მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 29 » ♥
0:47 AM

აუცილებლად შემოდით!

შვიდი გზა იმისთვის, რომ კეთილად განვაწყოთ ჩვენდამი ახალ გაცნობილი პიროვნება ♥

1) გაიღიმე პირველმა
ეს არის უმარტივესი და შესაძლოა ყველაზე ეფექტური გზა ადამიანის კარგ ხასიათზე დაყენების
და საპასუხოდ გაღიმების.
შვიდი გზა იმისთვის, რომ კეთილად განვაწყოთ ♥

2) იყავი ”რაინდული”, თავაზიანი
ეს ტერმინი შეგვიძლია მივიღოთ გადატანითი მნიშვნელობით, ვიყოთ რაც შეიძლება თავაზიანები, განსაკუთრებით საპირისპირო სქესის მიმართ. დეილ კარნეგის წიგნის ”როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და ვიმოქმედოთ ადამიანზე” მიხედვით ახალგაცნობილ ადამიანებს ყველაზე მეტად სიამოვნებთ თუ მათ სახელით მიმართავთ! აჩვენეთ მას, რომ თქვენ მისი პიროვნება უკვე შეიცანით და დაიმახსოვრეთ.

3) მოუსმინე
ლაპარაკის დროს აუცილებლად საჭიროა მოსმენა, არა მხოლოდ იჯდე და წინადადებებს შორის შენი სატკივარი
ჩააგდო, არამედ უსმინო, ჩაეძიო და აგრძნობინო, რომ ხარ დაინტერესებული მისი ისტორიით. გამოიჩინეთ ინტერესი! 

დიახ, ადამიანის კეთილგანწყობის მოპოვების საუკეთესო საშუალებაა გამოიჩინოთ ინტერესი მისდამი
და არა პირიქით - შეეცადოთ დააინტერესოთ თქვენით, ადამიანს ურთიერთობაში სწორედ თავისი თავის
წარმოჩინების პერსპექტივა ხიბლავს. ნუ იდარდებთ, თქვენც მოგეცემათ ამის საშუალება.

შვიდი გზა იმისთვის, რომ კეთილად განვაწყოთ ♥

4) მცირე სიურპიზები 
ოდესმე მოუტანიათ თქვენთვის ყვავილები? ალბათ კი. დამერწმუნებით ეს ყველას პოზიტიურ განწყობაზე 
გვაყენებს და მარტივად რომ ვთქვათ ღიმილის საბაბს გვაძლევს.
უზომოდ სასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ ამა თუ იმ ადამიანმა წინასწარ დაგეგმა რაიმე,
თუნდაც მცირე ღონისძიება ჩვენს გასახარებლად.

5) დახმარება
სხვადასხვა პრობლემების გადაჭრაში დახმარება, ამით შეგიძლიათ აგრძნობინოთ თქვენი კეთილგანწყობილება მისადმი. შეიძლება მაშინვე ღიმილის საბაბი არ გახდეს მაგრამ, როდესაც გააანალიზებს აუცილებლად გაეღიმება.
შვიდი გზა იმისთვის, რომ კეთილად განვაწყოთ ♥

6) იყავით მოკრძალებული და მადლიერი
მარტივ მაგალითს მოვიყვანთ მაღაზიაში რაიმეს ყიდვისას ალბათ ხშირად უხდით მადლობას გამყიდველს, რომელიც წესით თავის ჩვეულ სამუშაოს ასრულებს და სამადლობელოც არ აფერია, მაგრამ დაკვირვებული ხართ რომ გამყიდველს სახეზე ღიმილი რჩება? 

ასევე მუდამ შეაქეთ მეგობრის თუ ნაცნობის მცირედი მიღწევები, შესაძლოა თქვენ ეს საუბრის ბოლოს დაივიწყოთ, თუმცა გვერწმუნეთ იმ პიროვნებას ეს მთელი დღე ემახსოვრება და შესაძლოა უფრო მეტიც!

7) თვალით კონტაქტი
გაგეცინებათ და ესეც ერთერთი ღიმილის მიზეზია.
თუ გახსოვთ ბავშვობაში ხალხმრავალ ადგილზე მოხვედრისას როდესაც თქვენს ტოლს დაუწყებდით ყურებას 
და ისიც შემოგხედავდათ ორივეს გეღიმებოდათ და წითლდებოდით. 

შვიდი გზა იმისთვის, რომ კეთილად განვაწყოთ ♥








კატეგორია: ♥ ანიმაციები | ნანახია: 864 | დაამატა: mmaRi-JeLeNa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
2012-02-29 Spam
magari siiaxleeaa