მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 16 » სწორი კვება
3:15 PM
სწორი კვება
სწორი კვება – ადამიანის ჯანმრთელობის საფუძველია. საკვები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, ხელს უწყობს ორგანიზმის ქსოვილებისა და უჯრედების როგორც განვითარებას, ასევე მათ სისტემატურ განახლებას. საკვები წარმოადგენს ენერგიის წყაროს, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი ხარჯავს არა მარტო ფიზიკური დატვირთვისას, არამედ დასვენების დროსაც.

კვების პროდუქტები – ეს არის იმ ნივთიერებათა წყარო, რომლიდანაც სინთეზირდება ფერმენტები, ჰორმონები და მიმოცვლითი პროცესების რეგულატორები. ნივთიერებათა ცვლა, რომელიც ადამიანის ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობის საფუძველია, პირდაპირ არის დამოკიდებული კვების ხასიათზე.

კვება უზრუნველყოფს ორგანიზმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციის განხორციელებას. საკვების შემადგენლობა, მისი თვისებები და რაოდენობა განსაზღვრავს ფიზიკურ ზრდა-განვითარებას, შრომისუნარიანობას, დაავადებათა სიხშირეს, ნერვულ-ფსიქიკურ მდგომარეობას, სიცოცხლის ხანგრძლივობას.

საკვებიდან საკმაო რაოდენობით უნდა მივიღოთ ისეთი აუცილებელი ნივთიერებები, როგორებიცაა: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მიკროელემენტები, მინერალური ნივთიერებები… ოღონდ, საკმარისად და არა – გადაჭარბებულად, ასევე – სწორი პროპორციით.

ისიც უნდა ითქვას, რომ არსებობს რაციონალური კვების არაერთი თეორია. მათი რაოდენობა ბოლო დროს ისე გაიზარდა, როგორც ნაწვიმარზე ამოსული სოკოები. მათ აუცილებლად განვიხილავთ და გავაანალიზებთ საიტის სხვა განყოფილებებში. ძირითად მიზნად სწორი კვების პრობლემის გადაჭრას ვისახავთ. საიტის ამ განყოფილებაში დეტალურად აღვწერთ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ტრადიციულ, კლასიკურ ხედვას სწორი და ჯანსაღი კვების შესახებ.
მაშ ასე, გთავაზობთ კვების ძირითად წესებს:

1. კვების სწორი რეჟიმის დაცვა: ოპტიმალურად ითვლება საკვების ოთხჯერადი მიღება, 4-5 საათიანი ინტერვალით, ერთსა და იმავე დროს. ამასთან, საუზმე უნდა შეადგენდეს სადღეღამისო რაციონის 25%-ს, სადილი – 35%-ს, სამხარი – 15%-ს, ხოლო ვახშამი – 25%-ს. ვახშამი რეკომენდებულია დაძინებამდე დაახლოებით 3 საათით ადრე.

2. რაციონის საკმარისი, მაგრამ არა გადაჭარბებული კალორიულობა: მიღებული კალორიების რაოდენობა უნდა ანაზღაურებდეს ადამიანის ენერგოდანახარჯებს (რაც, გარკვეულწილად, დამოკიდებულია ადამიანის სქესზე, ასაკსა და ცხოვრების სტილზე, ასევე – შრომის თავისებურებაზე). ჯანმრთელობისთვის მავნებელია როგორც დაბალი, ისე რაციონის გადაჭარბებული კალორიულობა.

3. კვების ძირითადი კომპონენტების (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები) სწორი ურთიერთშეფარდება: ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შეფარდება, საშუალო დატვირთვისას, შეადგენს: 1:1:4, დიდი ფიზიკური დატვირთვისას – 1:1:5, ხოლო გონებრივი შრომის დროს – 1:0,8:3.

4. უნდა დაკმაყოფილდეს ორგანიზმის მოთხოვნილება ძირითად საკვებ ნივთიერებებზე (პირველ რიგში – შეუცვლელ ამინომჟავებზე, ცხიმოვან მჟავებზე, ვიტამინებზე, მიკროელემენტებზე, მინერალურ ნივთიერებებზე, წყალზე); საჭიროა მათი სწორი შეფარდების უზრუნველყოფა.
კატეგორია: ვურჩიოთ ერთმანეთს ! <3 | ნანახია: 823 | დაამატა: FanTwilight | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 3
2012-03-14 Spam
კარგიაა