მემკვიდრეს ელოდება, ასევე, ანორექსიითაა დაავადებული. 

ახლობლების განცხადებით ანჯელინამ ჭამა 29 იანვარს, დედის გარდაცვალების დღეს, თითქმის სულ შეწყვიტა. 

ყველაფერი ეს მიანიშნებს, რომ მსახიობს ფსიქიკური ანორექსია აქვს. Anorexia psychic – საკვებზე უარის თქმა უმადობის, დეპრესიის, ან მოწამვლის შიშის გამო. 

ექიმების განცხადებით, ანორექსია ХХI–ე საუკუნის ყველაზე საშიში დაავადებების სიაში შედის. გასულ წელს, ამ დაავადებით, ორი სუპერმოდელი გარდაიცვლა.
კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 620 | დაამატა: PerfectlyMiley | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
2011-12-19 Spam
vaimeee chemi enjiii dzalian sustia martlaaac au ra cudiaaaa