საკმაოდ სენსაციური იყო ჟურნალ „People"-ის ბოლო გამოშვება, რომლის მთავარ ყდაზე ახლადდაქორწინებული წყვილის-ჯასტინ ტიმბერლეიკისა და მისი რჩეულის ჯესიკა ბილის ფოტოსურათთან ერთად, ბრიტნი სპირსის ფოტოც დაიბეჭდა. შეგახსენებთ, რომ ბრიტნი ჯასტინის ყოფილი საცოლეა. ჟურნალის პირველ გვერდზე ჯესიკა ვარდისფერ საქორწინო კაბაშია გამოწყობილი, ხოლო ჯასტინს ფრაკი ამშვენებს. ამავე გარეკანის ზედა მარჯვენა კუთხეშია განთავსებული ბრიტნის ფოტოსურათიც.
არავისთვისაა გასაკვირი, რომ ეს არ იყო შემთხვევითობა, რადგან ჟურნალის გარეკანზე დასაბეჭდად სხვა უამრავი კანდიდატურა მოიძებნებოდა და არა მაინცდამაინც ჯასტინის ყოფილი შეყვარებული. ყველას ახსოვს, რომ მათ ურთიერთობას, ისევე როგორც დაშორების შემდგომ პერიოდს მუდმივად თან ახლდა სკანდალები. ამიტომ გამომცემლობის რედაქტორების ეს საქციელი არ შეიძლება ჩაითვალოს არც მსუბუქ იუმორად და არც დამთხვევად, რომელსაც ვერანაირად აარიდებდნენ თავს.
ეს უფრო მარკეტინგული სვლაა მომხმარებლის მიზიდვის მიზნით, რადგან ცნობილი ფაქტია, რომ მკითხველს ყოველთვის სენსაციური ინფორმაცია იზიდავს. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ შეახსენა პოპ პრინცესას ფანებს მათი კუმირისა და ჯასტინის სიყვარულის ისტორია, რადგან უმეტესობა მათგანს ყოველთვის სჯეროდა გულის სიღრმეში, რომ ოდესღაც წყვილი შერიგდებოდა და მათი სიყვარულის ისტორიას ბედნიერი დასასრული ექნებოდა.
დაამოწმა:-Smile♥
|