მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 28 » ვამპირები თუ ცოფიანები?
7:02 PM
ვამპირები თუ ცოფიანები?


XVIII საუკუნის ბოლოს ევროპაში ავადმყოფობა ცოფიანმა მგლებმა და ძაღლებმა გაავრცელეს. ამავე პერიოდს ემთხვევა ვამპირების შესახებ ხმების გავრცელება.

ესპანელი მეცნიერების კვლევით, ევროპაში ვამპირთა შესახებ ლეგენდების გავრცელება  XVIII საუკუნის იმ პერიოდს ეხება, როდესაც ცოფის ეპიდემია მძვინვარებდა…

დაუჯერებელია ის ფაქტი, რომ ასეთი ქმნილებები მართლაც არსებობდნენ. თუმცა შესაძლებელია, რომ XVIII საუკუნეში, ცოფით დაავადებულები იყვნენ "ვამპირები”.

უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ესპანელი ნევროპათოლოგი - გომეს-ალონოსი ვამპირიზმითაა დაინტერესებული. ყველაფერი 1981 წელს დაიწყო, როდესაც გომეს-ალონსოსს მოუწია ცოფის სიმპტომების გამოსაკვლევ ცენტრში მოხვედრა. გარკვეული პერიოდის მერე, მან ნახა ფილმი გრაფი დრაკულას შესახებ. როდესაც მან ეკრანზე ნახა ვამპირები სისხლიანი ნერწყვით ტუჩებზე და ღამის პათოლოგიური შეგრძნებებით, მეცნიერმა თავისდაუნებურად გააკეთა შედარება: ეს ქმნილებები საოცრად ჰგავდნენ ცოფიანებს!

XVIII საუკუნის ევროპას, ცოფის ეპიდემია რამდენჯერმე დაატყდა თავს. სწორედ ამ პერიოდის შემდეგ გავრცელდა ხმები გაცოცხლებულ მკვდრებზე, რომლებიც საფლავიდან დგებოდნენ და ადამიანებს სისხლს სწოვდნენ. ეს ამბები ევროპის მთელ კონტინენტზე გავრცელდა. საფრანგეთიდან ბალკანეთამდე ვამპირებს რეალურ საფრთხედ მიიჩნევდნენ. ხუან გომეს-სლონსომ წიგნებში ქექვისას ამ ეპოქის სხვადასხვა შემთხვევას მიაკვლია, როდესაც ადამიანთა სიკვდილი ვამპირებს მიეწერებოდა. მეცნიერს მაგალითისათვის სერბეთის სოფლის ერთი შემთხვევა მოჰყავს: 1731-1732 წლის ზამთარში სისხლის წოვისათვის 17 ადამიანი იქნა ლიკვიდირებული. გომეს-ალონსის აზრით, სიკვდილის ამ შემთხვევებს ვამპირიზმთან საერთო არაფერი ჰქონდა. მიზეზი სხვა გახლდათ: 1719-1721 წლებში ეს ავადმყოფობა გავრცელდა როგორც საფრანგეთში, ასევე პოლონეთის და გერმანიის რამდენიმე რეგიონში. ხუან გომეს-სლონსოს ჰიპოთეზაც აქედან მოდის: ვამპირთა შესახებ ლეგენდების წარმოშობა შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ნერვულ სისტემათა დაავადების გავრცელებასთან. უნდა ითქვას, რომ ეს ორი მოვლენა საკმაოდ ჰგავს ერთმანეთს. ზოგი სპეციალისტი, როგორიც არის მაგალითად, დოქტორი როტიველი, ერთ რამეს აზუსტებს: "ვამპირიზმისა და ცოფის შედარება ძალიან საინტერესოა, მაგრამ ამ შედარებასაც თავისი ლიმიტი აქვს! არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცოფის ეპიდემია ცხოველებს უფრო ემართებოდა, ვიდრე ადამიანებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს შეეყრებოდა, ის რამდენიმე დღეში კვდებოდა. ეს კი საკმაოდ მცირე დროა იმისთვის, რომ ვამპირს დამსგავსებულმა ადამიანმათავის გარშემო ყოველივე შიშით მოიცვას”. ეს მოსაზრება გომეს-ალონსოს თეორიას მაინც არ გამორიცხავს. წარმოიდგინეთ ადამიანის რეაქცია, როდესაც ერთ მშვენიერ საღამოს, ჩაბნელებული ქუჩის კუთხეში ცოფიანი არსება ესხმის თავს… თანაც ეს ხდება XVIII საუკუნეში, როდესაც მთელ ევროპაში ისმის ისტორიები ვამპირებზე.

შევადაროთ ცოფიანები და ვამპირები:

1.ვამპირები ჰემოგლობინის გარდა არაფერს მიირთმევენ. ცოფიანებიც ვერაფერს ყლაპავენ, ოღონდ ეს მათი ნების საწინააღმდეგოდ ხდება. ცოფით დაავადებულებს ხორხის მუდმივი სპაზმები აქვთ და ამის გამო ნორმალურად ვერ იკვებებიან.

2.ვამპირები ვერ იტანენ ნივრის სუნს. ცოფით დაავადებულებსაც ამგვარი რეაქცია ჰქონდათ ნივრის სუნზე, და არამარტი ნივრის, არამედ ყველა მძაფრი სურნელის მიმართ ჰიპერმგრძნობიარები ხდებიან, რაც ტვინის ნაწილის დაზიანების ბრალია. ზოგ შემთხვევებში, პაციენტებს უბრალო ნიავზეც კი საშინელი რეაქცია აქვთ. ცოფით დაავადებულისთვის ქაღალდის ფურცლით დანიავებამაც შეიძლება მწვავე სპაზმაბი გამოიწვიოს.

3.ვამპირები მხოლოდ ღამე გამოდიან, მათ მზის შუქი კლავთ. ცოფის დროს, შიშითა და შფოთის გამო, ადამიანს დღე-ღამის ციკლი ერევა და უძილობა სჭირს. ღამით მოსიარულე ადამიანი, ადრე შეიძლება ვამპირადაც ჩაეთვალათ.

4.დრაკულას და მისნაირებს, ტუჩის კუთხეები წითლად აქვთ შეფერილი. ამ ნიშნითვე შეიძლება ცუფიანის ამოცნობააც, ოღონდ, მათ საკუთარი სისხლი აქვთ ტუჩებზე! ცოფით გამოწვეული საშინელი სპაზმები ხელს უშლის ნერწყვის გადაყლაპვას, რის გამოც ხორხი სისხლისდენამდე ღიზიანდება. ცოფის შემთხვევაში შესაძლებელია სახის იმგვარი დეფორმაცია, როგორიც საშინელებათა ფილმებშია ნაჩვენები.

5.ვამპირები მსხვერპლს კბენენ, რის შედეგადაც, მსხვერპლი ვამპირად იქცევა. ცოფიანებმაც იციან კბენა, თუმცა ამგვარი შემთხვევა იშვიათია. ცოფი ზუსტად, რომ ნერწყვით ვრცელდება. ეს მიკრობი ნაკბენიდან სისხლში გადადის და ნელ-ნელა დაავადებულის ტვინამდე აღწევს. სწორედ ამის გამო, ცოფის სიმპტომები ( გაღიზიანება, უძილობა და ა.შ.) სხვა ავადმყოფობებად მიიჩნიეს.

კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 686 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
სამშაბათი
2024-12-24
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 43
სტუმარი: 43
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz