მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 7 » AlwayS On My MinD
2:30 PM
AlwayS On My MinD
 
AlwayS On My MinD
 - 6 - 
მოთხრობის მეექვსე თავი
 იხილეთ სრულიადში. (ძალიან დიდია!)



სასწავლებელში მივედი, დღეს არ ვხატავდით რაღაც ლექციები გვქონდა,ამიტომ ცოტახანი მომიწია დარჩენა, მაგრამ მაინც ვერ ვუდებდი გულს.. როგორც კი მოსმენას დავაპირებდი ფიქრები სხვაგან გამირბოდა, სულ სხვაგან ვიყავი.. ხან მამაზე ვფიქრობდი, ხან ვიქტორიაზე ხანაც ჰარიზე. ბოლომდე არ დავრჩენილვარ აზრი არქონდა ამიტომ სახლში წამოვედი
-დე მოვედი
დავიყვირე და კიბეებზე ავედი
-მოიცა მოიცა უნდა დაგელაპარაკო
-ხო რახდება
მივუტრიალდი დედას და კიბეებზე ჩავირბინე
- მუშაობა უნდა დავიწყო
მითხრა დედამ
-დე შენ ცხოვრებაში არგიმუშავია და ეხლა რათგინდა? ფულის გამო? ხო იცი ფული მაინც არ გვაკლია 
-ფული? არა უბრალოდ ესე სახლში უაზროდ ჯდომა არ შემიძლია, მინდა რომ რაიმე გავაკეთო, მინდა რომ გონება სხვა რამეზე გადავიტანო
-კარგი შენი ნებაა
ვუთხარი და ოთახში ავედი
სიტუაცია ჰარისთან
-დღეს რომელზეა წვეულება? (ნიკი)
-არვიცი ზუსატად, 10 საათზე რო დაიწყოს კარგი იქნება არა? 
-იყოს იყოს , მითხრა ნიკმა და წვენი დალია .. მე უცებ გამახსენდა დღეს რეიჩელს რომ შევხვდი და ნიკს მივუბრუნდი
-უი ხო მართლა, იცი აქ ვინ გადმოვიდა საცხოვრებლად? ნიკმა დაინტერესებული თვალებით შემომხედა 
-ვინ? 
-რეიჩელი, ვუთხარი და გავიცინე 
-რეიჩელი ? რომელი მაიამიში რომ გავიცაინთ ?ეგ რეიჩელი ? შენ რა ხუმრობ? გაოცებული სახით მითხრა ნიკმა
-არა არა მართლა , აი ამ სახლში ცხოვრობს , ვუთხარი ფარდა გადავწიე და ხელით მივანიშნე 
-თუ ეგრეა მაშინ დავუძახოთ დღეს წვეულებაზე
-ხო კარგი აზრია მაგრამ არამგონია მოვიდეს, ვუთხარი და დივანზე წამოვკოტრიალდი
-რა? რატო? დარწმუნებული ვარ უარს არ გვეტყვის
-არვიცი , ისე უხეშად შემხვდა , ვუთხარი და მხრები ავიჩეჩე
-ჰაჰა და გაგიკვირდა ? ახლო მეგობრები არასოდეს ყოფილხართ თბილად რომ შეგხვედროდა , მითხრა ნიკმა და სიცილი დაიწყო 
-ხო ხო კარგი , მართალიხარ .. ოღონდ მე არაფერს ვეტყვი , შენ თხოვე გადმოვიდეს.
-კარგი ეხლა მივალ და ვეტყვი რო 10 ისთვის მზად იყოს
-მე მაინც მგონია რო უარით გამოგისტუმრებს. 
-ვნახოთ
-კარგი
ვუთხარი და გავიცინე, მან ხო არ იცოდა როგორ შეიცვალა რეიჩელი.. ის სულ სხვა გოგო იყო ეხლა.
სიტუაცია ნიკთან
ჰარის სახლის გვერდზე მდგომ სახლთან მივედი და კარზე დავაკაკუნე
კარი ვიღაც ქალმა გამიღო ძალიან გავდა რეიჩელს, სავარაუდოდ დედამისი იქნებოდა
მან გაკვირვებულმა შემომხედა
-უკაცრავად?
უხერხულად მკითხა
-უკაცრავად მე რეიჩელთან ვარ სახლშია?
-რეიჩელთან?
ისევ გაიკვირდა დედამისმა
ესენი რა სტუმრებს არიღებენ? რატო გაუკვირდა ესე ჩემი დანახვა?
-დიახ რეიჩელთან, ხომ ეს ბინაა?
უხერხულად ძლივს ვუთხარი
-დიახ დიახ შემოდით, ხო მშვიდობაა?
მოიცა მართლა დავიჯერო ამ გოგოსთან არასდროს არავინ მოსულა? რატო უკვირს ესე? დავიჯერო რამე უნდა ხდებოდეს აუცლებლად, რომ ვინმე ესტუმროთ?
- რათქმაუნდა. მე მისი ძველი ნაცნობი ვარ, მაიამიში გავიცანით ერთმანეთი
-აჰ ეხლა ყველაფერი გასაგებია, დავუძახებ ეხლავე
გასაგებიი? რაარის გასაგები?
რაუცნაური ქალია.. ცოტა ხომ არ აკლია?
ჩემს ფიქრებზე გამეცინა, ცოტა ხმამაღლა მომივიდა და მოსამსახურემ სამზარეულოდან თავი გამოყო .უცნაურად შემომხედა,
ალბათ ეხლა ამან იფიქრა ჩემზე აკლიაო და შეტრიალდა ისევ
სიტუაცია რეიჩელთან
-რეიჩელ
კარზე დააკაკუნა დედამ
-შემოდი
-შვილო შენთან არიან მოსულები
-ჩემთან? 
გაკვირვებისგან თვალები გადმოვყარე
-კი მაიამიში გავიცანითო
აჰ ჰარი იქნება. ნეტა რაუნდა?
-კაი ჩადი და მოვდივარ
დედა ჩავიდა მეც წამოვდექი საწოლიდან და მას გავყევი, თან ვფიქრობდი რა შეიძლებოდა ნდომოდა ჰარის
კიბეებზე ჩავედი და თვალები გამიფართოვდა მარტო ზურგი დავინახე მაგრამ მაშინვე მივხვდი რომ ეს ნიკი იყო, მაგრამ ააქ? აქ რამ მოიყვანა?
-გამარჯობა, წარმოვთქვი მშვიდად
ნიკი შეცბა და უცებ შემოტრიალდა ჩემსკენ
-რეიჩელ?
თვალები გააფართოვა
-ხო. რახდება?
ნიკს შეშინებული სახე ქონდა
-იცი დღეს ჰარიმ მითხრა რო აქ გადმოხვედი.
-ხოო..
ვუთხარი ისე თითქოს კიდევ მოვითხოვდი ნიკისგან რამის დამატებას
-ხოო და დღეს წვეულება იმართება ჰარის სახლში და ვიფიქრე მოხვიდოდი
-აჰ არა არა 
თავი გავიქნიე
-გაერთობი წამოდი
-გავერთობი?
ცინიკურად გავიმეორე 
-არა მადლობთ არმინდა
-ძალიან გთხოვ
-არ მინდა მართლა, მაინც ვერ გავერთობი და რა აზრი აქვს
ეს უკვე ცოტა რბილად ვუთხარი
-კი მაგრამ რატომ , სულ გიყვარდა გართობა .. რა ხდება, ყველაფერი ხომ რიგზეა? მითხრა და ინტერესიანი თვალებით შემომხედა
-არც ისე 
ვუთხარი და სევდიანად გავუღიმე
-კარგი ვხვდები რომ ლაპარაკს აღარ აქვს აზრი 
მოდი მე წავალ და 10 ზე გელოდები. იმედია მოიფიქრებ და მოხვალ
-კარგი ნახვამდის 
დავემშვიდობე ნიკს და დივანზე ჩამოვჯექი ,ამ დროს დედა გამოვიდა სამზარეულოდან 
-უნდა წახვიდე
-არ უნდა წავიდე
-ვითომ რატომ?
-დე შენი აზრით გართობა მინდა ეხლა?
-მაგრამ ეს არის ის, რაც შენ ეხლა ყველაზე მეტად გჭირდება
-არ მჭირდება!
-2 თვის წინ მომიკვდა ადამიანი რომელიც უზომოდ მიყვარდა, მისი დაკარგვა ჯერაც ვერ გადავიტანე მაგრამ ეხლა ვხვდები, რომ ნელნელა კიდევ ვკარგავ იმ ადამიანს რომლისთვისაც ვცხოვრობ და ვუძლებ ამ ტკივილს. არმინდა ესეთს გიყურებდე მე ჩემი შვილი მინდა! ძველი, პატარა და მხიარული! უკვე ანერვიულებული ხმით მეუბნებოდა , თან ხმაში ეტყობოდა გაბრაზება.
-გგონია მე მინდა რომ ესე ვიყო? არა. უბრალოდ არ შემიძლია სხვაგვარად ! არა !
-ძლიერი ხარ .. შეძლებ დამიჯერე
-ძლიერი? არა მე ზედმეტად სუსტი ვარ ამისთვის 
-მამაშენს ესეთი არმ ოეწონებოდი ხომ იცი არა?
-ვიცი
სევდიანად ვუთხარი მე
-მაშინ თუ ჩემს გამო არა მის გამო, მის გამო დაიწყე ახალი ცხოვრება. ვერ მოგთხოვ რომ ზუსტად ის იყო რაც იმ ტრაგედიამდე იყავი, მაგრამ უბრალოდ ეცადე, გთხოვ.
დედის სიტყვებმა ბევრ რამეზე დამაფიქრა, მამას არ მოეწონებოდა ის რასაც მე ვაკეთებ .. 
ნეტა მხედავს? იქნებ ნერვიულობს?
ტელევიზორი ჩავრთე და უაზროდ მივაშტერდი აღარ მინდოდა დედას კიდევ გაეგრძელებინა ლაპარაკი, ეს გულს მიკლავდა. 
-წამოდი ვჭამოთ
ცოტახანში ისევ დაიწყო დედამ
-არმშია
-გშია! ადექი და წამოდი
-დე მართლა არაფერი არ მინდა
-არ მაინტერესებს შენ რა გინდა. ადგები და წამოხვალ
მკაცრი ტონით დაიწყო დედამ ლაპარაკი
მაგიდასთან დავჯექით საჭმელს უაზროდ დავშტერებოდი და ჩანგლით „ვთამაშობდი" პირი არაფერზე დამიკარებია..
მაგიდიდან ადგომის შემდეგ დივანზე წამოვწექი და ცოტა ჩამთვლიმა
-რეიჩელ 10 საათია უკვე და რამე ხო არ გადაგიწყვეტია?
იქნებ წასულიყავი?
მე თავი წამოვწიე ცოტა გამოვფხიზლდი
-გადავწყვიტე, გადავწყვიტე რომ დავიბრუნო ჩემი ძველი ცხოვრება, მაგრამ ჯერ ადრეა, ესე ერთბაშად არშემიძლია. თუმცა პირობას გაძლევ ვეცდები. ეხლა კი იქ არ წავალ
-რაგაეწყობა ამოიოხრა დედამ და დასაძინებლად წავიდა
მე კი გარეთ გავედი ბაღში ჩემი ფურცლები და ფანქარი ავიღე, სკამზე მოვკალათდი და ხატვა დავიწყე
ჰარის სახლიდან საშინელი ხმაური გამოდიოდა ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია და უბრალოდ მეხატა 
-ჰეი რეიჩელ 
გავიგე ჰარის ხმა
თავი უკან მივატრიალე თავის ეზოში იყო
-მანდ რატო დაჯექი იმედი გქონდა რომ დაგინახავდი და გთხოვდი შემოდი რატო არ მოდიხარო? 
ჰარის ნათქვამზე პირი დავაღე ღმერთო რადონის დებილია ეს და რა აზრები აწუხებს
ხმა არ გამიცია ისევ ხატვა გავაგრძელე
-რას შვები ეხლა თავს იფასებ? გინდა რომ გეხვეწო არა? 
ისევ მომესმა ჰარის ხმა
ამაზრზენია!
გავიფიქრე მე

სანამ ხმას ამოვიღებდი ჰარის სადღაც გაქრა. ირგვლივ მიმოვიხედე არსად ჩანდა, ამიტომ ხატვა გვაგრძელე
-ბუუუ
გავიგე საშინლად გამაყრუებელი ხმა ყურთან ახლოს
შემეშინდა და ეგრევე შევხვტი
-შენ სულ გარეკე?
დავუღრიალე ჰარის
მან კი ნახატი გამომგლიჯა და შეხედა
-ოხ ! როგორც ყოველთვის შეუდარებელია მაგრამ ამას
ჯობდა ისევ ჩემი სახე დაგეხატა 
-ჰარი შეგიძლია დამტოვო?
-რატო იქცევი ისე თითქოს არ გაინტერესებ? თითქოს არაფერი გაღელვებს?
-შენ წარმოიდგინე მართლა არმაინტერესებ და მართლა არაფერი ნაღელვებს!
-შენ გგონია ეხლა ესე უფრო მაგარი გოგო ხარ?
-საერთოდ რაშუაშია?
-რატომ გინდა გამოჩნდე უხეში და სევდიანი?
-არ მინდა რომ უხეში და სევდიანი გამოვჩნდე. პირიქით მინდა,, მინდა რომ ბედნიერი ვიყო,
ისეთი ბედნიერი როგორც შენ. შენ ისევ ისეთი ხარ როგორიც იყავი, მაგრამ მე არა..
ვამბობდი და ვგრძნობდი რომ ლოყები მისველდებოდა. ვაკეთებდი იმას რაც ყვლაზე მეტად არმინდოდა. ვტიროდი. ვტიროდი ჰარის წინაშე
ჰარის სახე შეეცვალა , კისერზე ხელი მოისვა , და შეშინებული სახით მომიჯდა გვერდით , შემომხედა იმედის მომცემი თვალებით და მკითხა
-რამოხდა? 
ეტყობოდა, მართლა აინტერესებდა რახდებოდა
-ის წავიდა. მამაჩემი წავიდა
-მაგაზე ნერვიულობ მერე? რამოხდა ცოტახნით წავიდოდა, დაბრუნდება მალე , მითხრა და ჩაიცინა , სახეზე კი ისევ ბედნიერი ღიმილი დაშთამაშებდა
-არა სამუდამოდ წავიდა
ვუთხარი და ტირილს ვუმატე .. ამ დროს კი წარბები მოჭმუხნა, ფერი გადაუვიდა , გაკვირვებისგან თავი გაიქნია 
-იცი პატარა როცა ვიყავი მეც მიმატოვა მამამ, სულ ვტიროდი მაგრამ მერე შევეგუუე და ახლა კარგი ურთიერთობა გვაქვს, დაბრუნდება დამიჯერე სამუდამოდ ვერ წავა ვერ დაგტოვებს
-ჰარი ის მოკვდა
ძლივს ხმის კანკალით ვუთხარი
სიტუაცია ჰარისთან
მის ნათქვამზე სახე შემეცვალა , მოკვდა? მამამისიი?
მაშინვე ის კადრები დამიდგა თვალწინ როგორ გაუბრწყინა აეროპორტში მამამისის ხსენებაზე სახე, როგორ გაექანა მისკენ და როგორ ჩაეხუტა.. ეხლა კი ის აღარ ყავს?
მთელს ტანში ჟრუანტელმა დამიარა, რეიჩელისკენ მივიწიე და გულში მაგრად ჩავიკარი.
-ყველაფერი კარგად იქნება
ვუთხარი მაგრამ ჩემი სიტყვების მე თითონ არმჯეროდა..
როგორ იქნებოდა ყველაფერი კარგად როცა მას ღერთმა მამა წაართვა.
ამ დღის შემდეგ ჩემი და ჰარის ურთიერთობა შეიცვალა. ის უფრო თბილი გახდა ჩემს მიმართ და მეც თითქოს მოვლბი ..მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვიხსნეოდი მასთან
ზზზზზ
გავიგე ვიბრაციის ხმა
ტელეფონი ავიღე და მესიჯი გავხსენი ჰარისგან იყო 
*ჩემთან გადმოდი რა გთხოვ* 
მისი ესემესი რაღაცნარად გამეხარდა, უცებვე მივწერე პასუხი ჩავიცვი და მისი სახლისკენ წავედი
*კარი გამიღე*
მივწერე ჰარის და დაველოდე, 2 წუთში ჰარიმ კარგი გამიღო
-მოდი 
მითხრა და სახლში შემიპატიჟა მასთან პირველად ვიყავი და ცოტა მერიდებოდა
-მოდი მოდი ნუ გერიდება 
მაშინვე გამფაქტა ჰარიმ.
-აჰ.. საიდან ამდენი მიხვედრილობა?
-უბრალოდ გენიოსი ვარ
ამაყად თქვა ჰარიმ და თავისი ოთახისკენ წავიდა 
-მოდი მოდი
მითხრა და კარი შეაღო
უაზრმაზარი ოთახი იყო ,თან ძალიან ლამაზად მოწყობილი, აქეთი იქით მიმოვიხედე და თვალი გამიშტერდა
-მოიცა მელანდება
ჩემთვის ჩავილაპარაკე და ნახატისკენ წავედი. ეს ხომ ჩემი ნახატია მაგრამ აქ საიდან.. გაოგნებული ვიყავი
-რატო მიაშტერდი მოგეწონა ხო?
მკითხა ინტერესით და გვერდზე მომიდგა
-შენ ეს საიდან? გაკვირვებულმა ვკითხე
-რავიცი ძალიან მომეწონა და ვიყიდე. შენც იცოდი ეეს? არ მოგწონს?
მის ნათქვამზე ჩამეღიმა. წამიერად თითქოს ჩემს სხეულში, გონებაში ყველაფერი განათდა 
ძალიან მესიამოვნა მისი ეს სიტყვები. ანუ მას მართლა მოსწონს ჩემი ნახატები. ნეტა რომ გაგიოს ჩემი ნახატია რა რეაქცია ექნება? ვუთხრა თუ არა? მატრაკვეცა რო გამოვჩნდე?
ჩაფიქრებული ვიყავი როცა ჰარის ხმამ გამომაფხიზლა
-რატო გაჩერდი? მოიცა არ მითხრა როო..
ჰარიმ თვალები მოჭუტა და ისე გამომხედა
მაშინვე მივხვდი რასაც ფიქრობდა
-მშურს შენი
გულწრფელად ვუთხარი
-გშურს? რატო?
-მშურს როგორ ადვილად ხვდები ყველაფერს.
-ანუ მართლა შენია? გაკვირვებული , გაოცებული და თან გახარებული მიყურებდა
მე გავუღიმე და თავი დავუქნიე
-ძალაინ მაგარი ხარ რეიჩელ ძალიან ! მითხრა და მომეხვია... მომეხვია ძალიან ძალიან თბილად..
როცა ჰარიმ ხელები გამიშვა და ლაპარაკის საშუალება მომეცა მაშინვე ვკითხე
-და იმ გამოფენაზე რა გინდოდა?
-იცი ტეილორმა წამიყვანა ძალით
-უი თქვენ ერთად ხართ ხოო? 
ინტერესით ვკითხე
ჰარიმ თვალები დაჭყიტა 
-ნუ მწყევლი!!
მკაცრად მითხრა და გამიღიმა
-საბედნიეროდ ეგ დრო წარსულს ჩაბარდა
მითხრა დამორცხვებულმა
მე უბრალოდ გავუღიმე და ოთახის დათვალიერება გადავწყვიტე
-იცი დღეს ბიჭები მოდიან და მინდა რომ გაგაცნო
-ბიჭები? შენთან ერთად ვინც არიან ბედში?
ჰარიმ თავი დამიქნია 
-იციი მე მათ ერთხელ შევხვდი დიზაინერთან როცა ჩემი დაბადებისდღისვის კაბის შესაკერად მივედი
-და მე სად ვიყავი მაშინ ?
მკითხა ჰარიმ
მე ჰარის მხრები ავუჩეჩე და გავიღიმე
-აჰ უკვე გასაგებია თქვა და დივანზე წამოჯდა
არცერთს არ გვქონდა სალაპარაკო თემა ამიტომ ჩუმად ვიჯექით
რაღაც უხერხული სიტუაცია იყო.. ამ დროს კი ზარმა დარეკა
-მადლობა ღმერთს !
ჩავილაპარაკე ჩემთვის
და დაბლა ჩავყევი ჰარის.
როგორც კი ჰარიმ კარებიი გააღო ბიჭები მაშინვე შემოვარდნენ ჟრიამულით,
ლიამი დივანზე ჩამოჯდა, ლუი წამოკოტრიალდა, ზეინი ჰარის მივარდა და მუშტების რტყმა დაუწყო, ნაილი კი სამზარეულოსკენ გაეშურა. მათი შემშურდა, კეთილი შურით რათქმაუნდა! როგორი ბედნიერები და უდარდელები ჩანდნენ, მეც მინდოდავყოფილიყავი ესეთი.
-გაიცანით ეს რე...
დაიწყო ჰარიმ ლაპარაკი მაგრამ ლუიმ მაშინვე გააწყვეტინა
-მოიცა ძალიან მეცნობა ეს გოგო
-მეც 
თქვა ზეინმა და ჰარის გახედა
-ფანია ხო?
ტუჩების მოძრაობით ანიშნა ჰარის. მე არასდროს არაფერი მეპარებოდა და ესეც კარგად გავიგე
ჰარიმ წარბები მოჭმუხნა და თავი გააქნია
ლიამი შემოტრიალდა და კარგად დამაკვირდა
-სტელასთან სალონში შეგხვდით ხოო?
დინჯად მკითხა 
ძალიან გამიკვირდა მეგონა ვერ მიცნობდნენ და არ ვემახსოვრებოდი
მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე 
ლუიმ საჩვენელელი თითი ჩემსკენ გამოიშვირა და თვალებმოჭუტულმა მკითხა
-ვი.. ვიი.. ვიქტორია ხო?
-არა
ვუთხრი და თავი გავუქნიე
-აა აა ხო ეგ შენი მეგობარი იყო შენ რეიჩელი... ეხლა ხო მაინც არმეშლება
-ეხლა არა, ვუთხარი და გავუღიმე
-ნუ დგახარ მოდი დაჯექი მიმაპატიჯა დივანთან ლუიმ
-ჰარი შენც ნუგრცხვენია დაჯექი
ახლა ჰარის შეუტრიალდა
ჰარიმ გაიცინა და რაღაც რბილი გაუქანა თავში.
-ხო არ გაინტერესებთ საიდან ვიცნობ?
დაიწყო ჰარიმ ლაპარაკი 
-საიდან? იკითხა ზეინმა
-აიი გახოსვთ მაიამიზე როცა ვიყავით მე და ნიკი? აი მაშინ, ეს და მისი მეგობარი ვიქტორია ერთად იყვნენ და ერთ სასტუმროში ვიყავით 
-უი ეგ ის არ არის როამბობდი ერთი დებილი ბავშვი იყო მოვწორდი და დამხატაოო? და სულ იმ სურათს რო დაშტერებოდი რა ლამაზი ვარო?
პირგამოტენილი გამოვარდა ნაილი სამზარეულოდან
ყველა უცბათ გაისუსა და ნაილს მიაშტერდა. ნაილი მიხვდა რომ სისულელე წამოროშა პირი გააჩერა და აქეთი იქით გაიხედ გამოიხედა .
-მოდით მე შევალ 
თქვა და სამზარეულოში შებრუნდა
მე მაშინვე ჰარის მივაშტერდი
უხერხულად იჯდა მერე ხელი კეფისკენ წაღო და მოფხანა დაიწყო
-იციი... 
უხერხულად დაიწყო ლაპარაკი
-არაფერია დაიწვიყე. მეც გლანძღავდი თავიდან ვთქვი და გავიკრიჭე. 
-ამაზე ბიჭებმა სიცილი დაიწყეს
-და რატომ არ მოგწონდათ ერთმანეთი?
დაინტერესებულმა იკითხა ლიამმა
მე და ჰარიმ ერთმანეთს გადავხედეთ და მხრები ავიჩეჩეთ...
-ყველაფერი გასაგებია
ჩაილაპარაკა ზეინმა
მის ნათქვამს ვერც მე და ვერც ჰარი ვერ მივხვდით, დანარჩენებმა კი სიცილი დაიწყეს.
ცოტახანი ჰარისთან ვიყავი ,ბიჭები ძალიან საყვარლები იყვენ, გახსნილები, კონტაქტურები..
მე კი უბრალოდ ვიჯექი და მათ ვუყურებდი, ხანდახან მათ მიერ დასმულ კითხვბზე თუ გავცემდი პასუხს. ჩემთვის ტახტზე ზურგი მქონდა მიდებული და ბიჭებს ვუცქერდი , რამდენჯერ ჰარის მზერა მომხვდა თვალებში .. მაგრამ ვითომც არაფერი .. გავიღიმე , ტახტიდან წამოვდექი და ჰარის ვანიშნე გვერდით გამოდი თქო ისიც წამოდგა და გამოვიდა
-რახდება? მითხრა ინტერესიანი თვალებით
-მე წავალ კარგი ? უკვე გვიანია ვუთხარი და გავუღიმე
-მოიცა რა , ესენი წავლენ მალე და დარჩი გთხოვ დღეს
-არა არა არმინდა შენც შეგაწუხებ და თან სახლში მირჩევნია ყოფნა
-სახლში რაუნდა აკეთო ? მითხრა მოწყენილი სახით , -მოიწყენ იქ .. დარჩი გთხოვ
-ჰარი არვიცი დედა რას იტყვის .. 
-კარგი ხომ იცი რო დედაშენს პირიქით გაეხარდება? მითხრა ღიმილიანი სახით , მეც გავუღიმე და ვუთხარი 
-კარგი ვნახოთ მოვიფიქრებ ..
იმ დღეს გადავწყვიტე ჰარისთან დარჩენა, ბიჭები მალევე წავიდნენ ..
-როგორც იქნა ! მითხრა სიცილით ჰარიმ , მე გავუღიმე და დივანზე კარგად მოვკალათდი .. ჰარი წინ წამოვიდა და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ჩაესვენა დივანში. 
-მოგეწონა ბიჭები? მკითხა ჰარიმ
-ძალიან. მოკლე, კონკრეტული მაგრამ ამავე დროს ბევრის მთქმელი პასუხი გავეცი,ამ ერთ სიტყვაში ბევრი რაღაც ჩავდე და იმედი მქონდა ჰარიც მიხვდებოდა 
-დარწმუნებული ვარ იმათაც, დამამშვიდებლად მითხრა ჰარიმ
-ნწუ თავი გავიქნიე
-მათ რატომ უნდა მოვწონებოდი. მე ხომ...
-შენ ხომ ესეთი საყვარელი თბილი და კეთილი ხარ! გამაწყვეტინა ჰარიმ 
-მადლობ
გულწრფელად ვუთხარი და რაც შემეძლო მხიარულად გავუღიმე. შემდეგ დაახლოებით 10 წუთი ესე ჩუმად ვიჯექით , ჰარის თვალები დახუჭული ქონდა , რაღაცაზე ფიქრობდა .. უცებ გაახილა , შემომხედა და მითხრა 
-შეგიძლია რამე დახატო? 
-ეხლა? 
-ხო
თავი დამიქნია ჰარიმ
-კარგი მაშინ სახლში გადმომყევი, ფურცლებს და ფანქარს ავიღებ, დედაჩემსაც გავაფრთხილებ რო აქ ვრჩები და მერე დავხატავ 
ჰარიმ გამიღიმა და წამოდგა..
ჩემთან სახლში მივედით, სახატავები ავიღე და დაბლა ჩავედი დედასთან
-დე დღეს ჰარისთან ვრჩები
დედაჩემს გაოცება მაშინვე დაეტყო სახეზე, შემდეგ ჰარის შეხედა გაუღიმა და თავი დაუქნია მადლიერების ნიშნად. მადლიერების იმიტომ რომ ჰარი ახერხებდა იმას, რაც თითონაც და საერთოდ ვერავინ ვერშეძლო. ის ახერხებდა ძველი რეიჩელის დაბრუნებას.
-ხო მაგრამ ხვალ სასწავლებელში ხომ უნდა წახვიდე?
-აჰ ეგ სულ აღარ მახსოვდა. ტანსაცმელებს წავიღებ და ხვალ პირდაპირ იქიდან წავალ.
-როგორც გინდა მითხრა დედამ და გადამეხვია
-ჭკუით
მას თბილად გავუღიმე და სახლიდან გამოვედით
-ეყტობა რომ იმ ამბავს შენსავით კიდევ ვერ ეგუება, დათრგუნულია, ცდილობს არ შეიმჩნიოს და გაიღიმოს მაგრამ თვალებში მაინც ყველაფერი ეტყობა.
მე რაღაცნაირად ავხედე ჰარის
-ხო მართალი ხარ. მას ძალიან უყვარდა მამა.
-ბოდიში 
დამნაშავედ მითხრა ჰარიმ 
-რისთვის
გაკვირვებულმა ვკითხე
-არ უნდა მეთქვა. აღარ უნდა გამეხსენებინა, ვიცი ჩემთან იმიტო არხარ რომ კიდევ წარსულზე იფიქრო.
-იცი ხანდახან მართლა მჭირდება ამ თემაზე ვინმესთან ლაპარაკი
-ხო იცი ნებისმერ დროს შეგიძლია მელაპარაკო
ამაზე მე უბრალოდ ჰარის თბილად გავუღიმე. სულ სხვანაირი წარმომედგინა მაგრამ ის ისეთი თბილია..
ჰარიმ სახლის კარი შეაღო და შიგნით შევიდა
-ჩემს თახში ავიდეთ
მითხრა და კიბეებზე ავიდა
მეც მას მივყევი, ოთახში როგორც კი შევიდა პუFში ჩაჯდა
-დაჯექი მითხრა და საწოლზე მანიშნა
მეც ჩამოვჯექი ცოტახანი სიჩუმე იყო მერე ეს სიჩუმე ჰარიმ დაარღვია
-იცი შენთან სხვანაირი ვხვდები
-მაინც როგორი 
გაკვირვებულმა, ინტერესით ვკითხე
-უფრო გულახდილი, სერიოზული და ესე ვთქვათ სევდიანი
-ბოდიში თუ ზედმეტად გახვევ ჩემს განწყობას
სინანულით ვუთხარი
-ბოდიში? არა ეს მე მომწონს. მომწონს რომ შემიძლია ვინმესთან ვიყო სერიოზული და ზედმეტად გულწრფელი, მითუმეტეს გოგოსთან. ეს ჩემთვის არადამახასიათებელია 
-არ ვიცი ეხლა რა უნდა გითხრა
დაბნეულმა ვუთხარი ჰარის. მისმა სიტყვებმა ძალიან გამაკვირვა, ვერ ვხვდებოდი ეს სიტყვები უნდა გამხარებოდა თუ არა.
-არაფრის თქმა არგინდა, უბრალოდ დახატე რამე გთხოვ.
-კარგი.
ვუთხარი და საწოლზე მოვკალათდი, ზურგი საზურგეს მივადე და ფურცლები კალთაში ჩავიდე.
ცოტახანი ვფიქრობდი რა შეიძლებოდა დამეხატა. შემდეგ უბრალოდ ავიღე ფანქრები და ხატვა დავიწყე..
ვხატავდი თან ვგრძნობდი როგორ მომშტერებოდა ჰარი და როგორ მოუთმენლად მელოდებოდა
-შეიძლება გიყურო?
იკითხა ჰარიმ. მე ხატვა შევწყვიტე და მას შევხედე. ბავშური სახით მიყურებდა თან თვალებში შემომციცინებდა
-მოდი. ვუთხარი და ვანიშნე ჩემს გვერდზე დამჯდარიყო. ის იმ წამსვე ამობობღდა საწოლზე და გვერდზე მომიჯდა. ინტერესით დაიწყო ნახატის თვალიერება.
ის ისე ბავშურად და საყვარლად იქცეოდა, ვუყურებდი და ჩემს თავს კითხვას ვუსვამდი „ეს ის ჰარია მაიამიში?" „ის სულ რომ მამცირებდა?" 
პასუხი კი აშკარად იყო „კი". მაგრამ ვერ ვხვდებოდი რახდებოდა, როგორ შეიცვალა ეს ეყველაფერი ესე აბსოლიტურად.
ცოტახანში ხატვას მოვრჩი. ძალიან მიკვირდა ამდენი ხნის განმავლობაში ერთხელაც არ დაუწუწუნებია ჰარის, არ უთქვამს „დავიღალე"და არ უკითხავს „მალე მორჩებიი?" უბრალოდ იჯდა და მოთმინებით მელოდებოდა
-მზადაა ვთქვი და ნახატი მივაწოდე
ჰარი დიდი ხანი მიშტერებოდა ნახატს ალბათ ცდილობდა გაერკვია რა ხდებოდა
-ვერ ხვდები ხო?
ვუთხარი ჰარიმ კი მაშინვე მოწყვიტა ნახატს თვალი 
-სიმართლე გითხრა ბოლომდე ვერა.. ვხვდები რომ ეს შენ ხარ და აი ეს რაღაც, რაც გბოჭავს არის არც თუ ისე კარგი რამ.
-ეს შიშია, ტკივილი, სევდა, რომელსაც თავის მარწუხებში ვყავარ მოქცეული უკვე რამდენი ხანია
-შენი ნახატები მაშინებს.
შეშინებულმა მითხრა ჰარიმ
-იცი ხშირად მეც... იმის შემდეგ არ დამიხატავს არცერთი სურათი, არცერთი სახე სადაც ბედნიერება, სიხარული ჩანდა. ‘არ’ არა, უფროსწორედ ვერ ვხატავ არშემიძლია, ეს სიხარული ბედნიერება და ყველა კარგი გრძნობა აღარ დევს ჩემში, გაქრა, კარგი აღარაფერი დამრჩა. შეიძლება გეგონოს რომ ზედმეტად ტრაგედიას ვქმნი და ყველაფერს ვაზვიადებ მაგრამ შენ რომ იცოდე ის რამდენს ნიშნავდა ჩემთვის...
ხმა აკანკალებული ვეუბნებოდი ჰარის.
-არ გინდა ნუ მიხსნი, ვხვდები როგორ გიყვარდა. არ მავიწყდება შენი თვალები მაშინ აეროპორტში მამაშენთან ერთად როცა იყავი.
მზრუნველი ხმით მითხრა ჰარიმ, ხელი მხარზე გადამხვია და ძალიან თბილად მიმიხუტა. მე თავი მისი მკერდისკენ წავიღე და რაც ძალი და ღონე მქონდა მოვეხვიე.
-რეიჩელ.. ცოტახნიანი დუმილის შემდეგ დაიწყო
-ხო 
დაბალხმაზე ამოვილუღლუღე.
-დამიჯერე , მალე დაიბრუნებ ძველ ცხოვრებას .. 
-ვითომ?
ინტერესით ვკითხე 
-კი. თან ამაში მე დაგეხმარები .. მითხრა და მხარზე თავი დამადო. მისგან ულევი სითბო ვიგრძენი .. ვერასოდეს ვიფიქრებდი , ამდენ ძალას თუ მომმატებდა მეგობარი, ჯერ კიდევ ახალი მაგრამ საუკეთესო. ეხლა ეს ნამდვილად მჭირდებოდა. ცოტახანი ესე ვიყავით გაუნძრვლად , არცერთი ხმას არ ვიღებდით, უბრალოდ ჰარის მკერდზე თავი მქონდა მიდებული და ვუსმენდი მის გულისცემას...

თხრობას აგრძელებს ჰარი
-იცი რეიჩელ, არასდროს მქონია მეგობრული ურთიერთობა გოგოსთან და საერთოდ არც მქონია სურვილი. გოგო მინდოდა მხოლოდ გასართობად, მაგრამ შენ ყველაფერი შეცვალე..
ვუთხარი რეიჩელს და მის პასუხს დაველოდე. მაინტერესებდა რას მეტყოდა ამაზე მაგრამ ხმას არ იღებდა.
-ეი რეიჩელ, დავუძახე და გვერდიდან გავხედე თვალები დახუჭული ქონდა..
ალბათ ჩაეძინა, ჩამეღიმა ბრთხილად გამოვეცალე, გადასაფარებელი წამოვწიე, საწოლში ჩავაწვინე და საბანი კარგად დავახურე. ერთი შეიშმუშნა და მეორე მხარეს გადატრიადა. მეც გადავიფარე საბანი ცოტახანი ფიქრებში წავედი, მაგრამ მალევე ჩამეძინა. დილით ადრე გამეღვიძა და დავინახე როგორ იყო ჩემთან მოჩოჩებული რეიჩელი, საბან ჩაბღაუჭებული თან ჩემ მხარზე ედო თავი. 
გამეღიმა, რა სასიამოვნო გრძნობაა დილით ადრე გაღვიძება და პირველი ამ ბავშური დაუცველი სახის დანახვა.. ის ისეთი წმინდა იყო. 
თავი ვეღარ შევიკავე და სახეზე ხელი ნაზად ჩამოვუსვი, თავი მივწიე და შუბლზე ნაზად ვაკოცე. 
მან გაიღიმა და ერთი ამოიკვნესა, მეგონა გაეღვიძა მაგრამ არა, ისევ ძილი გააგრძელა. მე ბრთხილად წამოვდექი რომ არ გაღვიძებოდა, წყალი გადავივლე და სამზარეულოში ჩავედი.

თხრობას აგრძელებს რეიჩელი .
როცა გამეღვიძა საწოლში ვიწექი და საბანი მეფარა. უკვე თენდებოდა, მზის სხივები ანათებდა , ჰარი არ იყო ჩემს გვერდით , როგორც ჩანს ადრე გაღვიძებოდა .. წამოვდექი დაბლა ჩავედი და თვალებით ძებნა დავუწყე, უკნიდან კი შემომესმა მისი ხმა 
-აქ ვარ, მითხრა სიცილით , მეც შევტრიალდი და დავინახე ჰარი სამზარეულოში 
-არ მითხრა საუზმეს ვამზადებო ,ვუთხარი და გავიცინე 
-ხო რა გაგიკვირდა? მითხრა და თვალები გააფართოვა
-არა სულაც არა ! ვუთხარი და ისევ გავუცინე .. თმები გავისწორე და თან სამზარეულოში შევედი , იქვე მაგიდასთან ჩამოვვჯექი და მკაცრი ტონით ვუთხარი
-აბა ჩემი საუზმე სად არის ! ჰარის ამაზე გაეცინა და მკაცრი ტონითვე მიპასუხა
-ეხლავე მადამ ! ამაზე კი ორივეს გაგვეცინა , საუზმე წინ დამიდო , მისთვისაც დაიდო და გემრიელად მივირთვით .. მართლაც ძალიან გემრიელი იყო..
-მოგეწონა? მკითხა ჰარიმ როდესაც ჭამა დავამთავრე და გვერდით გადავდე თეფში 
-კი ძალიან , ვუთხარი და გავუღიმე .. 
-ხო მართლა , დღეს რას აპირებ?
-წყლის გადავლებას და სამხატვრო აკადემიაში წასვლას შენ?
-დალოდებას სანამ წყალს გადაივლებ, შემდეგ შენს აკადემიამდე მიცილებას და სტუდიაში წასვლას.


ბოდიშით რომ სურათები ვერ ჩავურთე.!!:(( ვერ ვასწრებ სკოლაში დღეს ერთი ამბავი იყო და.. :დდდ იმედი მაქვს მოგეწონათ.!!<3
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 756 | დაამატა: StillBelieber | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
2013-06-09 Spam
რამხელა იყო..:დ როგორც ყოველთვის
ახლა შემდეგ თავებსაც ვნახავ <3