მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » მარტი » 16 » ცხოვრება...
2:04 PM
ცხოვრება...
***
 ცხოვრება თითოეულ ადამიანს გვიტოვებს იარებს, რომლის დავიწყებაც ყველას გვიჭირს... ვიცი ცხოვრება რთულია.. ცხოვრება საშინელი და საზარელია.. ერთი სიტყვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცხოვრება "ტრაგიკულია"... მაგრამ ოდნავ, რომ ჩავუღრმავდეთ, ძალიან ბევრ რამეს ავხდით ფარდას... რომ არ ვცხოვრობდეთ და ცხოვრება ასეთი რთული, რომ არ იყოს ჩვენს არსებობას აზრი დაეკარგებოდა... მაშინ ყველანი ვიცხოვრებდით უბრალო "ცხოვრებით"... გავაკეთებდით იმას რასაც ყოველდღე ვაკეთებთ და ცხოვრებაც ერთფეროვანი გახდებოდა.. დღესდღეობით ბევრ ადამიანს გვტკივა გული, მაგრამ რომ არა ტკივილი ჩვენ ვერ შევიგრძნობდით მეგობრობის, თანადგომის და რაც მთავარია სიყვარულის ძალას... მე ამ ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა.. მასწავლა ადამიანების გარჩევა.. მასწავლა, რომ არასდროს უნდა ვიყო სუსტი და არასდროს უნდა დავანახო ჩემი ცრემლები სხვას. არა იმიტომ, რომ ტირილში რაიმე ცუდია, უბრალოდ იმიტომ, რომ მე ძლიერი ვარ... იმიტომ, რომ მე გადავლახე ყველაფერი ცუდი და ჩემს ცხოვრებაში პატარ–პატარა ცვლილებები შევიტანე... თითოეული ტკივილის მიყენების შემდეგ მე ვსწავლობ რაღაც უმნიშვნელოს და ამავდროულად მნიშვნელოვანს, რითაც მე "ვიზრდები"... მინდა, რომ ჩემს ირგვლივ მყოფმა ყველა ადამიანმა ცხოვრებას გაუღიმოს და უთხრას "ყველაფერი კარგად იქნება".. :) 
***
ზოგჯერ მართლაც რა დაუნდობლად მექცევა ცოხვრება და რამდენ ტკივილს მაყენებს... მაგრამ მარტო მე ხომ არ ვარ მსხვერპლი.. ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებისგან მიყენებული რაღაც პატარა ტრამვა, რომელზედაც ლაპარაკი ძალიან უჭირთ... მეც ასე ვარ... მეც მიჭირს გადმოვცე ჩემი ტკივილი.. მაგრამ ვახერხებ ხოლმე მხოლოდ წერილობით... ისიც მგონი ყველას არც ესმის... მაგრამ მე ხომ ლაპარაკი არ შემიძლია... მე ხომ ვალდებული ვარ ვწერო... ამ სამყაროში ყველამ რაღაც უნდა აკეთოს და ალბათ მე დამევალა წერა... და მეც ვწერ... თავგამოდებით ვწერ... მაგრამ ვინმე დაინტერესბულა "პატარა მწერალის" ცხოვრებით?? ყველას აინტერესებს თუ რას წერს და არა ის თუ რაზე ან რატომ წერს? ადამიანი გიჟი ხომ არ არის იჯდეს და ტყუილუბრალოდ წერდეს, კითხულობდეს ან სულაც ხატავდეს... მათ ცხოვრებაში ხომ რაღაც ისეთი ხდება, რაც ავალდებულებთ მათ, გააკეთონ ის რასაც ახლა აკეთებენ... მე კი იმიტომ, ვწერ რომ გადმოვცე ცხოვრება... "ჩარჩოში" ჩაკეტილი ჩემი ცხოვრება.. რომლითაც არავინ ინტერესდება... მე მხოლოდ გულს მტკენენ და თან ისე რომ ვერც კი ხვდებიან... არავინ.. არავინ ფიქრობს ჩემს გულის ტკივილზე.. ჩემს გულის ნადებზე.... იმაზე, თუ რა მჭირდება.. თუ ვინ მჭირდება.. თუ რატომ მჭირდებაა?? ყველა საკუთარ თავზე ზრუნავს... )) და მართლაც სხვას რატომ უნდა აინტერესებდეს, თუ რას გრძნობს პატარა სულელი გოგონა, მაშინროდესაც მას გულს ტკენენ. ))

გადათელეს.... გადაუარეს... არ დაინდეს... და ფეხებზე დაიკიდეს პატარა გოგონას გრძნობები, რომლის გულში ზიზღის ნატამალიც კი არ არის.. :)))
***
იძულებული ვარ ჩემს ფიქრებთან ერთად ჩემს სამყაროში ვიმოგზაურო.. იძულებული ვარ ვიჯდე ჩემი ჯადოსნური კალმით ხელში და ვწერდე იმას რასაც ვერავინ იგებს... მე ხომ ვალდებული ვარ ეს ვაკეთო.. მე ხომ დამავალეს ვიჯდე დღედაღამ და ვწეროო... ვწერო დაუფიქრებლად.. გრძნობით.. მონდომებით... ვწერო ის, რისიც მხოლოდ მე მესმის.. ჩემი თითეული სიტყვის მიღმა უამრავი საიდუმლოება იმალება,რომელიც ყველასთვის გაუგებარია და სხვა ვერასდროს მიხვდება.. თითოოეული ფრაზის უკან ღრმა და შემაწუხებელი ტკივილია... გაუყუჩებელი ტკივილი.. ტკივილი, რომელიც ძალიან ცოტა ადამიანს აწუხებს..

ცხოვრება ხანმოკლეა იმისთვის, რომ ყველაფერი გამოვცადოთ.. უბრალოდ უნდა დავტკბეთ მზის ჩასვლის ყურებით ან თუნდაც ღამით უმშვენიერესი თეთრი ბურთულის ცქერით... )) არავინ ვიცით მომავალში რა მხოდება და როდის დაესმევა ჩვენს ცხოვრებას პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი წერტილი.... ადამიანების უმრავლესობას კი ეს თემა არ აინტერესებთ... ისინი პატარა ზიზღის ნაგლეჯს დაატარებენ გულით.. ხომ შეიძლება შინაგანად დადებითი ემოციებით დაიმუხტონ, მაგრამ არა... მათ არ ძალგიძთ ეს... მათ მხოლოდ შური და ბოღმა ამოძრავებთ.. )) მათ არ აინტერესებთ ცხოვრება.. ისინი უბრალოდ ცხოვრობენ თავიანთი სურვილების დასაკმყოფილებლად.. ბევრმა სიტყვა "ცხოვრების" მნიშვნელობაც კი არ იცის... მათ ჰგონიათ, რომ თუ რაღაც პატარა სიკეთეს გააკეთებენ ამით რაღაც კარგს ჩადიან.. მარგამმ, ხომ შეიძლება ყოველ ნაბიჯზე გააკეთონ სიკეთე არა იმისთვის რომ ვალდებულები არიან, არამედ იმისთვის, რომ ეს უნდათ!! ყველა საკუთარ თავს უნდა მოერიოს და დაამარცხოს ის საშინელი ვნებები და ამბიციები, რომლებიც ამოძრავებთ... ხომ შეიძლება დაკმაყოფილდნენ იმით რაც აქვთ და არ მოითხოვონ უფრო მეტიი...

ვიცი შეიძლება ამ ყველაფრის თქმით ბევრმა ადამიანმა გამაკრიტიკოს, მაგრამ ეს ერთი პატარა და სუსლელი გოგონას აზრები და შეხედულებებია, რომელიც გააჩნია და მგონი ამის უფლება აქვს კიდეც :))
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 661 | დაამატა: StillBelieber | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
ოთხშაბათი
2024-12-25
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 90
სტუმარი: 90
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz