მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2015 » ივლისი » 16 » ^_^
12:31 PM
^_^

Untitled

ჩვენ ვცხოვრობდით სამყაროში, სადაც არაფერი იყო მტკივნეული, მხოლოდ დაგვიანებული პასუხები და უაზრო ეჭვიანობები. ჩვენ ვცხოვრობდით სამყაროში, სადაც არ ვიცოდით რას ნიშნავდა სიტყვები „ყალბი“ „ღალატი“ „ორპირი“, და ტყუილის თქმაც მხოლოდ მშობლებისთვის შეგვეძლო და მხოლოდ იმის თუ რამდენ ხანში მივიდოდით სახლში. ჩვენ ვცხოვრობდით სამყაროში, სადაც ყოველი დღე ერთმანეთს გავდა, მაგრამ მაინც მოუთმენლად ველოდით რაღაც ახალს, განსხვავებულს, გვეგონა, დაჟინებით ვაჯერებდით თავს რომ ეს განსხვავებული დღე იყო.

თუმცა, ჩვენ ვიყავით ბედნეირები. ჩვენ ვცხოვრობდით სამყაროში, სადაც უკვე „ვიხსენებდით ბავშვობას“ და ვთამაშoბდით დაჭერობანას. ჩვენ ვცოვრობდით სამყაროში სადაც არ ვიცოდით რას ნიშნავდა „სხვა“ „მომავალი“ „დამოუკიდებლობა“, მაგრამ ვიცოდით რა იყო მარტოობა..

très cool | via Tumblr

ჩვენ ვცხოვრობდით სამყაროში სადაც მარტოობა მხოლოდ მაშინ მოდიოდა, როცა ერთად არ ვიყავით, მარტოობას მხოლოდ „სიშორე“ ქმნიდა.. ჩვენ ვცოხვრობდით სამყაროში, სადაც გვიხაროდა „მაკდონალდსი“ და ფილმის ყურება დიდ ეკრანზე.. ჩვენ ვცხოვრობდით სამყაროში, სადაც უბრალოდ ვიცოდით რა იყო სიყვარული და არასდროს გაგვჩენია ეჭვები არსებობდა თუ არა ის სინამდვილეში. ჩვენ ვცხოვრობდით სამყაროში, სადაც ილუზიები არ გვჭირდებოდა და უბრალოდ ვცხოვრობდით იმ საყაროში სადაც ვიყავით. ჩვენ ვცხოვრობდით სამყაროში, სადაც სიზმრები მხოლოდ ერთმანეთზე გვესიზმრებოდა და სხვისი ნახვა სიზმარში ითვლებოდა ღალატად. ჩვენ ვცხოვრობდით სამყაროში, რომელიც იყო ჩვენი სახლი, ჩვენი სიმშვიდე და ის რასაც ერქვა „სიმყუდროვე“. ჩვენ ვიყავით ბავშები.

ჩვენ ეს სამყარო დავტოვეთ იქ, ბავშვობაში. თუმცა, უბრალოდ გადავინაცვლეთ სხვა სამყაროში, ბავშვებად კი ისევ დავრჩით. როგორც “sex and the city” – ში კერი ბრედშოუ ამბობს: ” იქნებ მართლები ვიყავით როცა ნაკლებს ვფიქრობდით და მეტს ვკოცნიდით, იქნებ ატესტატის აღების შემდეგ დავკარგეთ უნარი გვიყვარდეს, იქნებ ყველაფერი ნამდვილი ჩვენს ბავშვობაში დარჩა?!”

add a caption

ახლა ვცოხვობთ იქ, სადაც გვტკივა, სერიოზული ტკივილები გვტკივა, სადაც აღარ ვეჭვიანობთ, ვპატიობთ ღალატს და ვეჭიდებით ნებისმიერ სითბოს, რომელიც შეძლებს დაგვაბრუნოს „იქ“, „ბავშვობაში“. ახლა უკვე აღარც გვიკვირს, კამათიც შეგვიძლია ბევრ საკაცობრიო საკითხზე და ხანდახან განათლებულ ადამიანებადაც ვითვლებით. ახლა, უკვე გვიხარია დალევა და მეგობრებთან ერთად ბევრი სიცილი,ცეკვა. ახლა, უკვე სიზმრებიც გადაცდნენ ასაკს, ერთმანეთს.. სხვისი სიზმარში ნახვა კი, უბრალოდ „მონატრებაა“ და არა „ღალატი“.

♡ Fashion is my passion ♡

ვეძებთ სიმშვიდეს, იმ სახლს სადაც ვიყავით ადრე, უბრალოდ სხვა ადგილებში.. ყოველ დღე, უბრალოდ ვიღვიძებთ, ვცხოვრობთ ისევ ყოველდღიურობით, მაგრამ ბედნიერებას უბრალოდ ვერსად ვხედავთ. ვიღვიძებთ ყოველ დღე, უბრალოდ ვცხოვრობთ და ვეძებთ ადამიანებს, ვეძებთ ადგილებს, სადაც გულით გვენდომება ყოფნა. უბრალოდ ვიღვიძებთ და ვცდილობთ არ ვინანოთ, არ მოგვენატროს, არ ვიდარდოთ, არ მივაქციოთ ყურადღება და უბრალოდ ვცდილობთ.. დავიკიდოთ. უბრალოდ ვიღვიძებთ და აფორიაქებულები დავდივართ, რადგან არაფერი გამოგვდის, ისევ გვენატრება, ისევ ვნანობთ, ისევ გვიტევს ბრაზი და ხანდახან ზიზღიც, ისევ გვინდა ის სიმშვიდე.. უბრალოდ ვიღვიძებთ და მარტოობა არის ყველგან, როცა ერთად ვართ, როცა არა..

უბრალოდ ვიღვიძებთ და.. მერე ისევ ვიძინებთ. რადგან ვიცით, ყველა დღე იქნება ერთნაირი. სიმშვიდეს კი ტყუილად ვეძებთ, რადგან ის, სადღაც იქ დავტოვეთ.

 
კატეგორია: ♥ ჩანახატები | ნანახია: 938 | დაამატა: StillBelieber | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2015-07-18
kargi iko