მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ივლისი » 20 » ◕ ახალი ხმა ◕
9:42 PM
◕ ახალი ხმა ◕


" ახალი ხმა” არის გამორჩეული ტალანტების კონკურსი. ეს არის შოუ, რომელშიც ნიჭიერება წარმოადგენს მთავარ ღირებულებას. აქ მთავარია ხმა და არა გარეგნობა! მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს აქვთ ჩვენთან მოხვედრის შანსი. მხოლოდ გამორჩეული ხმა! -ეს არის მთავარი ამ შოუში! "”ახალი ხმა” მიზნად ისახავს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი ვარსკვლავის აღმოჩენას. საუბარია იმ ერთ ადამიანზე, რომელსაც აქვს უნიკალური ხმა! სხვა შოუებისაგან განსხვავებით, "ახალ ხმაში" კონკურსანტები საკუთარ ინდივიდუალობას ინარჩუნებენ-----თავად ირჩევენ სიმღერას სასურველ ჟანრში. აქ არ არსებობს დაცინვა და ირონია! სწორედ ამაში მდგომარეობს "ახალი ხმის" უნიკალურობა! შოუს დასაწყისში ცნობილი მომღერლები (მწვრთნელები), რომლებიც მონაწილეებს ვერ ხედავენ, მათთვის სასურველ კონკურსანტებს აუდიენციის (ბრმა მოსმენის) მეშვეობით ამოირჩევენ----მხოლოდ მათი ხმის ხარისხისა და მღერის ტექნიკის გათვალისწინებით. ჩვენ ვეძებთ ხმას და არა გარეგნობას!


სავარძლები, რომელშიც მწვრთნელი-მუსიკოსები სხედან, სცენისკენ ზურგით დგას. როდესაც მწვრთნელს კონკურსანტის ნამღერი მოეწონება, ხელს აჭერს "მე გირჩევ შენ!" ღილაკს და სავარძელი სახით სცენისკენ შემობრუნდება. სწორედ ამ დროს დაინახავს მწვრთნელი პირველად თავის რჩეულს. მოსმენების შემდეგ თითოეულ მწვრთნელს 12 მონაწილისაგან შემდგარი საკუთარი გუნდი ეყოლება, რომელთანაც მთელი პროექტის მანძილზე იმუშავებს.შემდეგი ეტაპია რინგი, სადაც უკვე თავად გუნდის წევრები ეჯიბრებიან ერთმანეთს და შესაბამისად მათი რაოდენობა ნახევრდება. თითოეულ მწვრთნელს 6 კონკურსანტი დარჩება გუნდში.რინგის შემდეგ 24 კონკურსანტი განაგრძობს შოუში მონაწილეობას, რომელთაგან მაყურებელი, სმს-ების საშუალებით, ირჩევს ერთადერთ ფინალისტს.


საბოლოო ჯამში, ყველა შერჩეული კონკურსანტი გაივლის სწავლებას ცნობილ მომღერალ-მწვრთნელთან, რომელსაც დაეხმარება პროფესიონალთა ჯგუფი. მწვრთნელები არა მარტო ასწვლიან, არამედ მონაწილეებთან ერთად სცენაზე მღერიან ლაივ - შოუების დროს.ფინალში გაიმარჯვებს ის მონაწილე, რომელიც ერთდროულად ფლობს განსაკუთრებულ ტალანტს, ვოკალურ მონაცემებსა და თვისებებს.”ახალი ხმის” გამარჯვებული შტურმით აიღებს ქვეყნის მუსიკალურ ინდუსტრიას!


                                                             Daamowma:AnukaAnkam<3

კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 724 | დაამატა: ♥AnA-^_^♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2012-07-20 Spam
WARMOMIDGENIA RA SAZIZGROBA IQNEBA SAQARTVELOSHII ABA STEFANE DA NINO ROM MOAMZADEBS XALXS CUDAD GVQONIA SAQMEEE