მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ივლისი » 23 » A Beautiful Lie/ Part 2
6:16 PM
A Beautiful Lie/ Part 2
A Beautiful Lie
Part 
 იმედია მოგეწონებათ

ბევრი არ მიფიქრია იმაზე, სად წავიდოდი. როგორც ყოველთვის, ღამის კლუბში გატარება გადავწყვიტე, შემდეგზე კი დილას ვიფიქრებდი.

მოტოცკლი დავაყენე და შიგნით შევედი. იმედი მქონდა, რომ ნესისაც ვნახავდი, მაგრამ ამდენ ხანში მისი მოძებნა არ გინდოდა? დავურეკე, მაგრამ როგორც ყოველთვის, მობილური გათიშული ჰქონდა. ისევ მარტო მომიწევდა გართობა.

ბარმენთან მივედი, რომელიც უკვე მცნობდა და მაშინვე მიხვდა, რა უნდა მოეტანა. მესამე თუ მეოთხე ჭიქას ვცლიდი, როცა ვიღაცის ხმა გავიგონე:

_შეიძლება ახალგაზრდა ქალბატონი დავპატიჟო?

‘’ვინ არის ასეთი კულტურული’’-მეთქი_გავიფიქრე და მივხვდი, რომ მეკაიფებოდა.

_ახალგაზრდა ქალბატონი უარს ამბობს_იმავე ტონით ვუთხარი ისე, რომ არც გამიხედავს.


_საწყენია._მის ხმაში ოდნავი მწუხარებაც არ იგრძნობოდა.

_აბა მე მკითხე_ცინიკური ღიმილით ვთქვი და გავხედე. აქ აშკარად პირველად იყო, სულ ამ კლუბში ვარ და არასოდეს შემიმჩნევია.


_რომი დამისხით_უთხრა ბარმენს და მანაც წამში შეასრულა მოთხოვნა.

_შენს გაცნობას გაუმარჯოს(უკვე გამიცნო?)..._პაუზა გააკეთა.

_ლიზა._ვუთხარი მექანიკურად.

_ლიზა?_რატომღაც ხმა შეეცვალა და სახეზე მომაჩერდა.

_რა გაგიკვირდა, არც ისე იშვიათი სახელია.

_არა, არაფერი, მე ჯორჯი_ნერვიულად მოსვა და მერე მაისურზე შემხედა(თუ მკერდზე :D). რამდენიმე წამით დამაკვირდა, მერე მიხვდა, რომ მისი მზერა დავიჭირე და უცებ გვერდზე გაიხედა. მომესმა, რომ ჩაილაპარაკა ‘’როგორ ვერ მივხვდიო’’. მხრები ავიჩეჩე და კიდევ ერთი ჭიქა გადავკარი.


რამდენიმე წუთი არც მე და არც ჯორჯს ხმა არ ამოგვიღია. მე აიპოდი მქონდა ჩართული და ჩემს საყვარელ ჯგუფს ვუსმენდი, რადგან კლუბში საშინელი მუსიკა იყო ჩართული. ის კი ‘თავის სტიქიაში’ იყო. ნეტა რა ვუთხარი ასეთი უცნაური?

მალე მასთან ვიღაც ბიჭი მივიდა ვუყურებდი რომ ლაპარაკობდნენ, მაგრამ არაფერი გამიგონია. აშკარად მივხვდი, რომ ჩემზე ეუბნებოდა რაღაცას, რადგან ახალმოსული მაკვირდებოდა. მანაც ჩემს მაისურზე შეაჩერა მზერა(ჯანდაბა, არც ისეთი მოხდილი იყო, რომ რამე ცუდად გამომჩენოდა. პირიქით, კლუბში მყოფი ნახევრადგახდილი გოგონების ფონზე მონაზონივით გამოვიყურებოდი.) თავი სამუზეუმო ექსპონატი მეგონა.

_რა სახეებით მიყურებთ_ვთქვი გაბრაზებულმა და მათ მოვშორდი. მალევე შევამჩნიე, რომ ბართან აღარ იდგნენ და ისევ ჩემი ადგილი დავიკავე.

_ეს მაისური უკუღმა ხომ არ მაცვია?_სრული სერიოზულობით ვკითხე  ჯეიკს(ბარმენს), რომელმაც სიცილი ვერ შეიკავა.

_ამდენი დალიე?

_არ ვარ მთვრალი, უბრალოდ...არაფერი, დაივიწყე, რაღაცები მეჩვენება. ნესი არ გინახავს?

_დღეს შემოიარა ნახევარი საათით და მალევე წავიდა. თქვენ ერთმანეთის გარეშე აშკარად ვერ ატარებთ კარგ დროს.

_მართალია._მოწყენილი ხმით ვთქვი.

_მგონი გამოგიჩნდა პარტნიორი_უკან გავიხედე და ჩემი ერთი თაყვანისმცემელი დავინახე, რომელიც აშკარად ჩემსკენ მოდიოდა.

_ესღა მაკლდა_ჩავილაპარაკე და მოჩვენებითი ღიმილით შევხვდი.


დაახლოებით ნახევარი საათი ჯესისთან ერთად ვცეკვავდი



მერე ვიღაც ბიჭს ზურგზე ხელი მოუხვდა და მუხლებით დავეცი. წამოდგომა ძლივს მოვახერხე, მარჯვენა ფეხი საშინლად მტკიოდა, მაგრამ ერთი მხრივ გამიხარდა კიდეც, ჯესისგან თავის დაღწევის შანსი მომეცა. იმ ბიჭისთვის საყვედურიც კი არ მითქვამს, მაშინვე ‘მივდივარ’-მეთქი_ვთქვი და ჯესის უფლება არ მივეცი, რომ გამომყოლოდა.

ბაიკამდე კოჭლობით მივედი, ნესისთან წასვლა მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ვერაფრით დავქოქე. ისე გავბრაზდი, სულ ჩაფხუტი ვურტყი.

_დახმარება ხომ არ გჭირდება?_ჩემი ახალი ნაცნობი და მისი მეგობარი დავინახე.

_შეგიძლია შეაკეთო?_ირონიულად ვკითხე.

_არა მგონია.

_მაშინ ძალიან ვწუხვარ._მოვუჭერი და მოტოციკლიდან ავდექი. როგორ არ მინდოდა, მაგრამ იძულებული ვიყავი, ჯესისთვის მეთხოვა დახმარება. ისევ კლუბისკენ წავედი, მაგრამ ორივენი წინ გადამიდგნენ.


 ლამპიონით განათებულ სახეებზე ბოროტი ღიმილი დასთამაშებდათ.

_გამატარებთ?_დავუყვირე გაბრაზებულმა._არ ვარ თამაშის ხასიათზე.

_არც ჩვენ._პირველად გავიგონე ჯორჯის მეგობრის ხმა.

_ჰოდა კარგად_მათ შორის გავლა დავაპირე, მაგრამ ორივემ ხელები დამიჭირა.

_დროს რატომ ვკარგავთ? ყველასთვის ჯობს, დროზე მოვრჩეთ.

_რას მიედ-მოდებით? ვერ ვიტან ასეთ უაზრო ხუმრობებს.


_ვინ ხუმრობს? თავს ნუ იფასებ პატარა, ხომ ვიცით, რომ ჩვეულებრივი მეძავი ხარ.

სახეში ისე გავარტყი, ხელი მე თვითონ მეტკინა.

_ფუ შენი!_დაიყვირა და ხელი გადამიტრიალა. მშვენიერია, ახლა არამარტო მარჯვენა ფეხი, მარჯვენა ხელიც მტკიოდა.

სანამ აზრზე მოვიდოდი, ჯორჯმა პირზე ხელი ამაფარა, მეორე კი მანქნასთან მივიდა და დაქოქა.

_ამაღამ კარგად გავერთობით_ყურში ჩამჩურჩულა და მანქანისკენ წამიყვანა. უკვე თითქმის მისულები ვიყავით, როცა გავიგონე, როგორ ისროლა ვიღაცამ იარაღი. მოულოდნელობისაგან ორივენი გავშეშდით. მერე კი უცებ მისი მეგობრისკენ გავიხედეთ, მაგრამ ის მშვიდად იჯდა მანქანაში. მივხვდით, რომ ვიღაცამ უბრალოდ შესაშინებლად ჰაერში გაისროლა და მალევე დავინახეთ კიდეც.

_ჯანდაბა!_ხელი უცებ გამიშვა, მანქანაში ჩახტა და იმ წამში აორთქლდნენ. გასვლა ვცადე, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული, როცა ჩავიკეცე და გონება დავკარგე. 



,,Everything is not what it seems'' <== ასე რომ, ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას. :dd

თუ რაიმე შენიშვნა გაქვთ მითხარით არ მწყინს :D 

XXO<3 10 კომენტარზე გავაგრძელებ))

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 848 | დაამატა: MissBarnes♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 201 2 »
2012-07-25 Spam
umagresia male