მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 17 » ალესანდრა ამბროსიოს ქალიშვილს მემკვიდრეობით დედის სილამაზე ერგო
10:55 AM
ალესანდრა ამბროსიოს ქალიშვილს მემკვიდრეობით დედის სილამაზე ერგო


  


Victoria's Secret-ის ბრაზილიელი მოდელის ალესანდრა ამბროსიოს ქალიშვილს, 4 წლის ანიას მემკვიდრეობით დედის სილამაზე ერგო. გოგონა ჯერ პატარაა, თუმცა პაპარაცებისა და მოდის ჟურნალების რედაქტორების ყურადღებას უკვე იპყრობს.


ალესანდრამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ კოლეგებისგან განსხვავებით, ქალიშვილს მოდელობას არ აუკრძალავს. თუკი შეამჩნევს, რომ ანიას კამერასთან მუშაობა მოსწონს და სხეულის კარგი პროპორციების შენარჩუნებას შეძლებს, მხარში ამოუდგება და სამოდელო კარიერაში აუცილებლად დაეხმარება. ალესანდრას თქმით, შვილების არჩევანში არ უნდა ჩავერიოთ და მათ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ.

"ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ყოველთვის მიკვირს, როცა მშობლები კატეგორიულად სთხოვენ შვილებს, მომავალში მათი კარიერა არ გააგრძელონ. ძალიან რთულია მოდელობა - წონის კონტროლი და სპორტდარბაზში ვარჯიში", - განაცხადა ალესანდრამ. 

თუმცა, ალესანდრასგან განსხვავებით, ქალიშვილს მოდელობას სასტიკად უკრძალავს მოდელი სინდი კროუფორდი.

11 წლის კაია მოდის ინდუსტრიაში უკვე ჩაება. მან რამდენიმე თვის წინ "ვერსაჩეს" ახალგაზრდული სამოსი წარადგინა. ფოტოსესიას ცნობილი ფოტოგრაფები - მერტ ალასი და მარკუს პიგოტი უძღვებოდნენ და როგორც ისინი აცხადებენ, კაია ფოტოსესიაზე პროფესიონალი მოდელივით იქცეოდა, კამერის წინ პოზირება არ გასჭირვებია. თუმცა, სინდის კატეგორიული მოთხოვნით, გოგონა 18 წლამდე მოდელის კარიერას ვერ დაეუფლება.




დაამოწმა და გაალამაზა: NiniKunna 
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 924 | დაამატა: sal922 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5
2012-11-17 Spam
Tày Sama, Anni Terunashvili ♥, Your Lovely Girl - AncHo, Tqve Shterebo <3 :***
Kai Siaxlea