მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 23 » თვალის ფერი )
6:58 PM
თვალის ფერი )
ცისფერი, ლურჯი, ნაცრისფერი თვალები-ბუნება თქვენგან მხოლოდ ენერგიის მუდმივ გადაცემას მოითხოვს. მან ხომ მიზნისკენ მსწრაფი, სამყაროს გარდამქმნელი ენერგიით დაგაჯილდოვათ. თქვენთვის ნებადართულია ყველაფერი, რისი გაკეთებაც კი გინდათ. თქვენ მიმზიდველობით, გამჭრიახობით, მგრძნობელობითა და ტემპერამენტით ხართ დაჯილდოებული. ადვილად გიყვარდებათ, მაგრამ სწრაფადვე "ქრებით". ძალზე ფიცხი ხართ, მაგრამ წყენას იოლად ივიწყებთ. თქვენი ნაკლი კი თქვენი ხშირი კაპრიზებია.

თაფლისფერი, შავი თვალები- მოემზადეთ ადამიანებისთვის თავის მოსაწონებლად. სიბრძნეს მოუხმეთ და ბრძოლაში შეუნიღბავად არასოდეს ჩაერთოთ. მიმზიდველობა, ჭირვეულობა და მარჯვე შემთხვევის მოლოდინი თქვენი მთავარი 3 კოზირია. ისწავლეთ ამ კოზირების სწორად გამოყენება და გარშემომყოფები ყველაფერს თავისი ნებით მოგართმევენ. იყავით მუდამ მოწესრიგებული, მიაქციეთ ყურადღება საკუთარ მეტყველებასაც და ჟარგონები გამორიცხეთ. ცხოვრების თანამგზავრი 1 პრინციპით - თქვენთვის ვის უფრო მეტი მსხვერპლის გაღება შეუძლია - ეძებეთ. და მისგან გამუდმებით მოითხოვეთ იგი, რაც თქვენს რჩეულს ცხოვრებას გაუხალისებს. თქვენი თვალები მზისა და მარსის ენერგიების შერწყმის შედეგია. თავგანწირული სიყვარულის უნართან ერთად, დიდი ნებისყოფითა და მტკიცე ხასიათით გამოირჩევით. ხშირად ეჭვიანობთ, მაგრამ ამას არ უკეთებთ აფიშირებას. ადამიანს ყოველთვის შეიძლება თქვენი იმედი ჰქონდეს. ყველაფრის დამოუკიდებლად კეთების სურვილი გაქვთ, ვინმეს მხრიდან ზეწოლას ვერ იტანთ.




მწვანე - ცხოვრებაში ყოველთვის ოქროს შუალედის ძებნას ცდილობთ. თუ საკუთარი თავისთვის სასაყვედურო არაფერი გაქვთ, მაშინ მთელი სამყარო ნათელი და მხიარული გეჩვენებათ. ძალიან ნაზი ადამიანი ხართ. ერთგული და ალალი ხართ სიყვარულში. მეგობრები საიმედოობისა და სიკეთისთვის გაფასებენ, მტრებს კი პრინციპულობისა და სიმტკიცისთვის სძულხართ.
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 717 | დაამატა: Tatti♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
2011-12-24 Spam
meec taflisferi MAAQqvss :DD