მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 6 » Anacondas: Snake-Charmer
10:27 AM
Anacondas: Snake-Charmer
Anacondas: Snake-Charmer
- ახალი მოთხრობა საიტზე - 
- საცდელი თავი -
 

-ბატონო უილსონ, ქალაქს ისევ საფრთხე ემუქრება.
-გისმენთ, რა პრობლემაა?
-ანაკონდა დაბრუნდა და ქალაქს თავს დაესხა. ჩქარა თუ არ ვიმოქმედებთ მსხვერპლი ბევრი იქნება.
-ახლავე შეარჩიეთ 10 კარგად გაწვრთნილი პიროვნება, კარგი იქნება თუ პოლიციელები იქნებიან, და დაიბარეთ აქ.

ლუსიმ დავალება შეასრულა და ზუსტად 1 საათში 10 გაწვრთნილი პიროვნება პარლამენტის შენობის მთავარ დარბაზში შეიკრიბნენ. დარბაზი ზედმეტად დიდი იყო 10 ადმიანისთვის. თითოეულ კუთხეში დაახლოებით 3 კამერა იყო. კედლებთან ძვირფასი ვაზები და მაგიდები იდგა. სიცარიელეს ნახატები ავსებდნენ. საჩუქრები სხვადასხვა ქვეყნებიდან, პრეზიდენტებისგან, მხატვრებისგან, სასულიერო პირებისგან და უბრალო ადამიანებისგანაც კი.
მალე სიჩუმე ფეხის ხმამ ჩაანაცვლა. ოთახში ბატონი უილსონი შემოვიდა.
-მოგესალმებით. როგორც იცით ქალაქში ანაკონდა ისევ დაბრუნდა. იგი დაუნდობლად აგრძელებს ხალხის ჭამას. თუ მალე არ შევაჩერებთ ზარალი დიდი იქნება. ამიტომ თქვენი დახმარება გვჭირდება. თქვენ ჭირდებით ხალხს. უნდა შეაჩეროთ ანაკონდა. ვინც ამ გველის თავს მომიტანს დავასაჩუქრებ, თქვენ გმირები გახდებით. ახლა კი დაგტოვებთ, ამ ოთახში შედით და თქვენი ნივთები აიღეთ, საქმეს დღეიდან შეუდექით.-თითით ოთახისკენ ანიშნა და გავიდა. 'გმირები' ხმას არ იღებდნენ, უსიტყვოდ გავიდნენ იმ ოთახში. დარბაზთან შედარებით ოთახი ძალიან პატარა იყო. ძირს ზურგჩანთები იდო. თითოეულ ზურგჩანთაში სპეციალური ტანსაცმელი და მოწყობილობები იდო. მალე ყველა მოემზადა და ოთახში ლუსი შემოვიდა.
-გამარჯობა, მე ლუსი ვარ. ბატონი უილსონის 'დამხმარე'. როგორც ვხედავ ყველა მოემზადეთ. ახლა გამოსვლა გექნებათ და შემდეგ საქმეს შეუდგებით.
-რა გამოსვლაზეა საუბარი?
-ლაპარაკში ჩაეჭრა გოგონა მესამე ნომრით.
-ხალხს უნდა გააცნოთ თქვენი თავები. რამის თქმა არაა საჭირო, უბრალოდ თქვენს სახელებს იტყვით.
ყველა მორჩილად დაეთანხმა და ლუსის გაყვნენ.


ძალიან ძალიან გთხოვთ დააკომენტარეთ, ჩემთვის თქვენი 1 უარყოფითი კომენტარიც უმნიშვნელოვანესია ♥ შეაფასეთ საცდელი თავი და გპირდებით მომდევნო თავები ძალიან საინტერესო იქნება♥
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 730 | დაამატა: ✞Ultraviolet✞ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 141 2 »
2013-11-04 Spam
Saintereso motxrobaa,yvela danarcheni motxrobisgan gansxvavebuli.
shecdomebi ukve gitxres .
darwmjnebuli var dzalian saintereso gagrdzeleba eqneba da velodebi dzalian dzalian magrad ♥♥