მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 15 » ვალენტინობა
3:35 PM
ვალენტინობა

ბავშვებომემინდავალენტინობასთანდაკავშირებით რამოდენიმელექსიდავდოსიყვარულზეიმედიამოგეწონებათ..




უსიყვარულოდ

უსიყვარულოდ

მზე არ სუფევს ცის კამარაზე,

სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება

სასიხარულოდ....

უსიყვარულოდ არ არსებობს

არც სილამაზე,

არც უკვდავება არ არსებობს

უსიყვარულოდ.

მაგრამ სულ სხვაა სიყვარული

უკანასკნელი,

როგორც ყვავილი შემოდგომის

ხშირად პირველს სჯობს,

იგი არ უხმობს ქარიშხლიან

უმიზნო ვნებებს,

არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს

იგი არ უხმობს...

და შემოდგომის სიცივეში

ველად გაზრდილი,

ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს

სულაც არა ჰგავს...

სიოს მაგივრად ქარიშხალი

ეალერსება

და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს

გარემოუცავს.

და ჭკნება, ჭკნება სიყვარული

უკანასკნელი,

ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ

უსიხარულოდ.

და არ არსებობს ქვეყანაზე

თვით უკვდავება,

თვით უკვდავებაც არ არსებობს

უსიყვარულოდ!


*****

"მე შენ მიყვარხარ!"ნუთუ ცოდვაა?!
და თუ ცოდვაა,ვიყო ცოდვილი.
"მე შენ მიყვარხარ!" დამნაშავე ვარ?
დამნაშავე ვარ,ვიყო გმობილი.
ჩამსვით ციხეში,ან ჯოჯოხეთში,
მაწამეთ ყველგან,სადაც გენებოთ,
"მე შენ მიყვარხარ!"ყოველთვის ვიტყვი,
თუნდ ეშაფოტზეც თავი მომკვეთონ.
"მე შენ იყვარხარ!"თუნდაც ვკვდებოდე,
თუნდაც მახრჩობდეს ფარული ცრემლი,
"მე შენ მიყვარხარ!"და მე ამ სიტყვებს,
გავიმეორებ თვით ჯოჯოხეთშიც.
და თუ ეს ცოდვა,ღმერთმა შემინდო,
არასდროს დამგმო,ერმა და კაცმა,
მაშინ კვლავ ვიტყვი,ისევ თამამად:
"მე შენ მიყვარხარ,ძლიერ და მარად!

სიყვარულს სიტყვები არ ჰყოფნი



სიყვარულს სიტყვებით ვერ ახსნი,

მას მოქმედება სჭირდება,

უსიყვარულოდ სუყველას

ძალიან გაგვიჭირდება.

თუ გული გიგრძნობს…. უთხარი !

ჩვენ ამისთვის ვართ შობილნი,

რა ადვილია რომ ვიყოთ,

უბრალოდ …. კეთილშობილნი.

ეს გრძნობა ცოცხლობს გაცემით,

თვით ღმერთი გვითითებს ამაზე,

უსიყვარულოთ თურმე მზეც

"არ სუფევს ცის კამარაზე”

სიყვარულს სიტყვები არ ჰყოფნის,

მას მოქმედებაც სჭირდება,

უსიყვარულოდ ცხოვრება,

ნეტა…….. ვის რაში გვჭირდება?!


მე შენ დედოფლად გიყურებ


თითქოსდა ღმერთმა ინება,

თვალები გამომეხილა

და ხელოვნების ქუჩაზე,

სრულყოფილება მეხილა,

ავჭრილიყავი ზეცაში,

მზის დამეკრიფა სხივები

და მზის სხივებზე ამესხა,

ჩემი შენდამი ფიქრები.

ღამეც გავჩეხე ფიქრებით,

ღმერთს შემწეობა ვევედრე,

ხოხობად წამომიფრინდი,

მიმინოდ გამოგედევნე.

ამ ქვეყნის ერთფეროვნების

შენ კარი გამოიხურე,

მე მხოლოდ ქალად ვერ გხედავ,

მე შენ .......... დედოფლად გიყურებ!



ბავშვებო იმედია მოგეწონათ..თუ გნებავთ კიდევ დავდებ...თქვენ უბრალოდ დააკომენტარეთ...მიყვარხართ...და ყველას მთელი გულით გილოცავთ ვალენტინობას..:*:*:*





კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 698 | დაამატა: ChAkUnA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2012-02-15 Spam
[i]kargebia kide dade :**