მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 23 » 17 წლის გოგონამ 64 დღე ძილში გაატარა
11:08 PM
17 წლის გოგონამ 64 დღე ძილში გაატარა


                      


    17 წლის ამერიკელმა ნიკოლ დეილინმა 64 დღე გადაბმულად იძინა. მის შემთხვევას ექიმები ძალიან იშვიათ - "მძინარე მზეთუნახავის სინდრომად" მიიჩნევენ. ახალგაზრდა გოგონას დღეში მინიმუმ 18-19 საათი სძინავს. მსოფლიოში ამ სინდრომის მხოლოდ 1000 შემთხვევაა დაფიქსირებული.


                      


"გაღვიძებული ადამიანი განიცდის დაბნეულობას, დეზორიენტაციას და აპათიას", - აცხადებენ "მძინარე მზეთუნახავის სინდრომთან" ბრძოლის ორგანიზაციის წარმომადგენლები. გამოღვიძების შემდეგ გაზრდილი აქვთ მგრძნობელობა ხმისა და სინათლის მიმართ. სხვა გვერდითი მოვლენები - შიმშილი და გაზრდილი სექსუალური მოთხოვნილებაა.


                                         


ნიკოლის ოჯახის წევრების განმარტებით, მაშინაც კი, როდესაც გოგონა ფხიზლადაა, უძლურად გამოიყურება.
თავად ნიკოლის დედის თქმით, ზოგჯერ მის შვილს 32-64 დღე სძინავს. ასეთ დროს ის იშვიათად იღვიძებს, მთვარეულივით იქცევა - ჭამს და იკმაყოფილებს ბუნებრივ მოთხოვნილებებს.


                


ე.წ მძინარე მზეთუნახავის სინდრომის გამოვლენა ძალიან რთულია. ნიკოლის შემთხვევაში, ექიმებს დიაგნოზის დასადგენად 25 თვე დასჭირდათ. თავდაპირველად ეგონათ, რომ გოგონა ყურადღების მისაქცევად სიმულირებდა. დაავადება არ იკურნება, თუმცა ძილის ხანგრძლივობის შემცირება მედიკამენტებით არის შესაძლებელი.


                


ყველაზე მეტად ნიკოლის დედა იმაზე ნერვიულობს, რომ მისი ქალიშვილი მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს ტოვებს. ერთხელ გოგონამ ახალ წელს დაიძინა და მისთვის განკუთვნილი საჩუქრების გახსნა მხოლოდ იანვრის ბოლოს შეძლო.


               


შეგახსენებთ, რომ ადამიანი, რომელსაც დღე-ღამეში 6 სააათზე ნაკლები სძინავს, ნაადრევი გარდაცვალების შანსს თავად ზრდის. ასეთ დასკვნამდე იტალიელი მეცნიერები მივიდნენ, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით, 1.3 მლნ ადამიანს დააკვირდნენ.


                            



                                


              

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 720 | დაამატა: sal922 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 8
2012-11-24 Spam
Uimmee