მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 14 » Always On My Mind - 13 -
2:01 PM
Always On My Mind - 13 -
 AlwayOn My Min13 -
მოთხრობის მეთმეცამეტე თავი.  გირჩევთ ნახოთ ეს თავი..
 დამიჯერეთ არ ინანებთ : ))


’თხრობას აგრძელებს რეიჩელი’
უკვე ჰარის მანქანაში ვართ მე და დედა და მისი სახლისკენ მივდივართ.
უზომოდ ვნერვიულობ, შეყვარებულის დედას უნდა შევხვდე.. არ ვიცი რა ვუთხრა ან საერთოდ როგორ მოვიქცე.. რო არ მოვეწონოო?
ღმერთო ძალიან ვნერვიულობ
-ხო არ დაიღალეთ?
იკითხა ჰარიმ
-მალე მივალთ, სულ რამდენიმე წუთში
ამაზე უფრო ავღელვდი, ჰარიმ ალბათ შემატყო და ხელი მუხლზე დამადო
დაწყნარების მიზნით
-ნუ ნერვიულობ არგიკბენენ
მითხრა სიცილით
რამდენიმე წუთში მართლაც მივედით, ჰარიმ სახლის ეზოში გააჩერა მანქანა
ჯერ დედაჩემთან მივიდა კარი გაუღო, შემდეგ კი ჩემსკენ გადმოინაცვლა
-ისა და ჰარი მე რო აქ დაგელოდოთ არა?
ვუთხარი და შეშინებული სახე მივიღე.. ამის გაგონებაზე უაზრო სიცილი აუტყდა
-მაშინ წავიდეთ ყველა და არ შევიდეთ . უკეთესი აზრია ხო? მითხრა და ისევ იცინოდა
-ოო ხო კარგი მოვდივარ! ვუთხარი და მანქანიდან გადმოვედი . მივეხუტე და სახლისკენ წავედით, დედა უკან მოგვყვებოდა 
-ესეც ასე,მოვედით ! თქვა ჰარიმ, ჩაისუნთქა , შემომხედა, გამიღიმა და დააკაკუნა.
ფეხის ხმა გავიგონე, როგორ ვნერვიულობდი ღმერთო .. ჰარიმ ხელი მაგრად მომიჭირა და შუბლზე მაკოცა, ღრმად ვსუნთქავდი და კარიც გააღეს ..
-ჰარიიიიიიიიიიიი, იიკივლა გოგონამ და ჰარის ჩაეხუტა , ჰარიმ ხელში აიტაცა და აბზრიალებდა..
-როგორ მომენატრე ! ყვიროდა ის გოგო და თან კიდევ უფრო ძლიერ ეხუტებოდა, უჰ ვინ არის ეს გოგო .. როგორ ეხუტება ჩემს ჰარის .. გავფიქრე გულში და ტუჩები დავბზიკე.. 
უი ხო ალბათ ეს მისი დაა ფოტოებში სულ სხვანაირია .
ოთახიდან ახალგაზრდა ქალი გამოვიდა, ეს ალბათ დედამისია 
-ჩემო ბიჭო მოდი აქ ჩაგეხუტო უთხრა და ჩაეხუტა, შემდეგ ჩვენსკენ წამოვიდა 
-ეს ალბათ რეიჩელი არა? იკითხა და დედასკენ მიუთითა თვალებით,
-ძალიან სასიამოვნოა, უთხრა დედას შეწუხებული ღიმილით, და გადაკოცნა. ჰარის სიცილი აუტყდა, მე კი დაბნეული იქეთ აქეთ ვიყურებოდი 
-ჰაჰა არა არა დედა, ეს რეიჩელის დედაა , რეიჩელი ეს არის , უთხრა სიცილით და გადამხვია ხელი, ანემ შვებით ამოისუნთქა და ჩემსკენ წამოვიდა
-უფრო ლამაზი ხარ ვიდრე წარმომედგინე, მითხრა და ჩამეხუტა,ყურში ჩამჩურჩლა -კიდევ კარგი რეიჩელი შენხარ, კიდევ ჰარიზე დიდი ასაკის ქალი რო დამენახა ვეღარ გავუძლებდი. ამაზე სიცილი ამიტყდა, მასაც გაეცინა. რა თბილი ქალი იყო , შემდეგ კი ჯემა მოვიდა , და როგორც ანემ ისევე ჯემამაც ყურში ჩუმად მითხრა
-ცუღლუტობთ ხოლმე? იცოდე ყველაფერს მომიყვები ! და გაიცინა, გაკვირვებული სახით შევხედე და მეც გამეცინა ..
სახლში რომ შევედით ჰარის მამინაცვალი რობინი და მისი რამდენიმე ნათესავი იყო.
-ჰეი ყველანი სუფრას მივუსხდეთ , ყველაფერი მზად არის უკვე ! წამოიყვირა ენიმ, ჰარი ჩემთან მოვიდა ყურში ჩამჩურჩულა -დედას მოეწონე, ხომ გითხარი სანერვიულო არაფერია, და ხელი გადამხვია , მე გავუღიმე და სუფრას მივუჯექით.. აშკარა იყო,რომ დედას ძალიან მოეწონა ეს ოჯახი . მეც ეს მინდოდა.. ყვეალეფრი კარგად მიდიოდა, ბევრი ვიცინეთ , ჯემა ძველ ისტორიებს იხსენებდა, ენი უსწორებდა ხოლმე .
მგონი კარგა ხანია ესე არ მიცინია, როგორც აქ ვიცინე. დიდი სიამოვნებით გავატარებდი კიდევ ერთ დღეს ამ ოჯახში. ბედნიერი ვიყავი , ნამდვილად! თუმცა სრული ბედნიერება მაქვს თქო ვერ ვიტყვი,რადგან მამა არ არის ჩემს გვერდით, მაგრამ დარწმუნებული ვარ ის ხედავს ამ ყველაფერს და ამით ბედნიერია. 
-კარგით , ჩვენ წავალთ . თქვა ჰარიმ და წამოდგა.
-რა? როგორ თუ წახვალთ, არა დღეს აქ დარჩით , ჰარი გთხოვ, ჩემი ხათრით.
-ხო რა, ძალიან გთხოვთ, ოთახები საკმარისადარის.. დაამატა ჯემამ 
-მე წავალ მაშინ, ძალიან მერიდება თქვენი , თქვა დედამ შეწუხებული სახით
-რა სისულელეა.. თქვენ ქვემოთ ოთახში დაწვებით ჰარი და რეიჩელი ზემოთ ავლენ გთხოვთ ეს ერთი დღე.. დაიჟინა ენიმ.. ჰარიმ მე შემომხედა, ჩემი რეაქცია აინტერესებდა, მე გავუღიმე და თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად..
-კარგით, ვრჩებით! წამოიყვირა სიხარულით ჰარიმ.. ძალიან გაუხარდათ, ძილს ჯერ არ ვაპირებდით,ამიტომ ჰოლში თბილად მოვთავსდით ყველანი, ბუხარი ავაგიზგიზეთ, ჩაი გაგვიკეთა ჯემამ ყველას და ძველი ფოტოები დაგვეთვალიერებინა, ღმერთო რა კარგი ოჯახი იყო! ჯემა,ხომ უსაყვარლესი იყო , ძალიან თბილი,მოსიყვარულე.. ამასთანავე ცდილობდა ყურადღება არ მოეკლო ჩემთვის და დედასთვის, მართლაც ძალიან კარგი გარემო იყო.. 
-ჩვენ ზემოთ ავალთ, თქვა ჰარიმ, წამოდგა და ხელი გამომიწოდა, მეც წამოვდექი,ყველას ტკბილი ძილი ვუსურვეთ და ოთახში ავედით.. კიბეებზე ასვლისას ჰარიმ ორივე ხელი წელზე შემომხვია და ისე ავდიოდით, თან კისერში მკოცნიდა და იცინოდა.. 
-ეი ეი გეყო! ვუთხარი და ხელი ვკარი მხარზე , თან ვიცინოდი . ოთახში შევედით, ჰარიმ კარები ფეხით მოხურა და მისკენ შემომატრიალა ..
-აბა რას იტყვი ჩემს ოჯახზე? მკითხა მაცდური თვალებით
-მმ ნუ რავიცი .. ვუთხარი და სახე მოვღუშე
-რა რაიცი , არ გაამაგიჟო ! მითხრა ჰარიმ შეწუხებული სახით
-ჰაჰაჰა , რათქმაუნდა ძალიან მომეწონა, არვიცი ალბათ შეუძლებელია აქაურობა არ მოგეწონოს.. ძალიან თბილი გარემოა.. ჰარის ამ სიტყვების გაგონებაზე სახეზე კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა
-აი ამიტომ მიყვარხარ! მითხრა და მაკოცა
შემდეგ უჯრასთან მივიდა და მისი ღამის პერანგი ამომიღო
-აჰა ჩაიცვი
პერანგი გამოვართვი და სააბაზანოში შევედი, მისი მაიკა საკმაოდ გრძელი იყო ამიტომ შარვლის ჩაცმა საერთოდ აღარ გახდა საჭირო.
სახე დავიბანე, თმები ავიწიე და ოთახში გამოვედი. ჰარი პიჟამას შარვალს იცმევდაა ტანს ზემოთ კი შიშველი იყო
„ოჰ რა არაჩვეულებრივია"
ჩავილაპარაკე ჩემთვის და ღრმად ამოვისუნთქე, ჰარიმ ამომხედა და გაიცინა
-რაარის არაჩვეულებრივი?
ოხ გაიგო!!
-რაა? არაჩვეულებრივი? მე ვთვქვი ეეგ?
ჰარიმ თავი დამიქნია
-ისაა... შენს ტანზე ვთქვი
ვუთხარი ბორძიკით
ჰარი წელზე შარვალს ისწორებდა, ამომხედა და ეშმაკურად გამიღიმა
-ოოოუუუ ესეგი არაჩვეულებრივია ხო?
ჩემსკენ მოვიდა და წელზე შემომხვია ხელები
-ჰო. 
ვუთხარი მორცხვად 
-ჰოდა შენია
ჰარის ნათქვამდე სიცილი ამიტყდა
-რაა?
- შენია მარტო და კიდევ ცოტა ჩემიც
-მაშინ ძალიან კარგი
ვუთხარი ჰარის წარბების თამაშით და ვნებიანად ვაკოცე 
ჰარი კარგა ხანი კოცნა არ შეუწყვეტია, ხელები ჩემს ტანზე ჩამოაცურა ნაზად მისმევდა ბეჭებზე და უფრო ქვემოთაც აცურებდა
-ოჰ ჰარი სტაილს გამოუსწორებელი ხარ!!
გავიფიქრე გულში. მერე ყელზე გადავიდა.. მკოცნიდა, თან ხელებსაც არაჩერებდა.. მე არაფერს ვაკეთებდი უბრალოდ ვიდექი და მძიმედ ვსუნთქავდი. ჰარის სუნთქვის ხმაც მესმოდა, სუნთქვა მძიმე და გახშირებული ქონდა.
რათბილი და ვნებიანი იყო, აღარ მინდოდა რომ მომშორებოდა მაგრამ ვხვდებოდი რომ უკვე შორს ვტოპავდით..
ჰარიმ კედელთან მიმაყუდა და კოცნა განაგრძნო, შემდეგ თავი ოდნავ გამოწია, ხელები ფეხებზე მომკიდა და მის თეძოებზე შემომაწყობინა, კედელს კი უფრო მაგრად მივეკარი.. ხელები მაისურში შემიცურა, წელზე მეფერებოდა და თან ვნებიანად კოცნას აგრძელებდა .. 
წყალი გადავივლე და მისაღებში ჩავედი ტელევიზორთან
რამდენიმე წუთში ბიჭების პირდაპირი ეთერი იქნებოდა ერთ ერთი გადაცემიდან 
მათ უამრავი კითხვა დაუსვეს, უამრავ თემას შეეხნენ და ზუსტად ეხლა დადგა იმ კითხვის ჯერი რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებდა
-ბიჭებო ლუის დაბადებისდღეზე როგორი დრო გაატარეთ?
ჟურნალისტმა კითხვა დასვა თან ჰარის უყურებდა მისგან მოითხოვდა ალბათ პასუხს
-შესანიშნავი 
წამოიძახა ნაილმა
-ხო ჩვენ ძალიან გავერთეთ ბევრი ვიცეკვეთ, დავლიეთ, მოკლედ მშვენიერი იყო
განავრცო ზეინმა
-ძალიან კარგი. და შობას სად შეხვდით?
-შობა ჩვენს ოჯახთან და შეყვარებულებთან გავატარეთ
თქვა ლიმმა
-ხო ზუსტად ეგრე იყო
დაამატა ლუიმ
-და შენ ჰარი?
ჟურნალისტი კითხვით ჰარისკენ გადავიდა
-დიახ მეც შობა ოჯახის წევრებთან გავატარე ჩეშირში.
-შენი ფოტოები გამოჩნდა 
თქვა ჟურნალისტმა და მონიტორისკენ მიუთითა
იქ მე და ჰარის ფოტო იყო სადაც ხელჩაკიდულები ვიყავით
-აჰ იქ უამრავი ფანი იყო
თემის შეცვლა სცადა ჰარიმ მაგრამ ჟურნალისტი მას არაყვა და იმაზე ლაპარაკი გააგრძელა რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა
-თქვენ იყავით იქ იმავე გოგოსთან
რომელთანაც ერთად დაგაფიქსირეს ლუის დაბადების დღიდან რომ მოდიოდი
-დიახ
ჰარიმ თავი დაუქნია
-და ისიც თქვენი ნათესავია?
კითხა დაინტერესებული სახით მაგრამ თითონაც კარგად იცოდა რომ ნათესავები არვიყავით
ჰარიმ თავი დაბლა დახარა და ჩაიღიმა
-არა
თავი გაიქნია, თან იღიმოდა .
იმედია ჟურნალისტი თავს დაანებებს და ეხლა სხვა თემაზე გადავა ძალიან დავიძაბე მეშინოდა რო ჩვენი ამბავი გასკდებოდა
-მაშინ ვინაა ის შენი?
ჩაეძია ჟურნალისტი
მე ამ კითხვაზე პასუხი უკვე ვიცოდი მაგრამ მაინც გაფაციცებული, ინტერესით ვუსმენდი.
-იიის? ის ჩემიიი... 
ჰარი ბორძიკობდა და სიტყვებს წელავდა 
-ჩვენ ერთად ვართ
უცბათ მოუყარა სათქმელს თავი, ამაზე კი სიჩუმე ჩამოვარდა
ძალიან დავიბენი ეს არიყო გეგმაში, არ ველოდი თუ ჰარი ამას გააკეთებდა, ამდენი ხალხის წინაშე აღიარებდა რომ ერთად ვართ.
ეს არმინდოდა, მაგრამ მაინც უზომოდ გამეხარდა ეს კიდევ ერთი დიდი დასტური იყო იმისა რომ მას ჩენთან ერთად უნდოდა ყოფნა.
ისევ სუჩუმე იყო ჰარი თავჩაღუნული იჯდა და იღიმოდა.. ჟურნალისტი კი გაოცებული იყო და ხან ერთ ბიჭს გადახედავდა ხან მეორეს
შემდეგ ნაილმა სიცილი დაიწყო მას სხვებისც აყვნენ დარბაზშიც ოვაციები ატყდა ყველა ტაშს უკრავდა
ჟურნალისტიც მალე გონს მოვიდა და ისიც აყვა დარბაზს
ძალიან ბედნიერი და გახარებული ჩანდა რადგანაც ექსკლუზივი მოიპოვა მასაც ხო მეტი არუნდოდა
-გილოცავ ჰარი
უთხრა და ხელი ჩამოართვა
-ეხლა მხოლოდ ნაილია ისეთი ვინც მარტოა ხომ ასეა?
ნაილმა თავი დაუქნია მეტი ისეთი კითხვები აღარ დაუსვამთ, ინტერვიუ მალევე მორჩა
ძალიან ბედნიერი და გახარებული ვიყავი ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად იყო მაგრამ წინ დიდი განსაცდელი მელოდა ამაში დარწმუნებული ვიყავი
რამდენიმე წუთში ჰარიმაც დამირეკა
-მიყურე პატარა?
-ჰარი არიყო აუცილებელი
-ხომ გითხარი რომ შენს დამალვას 
არვაპირებდი
მეტი სათქმელი არაფერი მქონდა ვერც ვხვდებოდი რა შეიძლებოდა მეთქვა ისევ ემოციებში ვიყავი
-მიყვარხარ
-მეც. 
თქვა და გავიგე როგორ ჩაიღიმა
-ეხლა მალე გამოვალ და პირდაპირ შენთან მოვალ
-კარგი გელოდები ჯერ მხოლოდ რამდენიმე საათია არ მინახიხარ მაგრამ უკვე მომენტრე.. ერთი სული მაქვს როდის მოგეხვევი
-სულ რამდენიმე წუთში პატარა
*რამდენმე საათში*
-ჰარი მაინტერესებს ინტერნეტში რას წერენ ჩვენზე
-შევამოწმოთ მერე
-კარგი ლეპტოპს მოვიტან
ვუთხარი და ლეპტოპი მოვიტანე დივანზე მოვკალათდით და ჯერ თვითერი გავხსენით
-ღმერთო უკვე 10 000 სი Followerი. 2 დღეში ჰარი 2 დღეში... როგორ? ღმერთო რასიგიჟეა
გაოცებული ვიყავი
-ნახე რეებს გიწერენ
-კარგი ახლავე წავიკითხავ
*ოჰ უკვე მეზიზღები*
*დაანებე ჰარის თავი თორემ საქმე ჩემთან გექნება*
ამაზე ცოტა არ იყოს ორივეს გაგვეცინა
*მომწონხარ იმედია შენ და ჰარი მართლა ერთად ხართ*
ამის წაკითხვა ძალიან გამეხარდა ჰარისაც თვალები გაუბრწყინდა
მე მაშინვე შევედი და ის გოგო დავაFollowე.
შემდეგ კი ისევ კითხვა გავაგრძელე
*მე მომწონს ჰეიჩელი*
-ჰეიჩელი? 
წამოიძახა ჰარიმ
-ძალიან მომწონს
ამაზე გამეცინა თან ეს თვითი უზომოდ გამეხარდა
*რასგავხარ ჰარის საერთოდ არშეეფერები*
-ჭეშმარიტი თვითი
ამოვიოხრე 
ჰარიმ სერიოზული სახით ამომხედა ხელით ნიკაპი დამიჭირა სახე მის სახესთან გამასოწრებინა და სერიოზული სახით მითხრა
-ეგ მეორედ აღარ თქვა
-რატო ეს ხო მართალია მე ჩენი შესაფარისი არ ვარ
-მაგალითად რატო
მე გავჩერდი ხმა ვეღარ ამოვიღე
-შენ ზუსტად ჩემთვის ხარ შექმნილი, შემეფერები და რომც არ შემეფორებოდე მაგას არ აქვს მნიშვნელობა მე შენ მიყვარხარ, შენთან ყოფნა მინდა და ესაა მთავარი. გესმის?
ჰარის თავი დავუქნიე, მან ყელში მაკოცა და ისევ ლეპტოპს მიუბრუნდა
*მე მირჩევნია ლარი ჰეიჩელს*
-ლარი ეს შენ და რომელიმე სხვა გოგო ხართ? ლ? და ვინ გყავდა გოგო რომლის სახელიც იწყებოდა ლ ასოთი?
დაინტერესსებულმა ვკითხე 
-ეს ლუია
უხერხულად მითხრა
-ლუი? რომელი? მე რატო არვიცი?
-იცი რეიჩელ იცი ლუი.. ლუი ტომლინსონი
ამაზე სიცილი ამიტყდა
-ლუი? და რაშუაშუა ლუი?
ჰარიმ მხრები აიჩეჩა
-მათ გონიათ რომ ერთმანეთი გვიყვარს 
ამაზე თავიდან სიცილი ამიტყდა მეგონა ეს უბრალოდ ხუმრობა იყო მაგრამ შემდეგ უამრავი საშინელი ფოტო ვნახეთ „ლარის".
როგორ იტანჯებოდა ლუი იმის გამო რომ ჰარის შეყვარებული ყავს
როგორ ჩავდექით მე და ელენორი მათ შორის
ვნახეთ ფოტოები სადაც ისინი ერთმანეთს კოცნიდნენ
-ღმერთო ეს ხო საშინელება
ძლივს წარმოვთვქი
-როგორ უძლებთ ამას? ან საერთოდ ელენორი რას ამბობს ამაზე
-ელენორი ძალიან განიცდის ყველა ამბობს რომ ლუი იყენებს იმიტო რომ დამალოს თავისი ორიენტაცია. ჩვენ კი უკვე შევეჩვიეთ ამას, მაგრამ ყოველთვის ესეთი ფოტოების ნახვის მერე მიჩნდება ზიზღი ყველა ფანის მიმართ.
-გთხოვ ნუ ამბობ ესე მათ უყვახარ
-ვუყვარვარ? არა ეს უაზრობაა, ამით მეც და ლუისაც შეურაცყოფას გვაყენებენ...
შენ არიცი მაგრამ ზოგჯერ ძალიან ცუდათ იქცევიან, ზედმეტად ერევიან ჩემ ცხოვრებაში. უნდათ რომ ყველაფერი გამიკონტროლონ. იმდენს ვერც ხვდებიან რამინდა მე, რა მესიამოვნება, რა გამიხარდება... არაინტერესებთ მიყვარს თუ არა ვინმე, ყველას ლანძღავენ და ვერ ხვდებიან როგორ მტკენენ ამით გულს.
ისინი მხოლოდ თავის თავზე ფიქრობენ. გონიათ რომ მარტო თუ ვიქნები ეს მათთვის უფრო მომგებიანია და უფრო მეტი შანსი ექნებათ ჩემთან. ზოგიც კი ეძებს უბრალოდ იდიალურს ჩემთვის. უნდათ უნაკლო, ლამაზი ტანით, დახვეწილი ნაქვთებით,
გემოვნებიანი არესმით რომ არავინაა უნაკლო, მაგრამ შენ ჩემთვის ხარ უნაკლო .მე არვეძებ ყველასთვის იდეალურს და უნაკლოს მე ვეძებ იმას ვისაც ვეყვარები არა იმიტო რომ ვარ ცნობილი ბოიბენდიდან, 
უბრალოდ ვეყვარები ის ვინც ვარ, ნამდვილი მე და არა კამერების წინ თვალთმაქცი ბიჭი. ისინი მირჩევენ მათთვის სასურველ გოგოს, აერთებენ ფოტოებს, იძახიან რო მე მომწონს ეს წყვილი მაგრამ საბოლოოდ მათ არავინ მოსწონთ. უბრლად უნდათ რომ მათთან ვიყო ან სულაც მარტო.
მეშინია რომ ამ ყველაფრის გადატანა შენც მოგიწევს
გაგლანღძავენ, დაგემუქრებიან, არ მინდა რომ მათ და ჩემს გამო იტანჯო. გავგიჟდები ოდესმე მათ გამო რომ იტირო, გავაფრენ.
-გთხოვ ჰარი... ძალაინ აზვიადებ, არაფერი არიქნება.. თავიდან გამლანღავენ მაგრამ მერე ალბათ შეეგუებიან
-შენ ვერხვდები სადამდე შეუძლიათ მათ შეტოპვა
მე ხმას არვიღებდი ვერვხვდებოდი რა შეიძლება გამეკეთებინა
-თვითერი გააუქმე
სერიოზული ხმით მითხრა ჰარიმ
მივხვდი რო მასთან შეწინააღმდეგებას აზრი არ ქონდა და უყორმანოდ დავთანხმდი
-კარგი
-Facebookიც. შეგიძლია შექმნა რაიმე სხვა სახელით და ვისაც გინდა ეკონტაქტო
-კარგი ეგრე გავაკეთებ
ჰარიმ ნაღვლიანად ამომხედა
-მაპატიე
მითხრა და მომეხვია.
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 787 | დაამატა: StillBelieber | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5
2013-06-14 Spam
Dzalian kargi taviaa <3