მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 1 » თავშესაქცევი ისტორიები
10:33 PM
თავშესაქცევი ისტორიები
1. თმის საშრობი თავიდან კონსერვის ყუთს ჰგავდა

 თმის საშრობის წინაპარი 1900 წელს გერმანიაში, დორტმუნდში ფირმა ,,სანიტასში” დაამზადეს. იგი კონსერვის დიდ ყუთს გავდა. ერთ მხარეს ფოლადის მილი ჰქონდა, მეორე მხარეს – ხის სახელური. მთლიანად კი ეს კონსტრუქცია დეფორმირებული სარწყავის მსგავსი იყო. კონსერვის ყუთის შიგნით ძრავა იდგა , ცხელი ჰაერი გარეთ მილით გამოდიოდა . ხელსაწყო საკმაოდ საშიში იყო , რადგან ჰაერს 90 გრადუსამდე ათბობდა, ამიტომ ქალებს იგი შორს ეკავათ. პირველი ფენი 2 კგ-ს იწონიდა. სახელწოდება – ფენი- ხელსაწყომ იმ მშრალი და თბილი ნიავისგან მიიღო , რომელიც გერმანიის მთებიდან დაბლობში უბერავს. შემდგომში სხვა სახელწოდების თმის საშრობი აპარატებიც დაამზადეს – ,,ბრიზი” და ,,ლორელაი”, მაგრამ ხელსაწყოს რატომღაც პირველი სახელი ,,ფენი” შერჩა. დორტმუნდელების გამოგონება 39 მარკა ღირდა . ეს მთელი ქონება იყო იმ დროს, როდესაც ყველაზე ძვირადღირებულ საპარიკმახეროში ვიზიტი მხოლოდ 2 მარკა ღირდა. მიუხედავად ამისა, ფენის პირველივე საცდელი პარტია 2500 ცალი , რამდენიმე კვირაში გაიყიდა. იმ ხანად ქალებს აუცილებლად გრძელი თმა ჰქონდათ და მისი გაშრობა 5-10 წუთში სასწაულად ჩათვალეს.ფენის გამოგონებამდე ქალები თმებს სპეციალურ ღუმელში იშრობდნენ, მას ბოლოში გაფართოებული მილი ჰქონდა მიმაგრებული, იქიდან კვამლში შერეული თბილი ჰაერი გამოდიოდა.

2. ლიფტს ვირები ამუშავებდნენ


ლიფტს, უფრო სწორედ მის წინაპარს, პირველად ჩვ.წ.აღ-მდე 2600 იხსენიებდნენ. არსებობს ცნობა იმის შესახებ , რომ პირამიდების მშენებლობისას ისეთ კონსტრუქციას იყენებდნენ , რომელსაც 90 კგ-იანი ქვის ბლოკების 150 მ სიმაღლეზე ატანა შეეძლო. არქეოლოგებმა ნამარხი ქალაქის ჰერკულანუმის გათხრისას ლიფტის წინაპარი იპოვეს. დადგინდა, რომ ამ აგრეგატით კერძები სამზარეულოდან სასადილო ოთახში აჰქონდათ. ლიფტის მექნიზმის სრულყოფაზე თვით არქიმედეც კი მუშაობდა . შუა საუკუნეებში შენობის ზედა სართულებზე ხალხი ლიფტით აჰყავდათ. ამგვარი ლიფტების მექნიზმის ასამუშავებლად ცხოველებს იყენებდნენ . 1203 წელს ფრანგულ სააბატოში დაამონტაჟეს ლიფტი , რომელსაც ვირები ატარებდნენ.
ოფიციალურად მიჩნეულია, რომ პირველი ლიფტი ლუდოვიკო XV-ის კარზე 1743 წელს დააყენეს, რათა ნორჩ მეფეს ერთი სართულით ზემოთ, საყვარელთან, ძალდაუტანებლად შესძლებოდა ასვლა. 1800 წელს ერთმა ამერიკელმა, ქვანახშირის მაღაროს მფლობელმა, პირველი ორთქლით მავალი ლიფტი გამოიგონა და ადამიანები და ცხოველები მძიმე სამუშაოსაგან გაათავისუფლა.. 1845 წელს უკვე ჰიდრავლიკური ლიფტი გამოიგონეს. ელაიშა ოტისმა კი ე.წ უსაფრთხო ლიფტი დაამზადა, რომელიც ბაგირის გაწყვეტის შემთხვევაშიც კი დაბლა არ ვარდებოდა. მისი ფირმა ,,ოტისი” დღესაც ცნობილია მსოფლიოში. ოტისმა ლიფტების რეკლამირების მიზნით ასეთი რამ მოიფიქრა. ნიუ-ორკში , დიდ საგამოფენო დარბაზში, რომელსაც მაღალი თაღი ქონდა, ისთი კონსტრუქცია შექმნა, რომელშიც ლიფტი 12 მეტრის სიმაღლეზე მოძრაობდა. ზემოთ, გრძელი ხმლით ხელში , ასისტენტი იდგა . ლიფტში კი, ფრაკსა და ცილინდრში გამოწყობილი გამომგონებელი. ლიფტით ზემოთ ასვლისას, ასისტენტი ბაგირს ხმლით გადაჭრიდა, ლიფტი მთელი ძალით ქვემოთ მოჰქროდა, მაგრამ 1-2 მეტრის გავლის შემდეგ ავტომატის ჩართვისას შუა გზაზე ჩერდებოდა.ოტისი ცილინდრს ხდიდა და მაყურებელს თავს უხრიდა.როდესაც ამერიკაში ცათამბჯენების აშენება დაიწყეს, ოტისი ცოცხალი აღარ იყო. ასეთ შენობებში უბაგირო, ჰიდრავლიკურ ლიფტებს ამონტაჟებდნენ , ისინი 20-ჯერ სწრაფად , წყლის ძალით მოძრაობდა. ამ ტიპის ლიფტი პარიზში გამოიგონეს და ეიფელის კოშკში დაამონტაჟეს. პირველი ელექტროლიფტი გერმანულმა ფირმამ ”სიმენსმა” 1880 წელს დაამზადა. იგი 22 მეტრის სიმაღლეზე 11 წამში ადიოდა.
3. შპალერი პირველად ჩინელებმა გააკრეს


შპალერის ისტორია ჩინეთში, ჩვ.წ-აღ-მდე 200 წელს დაიწყო.სწორედ იმ დროს ისწავლეს ჩინეთში ბრინჯისგან ქაღალდის დამზადება და მისი კედელზე გაკვრა. ჩინელმა ოსტატებმა ეს საიდუმლო თითქმის 1500 წლის მანძილზე შეინახეს. ქაღალდის დამზადების საიდუმლო იაპონელებმა მხოლოდ მე-6 საუკუნეში გაიგეს, მოგვიანებით კი ჩინელმა ტყვეებმა არაბებსაც გაუმხილეს. მე-8 საუკუნეში ევროპაშიც დაიწყეს ქაღალდის დამზადება. ჩინური მოხატული შპალერი იმ დროს დიდად ფასობდა და მოდის ჭირვეულობას არ ემორჩილებოდა. მიუხედავად ამისა ქაღალდის შპალერი ფართოდ შედარებით გვიან გავრცელდა. კედელზე ძირითადად ტყავს ან ქსოვილს აკრავდნენ.ნებისმიერი მასალის შპალერი ფუფუნებას წარმოადგენდა, ამიტომ მხოლოდ შემოსასვლელებში აკრავდნენ. წარჩინებულებირს ოთახის კედლებს ძვირფასი აბრეშუმის შპალერები ამშვენებდა. რანგით დაბლა მდგომთა -კი ტილოსი.მდიდარი ევროპელები მხატვრებს მოხატულ ქაღალდსაც უკვეთავდნენ. მე-18 საუკუნეში დას. ევოპაში ძალზე პოპულარული იყო ე.წ ყალბი აბრეშუმის შპალერი – ქაღალდის გრუნტიან ზედაპირზე აბრეშუმის ძაფებს ყრიდნენ, გრუნტი შრებოდა და ძაფები ეწებებოდა. მიღებული ქსოვილის სრულ ილუზიას ქმნიდა. სწორედ ასეთი შპალერია ფრანგი მეფეების რეზიდენციაში- ვერსალსა და კარდინალ რიშელიეს ციხე-სიმაგრეში.


4. უძველესი უნიტაზი 2000 წლისაა.

ჩინელმე არქეოლოგებმა ხუნანის პროვინციაში გათხრებისას საოცარი აღმოჩენა გააკეთეს. კერძოდ, გაირკვა, რომ ძვ. ჩინელებმა არა მხოლოდ კომპასი, ქაღალდი, აბრეშუმი გამოიგონა , არამედ – უნიტაზიც. ამას ადასტურებს უნიტაზის ტიპის უძველესი მოწყობილობა, რომელიც იმპერატორის ხანის სამარხში იპოვეს. მსოფლიოს უძველესი უნიტაზი 2000ზე მეტი წლისაა.ექსპერტების აზრით, იგი ჩვ.ჭ.აღ-მდე 50-100 წელს შეიქმნა.ადამიანის ცხოველქმედების პროდუქტების ჩარეცხვა იქ წყალსადენის წყლით ხდებოდა. ჩინელებმა ევროპელებზე ადრე წყალსადენიც გამოიგონეს. ამ აღმოჩენით მათ პირველობა ჩამოართვეს ინგლისის დედოფლის ვიქტორიის, დურგალს, ტომას კრაპერს.სწორედ მან დაამზადა დედოფლისთვის თანამედროვე ტიპის უნიტაზი , თუმცა კი არსებობს ცნობა იმის შესახებ, რომ დედოფალ ელისაბედს მე-16 საუკუნეში მისმა ნათლულმა ანგელოზის დღეს სწორედ უნიტაზი მიართვა საჩუქრად. იმ ხანად უნიტაზს სტრატეგიულად მნიშვნელოვან საიდუმლო გამოგონებად თვლიდნენ და შესაძლოა ამ მიზეზის გამო, დედოფლის ამ ნივთს დღემდე არ მოუღწევია. უნიტაზების სერიული წარმოებამე-20 საუკუნეში ესპანურმა ფირმა ,,უნიტას”-მა დაიწყო. (სახელწოდებაც აქედან მოდის)


5. კარაქის სადღვები მანქანა სარეცხ მანქანად იქცა


 რეცხვა ოდითგანვე ქალის საქმე იყო და ქალთა ერთ-ერთ პირველ პროფესიადაც იქცა. მრეცხავებს ყოველთვის კარგად უხდიდნენ, რადგან მათი შრომა ძალზე მძიმე იყო. ისინი ღია ცის ქვეშ , გამდინარე წყალში, მუხლზე დამხობილნი რეცხავდნენ.ჯერ სახლში ხარშავდნენ და შემდეგ მძიმე კალათი მდინარეზე მიქონდათ.ქალები, რომელთაც მრეცხავის ფული არ ქონდათ, თვეში ერთხელ სახლში რეცხავდნენ. ეს მხოლოდ ქვედა საცვლები, თეთრეული და ბავშვის სამოსი იყო. მამაკაცის კამზოლს, შალისა და ხავერდის შარვლებს, ქალის აბრეშუმის კაბებს ორთქლში ატარებდნენ და ჯაგრისით წმენდნენ. პირველად სარეცხი მანქანა 1856 წელს ამერიკელმა მურმა დააპატენტა. მან გორგოლაჭებიანი ხის ყუთი გამოიგონა, რომელზეც რთული კონსტრუქციის ხის ჩარჩო იდგა . ყუთში თეთრეულს ალაგებდნენ, შიგ ბურთულებს ყრიდნენ და წყალს ასხამდნენ.ჩარჩოს კი ზემოთ-ქვემოთ ამოძრავებდნენ.ამ დროს ბურთულები მოძრაობდა და სარეცხი იჭეჭყებოდა. 1900 წელს გერმანულმა ფრმა ”მილე”-მ , რომელიც ადრე რძის სეპარატორებს აწარმოებდა , კარაქის სადღვები გამოიგონა. კარლ მილემ მისი სრულყოფა და სარეცხ მანქანად გადაკეთება მოახერხა.სერიულად გამოშვებული სარეცხი მანქანები სწრაფად გაიყიდა. ახალი ერა ამ სფეროში 1910 წელს დადგა. ამერიკელმა ფიშერმა ,, ელექტრონული მრეცხავი” დააპატენტა.

6. ელექტრო სკამი -სახრჩობელას ”ჰუმანური”ალტერნატივა


ელექტრო სკამზე დამნაშავე პირველად ამერიკაში 1890 წლის აგვისტოში დასაჯეს. ეს ახალი ტექნოლოგია ვინმე უილიამ კემელერზე გამოსცადეს. იგი ყასაბი იყო და ცოლი შემოაკვდა. კემელერი დასჯისას თურმეძალიან გაწამდა. ელექტროსკამს დამნაშავენი ”ყვითელ დედას” და ძველ საშაშხეს” ეძახდნენ. ტავის დროზე მიაჩნდათ, რომ ელექტრო სკამი -სახრჩობელას ”ჰუმანური” ხელსაწყო იყო. მი შექმნმაზე სახელგანთქმული მეცნიერები ტომას ედისონი და ჯორჯ ვესტინჰაუზი მუშაობდნენ, თვით ედისონი ყოფა-ცხოვრებაში მუდმივი დენის გამოყენებაზე ფიქრობდა და საზ-ას არწმუნებდა , დამნაშავეების დასასჯელად ცვლადი დენი სჯობსო., რადგან სახიფათო და მომაკვდინებელიაო. ედისონმა ,,ნიუ-ორკ პოსტში” წაიკითხა სტატია, რომელშიც ცვლადი დენის სადენის შეხებისას ბიჭის სიკვდილი იყო აღწერილი. ამ სტატიის ავტორსა და მის ასისტენტს ედისონმა ელექტრონული სკამის იდეა მიაწოდა და დაკვეთაც მისცა. დაიწყო ექსპერიმენტები და ბოლოს დამნაშავეთა დასასჯელად შეარჩიეს.
ელექტროსკამზე სიკვდილით დასჯისას დამნაშავეს თავს პარსავენ და ელექტროდებს უმაგრებენ. 30 წამის განმავლობაში 220 ვოლტს უტარებენ . აპარატს ზოგჯერ რამდენჯერმე რთავენ…
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 668 | დაამატა: -MaaR♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
ოთხშაბათი
2024-12-25
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 84
სტუმარი: 84
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz