მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » მარტი » 31 » 10 მსახიობი, რომლებმაც ხელიდან გაუშვეს ცნობილი როლები
11:44 AM
10 მსახიობი, რომლებმაც ხელიდან გაუშვეს ცნობილი როლები
1Actor, Who Has Launched 
A well-known Roles
10 მსახიობი, რომლებმაც ხელიდან გაუშვეს ცნობილი როლები..)
დანარჩენი შეგიძლიათ იხილოთ სრულიადში..♥!

ყველასათვის ცნობილი ფილმების, ჩვენთვის ნაცნობი პერსონაჟები: როუზი – Titanic, ჯეიმს ბონდი – 007, ვივიენი – Pretty Woman. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ისინი შეიძლებოდა სხვანაირები ყოფილიყვნენ? სწორედ ამ როლებმა მიაღწევინეს ამ მსახიობებს ძირითადი მწვერვალები. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს როლები, სულაც არ ყოფილა იმ მსახიობებზე გათვლილი, რომლებიც მას ასრულებდნენ. წარმოიდგინეთ, რომ არა ის გარკვეული მიზეზები, რის გამოც სხვა მსახიობებმა ეს როლები ხელიდან გაუშვეს, კინო-ისტორია შეიძლება სრულიად შეცვლილიყო, როგორც ამ მსახიობების ცხოვრება. სიახლეში, წარმოგიდგენთ 10 მსახიობს, რომლებმა ხელიდან გაუშვეს ცნობილი როლები:

Hugh Jackman – James Bond

ჰიუს შეიძლება მართლაც ჰქონდა საკმარისი შარმი და შესაძლებლობა ჯეიმს ბონდის როლი შესასრულებლად, მაგრამ შესაბამისი დრო არ აღმოჩნდა. "ჩემი აგენტი მირეკავს და მეუბნება: ‘დაინტერესებულები არიან შეასრულებდი თუ არა შენ ბონდის როლს და რას იტყვი გაქვს სურვილი?’ მაგრამ ამ მომენტში მე არ ვიყავი თავისუფალი” – უყვება Hollywood Reporter-ს ჰიუ. "მე უკვე ვიღებდი X-Men 2- ს ამ დროს, რომელიც ჩემთვის უკვე ნარკოტიკივით იყო, ამიტომ მე არ შემეძლო ამ როლზე უარის თქმა, ასევე არ შემეძლო ორივე როლი ერთად მეთამაშა…” 

Sofia Vergara – The Paperboy

ამ ფილმში პირველი სწორედ სოფია იყო ვისაც ნიკოლ კიდმანის როლი შესთავაზეს. მას არაჩევეულებრივი შესაძლებლობა ჰქონდა პარტნიორობა გაეწია ზაკ ეფრონისთვის, მაგრამ სოფიამ ფილმზე უარი განაცხადა რადგან სურათში მას ჰქონდა ძალიან უხერხული მომენტი. სოფიამ გაიაზრა და მიხვდა, რომ ეს როლი მისთვის არ იყო და ასეთი კომენტარი გააკეთა: "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არ მომიწია არავის სახეზე მომესაქმა”. 

Lindsay Lohan -The Hangover

ეს ჩვენი ლინდსის კიდევ ერთი არასწორი კარიერული სვლა იყო. მან სტრიპტიზიორის როლი არჩია იმას, რომ ეთამაშა კომედიური ჟანრის ფილმში "The Hangover”. როგორც სხვადასხვა წყაროები იტყობინებიან, ის თვლიდა, რომ ამ პერსონაჟს არ ჰქონდა არანაირი პოტენციალი, მაგრამ აშკარად შეცდა რადგან ფილმი ფაქტიურად ჰიტად იქცა. 

Scarlett Johansson - Les Miserables

თქვენ წარმოიდგინეთ ამ როლს საინტერესო ამბავი აქვს. როგორც ვიცით ეს როლი ფაქტიურად სკარლეტის იყო და თუ რატომ თქვა უარი მისი მონაყოლიდან ვიცით. მან სინჯებზე მისვლის შემდეგ იმღერა როგორც კი შეეძლო მისი სიტყვებით : "მთელი გული ჩადო სიმღერაში”. მაგრამ როდესაც სკარლეტმა მოისმინა თუ როგორ შეასრულა სიმღერა ენ ჰეთეუეიმ ის აღფრთოვანებული დარჩა და როგორც ის ერთ-ერთ რეპორტიორს ეუბნება: "არანაირი შანსი არ იყო, რომ მე ეს ენ ჰეთეუეიზე კარგად გამეკეთებინა, ის შესანიშნავი იყო და მე ჩემს საქციელს არ ვნანობ”. 

Molly Ringwald – Pretty Woman, Ghost, და Scream

ეს კი ნამდვილად გასაოცარია. მოლიმ სამი ისეთი ფილმი გაუშვა ხელიდან, რომლითაც შეიძლებოდა კინო-კულტურა შეცვლილიყო. ნუთუ ჯულია რობერტსის ადგილას ვინმე ადვილად წარმოიდგენს სხვას ფილმში Pretty Woman. მან ასევე ხელიდან გაუშვა ფილმები "მოჩვენება” და "კივილი”, მაგრამ ალბათ ეს უკეთესიც კი იყო ყველასათვის. 

Sarah Michelle Gellar – Clueless

სარას რომ ამ ფილმში მიეღო მონაწილეობა ალბათ ძალიან უცნაური იქნებოდა. ის ძალიან კარგი მსახიობია , მაგრამ ეს ფილმის საერთოდ არ არის მისი სტილი. ის ყოველთვის ბევრად უფრო სერიოზულ ფილმებში, მაგალითად ის ნამდვილი ვარსკვლავი იყო სერიალში Buffy the Vampire Slayer 

Tom Selleck – Indiana Jones

ტომს სულ ცოტა აკლდა, რომ ეს პოპულარული როლი შეესრულებინა და წარმატებას მიეღწია, მაგრამ ისიც როგორც ბევრი სხვა ვარსკვლავი სხვა ფილმის გადაღებით იყო დაკავებული – Magnum P.I. 

Gwyneth Paltrow – Titanic

აი ეს კი ნამდვილად შეცვლიდა კულტურას! ყველაფერი ისე რომ წასულიყო, როგორც ჯეიმს კემერონი გეგმავდა, ახლა გვინეტი როუზის როლის შემსრულებელი იქნებოდა და თავს ლეოს მკლავებში ამოჰყოფდა. მაგრამ "როგორც ჩანს ყველაფერი ისე მოხდა როგორც უნდა მომხდარიყო” – ამბობს ამის შესახებ გვინეტი. 


Julia Roberts – The Blind Side

ამ ფილმში კი ნამდვილად გაურკვეველია, რომელი მსახიობის შესრულება აჯობებდა. ჯულია რობერტსი შესანიშნავი მსახიობია, მაგრამ მასზე არანაკლებია სანდრა ბალოკი. თანაც ამავე წელს სანდრამ საუკეთესო მსახიობისთვის ოსკარი აიღო, როცა ჯულია რეჟისორის რჩეული გახდა. მაგრამ ისიც მართალია, რომ ეს ფილმი ჯულიას კარიერას არ გადაწყვეტდა, რადგან მას ისედაც ბევრი დასამახსოვრებელი ფილმი და ჯილდო აქვს. 

Halle Berry – Speed

ჰოლი ბერი ფაქტიურად აყვანილი იყო როლზე, მაგრამ მას არ გაუმართლა, სანდრას კი საოცრად გაუმართლა, რომ ამ ფილმში როლი მიიღო. სწორედ ამ სურათით გაკეთა მან პირველი უდიდესი კარიერული ნახტომი. შეიძლება ითქვას ეს მისი პირველი წარმატებული ფილმი იყო.

M i s s 
 
M a r t i n a
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 838 | დაამატა: ILoveYouG | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
2013-03-31 Spam
kai iyo kide kai paltrow titanicshi araa <3
kai ikneboda james bonshi jackmani bevrad jobia imas vinc namdviladaa biggrin :x