მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » მარტი » 24 » 21 ყველაზე მდიდარი მომღერალი 21 წლამდე
9:55 AM
21 ყველაზე მდიდარი მომღერალი 21 წლამდე
ჟურნალმა "ბილბორდმა" ახლახანს გამოავლინა 21 ყველაზე მდიდარი მომღერალი 21 წლამდე. 
კრიტერიუმებში შედიოდა არა მხოლოდ ის თუ როგორი პოპულარული გახდა ამა თუ იმ მსახიობის
ფილმი,არამედ ისიც თუ როგორი პოპულარობით სარგებლობს მსახიობის მიერ
გამოცემული სუნამო, ტანსაცმლის ხაზი, კოსმეტიკის პროდუქტი და ა.შ. მსოფლიოში.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ბოლო ანუ ოცდამეერთე ადგილზე მომღერალი
მაილი საირუსი გავიდა. №21. Miley Cyrus

ოცდამეერთე ანუ ბოლო ადგილზე გავიდა ცნობილი მსახიობი და მომღერალი მაილი
საირუსი. მან მსოფლიოში უამრავი ტურნე ჩაატარა და უდიდესი პოპულარობა
მოიპოვა სერიალით "ჰანამონტანა" და ფილმით "უკანასკნელი სიმღერა".

№20. Reggae Miguelito

რეჯი მიგუელიტო პატარა ვარსკვლავია, რომელმაც მსახიობობა 2006 წლიდან
დაიწყო. იგი გარდა მსახიობობისა ბიზნესმენიც გახლავთ, ვინაიდან უშვებს
საკუთარი ხაზის ტანსაცმელს, ვიდეო თამაშებს, თმის გელებს, ვიტამინებს
ბავშვებისთვის და ა.შ. ის ოქტომბრისთვის მისი ახალი ფილმის პრემიერასაც გეგმავს.

№19. One Direction

ეს არის ბიჭებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელმაც არნახული წარმატება მოიპოვა
უცხოეთში. X Factor-სა და BBC-ში. მათ ხელშეკრულება აქვთ დადებული
ისეთ ცნობილ ფირმებთან, როგორებიც არიან "სონი" და სხვები. მათი ალბომი
21 წლამდე მომღერლებში ყველაზე პოპულარული გახდა, 2011 წელს.

№18. Porter Robinson

პორტერ რობინსონი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიჯეია მსოფლიოში.
ამჟამად იგი ტურნეს მართავს ტიესტოსთან ერთად, რაც კიდევ უფრო
შეუწყობს ახალგაზრდა დიჯეი მეგა ვარსკვლავის პოპულარობას ხელს.

№17. HyunA

სამხრეთ კორაელი მომღერალი, რომელმაც არაჩვეულებრივი პოპულარობა
მოიპოვა მის მეგობარ გოგონასთან ერთად, თუმცა რაღაც მიზეზების გამო
მან შემდეგ სოლო კარიერა გააგრძელა, არანაკლებ წარმატებულად.

№16. Mindless Behavior

კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც ბილბორდის გამოკითხვით მეთექვსმეტე
ადგილზე გავიდა. მასზე დადებითად წერენ გაზეთ "ნიუ იორკ თაიმსში"
და საოცარი პოპულარულები არიან მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში.


№15. Greyson Chance

გრეისონ ჩენსი ახალგაზრდა მომღერალია, რომელსაც მეორე ჯასტინ
ბიბერსაც უწოდებენ. იგი ახლა მის ალბომზე და ტურნეზე მუშაობს.
ამით თავს უფრო გააცნობს ფართო აუდიტორიას მსოფლიო მასშტაბით.


№14. Willow Smith

ბევრმა ახალგაზრდა მომღერალმა მიაღწია წარმატებას, მაგრამ განა
საოცარი არ არის როდესაც ბილბორდის 100 "ცხელი ჰიტიდან" ერთ-ერთში
უილოუს სიმღერა იქნება? პატარა მომღერალს უკვე აქვს ორი სინგლი,
და ახლა ახალი ალბომის გამოშვებას იწყებს. მისი დებიუტი შედგა ფილმში
"მე ვარ ლეგენდა" რომელშიც უილოს მამა უილ სმიტიც მონაწილეობდა.


№13. Cody Simpson

ავსტრალიელი თინეიჯერების კერპის - კოდი სიმპსონის წარმატება და
პოპულარობა თან და თან წინ მიიწევს. ლეგენდა ხდება პოპ მუსიკაში.
მისი პირველი სინგლი იუთუბზე დაახლოებით შვიდი მილიონჯერ აქვთ
ნანახი. სავარაუდოა რომ იგი 2012 წლის მდიდარ მოზარდების სიაშიც მოხვდება.


№12. II Volo

კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც მეთორმეტე ადგილას გავიდა, საოცარი
პოპულარობით სარგებლობს იტალიაში. «O Sole Mio» - ამ სიმღერამ
მათ ნამდვილად ბევრი ფანი შემატა, და ის საუკეთესო კლასიკურ
სიმღერად იქცა მოზარდებში.


№11. Lex Lager

ლექს ლაჯერი ერთ-ერთი საუკეთესო მომღერალია ჟანრში - ჰიპ ჰოპი.
მას აქვს სიმღერები ჩაწერილი ისეთ რეპერებთან, როგორებიც არიან
სნუპ დოგი და Ace Hood.


№10. Victoria Justice

მომღერალი ცნობილი საბავშვო არხის "ნიკელოდეონის" სერიალით გახდა.
გარდა ამისა იგი სიმღერებს წერს ახლაც და მიზნად აქვს დასახული მოზარდ
მომღერლებში პირველი ადგილის დაკავება.

№9. Rye Rye

ასევე კიდევ ერთი ჰიპ ჰოპის მომღერალი გოგონა, რომელსაც მიუხედავად
პოპულარობისა ჯერ ალბომი არ აქვს გამოშვებული. როგორც თვითონ
ვარაუდობს მისი პირველი ალბომი მსოფლიოს ჩარტებს დაიპყრობს.

№8. Nick Jonas

ნიკ ჯონასის ძმები როგორც თავად ნიკი რა თქმა უნდა ძალიან პოპულარულები
არიან მაგრამ მათგან ყველაზე პოპულარული სწორედ რომ ნიკი გახდა. და
შემოსავლით ბილბორდის მიერ მერვე ადგილზე გავიდა.

№7. Demi Lovato

დემი ლოვატო ერთ-ერთი საუკეთესო მომღერალია თინეიჯერებს შორის. მას უამრავ
ფილმთან ერთად უამრავი სიმღერაც აქვს ჩაწერილი, რომლებიც პირველობას არ
თმობენ. ამიტომ მან სამართლიანად მიიღო ბილბორდისგან მეშვიდე ადგილი


№6. Mack Miller

როდესაც გამოვიდა ვიდეო სიმღერა მაკ მილერისა, სახელად "დონალდ ტრამპი"
მას 22 მილიონი ნახვა ჰქონდა. მაშინ მიხვდნენ რომ აღმოაჩინეს მეორე ემინემი,
რომელიც ახლა უკვე მის ალბომზე მუშაობს.

№5. Jackie evancho

ამერიკული "ნიჭიერის" საუკეთესო მომღერალი. იგი საოცრად პოპულარული
გახდა უცხოეთში მისი გამოსვლის შემდეგ. გარდა სიმღერისა და მისი ულამაზესი
ვოკალისა, იგი უკრავს პლეიტაზე, ფორტეპიანოზე. წერს სხვადასხვა სიმღერებსაც.

№4. Scotty McCready

ეს მომღერალიც ამერიკული ნიჭიერიდან გახლავთ. ის მართლაც პოპულარული
გახადა პროექტმა, ამიტომ დანებებას აღარ აპირებს და ოქტომბერში ახალ ალბომს უშვებს.

№3. Selena Gomez

სელენა გომეზი უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რაშიც ხელს ალბათ
ჯასტინ ბიბერთან რომანტიული ურთიერთობა უფრო უწყობს, ვიდრე მისი
კარიერა. მიუხედავად ამისა იგი მესამე ადგილას გავიდა, რაც ურიგო არ არის.
მან დაიწყო საკუთარი ტანსაცმლის ხაზის გამოშვება, უახლოეს მომავალში კი
სუნამოების წარმოებასაც დაიწყებს.


№2. Tyler

ტაილერი პოპულარული მაშინ გახდა, როდესაც "ემტივი"სგან მიიღო ჯილდო
"საუკეთესო ახალი შემსრულებელი". ამის შემდეგ იგი კვლავ აგრძელებს
სიმღერების ჩაწერას, ახლაც ტაილერი ტურნეში იმყოფება.

№1. Justin Bieber

ყველაზე მდიდარი მომღერალი და მსახიობი 21 წლამდე ასაკის მოზარდებში
ჯასტინ ბიბერი გახდა, რაც ალბათ გასაკვირი იყო ზოგისთვის. მან წარმატებულად
გაყიდა ალბომი, მისი სუნამოს ხაზიც არანაკლებ წარმატებული გახლდათ.
ასევე 3D ფილმი ჯეიდენ სმიტთან ერთად..

სულ ესა და
კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 691 | დაამატა: Gvaancii | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 5
2012-03-25 Spam
yoveltvis vicod rom jusoo sauketeso iyo:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:Dselec miyvars nickic miley da yvela magram jusso yvelas jobia:*:*:*:*:*:*:*:*:*