მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 2 » ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე
4:45 PM
ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე
[url=http://ifunlover.my1.ru/news/tskhovreba_siurp'rizebitaa_savse/2013-06-01-23615]თავი 1[/url]

ვიცი თავიდან არ არის საინტერესო და არაფრის მომცემია.. მაგრამ მხოლოდ პირვლელი 3 თავი..  ძალიან გთხოვთ წაიკითხეთ ცოტაც და თუ არ მოგეწონებათ მერე თავი დაანებეთ.. 

თუ რამე შენიშვნები გექნებათ აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში რომ გავითვალისწინო :*


- ვაო



წამოვიძახე მე, როცა აეროპორტის ტაქსმა სასტუმროსთან მიგვიყვანა



 



- მოგწონს? მკითხა მამამ



- მომწონს?! საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, ოდესმე ასეთ სასტუმროში დასათვარიელებლად
მაინც თუ მოვხვდებოდი. მამა დიდი მადლობა, მართლა ძალიან მაგარია :)



სასტუმრო მართლაც საოცარი იყო, არ ვიცი მამამ საიდან მოიტანა ამდენი ფული,
მაგრამ ამაზე ფიქრიც არ მინდოდა...უბრალოდ ცხოვრებაში პირველად 15 წლის შემდეგ, რაღაც
მართლა გამიხარდა.



ნომერში რომ შევედი ხო საერთოდ გადავირიე....ლამაზი და დიდი ოთახი იყო,
უმაგრესი ავეჯით, ტელევიზორით და აბაზანით.



 



და აი ეს ოთახი, მხოლოდ ჩემი დისთვის და ჩემთვის იყო განკუთვნილი. მამა
და ნატალი(დედინაცვალი) მოპირდაპირე ნომერში მოთავსდნენ.



მე ბარგი ამოვალაგე, მერე კი აივანზე გავედი წასაკითხად. აივანიც კარგად იყო მოწყობილი, პირდაპირ ოკეანეს გადაჰყურებდა....



 



ხოდა მეც ჩავჯექი ერთ-ერთ სავარძელში და კითხვა დავიწყე. ისე შევედი როლებში
რომ ვერც კი შევამჩნიე როგორ ჩამობნელდა.



საკმაოდ დაღლილი ვიყავი, ამიტომ მაშინვე დავწექი და როგორც კი ბალიშზე დავდე
თავი, ღრმად ჩამეძინა.



- ელის გაიღვიძე, გათენდააა... ჩამესმა როუზის ხმა და გამომეღვიძა.



- ოოო, რა გინდა, თავი დამანებე რა ვუთხარი და ბალიში დავიდე თავზე



- უკვე 9 საათია, წამო პლიაჟზე



- დამანებე თავი, ან მარტო წადი ან ნატალი წაიყვანე



- დაიწყე ისევ ხო?! მარტო არ მინდა და სანამ არ ადგები თავს არ დაგანებებ.
ცხოვრებაში პირველად და ალბათ უკანასკნელად ვარ ასეთ ადგლიზე და მინდა კარგად გავერთო....



- ხოდა გაერთე, ოღონდ ჩემს გარეშე!



- შენთან ერთად!.. ადე რააა:)



- ოხ, როგორ იცი ხოლმე ტვინის შეჭმა.



მაინც მომიწია ადგომა. საცურაო კოსტიუმი ჩავიცვი, შორტები ამოვიცვი, პირსახოცი
ავიღე და წავედით.



- იცოდე ხვალ არ გაბედო ასე მოქცევა მკაცრად ვუთხარი



- სხვა გზა არ მაქვს, შენს გარდა პარტნიორი აქ არავინ მყავს, ასე რომ მაგის
იმედი ნუ გექნება.



- ერთი-ორი დღე დამასვენე რაა!



- სახლში რომ ჩავალთ, მაშინაც მოასწრებ დასვენებას. აქ კი უნდა გავერთოთ
ელის



- მე ძალიან კარგად ვერთობი, როცა მძინავს....



- შენთან ლაპარაკს აზრი  არ აქვს
როუზმა ხელი ჩაიქნია



- კარგია რომ მიხვდი  ცინიკურად
ვუპასუხე



- მაგრამ, რაც არ უნდა თქვა ხვალ მაინც მოგიწევს ადრე გაღვიძება



- ვაიმე, უკვე დავიღალე და თუ არ მოკეტავ უკან გავბრუნდები!



ესე კამათით მივედით პლიაჟზე, შეზლონგებზე დავწექით და მზეს მივეფიცხეთ



  



ცოტა ხანში როუზი საცურაოდ წავიდა, ამაზეც ბევრი მეხვეწა, მაგრამ ვერ დამითანხმა.
უბრალოდ ისე მეძინებოდა რომ საერთოდ პლიაჟის ხასიათზე არ ვიყავი. ერთი სული მქონდა
როდის ავბრუნდებოდით ნომერში.



პლიაჟიდან გასავათებული დავბრუნდი, გადავივლე და ეგრევე დასაძინებლად დავწექი...
4-სთვის გამეღვიძა და როუზმა ისევ ნაპირზე წამათრია, ამჟამად უკვე გამოცოცხლებული ვიყავი,
ამიტომ წყალშიც დიდი სიამოვნებით შევედი. სასტუმროში ექვსზე დავბრუნდით. მე ისევ წიგნის
კითხვა დავიწყე, ხოლო როზიმ ტელევიზორი ჩართო. შებინდებისას რატომღაც პლაჟზე გასეირნება
მომინდა, მზის ჩასვლის ნახვა, მართალია ეს აივნიდანაც კარგად ჩანდა, მაგრამ თითქოს
რაღაც მიზიდავდა იქითკენ. მეც ავდექი, ჟაკეტი მოვიცვი და ნაპირისკენ წავედი.



 



-ეეეე, სად მიდიხარ?



მომესმა ჩემი დის ხმა, როცა ნომრიდან გავედი, მაგრამ პასუხი არ გამიცია...
იქვე ქვიშაზე ჩამოვჯექი და არემარეს გავხედე, იქაურობა ისეთი ლამაზი იყო... მზე ოკეანის
თავზე იდგა და ნელ-ნელა ქვემოთ ეშვებოდა, თითქოს ყვინთავდა, ოღონდ ძალიან, ძალიან ნელა.
წითლად მოგიზგიზე ბურთი ცას ცეცხლისფრად ღებავდა და ისე ჩაესვენებოდა ოკეანის ლივლივა
წყალში.



 



ვერ წარმოიდგენთ როგორ ამშვიდებდა ჩემს სულს ასეთი სურათის ნახვა... მალე
მზეც გაქრა, მეც ქვიშაზე წამოვწექი და ახლა ცას დავუწყე ყურება... ვუყურებდი 
როგორ იცვლებოდა ცისფერი
ფერი , როგორ მუქდებოდა... ერთი სული მქონდა როდის გაშავდებოდა და როდის
აინთებოდნენ ამ შავ სივრცეზე ლამაზი ვერცხლისფერი მნათობები, როდის დალანდავდა წყალი
მთვარის სინათლეს. წამოწოლილი ვუყურებდი ცას, დრო თითქოს გარბოდა, მე კი ამას ვერ ვგრძნობდი,
რადგან მთელი სული და გული ცისკენ მქონდა მიბჯენილი და იმის მეტს ვერაფერს ვხედავდი
და ვგრძნობდი...მინდოდა სრული სიმშვიდე მომეპოვებინა, ვფიქრობდი მხოლოდ ცაზე,
ვარსკვლავებზე, მთვარეზე და ოკეანეზე.... მალე ცაში პირველ ვარსკვლავს მოვკარი თვალი,
ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ასე გაგრძელდა სანამ სულ არ აივსო და აციმციმდა.  ახლა მხოლოდ მთვარეს ველოდი, რომელიც ჯერ არ ჩანდა. ზემოთ ვიყურებოდი და საერთოდ
არ მახსოვდა არაფერი, მაგრამ როუზი ხომ არ მოგასვენებს, საფლავშიც ჩამოგაკითხავს, თუ
დასჭირდი.



- ელის, რატომ არ მითხარი სად მიდიოდი, თან ტელეფონიც არ წაიღე. იცი რამდენი გეძებე?!



- სადაც არ უნდა წავიდე ყველგან შენ გნახულობ, ცოტახანი
დამასვენე რაა.. მოჩვენებასავით ყველგან დამყვები.



- აბა იქ რომ დამტოვე, ეგ რა იყო?



- უბრალოდ მარტო ყოფნა მინდოდა . აქ, ეს ყველაფერი "მარტოს" მამშვიდებს,
თავს კარგად ვგრძნობ



- შენ რა სულ დამწუხრებული ხარ , ადამიანი ვერ გაგამხიარულებს, სულ მოწყენილი
ხარ.



- იქნებ ჩემს განსჯას თავი დაანებო! თუ არ მოგწონვარ შეგიძლია წახვიდე
და სხვათაშორის მეც სწორედ ეგ მინდა.



- არ განგსჯი, შენ ჩემი პატარა დაიკო ხარ და ძალიან მიყვარხარ როუზი გვერძე
მომიჯდა.
- არ მინდა რომ იტანჯებოდე ელის, ვიცი შენს გულში რაც ხდება, მაგრამ სულ ასე
ყოფნა არ შეიძლება... არ მინდა თავს მარტოდ გრძნობდე, მინდა რომ მიმიღო, ძალიან მიყვარხარ
და გული მტკივა ასეთს რომ გხედავ...



- უბრალოდ მთვარეს ველოდებოდი 



- ხოდა ერთად დაველოდოთ:)



- მეგონა სეთი რაღაცეები არ გიზიდავდა.



- არც მიზიდავს, უბრალოდ არ მინდა მარტო იყო...



მე და როუზი დიდხანს ვიჯექით ქვიშაზე. მალე მთვარეც აინთო და თეთრად შეღება
ოკეანე...



 



ასეთი სურათი კარგა ხანს არ მენახა. მახსოვს ადრე დედას მივყავდით საღამოობით
პლიაჟზე და ერთად ვუყურებდით: მზეს, მთვარეს და უამრავი ვარსკვლავით მოჭედილ უკიდეგანო
ცას... ახლაც გამახსენდა ის ძველი დრო და თვალწინ ჩემი ბავშვობა დამიდგა.


10 კომენტარზე ვაგრძელებ :**

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 837 | დაამატა: nonka11 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7
2013-06-05 Spam
Dzaan sayvareliaa <33
male gaagrdzeele ra gtxooov <33
Momwons dzaan <333