მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 19 » ვამპირები
10:31 PM
ვამპირები
ვამპირები

ლეგენდები ვამპირების სისხლიანი "მოღვაწეობის” შესახებ მრავლად არსებობს.რას წარმოადგენენ ისინი?
ლეგენდები მათი სისხლიანი "მოღვაწეობის” შესახებ მრავლად არსებობს. ამ მოვლენას შუა საუკუნეების ეკლესიის მსახურნი სერიოზულად იკვლევდნენ. მანუსკრიპტში (ძველი ხელნაწერები) – "ეშმაკის ძალის ინდექსი”, ვამპირიზმის შესახებ ამომწურავი ინფორმაციაა მოცემული:”ეს არის ეშმაკის მიერ გაცოცხლებული, საფლავიდან ამომძვრალი ადამიანის გვამი. იგი ღამით იჭრება მძინარე ადამიანთან, გუდავს მას და სისხლს წოვს ყელიდან. მათი მსხვერპლიც შემდგომში ვამპირი ხდება”.
მე-19 საუკუნის ირლანდიელი მწერლის – ბრემ სტოკერის ნაწარმოებში "დრაკულა” ასახულია ვამპირების ქცევა. წიგნი სწრაფად გახდა ბესტსელერი და დღემდე იქცევს საზოგადოების ყურადღებას. დრაკულას პროტოტიპი მე-15 საუკუნეში მცხოვრები რუმინელი თავადი, ვლად ცეპეში იყო. თავადმა სახელი ორი განსხვავებული თვისებით გაითქვა – განსაკუთრებული სიმამაცით, რომლითაც ის ქვეყნის მტრებს – თურქებს ებრძოდა, და კიდევ უფრო გამორჩეული სისასტიკით, რომლითაც ტყვეებსა და დაუმორჩილებელ ქვეშემდრომებს უსწორდებოდა. ლეგენდის მიხედვით, მეფემ თავადი დრაკონის ორდენით დააჯილდოვა. სწორედ აქედან მოდის მისი მეტსახელი "დრაკულა”. ვლად პეცეში სიკვდილის შემდეგაც განაგრძობდა სიცოცხლეს, რისთვისაც მას მუდმივად სჭირდებოდა ადამიანის სისხლი.
რა იმალება გასული საუკუნეების მისტიკურ რომანებსა და თანამედროვე საშინელებათა ჟანრის ფილმებში?სურვილი მრავალმხრივი და განსაკუთრებული სიამოვნების მიღებისა, თუ ადამიანთა საზოგადოებრიობის სიღრმიდან აღმოცენებული შავი მისტიკის საწყისი?
ქრისტიანული და წარმათული რელიგიების სათავეების მკვლევარი, ალექსანდრე დუგინი სწორედ ამ უკანასკნელ მოსაზრებას ეყრდნობა და ამის მყარი საფუძველიც აქვს. თითქმის ყველა რელიგიის არსი – ღმერთი, და შემდეგ ადამიანი, ცხოვრების ორ ციკლს გადის: სიცოცხლეს და სიკვდილს, რომლებიც ერთმანეთთან საკრალური ქმედებით არის დაკავშირებული. წარმართულ რელიგიაში მზე ღვთიური სხივის (სინათლის) განსახიერებად ითვლებოდა, ხოლო მზის წელიწადი როგორც მთელი ქვეყნიერების, ისე ადამიანის ბედის საზომსა და მოდელს წარმოადგენდა.
ლექსანდრე დუგინი ვამპირთა ქმედებაში იგივე საკრალურ მომენტს ხედავს, მხოლოდ მუქსა და ბნელში გამეორებულს, ნაცვლად ახალი მზიური სიცოცხლისა, რომელიც მათი აზრით, მხოლოდ ფერმკრთალი, წარმავალი არსებობა იყო.
რა შუაშია აქ სისხლი, რომელსაც ვამპირები სვამენ ახალი ცხოვრების საზიარებლად?
ყველა რელიგიის მისტიკური ტრადიცია სისხლს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. მათი აზრით, სისხლი წარმოადგენს შესქელებულ ცეცხლს, სინათლეს, რომელიც ადამიანის სხეულსა და ფსიქიკას შორის გარდამავალი ინსტანციაა. სისხლი ადამიანის სულის მატერიალური გამოხატულებაა. უძველესი საკრალური დამოკიდებულება სისხლის მიმართ შემორჩენილია ქრისტიანულ რელიგიაშიც. გავიხსენოთ სიმბოლური მსგავსება ადამიანისა ქრისტესთან. მართლმადიდებლურ ტაძრებში სვამენ წითელ ღვინოს – იგემებენ ღმერთის "სისხლს”.
ქრისტიანის სულის ფსიქო-ფიზიკური სტრუქტურის გარდაქმნის მაგიური ზებუნებრივი აზრი გაქრა და რელიგიურმა წეს-ჩვეულებამ ალეგორიის სახე მიიღო. ქრისტიანული მღვდელმსახურების ეს მხარე იდუმალი ეზოთერული სწავლების საკუთრება გახდა, რომლის მიზანი, ღვთიური უნარის ფლობა და უკვდავების მიღწევა იყო. სწორედ ამ დროს დაიბადა მომაჯადოებელი და საზარელი პაროდია, რომელმაც ფერიცვალების არსი ღამის კოშმარის სფეროში გადაიყვანა.
შუა საუკუნეებში წარმოქმნილი საიდუმლო ორგანიზაციები ძალაუფლების მოპოვებას და სახელმწიფოს ფარულ მართვას ეზოთერული ცოდნის მეშვეობით ცდილობდნენ. ასეთი ორგანიზაცია იყო, მაგალითად, "დიდგვაროვანი ტამპლიერების ორდენი”, რომელიც იმდროინდელი ევროპის მრავალ ქვეყანაზე ახდენდა ზეგავლენას. 1307 წელს ორდენი განადგურებული იქნა რომის პაპის კლიმენტი 7-ისა და საფრანგეთის მეფის – ფილიპე ლამაზის მკრეხელური შეურაწყოფის გამო.
ამ მოვლენის შემდეგ საუკუნეები გადის და ბევრი რამ იცვლება. თუმცა, მისტიკური საიდუმლოების მეშვეობით (სისხლის დახმარებით) ადამიანის გარდაქმნისადმი ინტერესი არ განელებულა.
ალექსანდრე დუგინი თვლის, რომ ამ ფარული პროცესის არსებითი როლი მდგომარეობს კულტურის ზოგიერთი მოღვაწის მიერ პიროვნების სულიერ-ესთეტიკური ფორმირების ჩამოყალიბებაში. თანამედროვე რეალისტური რომანის ფუძემდებლები – ონორე დე ბალზაკი და ემილ ზოლა საიდუმლო საზოგადოების წევრებად მოიაზრებოდნენ და ამ გატაცებამ გავლენა მათ შემოქმედებაზე იქონია.
"დრაკულას” ავტორი – ბრემ სტოკერი, რომელიც პირველად ალაპარაკდა ვამპირიზმის მისტიკურ საიდუმლოებაზე, მაგიური ორგანიზაციის "ოქროს აისის” წევრი იყო. ორგანიზაცია დაარსდა ინგლისელი მასონების მიერ. მასში გაერთიანებულები ეზოთერიზმის ყველაზე საშიში მხარის შესწავლით იყვნენ დაკავებული. ორგანიზაციაში გაერთიანებული იყვნენ იმ დროისთვის პოპულარული ინგლისელი მწერალი ბულვერ ლიტონი და სისატიკით და ბოროტებით განთქმული ოკულისტი ალისტერ კროული. "ოქროს აისის” გავლენა სწრაფად ვრცელდებოდა კულტურის სხვადასხვა მოღვაწეებზე, რომელთა მიერაც შემდგომში გავრცელდა სიუჟეტები ვამპირებზე, მოჩვენებებზე, შავ წირვასა და სხვა მსგავს მისტიკურ საიდუმლოებაზე.
ალექსანდრე დუგინი თვლის, რომ "ოქროს აისში” "დრაკულას” ავტორის წევრობა ბევრის მანიშნებელია. სწორედ ამ ორგანიზაციაში შემუშავებული რიტუალებია დაკავშირებული "სისხლის მაგიასთან”. ორდენის თავკაცი მაზერსი პირდაპირ დაადანაშაულეს ვამპირიზმში.
ვამპირიზმის იდეის გავრცელების სხვა მაგალითებიც მრავლად არსებობს. ცნობილი მომღერალი და მსახიობი დევიდ ბოუი საშინელებათა ჟანრის ფილმში მთავარ როლს ასრულებდა, სადაც ვამპირები, სხვა დანარჩენ ადამიანებთან შედარებით განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე იდგნენ. და აი, რა არის საინტერესო – დევიდ ბოუი წევრია ეზოთერული ორგანიზაციისა – "აღმოსავლელი ტამპლიერების ტაძარი”, რომლის ფესვებია "ოქროს აისიდან” მოდის.
მსგავსი საიდუმლო ორგანიზაციები, რომლის ინტერესის სფეროსაც სისხლი წარმოადგენს, შეიძლება მრავლად დასახელდეს. საკმარისია გავიხსენოთ გერმანიაში შექმნილი ორგანიზაცია "ტულეს გაერთიანება”, რომლის "ფილიალი” შემდგომში ბოროტებით განთქმული გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტია გახდა.
შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ევროპის მრავალ ქვეყანაში იქმნება "შავი სატანის” სამსხვერპლოები. ეშმაკის კულტის ახალგაზრდა მიმდევრები იწყებენ რიტუალების სატანური წეს-ჩვეულებებით ჩატარებას. მიმდინარეობს ქრისტიანული საფლავების წაბილწვა, ცხოველების ხელყოფა (შავი ფერის კატები) და ა.შ.
ვინ არიან ეს ადამიანები:სულით ავადმყოფები?
ალექსანდრე დუგინი თვლის, რომ მრავალრიცხოვან სატანურ სექტებს (ვამპირული სექტები) აერთიანებს ერთიანი ორგანიზაცია. ორგანიზაციის სათავეში დგას ყველაზე ძლიერი მაგი – "მოხუცი”, რომელიც აკონტროლებს ყველა სექტას და ავრცელებს ეშმაკის კულტს.
არსებობს შავბნელი დოქტრინის საფუძველზე შემუშავებული ვამპირიზმის სპეციფიკური ოკულტური ტრადიცია. ამ ტრადიციის მატარებლები განსაკუთრებულ შესაძლებობლებს და მეთოდებს ფლობენ და პირველ რიგში, ცივილიზაციის განვითარების მთავარ პროცესზე – კულტურაზე ახდენენ გავლენას. მათი სურვილია ვამპირიზმის შესახებ მითი ბანალურ, ჩვეულებრივ მოვლენად იქცეს. პათოლოგიას ადამიანი მშვიდად ხომ იმ შემთხვევაში ეგუება, როცა ის მისთვის ჩვეულებრივი ხდება.
რა ბედი ეწევათ ადამიანებს, მსგავსი პათოლოგიის შეგუების შემთხვევაში?

ყველაზე დაუჯერებელი ლეგენდები: ვამპირები

ტრანსილვანიის შევბნელი, გაუვალი, ტყის სიღრმეში, შიშველი კლდის მწვერვალზე დგას სასახლლე ბრანი. როცა საშინელ;ი ამინდია ბრანი თითქოს ელვას იზიდავს, ისე ხშრად ეცემა მეხი. თუმცა ამას ჯერ ვერაფერი დაუკლია. სწორედ ასეთი საშინელი ამინდის დროს ჭექა-ქეხილის პასხად სასახლიდან გამომავალი გამყინავი ხარხარი ისმის. სწორედ ეს ხარხარი და ვიღაცის გაურკვველი აჩრდილია, რომელიც ხანდახან სასახლის ბნელ და ნესტიან დეერეფნებში დაიარება ის რაც ამ სასახლის ძველი მრისხანე მფლობელის _ გრაფ დრაკულასგან შემორჩა.ყველა ქვეყანას თავისი სისხლისმსმელი ლეგენდარული პიროვნება ჰყავს, მაგრამ მათგან ვერც ერთი ვერ შეედრება ყველადროის მტავარ სისხლისმწოველ_გრაფ დრაკულკას. ყველაფერი კი იმის დამსახურებაა რომ ეს პიროვნება დედამიწაზე მართლაც არსებობს. 
XV საუკუნეში რუმინეთის ვა ლახეთის ოლქის თავად ვლადს ბიჭუნა შეეძინა, რომელსაც სახელად დრაკულა ანუ დრაკონის შვილი დაარქვა. ვლადს სახელი ჯვაროსნული ომებიდან კარგად ჰქონდა მოხვეჭილი, თუმცა როგორც პატარა დრაკულა გაიზარდა მანაც შეძლო სახელის მხვეჭა. თუმცა მამისგან დიდი განსხვავებით. მან თავისი ქვეყნის ისტორიაში განსაკუთრებული სისასტიკით გაითქცვა სახელი. მის საყვარელ გასართობს, ცხიმწასმულ სარზე ადამიანების ჩამოცმა წარმოადგენდა. ელ გასართობს, ცხიმწასმულ სარზე ადამიანების ჩამოცმა წარმოადგენდა. 
ამ ხერხით მან 100 ათასი მოწინააღმდეგე გაანაფგურა. სწორედ ამის გამო სასახლემდე მიმავალ ბილიკს ''წაწვეტებული სარების გზას'' დღემდე უწოდებენ . ადამიანების წამების ასეთი პათოლოგიური სიყვარულის გამო, ხალხმა ვლადი ცეპიშად ანუ მხვრეტავად მონათლა.დღე-დღეობით ბრანის სასახლეში ტურისტებისთვის მუსიკალური შოუები იმართება. სინათლის ეფექტებით უამრავი საშინელი სანახაობა იქმნება. სასახლეში სულ 56 ოთახია რომლიდანაც ერთ-ერთში უშველებელი საწოლი დგას სადაც გრაფი დრაკულა ოდესღაც გოგონებს იტყუებდა შემდეგ კი სისხლს სწოვდა.
ზოგიერთ ქვეყანაში თვლიან რომ ვამპიირ სულია სხეულის გარეშე, ზოგიერთსი რომ ის გაცოცხლებული ცხედარია, რომლის ცოდვილი სულიც სხეულს დაუბრუნდა რადგანც მოსვენება ვერ ჰპოვა. ყველა ვამპირს არ უწევს მიწის გათხრა ქვემოდან რომ ამოაღწიოს კუბოდანნ მსხვერპლის ძიებაში, ზოგიერთი მათგანი იქიდან კვამლის ან ნისლის სახით ამოდის. მჭიდროდ დახურული კარები მათთვის წინააღმდეგობა არაა, თუმცა ზოგიერთი ლეგენდა ირწმუნება რომ ვამპირებს მხოლოდ დაპატიჟების შემდეგ შუძლიათ სახლში შესვლა. ითვლება რომ მათ ფრენა შეუძლიათ და ცოცხალი ორგანიზმების სისხლით იკვებებიან, ზოგჯერ კი სხეულსაც ჭამენ. ისინი ყველაფერ ანადგრუნებე მსხვერპლისაკენ მიმავალ გზაზე, არ აქვთ ადამიანურობა და ხშIრად მსხვერპლს სასიკვდილოდ სცემენ ან გლეჯენ ნაკუწებად. ევროპლე ბოშებს სჯეროდათ რომ ღამით ვამპირები სამარეებიდან ამოდიოდნენ და მათ ძველ სხეულს იბრუნებდნენ. დადიოდნენ სიბელეში და აშინებდნენ მცხოვრებლებს, ყველაფრის ხმაურიანად დამტვრევით. ვურდალაკის ნაკბენი მის მსხვერპლებს ვამპირებად აქცევდა.
ისინი მათ ჰიპნოზს უკეთებდნენ, ამიტომ ადამიანს არ ახსოვდა არაფერი თავდასხმის შესახებ და ვამპირს შეეძლო კვლავ დაბრუნება მისი სისხლისთვის. ვამპირად თვლიდნენ არამარტო ნაკბენს არამარტო ადამიასნ რომელიც დაიღუპა უცნაურად ან გამოიღცეოდა სისტიკით ადამიანური ცხოვრებისას ვამპირად რაცხავდნენ. ასე მაგალითათ საბერძნეთსი სადაც ჟღალი თმა და ცისფერი თვალები იშვიათობა იყო, ასეთი გარეგნობის ადამიანებს დემონებს უძახდნენ, სიკვდილისას სცავდნენ და ცდილობდნენ დამარხვამდე სიბნელეში არ მომხვდარიყო. მზის სხივები და სინათლე ძლიერ ენერგიად ითვლებოდა რომელსაც ადამიანის გაცოცხლება შეეძლო. სწორედ ამასთანაა დაკავშირებული ძველი წესი სარკეების ჩამოხსნისა და ფარდების ჩამოშვების თუ სახლში ცხედარია. ცხოველებსაც უკავშირედნენ ამ მოვლენებს, მაგალიტად თუ კატა დაახტებოდა კუბოს ცხედარი ვამპირე იყო და შინაურ ცხოველებსაც შეეძლოთ გადაქცეულიყვნენ ვამპირებად. ითვლებოდა რომ სარკე სულს რეკლავდა, ამიტომ ცხედართან სარკეებს ხსნიდნენ რომ მისი სული სარკეში არ გადასულიყო შემდეგ სხეულის გასაცოცხლებლად. ასევე იყო ლეგენდა რომ ვამპირებს არ უყვარდათ ნიორი, და ყველა ვისაც კი ნიორის სუნი არ სიამოვნებდა ეჭვის ქვეშ იყო, ნიორს კიდავდნენ სახლებზე, კარებზე, შინაურ ცხოველზზეც კი. სიფრთხილეს იჩენდნენდამახვის რიტუალებშიც, მაგალითად კუბოში ატანდნენ ყვავილებს რომლებიც სულს არ უშვებდნენ ზედაპირზე, სამარეს თხრიდნენ ძალიან ღრმად რომ მიწას საფუძვლიანად დაეფარა მანძილი, ხოლო საფლავზე სიარული აკღძალული იყო რადგან ასე ცხედარი ვამპირე გახდებოდა.თუკი მარხავდნენ ადაიანს, რომელიც მათი აზრიდ აუცილებლად გადაიქეოდა ვამპირად იცავდნენ წესებს: ცხედარს სახით ქვემოთ მარხავდნენ, კუბოზე სახავდნენ ჯვერბს და აპკურებდნენ ნაკურთხ წყალს, პირში ნიორს უდებდნენ და ზემოდან სამარეს მძიმე ქვას ადებდნენ, წესით გამვლელები ამ ქვის დანახვისას კიდევ უმათებდნენ 1-2ს რადგანაც ეშინოდათ ვამპირის ადევნების. ზოგჯერ სმარეში დღესაც პოულობენ ჩონჩხებს რომლებიც ლურსმნებითაა მიჭედებული კუბოს ძირს, ეს იმისთვის კეთდებოდა რომ ვამპირს არ გამოეღწია. ვამპირების განადგურების ხერხი ყველა ქვეყანაში განსხვავებული იყო, თუმცა ყველაზ ეგავრცელებული მაინც წვეტიანი ნივთი ჯოხი ან ლურსმანი გულში, თავის მოგრეხა, ერცხლის ტყვიის სროლა და ლურსმნის ჩაჭედება თავში ითვლებოდa.
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 880 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 8
2012-12-20 Spam
vampiri ara kvatiii biggrin