მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 9 » 2011 წლის ყველაზე ძვირი ქვეყნების ტოპ-ათეული
3:18 PM
2011 წლის ყველაზე ძვირი ქვეყნების ტოპ-ათეული
2011 წლის ყველაზე ძვირი ქვეყნების ტოპ-ათეული



ადამიანური რესურსების დარგში ცნობილმა საერთაშორისო კონსულტანტმა კომპანიამ ECA International გამოაქვეყნა მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქების სია. კვლევაში მონაწილეობდა მსოფლიოს მასშტაბით 400 ქალაქი და რეგიონი, სამომხმარებლო კალათის შეფასების ჩათვლითაც კი: საჭმელი, ტანსაცმელი და ელექტროსაქონელი , მაგრამ გამოირიცხა სწავლებისა და საცხოვრებლის საფასური.

წელს ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქთა ათეულში თავის პოზიციები გაიმყარეს შვეიცარიის სამმა და ნორვეგიის ორმა ქალაქმა. იაპონიამ კი რეკორდი მოხსნა ათეულში ოთხი ქალაქით. ტოკიო კვლავ ინარჩუნებს „ დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ხელმისაწვდომი" ადგილის ტიტულს.

10. ბერნი, შვეიცარია

ქვეყნის დედაქალაქი წარმოადგენს რამოდენიმე შვეიცარული კომპანიის სამშობლოს, მათ შორის Rolex, Toblerone, Swisscom და The Swatch Group, აგრეთვე უცხოურ ოფისებს ამერიკული კომპანიების, როგორიცაა eBay, Cisco და Ingram Micro.



ბერნი ცნობილია დაბალი გადასახადებითა და შრომის ლიბერალური კანონით. ბერნმა შეინარჩუნა თავისი კულტურული მეკვიდრეობა. ძველი ბერნი აღიარებულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტად. ის წარმოადგენს შუასაკუნეების ევროპული ქალაქის საუკეთესო მაგალითს.
1903-19055 წელს ბერნში ცხოვრობდა ალბერტ აინშტაინი. სწორედ აქ შეიმუშავა მან თავისი ნოვატორული ალბათობის თეორია.

სადილი (სწრაფი კვება): $28.80
ლუდი ბარში: $7.46
კილოგრამი ბრინჯი: $4.70
კვერცხი (ათი ცალი): $8.40
ბილეთი კინოთეატრში: $19.10





9. კობე, იაპონია
კობე წარმოადგენს ყველაზე ცოცხალ, ხალხმრავალ პორტსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის, სურსათისა და სატრანსპორტო დანადგარების მწარმოებელ ცენტრს. ქალაქში შემოგთავაზებენ სხვადასხვა სახის სამზარეულოს, მაგრამ ყველაზე მეტად ის ცნობილია მსოფლიოში ცნობილი და ძვირადღირებული კობეს საქონლის ხორცით.

მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულ აზიის ქვეყნებს შორის ერთადერთი იაპონიაა, სადაც სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლის ღირებულება დაეცა, თუმცა საქონლისა და მომსახურების ფასები დარჩა საკმაოდ მაღალი.

სადილი (სწრაფი კვება): $15.60
ლუდი ბარში: $8.69
კილოგრამი ბრინჯი: : $9.30
კვერცხი (ათი ცალი): $3.10
ბილეთი კინოთეატრში: $20.80




8. ჟენევა, შვეიცარია
ფრანგულენოვანი შვეიცარიის ნაწილში და ჟენევის ტბის გასწვრივ განლაგებული ჟენევა ითვლება დიპლომატიის მსოფლიო ცენტრად. ეს ქალაქი წარმოადგენს გაეროს მრავალი დაწესებულების, აგრეთვე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შტაბის, წითელი ჯვრისა და მსოფლიო ეკონომიკური
ფორუმის სამშობლოს.

ამ მშვენიერი ქალაქის მეოთხედ ნაწილს შეადგენს საზოგადოებრივი პარკები, რაც იზიდავს აქ უამრავ ტურისტს. ჟენევა, სადაც ერთ სულ მოსახლეზე მოდის მეტი რესტორანი ვიდრე ნიუ-იორკში, ცნობილია თავისი სამზარეულოთი. 2010 წლის მონაცემებით ჟენევა ითვლება რიგით მესამე ქალაქად მსოფლიოში ცხოვრების მაღალი ხარისხით.

სადილი (სწრაფი კვება): $33.70
ლუდი ბარში: $9.12
კილოგრამი ბრინჯი: : $4.70
კვერცხი (ათი ცალი): $8.60
ბილეთი კინოთეატრში: $19.20





7. ლუანდა, ანგოლა
ანგოლის დედაქალაქში შეინიშნება უცხოური კომპანიების დინება, რომლებიც ცდილობენ აამუშავონ ქვეყნის ენერგიის მდიდარი მარაგი. ქვეყანა აგრეთვე მდიდარია სხვა პროდუქტებით. ის ახორციელებს მაგალითად ყავის, ალმასების, შაქრის, რკინისა და მარილის ექსპორტს.

თუმცა, 30 წლიანმა სამოქალაქო ომმა საკმაოდ დაანგრია ლუანდის ინფრასტრუქტურა, გაზარდა პროდუქტებისა და მომსახურების ფასები. მიუხედავად ქვეყნის სიღარიბის მაღალი დონისა, ამ ქალაქში თქვენ ვერაფერს იყიდით იაფად, დაწყებული სპორტდარბაზის აბონემენტით, რომელიც ღირს $2,500 თმის ვარცხნილობამდე, რომლის ფასი აღწევს $150-ს.

სადილი (სწრაფი კვება): $52.40
ლუდი ბარში: $6.62
კილოგრამი ბრინჯი: $4.60
კვერცხი (ათი ცალი): $5.20
ბილეთი კინოთეატრში: $13.90




6. ციურიხი, შვეიცარია
ქვეყნის ბიზნეს ცენტრი ციურიხი წარმოადგენს მრავალი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების მათ შორის Suisse, Julius Baer და UBS ბაზას. ციურიხი განთქმულია საათის და შოკოლადის მწარმოებელი კომპანიებით.

2010 წელს ქალაქი გახდა მსოფლიოში მეორე ცხოვრების მაღალი ხარისხის მაჩვენებლით, მაგრამ ცხოვრების ასეთი მაღალი დონე არ ღირს იაფი. ციურიხი შარშანდელი მე-10 ადგილიდან 2011-ში გადაინაცვლა მე-6 ადგილზე.

სადილი (სწრაფი კვება): $32.90
ლუდი ბარში: $10.54
კილოგრამი ბრინჯი: $3.70
კვერცხი (ათი ცალი): $7.90
ბილეთი კინოთეატრში: $19.60





5. იოკოჰამა, იაპონია
იაპონიის მეორე უმსხვილესი ქალაქი იოკოჰამა წარმოადგენს დიადი ტოკიოს ოლქის კომერციულ ცენტრს. ამ საპორტო ქალაქში განლაგდა 300-ზე მეტი IT-კომპანია.
იოკოჰამაში ძლიერი ეკონომიკური ბაზაა, განსაკუთრებით ბიოტექნოლოგიის, კავშირგაბმულობის და გემთმშენებლობის დარგში. ავტომწარმოებელმა Nissan-მა და IT-კომპანიამ Fujitsu გადმოიტანეს ამ ქალაქში თავისი შტაბ-ბინები.

სადილი (სწრაფი კვება): $16.90
ლუდი ბარში: $6.59
კილოგრამი ბრინჯი: $4.20
კვერცხი (ათი ცალი): $2.50
ბილეთი კინოთეატრში: $21.70




4. სტავანგერი, ნორვეგია
1960 წელს ჩრდილოეთის ზღვაში აღმოჩენილმა ნავთობმა ეს უცნაური მეგაპოლისი აქცია ნორვეგიის სანავთობო დედაქალაქად. სტავანგერში განთავსებულია 50-მდე ენერგეტიკული კომპანია.

ამ ქვეყანაში არის ერთერთი ყველაზე გულუხვი სოცილური უზრუნველყოფის სისტემა, სახელმწიფო სკოლების ჩათვლით, რომლებიც სთავაზობენ უფასო მაღალ ხარისხიან სწავლებას.

მაგრამ სწორედ კვების პროდუქტების და სატრანსპორტო საშუალებების მაღალმა ფასმა განაპირობა , რომ სტავანგერმა ყველაზე ძვირი ქალაქების სიაში დაიკავა მე-4 ადგილი. ფასები კვების პროდუქტებზე დაახლოებით 50 პროცენტით მაღალია ვიდრე ევროზონაში. ყველაზე ძვირადღირებული კვების პროდუქტებია: ხორცი, შაქარი და მარცვლეული.

სადილი (სწრაფი კვება): $32.30
ლუდი ბარში: $12.83
კილოგრამი ბრინჯი: $5.70
კვერცხი (ათი ცალი): $6.80
ბილეთი კინოთეატრში: $17.30




3. ნაგოია, იაპონია
ნაგოია მდებარეობს ტოკიოდან 265 კმ-ში და წარმოადგენს იაპონიის ყველაზე დინამიურ ცენტრს. ეს არის უმსხვილესი ცენტრი საავტომობილო და საჰაერო ხომალდების ნაწილების იაპონელი მწარმოებლების უმრავლესობისთვის. ნაგოა ცნობილია ცხოვრების მაღალი დონით.

აქ გამთავსებულია რამდენიმე ავტომობილების მწაროებელი კომპანიების შტაბ-ბინები, მაგალითად Toyota და Honda. საბედნიეროდ, ეს ქარხნები გადაურჩა მარტის მიწისძვრასა და ცუნამს.

სადილი (სწრაფი კვება): $19
ლუდი ბარში: $11.37
კილოგრამი ბრინჯი: $8.50
კვერცხი (ათი ცალი): $3.60
ბილეთი კინოთეატრში: $21.80




2. ოსლო, ნორვეგია
ოსლო წარმოადგენს რიგით მეორე ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქს მსოფლიოში, კრონის როგორც ვალუტის სიძლიერის და ფინანსური კრიზისის დროს ნორვეგიული ეკონომიკის მდგრადობის გამო. ამ ნორვეგიული ვაჭრობის ცენტრში განლაგდა მსოფლიოს უმსხვილესი გემთსაშენი კომპანიები და საზღვაო სადაზღვევო კომპანიები.

ქალაქს შეუძლია აგრეთვე იამაყოს ერთერთი ყველაზე ფართო და ეფექტური მეტროს და ეკოლოგიურად სუფთა ტრამვაის სისტემით. მაგრამ ეფექტურობისთვის მომხამარებლებს უწევთ საკმაოდ დიდი საფასურის გადახდა. საზოგადო ტრანსპორტში ერთი მიმართულებით ბილეთის ღირებულება შეადგენს დაახლოებით $5.60

სადილი (სწრაფი კვება): $45.20
ლუდი ბარში: : $13.18
კილოგრამი ბრინჯი: $6.10
კვერცხი (ათი ცალი): $8.50
ბილეთი კინოთეატრში: $18.80




1.ტოკიო, იაპონია
ტოკიო წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე ძვირ ქალაქს. მიუხედავად 2009 წლიდან სამომხარებლო ფასების ინდექსის ვარდნისა. მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში არ იყო ჩართული საცხოვრებელი ბინის ფასები, კომპანია ECA International ვვარაუდობს, რომ 2 ოთახიანი ბინის ყოველთვიური იჯარა სექტემბრის თვეში შეადგენდა საშუალოდ $ 4352.

ტოკიო აგრეთვე ერთერთი ყველაზე მწვანე ქალაქია მსოფლიოში. მიუხედავად 8 მილიონიანი მოსახლეობისა, აქ აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონის მასშტაბით ყველაზე დაბალი მაჩვენებლია ნახშირორჟანგის გამონაბოლქვისა.

ქალაქმა აგრეთვე მიიღო ძალიან მაღალი შეფასება ყოვლისმომცველ სატრანსპორტო პოლიტიკაში, რომლის წყალობით მთელი ქალაქის ტაქსო- პარკი გარდაიქმნა ელექტრონულ სატრანსპორტო საშუალებებად.

სადილი (სწრაფი კვება): $20.80
ლუდი ბარში: : : $10.56
კილოგრამი ბრინჯი: $9.80
კვერცხი (ათი ცალი): $4.50
ბილეთი კინოთეატრში: $23.80

კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 719 | დაამატა: tako♥♥♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2012-02-09 Spam
kargi siaxlea