მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » მარტი » 31 » ანეკდოტები
6:30 PM
ანეკდოტები
ტურისტი ადგილობრივს:

– რამდენია თქვენი სოფლის მოსახლეობა?

– ოთხ მილიონზე მეტი.

– ძირითადად რა საქმიანობას მისდევთ?

– ეს რიცხვი არაფერს გეუბნებათ?


* * *

– უკაცრავად, აცეტილსალიცილი გაქვთ?

– თქვენ ალბათ ასპირინი გნებავთ, არა?

– კი, მაგრამ მაგ სიტყვას ვერ ვიმახსოვრებ.


* * *
წარწერა საფლავის ქვაზე:

"მოერიდეთ სოკოს!"

* * *
ქალმა ახალი შინამოსამსახურე აიყვანა.

– ქალბატონო, თუ მენდობით, პირადი ზარდახშის გასაღებიც ჩამაბარეთ.

– ინებეთ.

– თქვენ დიდებული ქალბატონი ბრძანდებით! – აღტაცებას ვერ მალავს შინამოსამსახურე.

– სულ ტყუილად გიხარია, არ აღებს.


* * *
– მამიი, – ეძახის შვილი კახელს, – გამხმარ ხურმაი კუდი აქ?

– ქალოო! – უყვირის ცოლს კახელი, – მიხედე ბალღსა, კიდე თაგვი შეჭამა ამ დებილმა!


* * *

– თქვენ ხომ უკვე იყიდეთ ბილეთი, კიდევ რატომ ყიდულობთ? – ეკითხება კინოთეატრის მოლარე სალაროსთან მისულ კაცს.

– ის ბილეთი შესასვლელში კონტროლიორმა გადამიხია და აბა, რა უნდა ვქნა?

* * *

კახელი ტაქსის აჩერებს:

– ჯიგარ, აი, ეს თხა რო გურჯაანში ჩავიყვანო, რას გამამართმევ?

– მაგ თხას.

* * *

– ალო, კორძაძის ბინაა?

– არა.

– ბოდიში, გაგაღვიძეთ.

– არა უშავს, მაინც უნდა ავმდგარიყავი, ვიღაცა ტელეფონზე რეკავდა.


* * *

ზაქროს საზამთროთი დაუტვირთავს ვირშებმული ურიკა და ბაზარში დგას.

– ვაი, ჩემი ბედისა რა ვთქვი, – შემოესმა ერთ–ერთ მყიდველს ვირის სლუკუნი, – ეს ოხერი ჩემი პატრონი ყოველდღე სულ ასე მგრუზავს, მოვკვდი, არაქათი აღარ მაქვს.

– ვაიმე! – აღმოხდა მყიდველს, – ვირი ხარ და ლაპარაკობ?!

– კარგი, რა, ჩემმა პატრონმა არ გაიგოს, რომ ლაპარაკი ვიცი, თორემ ადგება და დახლშიც მე ჩამაყენებს.

* * *
– თქვენ ტყუპი გოგო შეგეძინათ, – ეუბნება მახარობელი კოლიას, – რა უნდა მითხრათ?

– გაგიხმეს ენა!


* * *

– აუ, რა ხაჭაპური იცის დედაშენმა, – ეუბნება ერთი ქუთაისელი მეორეს, – რომ ჩაკბიჩავ, ყველი ჭიშკრამდე მიგყობა.

– მართალია, აბა, დედაშენმა იცის ხაჭაპური? რომ ჩაკბიჩავ, ყველი კამათლებივით გადმოვარდება.

* * *
– ჩემმა ცოლმა ჯგუფური სექსი მოინდომა.

– შენც მიდი, იქნება კარგი რამეა და მოგეწონოს.

– მიდი კაია! ვის შევყავარ მერე ჯგუფში?

* * *

ფსიქიატრიულიდან გამოჯანმრთელებულ ავადმყოფს სახლში უშვებენ.

– აბა, მითხარი, – დაყვავებით ეკითხება მკურნალი ფსიქიატრი, – რომ შემოგიყვანეს, ვინ იყავი?

– ნაპოლეონი, – მორცხვად ამბობს პაციენტი.

– და ახლა ვინ ხარ?

– ფეხსაცმლის შავ მაზს თუ მიშოვით, ოტელო, ექიმო.


* * *

– რაფრა ხარ, ძამა? – ეკითხება ერთი გურული მეორეს.

– შენი ძმობა მაკლდა სწორედ! ისედაც შიფონერკის თავზე მძინავს.

* * *
მატარებელში რუსი და სომეხი ეცნობიან ერთმანეთს:

– მე ვანია მქვია, – ეუბნება რუსი, – სომხურად ანუ თქვენებურად ოვანესი.

– აი, ჯიგარ, – პასუხობს სომეხი, – მე აკოფა მქვია, რუსულად, ანუ თქვენებურად სანგარი, რა!


* * *

კახელი მეორე კახელს ურეკავს:

– მოდი, ჯოო. კაი მაგარი ღორი ჩლიქები მოვხარშე.

– არ მიყვარს ღორი ჩლიქები, ჯო.

– ამ ჩემ ჩლიქებ, თუ არ გიყვარ... სიდედრსა გაისამდე არა ვკლამ!

* * *
გურულმა კოტემ ძმაკაცი ჩამოიყვანა ქუთაისიდან. მამამისმა სიმონამ კაი სუფრა გაშალა და სვამენ. ქუთაისელი წარამარა მიმართავს ძმაკაცს: "სიმონ, სიმონ". სიმონამ ვეღარ მოითმინა:

– შვილო, შენ ხვარ დათვერი? სიმონა მე ვარ, მაი კოტეა.

* *
*

სეროჟა მივლინებიდან ღამით დაბრუნდა და ცოლს შეუწვა ლოგინში. მეორე დილით ეკითხება:

– სვეტაჯან, არ მოგწონს, ულვაშები რომ გავიპარსე?

– ვაა, სეროჟჯან, ეს შენა ხარ, უჟე ჩამოხვედი?

* * *
– ვაღმერთებ ბუნებას, – ეუბნება ერთი დაქალი მეორეს.

– დაგჩაგრა და მაინც?! – უკვირს მეორეს.
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 685 | დაამატა: StillBelieber | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
2012-04-15 Spam
ზოგი კაი იყო