მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 25 » ახალი საბავშვო ხმა
2:56 PM
ახალი საბავშვო ხმა
The Voice
ამერიკული შოუს ქართული ანალოგი
ახალი საბავშვო ხმა
ინფორმაცია ჟიურის წვრებზე
უყურეთ ბრმა ქასთინგის მე-4 ნაწილს
ბავშვი რომლის გამოც ჟიურის წევრებმა იჩხუბეს
და გაიგეთ ვინ შეძლო რეკორდის დამყარება..

✌ ეკა კახიანი - ცნობილი კომპოზიტორი, მსახიობი და მომღერალია
დაბადების სახელი:ეკა კახიანი
დაბადების ადგილი:თბილისი, საქართველო
დაიბადა:16 იანვარი, 1964 (49 წლის)
დაამთავრა ცენტრალური მუსიკალური გიმნაზია და თეატრალური უნივერსიტეტი. 1974-80 წლებში იყო ანსამბლ „მზიურის" წევრი. შესრულებული აქვს მრავალი როლი კინო და ტელე ფილმებში. არის პოპულარული სიმღერების ავტორი და შემსრულებელი. მიღებული აქვს ღირსების ორდენი.მისი მთელი ოჯახი დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოში.ეკა და მისი უფროსი ქალიშვილი ქართველი პოპ ვარსკვლავები არიან, მისი მამა კი ცნობილი მსახიობი.
✌ სტეფანე მღებრიშვილიქართველი მომღერალი და პროდიუსერი
კარიერის დასაწყისში იყო სოლო შემსრულებელი, გამართული აქვს სოლო კონცერტი სპორტის სასახლეში, ჩაწერილი აქვს სოლო ალბომი „მეფერება წვიმა".2004 წელს ჩამოაყალიბა ჯგუფი:" სტეფანე და 3G". 2009 წელს, მას შემდეგ რაც „სტეფანე და 3G" არ დაუშვეს ევროვიზიაზე, კომპოზიციამ „We don’t wanna put in” უფრო მეტი პოპულარობა მოიპოვა და გაჟღერდა წამყვან დასავლურ ტელეარხებზე. მისი ინტერვიუები გამოქვეყნდა დასავლურ პრესაში.2010 წელს იყო პირველი ქართველი შემსრულებელი, რომელმაც 
დაიპყრო MTV Europe.2011წელს მონაწილეობა მიიღო შოუში MTV Live Georgia. იმავე წელს ის მიწვეულ იქნა ქართულ მიუზიკლში „ქეთო და კოტე".არის სარეკლამო სააგენტო „არტ ფორუმი"-ს დამაარსებელი და პროდიუსერი. აქვს განხორციელებული მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი.

✌ დათო ფორჩხიძე ქართველი კომპოზიტორი, მომღერალი,
სიმღერების ტექსტებისა და არანჟირების ავტორი.
1993 წელს დათო ხუჯაძესთან და გოგა ხაჩიძესთან ერთად შექმნა ჯგუფი "სახე”. "როცა იმ ბნელ 90-იანებში მუსიკას ვწერდი, ვიცოდი, რომ ეს სიმღერები აუცილებლად გაჰიტდებოდა, ვიცოდი რომ ვარსკვლავები გავხდებოდით და თვალწინ მედგა როგორ მივიდოდით ლიმუზინით ან ვერტმფრენით კონცერტებზე.”- იხსენებს დათო. ეს მართლაც ასე მოხდა. "სახემ” გადატრიალება მოახდინა ქართულ პოპ მუსიკაში. ეს იყო პირველი და ყველაზე პოპულარული ბოიბენდი, რომელმაც შეცვალა ქართველი მსმენელის მენტალიტეტი, დაამკვიდრა შესრულების ახალი, პოპ მანერა და არანჟირება. დღეს ეს უკვე სასაცილოა, მაგრამ სახე იყო პირველი , ვინც სიტყვა "სექსი" ახსენა თავის სიმღერებში.. ჯგუფის ჰიტები, რომელიც დაწერილი და არანჟირებულია დათო ფორჩხიძის მიერ 1997-2000 წლებში: "თოვლი მოსულა”, "შენ რა სექსი ხარ", "რომ შემეძლოს მე", " ამაღამ”, "როგორ მინდა მოგეფერო”, "ახლა შენი დროა” , "მაღლა ხელები”, „წვიმად გადავიქეცი" „Poetry 'N' Motion”-თან ერთად.მალევე გაკეთდა ამ ჰიტების რიმეიქები. სახეს გამოუჩნდნენ მიმდევრები, შეიქმნა ბევრი ბოიბენდი.
დათო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპოზიტორია. აქვს საკუთარი სტუდია. დაწერილი აქვს 600- მდე სიმღერა. შექმნილი აქვს ფილმების , სერიალების საუნდტრეკები.

✌ ახალი საბავშვო ხმა - ბრმა ქასთინგი 4 - 23 აპრილი


✌ ბრმა ქასთინგი - რეზიკო დიდებაშვილი - ახალი საბავშვო ხმა

პატარა სანდრომ "ახალი ხმისა " და "ახალი საბავშვო ხმის " ყოველგვარი რეკორდი მოხსნა. 24 საათის მანძილზე 12.000-ზე მეტი ნახვა! მოგეწონათ სანდროს გამოსვლა?


ახალი საბავშვო ხმა / The Voice Kids Georgia

✌ წამყვანები : რუსკა მაყაშვილი და სამორი ბალდე

M i s s 
 
a r t i n a
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 917 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
2013-04-28 Spam
momewonaa ))
me ekas garda yvela momwons da biggrin