მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 1 » უკანასკნელი სიტყვა – ყველაზე შოკისმომგვრელი ანდერძები
10:01 PM
უკანასკნელი სიტყვა – ყველაზე შოკისმომგვრელი ანდერძები
აინც რაზე ფიქრობს ადამიანი,როდესაც ანდერძს წერს? ალბათ არც გიფიქრიათ ამაზე, მაგრამ ვზივარ ახლა და ვცდილობ წარმოვიდგინო თავი ,,უკანასკნელი სიტყვის” წერის მომენტში, (თუმცა ეს ჯერ კიდევ შორსაა იმედი მაქვს). საქართველოში უმეტესობა ანდერძის წერის ინსტიტუტს არც იყენებს, ტოვებს ერთ სახლს,რომელზეც მის შვილებს შემდეგი წლების განმავლობაში დავა აქვთ. ტოვებს ასევე ,,ტაბურეტკას”, რომელზეც ბოდიში,მაგრამ ხან ერთი მემკვიდრე ჩამოდებს ჩამოსადებს და ხან მეორე (შეთავსებით რა თქმა უნდა), მოკლედ არის ერთი დავიდაბარა, ამას არ სჯობს წინასწარვე ყველაფერი ტკბილად და ლამაზად იყოს განსაზღვრული?! არ ვიცი, ამაზე სხვა დროს ვიმსჯელოთ, ახლა კი ნახეთ შემთხვევები, რომელთა მუზით გაბრუებულმა ფეისბუქზე პროფილიც კი შეიძლება შექმნა, სახელწოდებით: ყველაზე ანდერძები!
ლეონა ჰალმსლი – მილიონერი, სასტუმროების მფლობელი, საკმაოდ ჭკვიანი ქალბატონი, რომელიც ექსცენტრიულ გადაწყვეტილებას იღებს და უცნაურ ანდერძს ადგენს. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, სიბერეში გამოჩერჩეტდა როგორც ამბობენ ხოლმე, თუ მისი კანონიერი მემკვიდრეები ზუსტადაც რომ იმსახურებდნენ ამ სიტყვებს: თქვენთვის ქონების დატოვებას, ძაღლს დავუტოვო მირჩევნიაო.
ლეონა მართლაც ასე მოიქცა, მან თავის პატარა თეთრ ცუგას, არც მეტი არც ნაკლები 12 მილიონი დოლარი უანდერძა, იმისთვის რომ ცუგას გარანტირებული ჰქონოდა დარჩენილი წლების ფუფუნებაში გატარება. ლეონამ ძმასაც გადახედა მოწყალე თვალით და მილიონი უბოძა, თუმცა ალბათ მხოლოდ იმიტომ,რომ სწორედ მას ხედავდა ძაღლის მომვლელის როლში. რაც შეეხება შვილიშვილებს, ქალბატონს 4 შვილიშვილი ყავდა, თუმცა მხოლოდ 2 მათგანს გადასცა ფული, თითოს 10 მილიონის ოდენობით, მაგრამ ამას თავისი პირობაც მოაყოლა, თუკი ეს ორი შვილიშვილი მამის საფლავს წელიწადში ერთხელ მაინც არ მოინახულებდა, დატოვებული ქონების ნახევარი ჩამოეჭრებოდათ. რა უთხრა მშრალზე დატოვებულ დანარჩენ 2 შვილიშვილს? ანდერძში ეწერა,რომ მათ არაფერს არ უტოვებდა და დაკონკრეტებულიც ჰქონდა, კარგად იციან რატომაცო.
ლეონამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ როცა მისი ძაღლი მოკვდებოდა, აუცილებლად მავზოლეუმში უნდა დაეკრძალათ,სადაც მისი ქმარი და თვითონ ისიც იქნებოდნენ დასვენებულნი.
მოკლედ ძაღლმა იხეირა, მას 24 საათიანი დაცვა ჰყავდა, ემსახურებოდა მომვლელიც რა თქმა უნდა, საწყალს ალბათ რამდენჯერ უნატრია ადამიანობა და გემრიელად გულაობა.. მაგრამ არ დასცალდა, 2010 წლის დეკემბერში, 12 წლის ასაკში გარდაიცვალა.
აბსოლუტურად დარწმუნებული იყო თავის სიმართლეში. ჯონს გარდაეცალა ცოლი, ასევე ორი ქალიშვილიც. მიუხედავად ასეთი ტრაგედიისა, იმედი არ დაკარგა და ბევრი თუ ცოტა ფიქრის შემდგომ, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ როცა თვითონაც მოკვდებოდა, ყველანი, მთელი ოჯახი რეინკარნაციას განიცდიდა და ახლიდან მოევლინებოდნენ ქვეყანას. ამიტომაც ჯონმა უცნაური ანდერძი დატოვა, რომლის მიხედვითაც მთელი ფული 50,000$ რჩებოდა მის სახლშივე, მომსახურე პერსონალს, რომელთან ჩვეულებრივ, ცვლილებების გარეშე უნდა გაეგრძელებინათ ცხოვრება, გაეკეთებინათ სადილი და გაეწყოთ მაგიდა ოჯახისთვის. თუმცა ოჯახი რეალურად არ არსებობდა, მაგრამ მაინც უნდა გაეწყოთ, ჯონის აზრით ხომ ისინი რეინკარნაციის შემდგომ აქ დაბრუნდებოდნენ. ანდერძი შესრულდა, პერსონალი სახლს 1950 წლამდე პატიოსნად ემსახურებოდა, ვიდრე ჯონის დატოვებული ფული არ გამოილია. შემდეგ რა მოხდა? ალბათ ჯონმა და მისმა რეინკარნირებულმა ოჯახმა უკეთესი სასადილო იპოვნეს : )
ერთი ქალთმოძულე ადვოკატი – ზინკი 1930 წელს გარდაიცვალა, თუმცა სიკვდილმაც კი ვერ შეძლო მისი ჰობის შეჩერება. ზინკს ძალიან უყვარდა ქალების დევნა. თუ რაში მდგომარეობს დევნა, ამას მისი ანდერძიდან დავინახავთ.

ფრაგმენტი ანდერძიდან: ჩემი მომეტებული სიძულვილი ქალების მიმართ, სულაც არაა განპირობებული მათი წარმოშობის, ან განვითარების გამო, ასევე არ ეფუძნება მათსა და ჩემს შორის რაიმე ფიზიკურ განსხვავებებს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გამოცდილების ბრალია,იმ გამოცდილების,რომელიც ქალებთან ურთიერთობაში დავაგროვე, ასევე ჩემი დაკვეირვების, ჩემი სწავლის ათასობით ნაშრომისა თუ ფილოსოფიური წერილების.
თქვენი აზრით რითი შეიძლებოდა დაესაჯა ამ კაცს ქალები? ვფიქრობ საკმაოდ კრეატიული იდეა მოუვიდა თავში. მან მოინდომა რომ დანაზოგი 35 000$ შეეტანათ ბანკში და 75 წლის შემდგომ, როდესაც თანხის რაოდენობა საკმაოდ გაიზრდებოდა, უნდა აეშენებინათ ზინკის უქალო ბიბლიოთეკა. დიახ, სათაური რაღაც უხეშად ჟღერდა და ასეთივე უხეშ წესებს უნდა ემოქმედა ამ დაწესებულებაში. პირველ რიგში შესასვლელშივე იქნებოდა მოზრდილი აბრა წარწერით: ქალები არ დაიშვებიან! შესაბამისად ბიბლიოთეკით სარგებლობა არცერთი ქალისთვის არ იქნებოდა ხელმისაწვდომი. ზინკი მხოლოდ ამ წესით არ დაკმაყოფილდა, ბიბლიოთეკაში არავითარ შემთხვევაში არ მოხვდებოდა წიგნები, წერილები, ნაშრომები, ჟურნალები, გაზეთები ქალების ავტორობით!
და გაინტერესებთ ალბათ ყავდა თუ არა ამ კაცს ოჯახი. დიახ, ჰყავდა, ცოლიც და ქალიშვილიც. მზრუნველმა მამამ გოგონას ქონებიდან მთელი 5$ დაუტოვა :D
 თუმცა არც გოგონა დანებდა და ეს ყოვლად გაუგონარი, ფაშისტური იდეა გაასაჩივრა, სასამართლოც მას დაეთანხმა და საბოლოოდ ზინკის ოცნება ოცნებად დარჩა, ბიბლიოთეკა არ აშენდა!
გარდაცვლილად. მისი ანდერძი 1963 წელს იპოვნეს და ცოტა არ იყოს გაკვირვებულებიც დარჩნენ. დიახ, ეს არ იყო ტიპიური ქონების განაწილება, ჯეიმსი მოითხოვდა, რომ მისი 275 000 $ მოხმარებოდა ადამიანის სულის არსებობის კვლევებს და მეცნიერულ დასაბუთებას. ბევრს მოუნდა ამ ფულის ჩაჯიბვა და ბევრი იძახდა მე დავასაბუთებო, სასამართლოში 100 ადამიანი უწევდა კონკურენციას ამ საკითხზე, თუმცა სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 1971 წელს ფული ფსიქიკური კვლევების ამერიკულ საზოგადოებას გადაეცა ნიუ-იორკში. ყველას გასაკვირად, მათ სულის არსებობა არ ან ვერ დაუმტკიცებიათ : ) ყოველ შემთხვევაში ფული დარწმუნებული ვარ კარგად გამოიყენეს )) აი ჯეიმსი კი გადააგდეს :(
მერის გათხოვება არც ისე ბედნიერი გამოდგა, როგორც თავად ელოდა, ის არ გაჰყოლია თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს.. სამაგიეროდ ქმრად შეარჩია ერთი ,,ტროლი”, რომელსაც სახლიც კი არ ჰქონდა და ხიდის ქვეშ ცხოვრობდა. საბრალო ქალმა მთელი ცხოვრება გაჭირვებაში გაატარა, მაგრამ გადაწყვიტა უკანასკნელი სიტყვა მაინც ყოფილიყო ბრძნული. როცა გარდაიცვალა, მან ქმარს მთელი 2 $ დაუტოვა, ეწერა, რომ თანხის ნახევრით ქმარს აუცილებლად თოკი უნდა ეყიდა. რა თქმა უნდა თავის ჩამოსახრჩობად : ) რა მოხდა შემდეგ, დაუჯერა თუ არა ცოლის კეთილ რჩევას ქმარმა, უკვე უცნობია..
ქუდების მწარმოებელი, სენდბარნი 1871 წელს გარდაიცვალა, მან თავისი სხეული მეცნიერებას დაუტოვა, კონკრეტულად კი ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორს. გარდა ამ უცნაური გადაწყვეტილებისა, კიდევ ჰქონდა ერთი, უფრო საოცარო მოთხოვნა. მან თქვა, რომ მისი კანისგან უნდა გაეკეთებინათ დასარტყამი ინსტუმენტის 2 ჯოხი, ეს ჯოხები კი უნდა გადაეცათ მისი მეგობრისთვის უორენ სიმფსონისთვის, რომელიც ყოველი წლის 17 ივნისს სწორედ ამით დაუკრავდა Yankee Doodle-ს.
მას შემდეგ, რაც სხეულს დაჭრიდნენ, ათლიდნენ და მოკლედ პრაქტიკებისთვის გამოიყენებდნენ, სენდბარნმა მოითხოვა,რომ საბოლოოდ იგი ამერიკული თელას სასუქად გამოეყენებინათ.
ყველას გვყოლია საყვარელი ცხოველი, რომლის სიკვდილი საშინლად გვტკენს გულს, მაგრამ რას ვიზამთ. მე მაგალითად თევზები მყავდა (ჩირიკი და ჩიკოტელა :D), მაგრამ რამდენ ხანს გაძლებდნენ, ჯერ ერთი მოკვდა, მერე მეორე და იმის მერე თევზი აღარ მყოლია :)
აი აბდელ ნაჰასმა კი საყვარელ ცხოველთან განშორება არ მოისურვა და გადაწყვიტა,რომ მათ სიკვდილიც ვერ დააშორებდათ. როდესაც მისი საყვარელი თაგვი 1978 წელს მოკვდა, მუმიფიცირება გაუკეთა. ასე ცხოვრობდნენ ბედნიერად თაგვის მუმია და აბდელი, სანამ ამ უკანასკნელის ბოლო ჟამიც არ დადგა. 1979 წელს აბდელი იმ ქვეყნად გაემგზავრა და თავის მუმია-თაგუნას 2 მილიონი $ დაუტოვა. არავინ იცის, რაში უნდა გამოეყენებინა მუმიას ამდენი ფული.

ეს ანდერძი აშკარა მაგალითია იმისა, თუ რა საშიში კომბინაციაა ფული და ალკოჰოლი. ბატონმა ჰოლიმ ცხოვრება ალკოჰოლთან ჭიდილში გაატარა. საბოლოოდ 2010 წელს გარდაიცვალა და მის ანდერძს თუ წაიკითხავდით, გულში აუცილებლად გაიფიქრებდით, ეჰ, ჰოლი ჰოლი, ბოლო ჭიქა არ უნდა დაგელიაო.
 ჰოლიმ ქონება რამდენიმე ადამიანს დაუტოვა, რომელთაგან ცხოვრების განმავლობაში დიდი სიკეთე ახსოვდა. მან 5 000 $ უანდერძა საავადმყოფოს მზარეულს, და განმარტა რომ ამ ადამიანისგან დიდად ვარ დავალებული, მან ჩემი ბულიონიდან გველები ამოიღოო. ქონების ნაწილი დარჩა საავადმყოფოს მედდასაც, ჰოლი ირწმუნებოდა, რომ მედდამ მის საწოლთან მდგარი ვარდისფერი მაიმუნი დააფრთხო,რომელიც ბატონ ჰოლს თურმე ძალიან აშინებდა. როგორც ვხედავთ, ამ კაცს მგონი ცხოვრების უმეტესი ნაწილი საავადმყოფოში ჰქონდა გატარებული ლოთობის გამო. გაბრაზებულმა ოჯახმა ასეი უმსგავსო ანდერძი სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა ჩემი აზრით მზარეულსაც და მედდასაც ეკუთვნოდათ რაც მიიღეს, მერე რა, რომ არც გველები არსებობდა და არც ვარდისფერი მაიმუნი, მოჩვენებით მტრებთან ბრძოლა ხომ არც ისე ადვილი საქმეა = ) 

ჩარლზ ვანს მილერი, ცნობილი ხუმარა და დიდი ოინბაზი კაცი იყო. მას ძალიან უყვარდა სოციალური ექსპერიმენტებიდა 73 წლის ასაკშიც გადაწყვიტა უკანასკნელი გართობა მოეწყო თავისთვის. იგი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანდერძით კი თამაშის ასეთი პირობები დააწესა. მის ქონებას მიიღებდა ის ქალბატონი, რომელიც ტორონტოში ყველაზე მეტ ბავშვს გააჩენდა 9 წლის განმავლობაში. ატყდა ერთი ამბავი, ტორონტოს დემოგრაფიული მდგომარეობა ერთბაშად ზრდისკენ წავიდა. გავიდა 9 წელი და დადგა მეთეც,როცა უკვე დაჯილდოვება უნდა გამართულიყო. აღმოჩნდა, რომ ოთხმა ქალმა ერთნაირი შედეგი აჩვენა, მათ 9 წლის განმავლობაში 9 ბავშვი გააჩინეს :) თითოეულს 125 000 $ ერგო.

დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ სახალისო ანდერძებით მცირე ისტორიები შექმნა. თქვენც შეგიძლიათ მათ მიბაძოთ, დარწმუნებული ვარ, ნამდვილად არ გაგიჭირდებათ, ხომ იცით სადაც ქონებაა, იქ გზაცაა.
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 635 | დაამატა: -MaaR♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 2
2012-01-03 Spam
magari vixalise