მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აგვისტო » 16 » Years passed away
11:41 AM
Years passed away
Years Passed Away
♥ახალი ჩანახატი♥
♥იმედია დაგაინტერესებთ♥
♥ნახეთ სრულიადში♥

გათენდა დილა ისევ მერამდენე ნაფიქრალი, სადღაც აღმომიჩენია ჩემი ნატვრის თვალი, ადრე ოცნება და ეხლა გვერძე ჩემთან არი.. რაღა მინდა თითქოს აღარ დამრჩა სატკივარი, გვერდში მეგობარი საყვარელი ქალი ანთებული თვალი, მასში სიხარულის ნაპერწკალი არი. ყველაფერი მაქვს რასაც ხედავ აქ ჩემია, ხელს ვერ მოკიდებ ეს ჩემი განაჩენია, ხომ ხედავ რომ ესე მარგუნეს სხვები ვნახე დათრგუნეს,დავბრუნდები ოცნება მიკაკუნებს. ვუძღვნი მთას ყველა მწერალს, ყველა მეოცნებეს გზას, ოცნებისკენ დაძრულ ხალხს, ყველა თანამგზავრს.. ალბათ გაწუხებენ ფიქრები ნეტავ თუ სად იქნები, ოცნება თუარ გაფრინდა შენ ნუ შეუშინდები, გპირდები იმას რომარ სჭირდები, და თუ შენკი დაიჯერებ რომ მართლა გაფრინდები...
შენზე ფიქრებში მათენდება თავზე, ამ სიცარიელეს ვერავინ ვერ ავსებს, გული მარტოობისაგან იკეთებს ხავსებს, იმ სითბოს და იმ სიხარულს ვერავინ ვერ მაძლევს, მერე ისევ მაგონდები ისევ მენატრები, ჩემთან რომაღარხარ ამას ცოტა გვიან ვხვდები, როცა სევდა მიპყრობს ვწერ და არ ვჩერდები, შენ ჩემი გულიდან არასოდეს არ გაქრები, გახსოვს ის ღამე როცა ვსეირნობდით ერთად, მერომ მიყვარდი მინდოდა ყველასთვის მეთქვა, და იმ ყველაფერმა დაგვავიწყა სევდა,ისე ვერ ვძლებდით მიყვარხარ რომარ გვეთქვა, ჩემთან აღარახარ ღამე გახდა წყნარი, დარდით შეპყრობილი დავდივარ მთვრალი, შენგან განდევნილი დავრჩი მარტო სამყაროში,როგორც მოხეტიალე ბუდოინი უდაბნოში. ვერავისთან ვხედავ იმას რაც შენში დავინახე, ეხლა ვნატრობ იმ დღეს პირველად რომ დაგინახე, მაშინვე ჩემს გულში სიყვარულად ჩაისახე, ასე თუ დამთავრდებოდა ნეტავ სულარ მენახე. ადრე სულ მიხაროდა ვიყავი ბედნიერი, შენ რომ გვერდით მყავდი დღეები მქონდა მშვენიერი, მინდა მოგიკითხო და ის დრო გაგახსენო, მე ისევ შენ მჭირდები ჩემო საყვარელო...
შენმა მონატრებამ დამაწყებინა წერა, ცხოვრება გრძელდება მჭირდება თვით გადარჩენა, მოვლენები ვითარდება ნელა დავიბრუნე რწმენა, თანაც ეპიზოდებს ვიხსენებ ამოსახსნელად, წლები გადის მოგონებები ჩვენში რჩება, ვეღარ დავიბრუნებთ იმას რაც დაგვაკლო წლებმა, რას იზავ ალბათ ასეც ხდება, ჩემთვის გასაგები არის შენი გადაწყვეტილება. ეს ყველაფერი მოხდა, მე მომიწია მოცდა, განშორებამ შემაყვარა ლოცვა, თავს მესხმის შენზე ფიქრები და მაძლიერებს განცდა, რომელიც ყველა საზღვარს გაცდა. შენ უკვე დაგკარგე მაგრამ იმედს არ ვკარგავ, ან შენ ან მე ან ყველაფერს დავკარგავ..

ალბათ, ეს დრო, რომელსაც ახლა მე ვცხოვრობ, ოდესმე სანატრელი მექნება. დღეს უამრავი შესაძლებლობები გამაჩნია, რომელსაც მხოლოდ დროთა განმავლობაში დავინახავ, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ახალგაზრდობა უფრო მხიარულადაც შემიძლია გავატარო, მე ვდგავარ ხიდზე და გავსცქერი ზღვის ჰორიზონტს. ვერაფერს დავინახავ ახალს, უბრალოდ ვიხედები შორს და ვფიქრობ წარსულზე. წარსულშიც, როგორც ჰორიზონტზე თვალთვალით, ვერაფერს ვხედავ. ისიც ხომ ერთფეროვანია, ახლანდელიც მას ჰგავს, და ამ ფაქტთან დაყრდნობით, ალბათ, მომავალიც იგივე მელის. „შენ შეგიძლია შეცვალო ეს ერთფეროვნება" - მამხნევებენ ადამიანები, თუმცა მათ არ იციან, რომ ჩემი თითოეული ნაბიჯი კრახით მთავრდება. ადგილიდან განძრევა არ შემიძლია. ყველაფერს მოაქვს რაღაც შედეგი, ამიტომ აღარეფერი დამრჩენია, გარდა იმისა, რომ დინებას ავყვე. ავყვები მას და ვნახავ, შედეგად სად მომიყვენს. თუმცა, ვის ვატყუებ. ყველამ იცის სადაც მიჰყავს ადამიანი დინებას... სიკვდილთან. ჯერ ცხოვრება და შემდგომ სიკვდილი. ოდესღაც ვფიქრობდი, რომ ერთსაც და მეორესაც ქვედარგები გააჩნდა, თუმცა, დროთა განმავლობაში, იმედი უფროდაუფრო მყარად მიცრუვდებოდა. რით არ ვიტყუებდი თავს. ჩემში სადღაც ჩამალულმა ოპტიმიზმმაც კი ამოჰყო თავი, მაგრამ დრო ყველაფრის მაჩვენებელია. მან დამანახა, რომ თვითგამხნევებაც უძლურია რეალობის წინაშე. ნიღაბი ეხმარება ადამიანს ცხოვრების „გემოს გაგება", მაგრამ ვერ ვინიღბები, რადგან ჩემი ნამდვილი პერსონა საკმაოდ რთულ ხასიათს ატარებს. მისი მიმორთვა შეუძლებელია დეკორაციით, ამიტომ ბრბოსგან იზოლირებას განიცდის. სულ ვცდილობდი, შევრეოდი მას, დამემყარებინა ჩემში მისი ინტერესები, მაგრამ ვერ შევძელი. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი, მაგრამ ეტყობა ბედისწერამ ასეთი ცხოვრება შემისადაგა და მე უნდა გადავლახო იგი. ჩემს აზრს ხომ არავინ კითხულობს.
როგორ მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს ვისაც გონია რო სიყვარული არ არსებობს ვინც ერთობა ადამიანს გრძნობებით ვინც არაფასებს იმ ადამიანს ვისაც იგი სიცხოცხლეზე მეტადაც უყვართ .....საერთოდ რამდენი ადამიანიც არსებობს იმდენი სიყვარულია არასებობს სიტყვა დავივიწყე თუ გიყვარს როგორ უნდა დაივიწყო ის ხომ ერთადერთია შენ უბრალოდ არ შეხვედრილხარიმ ერთს რომელსაც ვერ დაივიწყებ იმიტომ რომ ის შენი ნაწილია ის შენი ცხოვრებაა შენ ხომ მის გარეშე უბრალოდ ვერიცოცხლებ.....ხანდახან გიფიქრიათ იმ ადამიანებზე რომლებსაც თქვენი ცივი უარით და დაცინვით გულს ტკენთ? რათქმაუნდა არა იმიტომ რომ არ იცით მას როგორ სტკივა მაგრამ როდესაც თქვენც იგივეს განიცდით ყოველთვის გახსენდებათ ან გაგახსენდებათ ის ადამიანი სიყვარული ხო ისეთი სათუთია მას როგორც პატარა ბავშვს ისე უნდა გავუფრთხილდეთ უნდა ვისწავლოთ დაფასება და დათმობა ...არ უნდა არსებობდეს სიყვარულში სიტყვები მე ხომ გოგო ვარ ის ხომ ბიჭია მთავარი ეგ არაა მთავარი ის გრძნობაა რომელსაც თქვენ ორნი განიცდით ერთმანეთის მიმართ როგორ შეიძლება სიყვარული არ არსებობდეს როდესაც მის ნახავაზე ან თუნდაც 1 sms-ზე მუცელში პეპლები დაფრინავენ გული კი სიხარულით გევსება და ნერვიულობ აბა ეს რა არის სიყვარული თუ არა უნდა ვისწავლოთ იმ ადამიანის და იმ ურთიერთობის დაფასება რაც შეიძლება დღეს გვქონდეს მაგრამ ხვალ ყველაფერი გაქრეს ყოველდღე უნდა უმეორო რომ გიყვარს ისე თითქოს ამას პირველად ეუბნებოდე ისე თითქოს ეს ბოლო დღე იყოს მასთან ყოველი დღეისე უნდა გაატარო მასთან ერთად თითქოს ვეღარნახავ ისე უნდა აგრძნობინო ეს გრძნობა რომ ის სადაცარუნდა იყოს სიყვარულით აივსოს
Red!
.
კატეგორია: ♥ ჩანახატები | ნანახია: 704 | დაამატა: katherine007 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
ოთხშაბათი
2024-12-25
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  აგვისტო 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz