მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 13 » ტუტანხამონის წინაპრები კავკასიელები იყვნენ
11:10 AM
ტუტანხამონის წინაპრები კავკასიელები იყვნენ
გენეტიკოსები გვარწმუნებენ, რომ თანამედროვე ევროპელები ეგვიპტელი ფარაონების მემკვიდრეები არიან, უახლესმა გამოკვლევებმა კი დაადასტურა, რომ თავად ფარაონების დიდი წინაპარი წარმოშობით კავკასიელი იყო.
"ის შეიძლებოდა ყოფილიყო ქართველი, ოსი, დაღესტნელი ან ჩეჩენი", - ვარაუდობს გენეალოგიური კვლევითი ცეტრის მეცნიერი რომან შოლცი და ამ სენსაციურ აღმოჩენას სამეცნიერო ანალიზის შედეგად მიღებული მონაცემებით ასაბუთებს.
ციურიხის გენეალოგიური კვლევითი ცენტრის ბიოლოგებმა ფარაონ ტუტანხამონის დნმ-ის ნიმუშები თანამედროვე ევროპელების გენეტიკურ კოდს შეადარეს. დნმ-ის ის ფრაგმენტები, რომლებიც თაობიდან თაობას უცვლელი სახით გადაეცემა, ტუტანხამონსა და ევროპელი ახალგაზრდების დიდ ნაწილს საერთო აღმოაჩნდათ. ბრიტანეთში, ესპანეთსა და საფრანგეთში ფარაონის უცვლელ გენეტიკურ კოდს ახალგაზრდების 60-70% ატარებს.
უცნაურია, რომ ფარაონის გენეტიკური კოდი ეგვიპტის მოსახლეობის მხოლოდ 1% გენეტიკურ კოდს დაემთხვა.
"თანამედროვე ეგვიპტელებს ყოფილ ძლევამოსილ მმართველებთან საერთო არაფერი აქვთ. ეს ეგვიპტური საზოგადოების თავისებურებაა. ტუტანხამონი კი გენეტიკურად ევროპელია. ვფიქრობ, ეგვიპტელი მმართველებისა და ევროპელების საერთო წინაპარი 9500 წლის წინ კავკასიაში ცხოვრობდა. 7 000 წლის წინ კი მისი შთამომავლები ევროპაში დასახლდნენ, მათმა ნაწილმა ეგვიპტემდე მიაღწია და მმართველ კასტად ჩამოყალიბდა", - ამბობს რომან შოლცი.

მეცნიერებმა გენეტიკური ინფორმაციის საფუძველზე ტუტანხამონის სავარაუდო პორტრეტიც შექმნეს, რომელსაც ნამდვილი კავსაკიური სახე აქვს.
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 545 | დაამატა: ♥AnnaMaria♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
2012-01-13 Spam
Qartvelii biggrin Vaime biggrin