მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 26 » Adriana Lima
2:44 PM
Adriana Lima

Adriana Lima
ბიოგრაფია
კარიერა
პირადი ცხოვრება
მისი შვილი
მისი ორეული
Pics & Gifs

ბიოგრაფია 

ადრიანა ფრანჩესკა ლიმა 1981 წელს დაიბადა ბრაზილიის სამხრეთში მდებარე ქალაქ სალვადორში. მომავალი სუპერმოდელის მშობლები სოციალური სფეროს მუშაკები იყვნენ. ადრიანა 6 თვის იყო მამამ ოჯახი რომ მიატოვა და ლიმას აღზრდით მხოლოდ დედა იყო დაკავებული. მას შემდეგ ადრიანას მამასთან ურთიერთობა არ ჰქონია, მხოლოდ 2007 წელს მოხერხდა მცირეხნიანი შეხვედრის ორგანიზება. თუმცა ადრიანამ არ ისურვა იმ ადამიანთან შერიგება, რომელმაც ის და დედა ყველაზე რთულ პერიოდში მიატოვა. ადრიანას აქვს ფრანგული და პორტუგალიური ფესვები, ასევე მის ძარღვებში ჩქეფს ამერიკელი ინდიელების და კარიბის კუნძულების აბორიგენთა სისხლი.

კარიერა

ადრიანა 13 წლის იყო, როდესაც ის და მისი მეგობარი ერთ-ერთი სამოდელო

 სააგენტოს თანამშრომელმა სავაჭრო ცენტრში შეამჩნია. მომავალი მოდელი

 საყიდლებზე იყო იქ. ადრიანამ სამოდელო სფეროში ქასთინგზე უარი არ

 განაცხადა და სულ მალე გახდა „ფორდ სუპერმოდელ ბრაზილიის" კონკურსის

 გამარჯვებული. ცოტა ხანში „ფორდის" ბრაზილიის ბიურომ მასთან პირველი

 პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. იმავე წელს ადრიანამ მეორე ადგილი

 დაიკავა კონკურსში – „ფორდ სუპერმოდელი", რომელიც ამჯერად მთელი

 მსოფლიოს მასშტაბით ტარდებოდა. 18 წლის ასაკში ადრიანანიუ–იორკში

 მიიწვიეს, სადაც მან „ელიტ მოდელ მენეჯმენტთან" გააფორმა კონტრაქტი. 

ამას მოჰყვა უამრავი ფოტოსესია წამყვანი პრიალა ჟურნალებისთვის. საერთო 

ჯამში, ადრიანა ლიმა 13 ჟურნალის ყდაზე მოხვდა, მათ შორის ისეთი

 ჟურნალების გარეკანებზე, როგორებიცაა „Marie Claire" და „Vogue". იმავე

 პერიოდში მისი დებიუტი შედგა უმაღლესი დონის ჩვენებებზე. პოდიუმზე ის

 „Christian Lacroix–ს", „Fendi–ის", „ Emanuel Ungaro–ს", „Giorgio Armani–ს"

, „Valentino–ს" და კიდევ უამრავი სხვა ცნობილი სამოდელო სახლის ტანისამოსით გამოდიოდა. ნამდვილი მსოფლიო აღიარება კი მას სარეკლამო

 ბანერმა მოუტანა, რომელიც ნიუ-იორკში, თაიმ-სქვერზე იყო გამოფენილი

 და რომელშიც ადრიანა ლიმა რეკლამას უკეთებდა ბრენდ „ვაზარეტოს". 2000

 წელს ადრიანამ ხელი მოაწერა კონტრაქტს „Guess" და ჯინსის ნაწარმის

 რეკლამირებას შეუდგა. ხოლო ნამდვილი სუპერპოპულარობა და

 მრავალმილიონიანი შემოსავალი ლიმას „Victoria's Secret–თან" გაფორმებულმა ხელშეკრულებამ მოუტანა. ამ ურთიერთობის საფუძველზე, ადრიანა ლიმა პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად იქცა.

2001 წელს შედგა ადრიანას დებიუტი დიდ ეკრანზე. განთქმული ჩინელი რეჟისორის ვონგ კარ ვაის მიერ გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმში „მძღოლი – თვალყურის დევნება",„BMW-ს" დაკვეთით იყო გადაღებული, ადრიანა ლიმამ, ჰოლივუდის ვარსკვლავებთან – კლაივ ოუენთან და მიკი რურკთან ერთად ითამაშა. გარდა ამისა, მან მონაწილეობა მიიღო „Victoria's Secret–ის" ცნობილ რეკლამაში, სადაც მას პარტნიორობას ლეგენდარული მუსიკოსი ბობ დილანი უწევდა. სარეკლამო რგოლში, ზურგზე მიმაგრებული ფრთებით და ქვედა საცვლებით ადრიანა ლიმა ვენეციის ქუჩებში სეირნობდა – მაშინ მსოფლიო პრესაში დაიწერა რომ, ასეთი რეკლამის დავიწყება თითქმის შეუძლებელია.


პირადი ცხოვრება 

2009 წლის 14 თებერვალს ლიმამ საიდუმლო ვითარებაში ჯვარი დაიწერა სერბ კალათბურთელზე მარკო იარიჩზე. წყვილი 2006 წლიდან ხვდებოდა ერთმანეთს და ახლა უკვე შვილიც ჰყავთ.

სხვადასხვა პერიოდში ადრიანა ლიმა ხვდებოდა მომღერალ ლენი კრავიცს, ავსტრიის პრინცს ჰანს-ადამ ლიხტენშტაინ მეორეს, ლიბანელ ფლეიბოის ჯიმი ტრაბულსის. პამელა ანდერსონის ყოფილმა ქმარმა ტომი ლიმ კი ფიცი დადო, რომ მანამ ადრიანა ლიმა მისი არ გახდებოდა, უარს აცხადებდა სხვა ქალებთან ურთიერთობაზე,თუმცა ადრიანა უარს აცხადებდა სექსზე ქორწინებამდე. ტომისთვის სამწუხაროდ, ადრიანამ მისი ფიცი არაფრად ჩააგდო და განაცხადა, რომ არ აპირებს სკანდალურ პირებთან რამე სახის ურთიერთობის წამოწყებას. სხვათა შორის იყო მცდელობა, რომ ადრიანა ჩაერიათ სექს-სკანდალში. რამდენიმე წლის წინათ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ადრიანას მიმსგავსებული ქალბატონი და უცნობი მამაკაცი სექსით იყვნენ დაკავებული. ფირზე აღბეჭდილი ქალი ძალიან ჰგავდა ლიმას და ამასთან დაკავშირებით ტოპ-მოდელს ახსნა განმარტებების მიცემა დასჭირდა, რომ ეს ვიდეო მხოლოდ და მხოლოდ მისი დისკრედიტაციისთვის იყო გამიზნული

ადრიანას შვილი

______________________

ადრიანა ლიმას 19 წლის ქართველი ორეული

ამ გოგოს დანახვისთანავე ბრაზილიელი სუპერმოდელი გაგახსენდება. „Victoria’s Secret"-ის 30 წლის მოდელ ადრიანა ლიმას ქართველი ორეული ჰყავს. 19 წლის თაკო რაზიკაშვილს ყველა ადრიანას ამსგავსებს, თუმცა მას სამოდელო სფეროსთან არანაირი კავშირი არა აქვს. უკვე წლებია საბერძნეთში ცხოვრობს და იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს. სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნებას აპირებს. ადრიანა ლიმასთან მსგავსებას თვითონაც აღიარებს და ცდილობს მიბაძოს. 
ადრიანას და თავის ფოტოებს ხშირად ადარებს ხოლმე ერთმანეთს
    
Pics


Gifs
Tumblr_m0j97lgoe91r2g1a0o1_500_large
Tumblr_lz8h5nxdp71r2ypy5_large
Tumblr_lyu4vixtsf1qzhxwqo1_500_large
Tumblr_lyzshavwrl1qj0os5o1_500_large
Tumblr_lyxk632afz1qars9eo1_500_large
Tumblr_lyknmxkltz1qke3gjo1_500_large
Tumblr_lxk8q2h7qe1qh07y4o1_500_large
Tumblr_lxgryctcbq1r93y4eo1_500_large
Tumblr_lxhqtckxcz1qih071o1_500_large
Tumblr_lxe5v2sql41qksh4vo1_500_large
Tumblr_lx2eu5qorq1r8z5gso1_500_large
Tumblr_lwuhnmf0yi1qijf4ko1_500_large
Tumblr_lwo1p3osth1r8z5gso1_400_large
Tumblr_lw4f0aw0vq1r80vx4o1_400_large
Tumblr_lw23rv1l6o1r3x8uwo1_500_large
Tumblr_lgaf3r18rx1qd6w3xo1_500_large
I-think-the-feeling-is-mutual_large
Tumblr_lu84tpij6h1qctjnko1_500_large
Tumblr_lqg9mipmdm1r0ec8wo1_500_large
Tumblr_lcsvzyywk01qz6qn2o1_250_large




Vs2_large
imedia mogewonat :* mpuuat
victorias secret angels GIF
კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 911 | დაამატა: Tatti♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2012-06-26 Spam
dzan kargi siaxlea smile