მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 25 » ვიქტორია სეკრეტი...
9:05 PM
ვიქტორია სეკრეტი...
ყველაფერი ჯერ კიდევ 1977 წლიდან დაიწყო. ეს მოხდა სან ფრანცისკოს გარე უბანში. ახალგაზრდა კაცმა როი რაიმონმა გადაწყვიტა მეუღლისათვის გაეკეთებინა დიდი სიურბრიზი და ეჩუქებინა ქალის თეთრეული. ის მივიდა ადგილობრივ მაღაზიაში. სამწუხაროდ ამ ტიპის მაღაზიებს არ ქონდათ იმის უნარი განვითარებული რომ მომსახურებოდნენ მამაკაც კლიენტებს სათანადოდ. ისინი შებოჭილები იყვნენ. არჩევანში ვერაფრით ეხმარებოდნენ.


ამან როი დააფიქრა და მალე იდეაც მოუვიდა თავში. თავად შეექმნა ბრენდი და გაეხსნა მაღაზია. ეს რევოლუციური იდეა იყო ახალგაზრდა კაცის თავში. მან დაასრულა სტენფორდის უნივერსიტეტი. მიიღო მაგისტრის ხარისხი და მას შემდეგ შექმნა ბრენდი, ახალი ტიპის ევროპული კომბინირებული, ელეგანტური ხაზი .


პირველი მაღაზია გახსნა სტენფორდის სავაჭრო ცენტრში. ინტერიერი იყო გასაოცრად მყუდრო. კედლები დამშვენებული იყო ხის პანელებით. ყველაფერი ვიქტორიანული ეპოქის სტილში იყო გადაწყვეტილი. აქ საქონელი უფრო აზრიანად იყო წარმოდგენლი. იყო მოწოდებული კომპლექტების სახით. მაღაზიაში იხილავდით მანეკენებს და სიტუაცია იქმნებოდა ისეთი რომ გიადვილდებოდა არჩევა საქონელის. ასევე მაღაზიის დიდი პლიუსი ის იყო რომ მათ ჰყავდათ ძალიან კარგი მომსახურე პერსონალი რომელსაც შეეძლო ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემა. მაღაზიაში მხოლოდ ქალი არ იგრძნობდა თავს კონფორტულად. კონფორტის შეგრძნება მამაკაცზეც ვრცელდებოდა. კიდევ ერთი დიდი პლიუსი ის იყო მაღაზიის რომ მათ შექმნეს სპეციალური კატალოგები, მათთვის ვისაც რცხვენოდა სიარული მაღაზიაში, ან სხვა მიზეზების გამო ვერ ახერხებდა სახლიდან გამოსვლას. ის ამ კატალოგის მეშვეობით არჩევდა საქონელს და შემდეგ სახლში მიჰქონდათ მისთვის.


ამ მიდგომამ ძალიან გაამართლა, და ეს იყო რაღაც რევოლუციური იდეა არა მხოლოდ ამერიკაში არამედს მთელ მსოფლიოში. ამან გამოიწვია მაღაზიების გაზრდა, მათი რაოდენობა გაიზარდა 6 ით. ვიქტორია სექრეთი საკმაოდ პოპულარული გახდა მაგრამ მალე როის ფინანსური პრობლემები შეექმნა და მოუხდა გაეყიდა ეს კომპანია 6 მილიონ დოლარად. უკვე ახალ მფლობელთან ერთად დაიწყო ბრენდის დიდი აღზევება. 


ახალმა მფლობელმა ლესლი ვექნერმა შეცვალა კომპანიის პოლიტიკა. თუ ადრე როი ზრუნავდა მამაკაცებზეც(მისი ისტორიას თუ გავიხსენებთ) ლესლიმ მამაკაცები უკუაგდო და აქცენტი ქალებზე გააკეთა. მან შესთავაზა ქალებს ნაზი, მოხდენილი თეთრეული. მიუხედავად იმისა რომ ისინი ტანსაცმლის მიღმა დაიმალებოდნენ მისი თქმით შიდა სილამაზესაც ჰქონდა დიდი მნიშვნელობა. მან დახვეზა სტილი , გახადა ის უფრო გლამურული და მასობრივი წარმოება დაიწყო.ნაწარმის გაყიდვა მხოლოდ ევროპაში ხდებოდა ამიტომაც სათაო იფისად მითითებული იყო ლონდონი, თუმცაღა ის ოჰაიოში მდებარეობდა, ასე იყო 80იან წლებამდე.ლესლის საქონელი იყო ფუფნების საგანი, ეს არ იყო მხოლოდ აუცილებლობა, იყო ქალის დიდი კონფორტი და სიამოვნება: თავი ეგრძნო მიმზიდველად.მალე დაიწყეს უკვე  კაბების, პიჟამოების, სუნამოების ფეხსაცმელების და სხვათა გამოშვებაც. 


კომპანიის მფლობელის მიზანი, გაევცელებინა საქონელი მთელ მსოფლიოში და ვიქტორია სექრეთი ყოფილიყო ბრენდი რომელიც მსოფლიოს ეცოდინებოდა შესრულდა.  მან ეს თავისი ჭკუითა და სპეციალისტების დახმარებით შეძლო. ნოვატორული იდეებით ის ინარჩუნებდა კლიენტურას. ერთგულ მყიდველებს სთავაზობდა სპეციალურ ბარათებს, ფასდაკლებებს.

ვიქტორიას სექრეთი დღითი დღე იზრდება. ბრენდს საუცხოო აქვს მომსახურება, პროდუქტი და რეკლამაც. ვიქტორია სექრეთის გოგონები კიდევ ერთ დამატებით ხიბლს აძლევენ ამ უდიდეს კომპანიას.


კატეგორია: ♥ მოდა | ნანახია: 828 | დაამატა: Nukito | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
2012-01-26 Spam
Gogoebi momewona victoria's secretzeee holiday