მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 31 » ზღვის დონიდან
3:26 PM
ზღვის დონიდან

გვისტო, ყაზბეგი.
საოცრებაა. ეს ქვეყანაა საოცრება, ზღვა, მთა, ყველაფერი.
მთა.. როდესაც ზიხარ სამყაროს კენწეროზე, იყურები ქვემოთ,მთის ძირას გაშლილ ხედებს და ხვდები, რომ ეს ყველაფერი ღირდა იმ დაღლას, იმ ტანჯვა-წამებას, იმ დაღვრილ ოფლს, რომელიც აქ ამოსასვლელად გაიღე, როცა ხვდები, რომ არაფერს აქვს ისეთი მნიშვნელობა, ისეთი აზრი, როგორც აქ, სამყაროს კენწეროზე ჯდომას. როდესაც ყველაფერს ივიწყებ. ყველა პრობლემას, ყველა საფიქრალს. ქრება ყველაფერი. ხარ შენ და მთა. როდესაც იკარგები ამ ცადაზიდული მწვერვალების ჯადოსნურ ზღაპარში, როდესაც მიდიხარ სადღაც, არც იცი სად, უბრალოდ მიდიხარ და ყველგან ამ საოცრებას ხედავ. ესაა ცხოვრების არსი. და ეს ხარ შენ. 

..............................................................................................................................................

სექტემბერი, ვარშავა
თბილისმა წვიმით გამომაცილა-ვარშავამ სითბოთი და მზით შემეგება. და დაიწყო რაღაც ახალი. ქვეყანა, რომელშიც სულ ახლახანს აბსოლუტურად და თავდავიწყებით ვიყავი შეყვარებული, უცებ სხვანაირი მომეჩვენა. დიდი არაფერი. უბრალოდ ევროპის ერთ-ერთი რიგითი ქვეყანა. 
ნაცნობი ადგილები...ნაცნობი ქუჩები. ქალაქები, სადაც სულ რაღაც ერთი წლის წინ ჩემი ყველაფერი იყო. ჩემი ცხოვრება, გული და არსი. ჩემი ყველაფერი. გულმოდგინედ დავიწყებული წარსული არც ცდილობს აღზევებას. ეს მახარებს. 
გაწვიმდა. შემოდგომამ აქამდეც მოაღწია. წვიმს, საზიზღრად წვიმს. ცრის. მთელი დღე. მატარებელში სითბო და სიმყუდროვეა. ყველას სძინავს. საერთო ჰარმონიას კონტროლიორები თუ დაარღვევენ-მაშინ კი გამომცხლდებიან მგზავრები და ფუსფუსს იწყებენ, ბილეთის შემოწმების შემდეგ კი ისევ წყნარად იძინებენ. გარეთ კი წვიმს. მთელი დღე და მთელ ქვეყანაში. რა შემოდგომა მოსულა...
არ მომწონს. აქაური არაფერი. და სახლში მინდა. უკვე, რამდენადაც სასაცილო არ უნდა იყოს. რაღაც სხვა მინდა. ან ვიღაც სხვა. ზუსტად არ ვიცი ოღონდ რა და ვინ. რთულია ეს ყველაფერი..

...................................................................................................................................

თეთუს პიკზე ყოფილხართ ოდესმე? მე კი. ისეთი ასასვლელია, ორივე მხრიდან უფსკრულია და შენ კი პატარა ბილიკს აყავხარ ზემოთ, ღრუბლებთან. ზემოთ, სულ მაღლა, ხარ თავისუფალი. კავკასიონის მწვერვალებს ზემოდან დაჰყურებ, შენს თავზე კი ღრუბლებია. ორ უკიდურესობის შორის ხარ: ზემოთ ცა, ქვემოთ 4000 მეტრი ზღვის დონიდან. იქ, მაღლა, არაფერზე არ ფიქრობ. თვალები სიხარულის ცრემლებით გევსება, ხოლო გული ბედნიერებითა და უაზრო სიამაყით, იმის გამო, რომ ეს შეძელი, რომ ეს გააკეთე. სიჩუმეა. ცივი ქარი კი გაფხიზლებს და გახსენებს იმას, რომ არსებობ. იქ, მაღლა, ხარ ის, რაც ხარ. უბრალო ბედნიერი ადამიანი. და მეც მინდა იქ. მეც მინდა ვიყო ბედნიერი. თუნდაც 4000 მეტრზე ზღვის დონეზე. ვიქნები კიდევაც. ოღონდ "როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი, როგორმე ქარმა თუ მიმატო
ვა!"
 
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 684 | დაამატა: katherine007 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
ოთხშაბათი
2024-12-25
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 64
სტუმარი: 64
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz