ტომ კრუზს სურს, ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი გადასაღებ მოედანზე იხილოს. მსახიობის თქმით, მძაფრსიუჟეტიან ბოევიკებში დევიდი მას საუკეთესო პარტნიორობას გაუწევდა. თუმცა 49 წლის მსახიობმა ისიც აღნიშნა, რომ თუ ბექჰემს სამსახიობო კარიერის მოწყობაში დაეხმარება, აუცილებლად მოითხოვს კომპენსაციას. "დასაწყისისთვის, ფეხბურთის თამაშს მასწავლიდა", - განაცხადა კრუზმა. მსახიობი დიდი ხანია ბექჰემების ოჯახთან მეგობრობს და მოუცლელობის გამო ხშირად ვერ ახერხებს მის ნახვას, ამიტომ სურს, დევიდი გადაღებებზეც გვერდით ჰყავდეს. ცნობილი სპორტსმენის სახელმა ერთხელ უკვე გაიჟღერა 2002 წელს გადაღებულ ფილმში "ითამაშე, როგორც ბექჰემმა". თუმცა, თავად ფეხბურთელს გადაღებებეში მონაწილეობა არ მიუღია.
|