მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 9 » ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე
10:15 PM
ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე

ჯერ დარჩენა, მერე უეცარი დაბრუნება

დილით არავის გავუღვიძებივარ, თვალები გავახილე... აი თურმე რა მოხდა, როუზს ჯერ კიდევ ეძინა

აუ როგორ გამიხარდა . ავდექი, ჩავიცვი

და ხელ-პირის დასაბანად სააბაზანოში შევედი, მერე სასადიოში ჩავედი, სადაც "ძვირფასი მამიკო" და "არაჩვეულებრივი ნატალი" ვნახე

- გაიღვიძეთ?!

- მარტო მე ჯონ(მამას ერქვა ასე)

- როუზს ისევ ძინავს?

- არა ჩემს გვერდითაა ნატ, უბრალოდ ვერ ხედავ... მჰ თავი გავაქნიე

- როდის უნდა მორჩე ასე მოქცევას ელის?

მკითხა მამამ გაბრაზებული და მკაცრი ტონით

- მაშინ როცა მიხვდები რომ შენზე 15 წლით პატარა, როუზზე მხოლოდ ორი წლით უფროსი ცოლი მოიყვანე

ეს მივახალე და წამოვედი, სასტუმროს ბაღში დავჯექი და ცივი ყავა შევუკვეთე... ასეთ დროს ყავა ყოველთვის მშველოდა.დავლიე და ნომერში ავბრუნდი როუზი უკვე ამდგარიყო...

- როგორ გეძინა დაიკო?

- აუ, დილით ვერ მოვასწარი პლაჟზე გასვლა.. რატომ არ გამაღვიძე?

ისევ ძველი როუზი

- მე კიდე, ისე გამიხარდა რომ გეძინა

- ოხ, ელის

მთელი დღე ტელევიზორს ვუყურებდით,საღამოს პლიაჟზეც გავედით. იმ დღეს მამასთვის ხმა საერთოდ არ გამიცია. 10-ზე როუზი დაწვა და მალევე ჩაეძინა, მე ვისარგებლე ამ შემთხვევით და ნაპირზე გავედი, სადაც სასტუმროსთან შედარებით ბევრად მშვიდად ვიგრძენი თავი.ქვიშაზე დავწექი და ცას ავხედე. ნახევარი საათი ვიწექი გაუნძრევლად და ვუყურებდი იმას რისი ნახვაც ყველაზე მეტად მსიამოვნებდა, მერე ღრმად შევედი ფიქრებში, როდესაც ვიღაცის ხმამ გამომარკვია.

- გიყვართ ღამით ვარსკვლავების თვარიელება?

გვერდზე  ვიღაც ქალი მედგა  რომელიც არფრთოვანებით უყურებდა ცას, მერე გვერდით მომიჯდა, მეც წამოვჯექი

- კი ძალიან ვუპასუხე პაუიზს შემდეგ...

- მეც ძალიან მიყვარს, შემიძლია ყოველ ღამე ვიჯდე და ვუყურო.

- მამშვიდებს, უსასრულობის განცდა მეუფლება ვუპასუხე აღფრთოვანებით...

- რა დამთხვევაა

მხოლოდ ამ დროს შევხედე ქალს რომელიც ჩემს გვერდით იჯდა, ის ულამაზესი იყო...

  

- თქვენ რა გქვიათ? ვკითხე მორიდებით

- მე, ემილი

- რაა? ემილი?

იმ ქალს გაფართოებული თვალებით შევხედე, მაგრამ მალე ისევ ჩავდექი მწყობრშიი.

- ხო ემილი, შენ რა გქვია?

- მე ელისი...

- სასიამოვნოა შენი გაცნობა ელის

- ჩემთვისაც

- რამდენი წლის ხარ?

- 17- ის

- დიდი გოგონა ყოფილხარ

- არც ისე... ახლა უნდა წავიდე, თორემ ჩემს დას რომ გამოეღვიძოს და იქ არ მნახოს გაგიჟდება... გამეღიმა

- დაც გყავს?

- დიახ, უფროსი.. აბა ნახვამდის

- კარგად

ამ ქალმა ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა... ოთახში ფრთხილად შევედი, როუზს ეძინა, მეც დავწექი და მაშინვე ჩამეძინა.

  ***

- აუ როუზ!

- მე არ გამიღვიძებიხარ. მუსიკამ გაგაღვიძა

- და რა საინტერესოა, მუსიკა ვინ ჩართო ?!

- ადე, ადე

- ხო ვდგები!

 როგორც ყოველ დილას,ახლაც პლიაჟზე წამათრია. იქ ის ქალი შეგვეჩეხა

- გამარჯობა ელის

- გამარჯობათ

- როგორ ხარ?

- კარგად თქვენ?

- აუ წამო რა დროზე როზიმ იმ ქალს გახედა და სახეზე გაკვირვება აღებეჭდა

- თქვენ... შემთხვევით.. მერე ხელი ჩააქნია, არაფერი-ო თქვა და გატრიალდა

- ეს ჩემი დაა ვუთხარი ემილის

- ხო, მივხვდი ჩაეღიმა, ძალიან გავხართ ერთმანეთს

- ელის, როდიდან დაიწყე უცხოებთან ლაპარაკი?

- მე ემილი მქვია

- ეს როუზია

- სასიამოვნოა, ეხლა წავიდეთ თქვა მან, მერე შეჩერდა: " მე ემილი მქვია?!" კითხვით გაიმეორა როუზმა.. ემ, ემ.. რააა?

- ემილი

- ერთი, ორი, სამი, ოთხი... ესედაითვალა 20-მდე, მერე კიდევ 23 მიუმატა ესეიგი: 43.. ემილი თქვენ 43 წლის ხართ?

- კი, ემილის გაეცინა, როგორ გამოიცანი?

- თქვენ რამდენი შვილი გყავთ?

- ერთი.... აი იქ რომ დგას ის ბიჭი- ლუკასი ქვია..

 

- აა, კაი ელის წავედით.

მოკლეთ მე ვერაფერს მივხვდი, არც მიკითხავს როუზისთვის რას ნიშნავდა თავისი ნაბოდიალები... შეზლონგები ვიქირავეთ, ვიბანავეთ და მერე გასარუჯად დავწექით.. ცოტა ხანში "ბედნიერი წყვილიც" მოვიდა... ნატალის და მამაჩემს ვგულისხმობ.

- ვა გოგოებო, აქ ხართ უკვე?! იკითხა ნატალიმ

- თუ გვხედავ ესეიგი აქ ვართ უხეშად უთხრა როუზმა

მამაჩემმა ირგვლივ მიმოიხედა და გაკვირვებისგან გაშრა... რა სჭირთ დღეს ამ მამა შვილს, ვერ ვხვდები

-ეე, ჯონ რა დაგემართა? კითხა ნატალიმ

- არა, არაფერი და მამა შემობრუნდა, მაგრამ აშკარად რაღაცამ ძალიან გააკვირვა..

საღამოს მე და როუზი სასეირნოთ წავედით. გზაში ემილი და მისი შვილი შეგვხვდნენ

- გოგონებო თქვენც აქ ყოფილხართ, რა კარგია :)

- დიახ, თავაზიანად ვუპასუხე მე, როუზი შეიჭმუხნა

- ეს ჩემი შვილი ლუკასია, ესენი კი ლუკ როუზი და ელისი არიან, იმედი მაქვს დამეგობრდებით

- შევეცდებით, ჩვეული სიუხეშით უპასუხა რომ...

იმ საღამოს ბევრი ვისეირნეთ, ლუკასი კარგად გავიცანით და ბევრი საერთო აღმოვაჩინეთ ერთმანეთში, როუზსაც მოეწონა ის.

მეორე დღეს ნაპირზეც შევხვდით

- ვა, როგორ ხართ?

- მაგრად ლუკ შენ?

- მეც ელს(აჰა, ახალი ზედმეტსახელიც შემარქვეს"ელს")

წყალში ერთმანეთი ვაყვინთავეთ, გავწუწეთ,

 

მოკლეთ მე და ლუკასი ძალიან დავახლოვდით, მთელ დღეებს ერთად ვატარებდით, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი იქ ყოფნის დრო იწურებოდა....

წამოსვლის წინა დღეს მამა და ნატალი შემოვიდნენ ჩვენს ნომერში და გვითხრეს რომ გარკვეული დროით, ისევ იქ მოგვიწევდა ყოფნა, მამამ ფულიც მოგვცა, ალბათ იმიტომ რომ მისი გადაწყვეტილება საეჭვოდ არ მოგვჩვენებოდა, მაგრამ ამას მხოლოდ გვიან მივხვდი... იმ დროს კი ეს ახალი ამბავი და ფული ძალიან გამიხარდა, კი გამიკვირდა მაგრამ მალევე მიმავიწყდა, ხომ იცით როგორი უინტერესო ვარ ეგეთ რაღაცეებში. როუზისგან განსხავებით ჩაციება არ ვიცი ხოლმე, მაგრამ ამჯერად როუზიც ფულმა დააბრმავა და არც მას უკითხავს დეტალები.

ჰავაიზე კიდევ ორი კვირა დავყავით, გავიგე რომ ემილი და ლუკასი ლონდონში ცხოვრობდნენ და გამიხარდა რადგან, სწავლის პერიოდში მათ ხშირად ვნახავდი.

ერთ დღეს მე და როზი ჩვეულებრივ ნომერში ვიჯექით, როცა მამა შეშინებული შემოვარდა და მოგვთხოვა, ბარგი სასწრაფოდ ჩაგველაგებინა, რადგან 3 საათში მივფრინავდით, ჯონი ძალიან გვაჩქარებდა, ამიტომ მხოლოდ ლუკასის ქუჩის დამახსოვრება მოვახერხე, კი მითხრა მისამართი მაგრამ ჩაწერა ვერ მოვასწარი. აეროპორტში მალე მივედით, თვითმფრინავი აფრინდა 

და ჩვენც სახლის გზას დავადექით.

სახლში მეორე ღამეს ჩავედით და როგორც კი კარგი შევაღეთ მე და როუზმა ერთად ვკითხეთ

- მამა რა მოხდა?

- აქ საქმე გამომიჩნდა, უფროსმა დამირეკა ზეგ აქ უნდა იყოო და მეც სასწრაფოდ გამოვფრინდი.

მან ეს ისე დამაჯერებლად თქვა რომ შეუძლებელი იყო ეჭვი შეგპარებოდა. დღეები ძალიან უაზროდ გადიოდნენ. მალე ლონდონში გამგზავრების დროც დადგა.

ერთი კვირით ადრე მამამ გვაცნობა რომ როუზიც უნდა წამომყოლოდა. მას რათქმაუნდა ძალიან გაუხარდა მაგრამ აბა მე მკითხეთ... ვერ ვიტანდი  ამ ცანცარასთან ერთად სადმე წასვლას. მარა მამას დაჟინებული მოთხოვნით 3 სექტემბერს უკვე ლონდონის აეროპორტიდან ჩვენს ნაქირავებ ბინაში მივდიოდით რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობდა, მეექვსე სართულზე, ერთ ოთახიან ბინაში რომელიც უაზროდ იყო მოწყობილი, ძველი ავეჯი იდგა, საწოლნახევრიანი ლოგინი, აქთ-იქით ტუმბოები, გარდერობი და მაგიდა. ერთი პატარა სამზარეულო და დანგრეული აბაზანა. აი სწორედ ასეთ სახლში მომიწევდა 4 წელი გიჟ დასთან ერთად ცხოვრება. მარა რას ვიზავდი...

ორ დღეში პირველად მივიოდი სასწავლებელში, იქაურებთან შეგუება მომიწევდა (რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი....)

4 სექტემბერს დაბადების დღე მქონდა, ამიტომ როუზმა საყიდლებზე წამიყვანა

 

და ყველაფერი თავისი ფულით მიყიდა,მერე კაფეში

 

დავჯექით და ყავა დავლიეთ...

 

და ასე უაზროდ გადავიხადეთ ჩემი მეთვრამეტე დაბადების დღე, საღამოს სახლში დავბრუნდით

და უზომოდ დაღლილები ლოგინზე დავეყარეთ...

***

პირველი დღე......


მადლობ რომ წაიკითხე :*


კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 863 | დაამატა: nonka11 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2013-06-10 Spam
Dzzzaaliiaan magaariia :*:** maalle maallee maallee axali tavveebi minndaa :*:*