მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 1 » ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე
1:27 PM
ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე

ამ მოთხრობის წერა ადრეც დავიწყე, წესით მქონდა გაგრძელების უფლება მაგრამ აღარ გავაგრძელე... ეხლა თავიდან ვცდი..

ეს საცდელი თავია, იმედი მაქვს ამყვებით და წაიკითხავთ.. 

შემდეგში ძალიან საინტერესო თავები გელით.. წინასწარ მადლობთ :*


***

"ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე"-ეს ფრაზა ბევრჯერ გამიგონია, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა არასოდეს მიმინიჭებია.... მის არსს არასოდეს ვუკვირდებოდი. მაგრამ, ვაი, რომ ამის გაკეთება მომიხდა. მომიხდა დამეჯერებინა რომ ცხოვრება მართლა ბევრ სიურპრიზს გვახვედრებს გზაზე...მეც მხოლოდ მაშინ დავიჯერე ამ ფრაზის რეალურობა, როცა ცხოვრებამ ცუდიც და კარგი საჩუქრები დამახვედრა იმ გზაზე, რომელზეც მე ვაპირებდი გავლას.. ეს აზრი, როგორც კარგს, ისე საშინელებას მალავს...მაგრამ ჩემი ისტორია სულ სხვანაირია...იმის მიუხედავად რომ თავს ბევრი ცუდი რამ გადამხდა, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ რადგან მე სიყვარული ვიპოვნე..ნამდვილი სიყვარული

***

მე ერთი უბრალო ადამიანი ვარ, ვცხოვრობ ძალიან უბრალო ცხოვრებით, მყვავს უბრალო მეგობრები და ოჯახი,ერთ ძალიან უბრალო ქუჩაზე ვცხოვრობ, უბრალო სახლში. მაგრამ ჩემი ცხოვრება ძალიან ერთფეროვანია..უკვე ყველაფერი მომბეზრდა...ადექი,ჩაიცვი, წადი სკოლაში, იმეცადინე, დაიძინე და ასე გრძელდება დღეები, თვეები და წლებიც კი. რატომღაც ძალიან მიხარია ის, რომ სულ რაღაც ერთ თვეში საბოლოოდ დავტოვებ სკოლას და სექტემბრიდან სასწავლებლად ლონდონში წავალ. ზაფხულსაც ალბათ კარგად გავატარებ. ამჯერად მამა საჩუქარს მიმზადებს და ჰავაიზე მივყავარ ორი კვირით. ეს ჯერ არ უთქვამს, მაგრამ ვიცი.....

  როგორ გაიწელა ეს ერთი თვე... როგორც იქნა დადგა ბოლო, ის ბოლო დღე რომელსაც მე 12 წელი ველოდი(ფაქტიურად იმ დღიდან რაც სკოლაში პირველად შევდგი ფეხი)

 სკოლა დამთავრდა, სტიპენდიაც ავიღე, რაც ოჯახში დიდად ავღნიშნეთ, ავღნიშნეთ რა აღნიშნეს.. მერე გამოსაშვები საღამო გვქონდა, სადაც ტიბიმ(ჩემი სკოლის მეგობარი)ძალით წამათრია...

beautiful, blue, photograph, prom, room

ვერ გეტყვით რომ გავერთე, ასეთი რაღაცეები არ მიზიდავს.. არ ვარ ადამიანი ვისაც უყვარს ცეკვები, პრანჭვა, არც გამოსაშვები საღამოები მიყვარს და არც ფუშფუშა კაბები, სწორედ ამიტომ, ამ ჩემთვის ბოლო Prom-ზე (ისე მანამდე საერთოდ არ ვყოფილვარ) წავედით მე და მე.. არავის დავუპატიჟებივარ,ჩემი თავის პარტნიორი მე თვითონ ვიყავი....

prom, brunette, chic, clutch

მეორე დღეს საუზმისას, მამამ  კუთვნილი სიურპრიზი გამიმხილა..

- ჩემო კარგო ელის, შენთვის საჩუქარი მაქვს... რადგან სექტემბრიდან კარგა ხანს ვეღარ გნახავთ, გადავწყვიტე ზაფხულის ორი კვირა შენს სანატრელ ადგილას, ჰავაიზე გავატაროთ..

- ვააა...რა მაგარია.. დიდი მადლობა მაამ

ავდექი და გადავეხვიე, აბა ხომ არ ვაგრძნობინებდი, რომ ეს სიურპრიზი "ჰავაიზე" უკვე ვიცოდი...

ორ დღეში მივფრინავდით, ბარგი ჩავალაგე და მე, მამა, დედიანცვალი და უფროსი და-როზი წავედით...

- ვაო


თუ კომენტარები ექნება ახალ თავს ხვალვე დავდებ :*

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 818 | დაამატა: nonka11 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4
2013-06-01 Spam
Sainereso ki chans mgram arafris momcemi iyo!
Male gaaGrdzeleee