მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » მაისი » 27 » statusebi
9:41 PM
statusebi


ვხატავ დილის მზეს

და მოგონილი ზაფხულით ვთბები♥

იმდენად ეგოისტი ვარ რომ იმასაც განვიცდი ჰაერი რომ გეხება. ..!

თუ შენი სიყვარული შეცდომაა, მე არ მინდა მართალი ვიყო... ♥

მიაწექი შენსას ნუ უყურებ სხვას! ! სულ ფეხებზე დაიკიდე მან თუ რამე თქვა ! ! ნუ აქცევ მას ყურედღებას, ის იმცირებს თავს, და თუ რამე სათქმელი აქვს დაე პირში გითხრას . . ასე ვცხოვრობ მე ! ! ამ ცხოვრებით დგეს ! ! და მე მგონია ამ ცხოვრებით მოვიგებ ბევრს ! ! .. )

მე ჩავიბოლთები მე ჩავიფერფლები , მე შენ არ გჭირდები არ გეკადრები

დარჩა ქუჩა გიჟი მარტის ამარა,
დარჩნენ ქარში გაცვეთილი წიგნები,
ზამთრის კვნესა მიწას სხივმა ახარა,
შენ ამ ღიდან გაზაფხული იქნები

არც კი ვიცი ამ ბილიკებს სად მივყავარ, ენძელებმა მტკვარზე გადეს კიბე... აღარ გეტყვი უსასრულოდ რომ მიყვარხარ, აპრილია თავად უნდა მიხვდე

მე ვარ პეპელა... მე ვარ ია, მე ვარ ღრუბელი, ხან სულ არ ვიცი, რატომ ვარ და მართლა როგორ ვარ... შენი ცხოვრების ის ფერმკრთალი მანათობელი, ხშირად რომ მალავს უხმო ცრემლებს მე ის გოგო ვარ.

ნუ ეძებ სევდას საკმარისია, შენი სიმშვიდე განა სხვისია? ამ სამყაროში ბევრს ვერ გაუგებ განა ყველანი დარდის ღირსია?

ზოგჯერ პატარა წყენა გაგათევინებს ღამეს, ერთი უგულო სიტყვა სიცოცხლეს გაგიმწარებს. ერთი უთქმელი სევდა შუბლზე დაგამჩნევს ღარებს, ის, რაც არ ძალუძს წლებსაც ხან შეუძლია წამებს

.სინანულს ორი სახე აქვს. . . წარსულშიც იყურება და მომავალშიც. . .წარსულში,რათა ჩადენილი ცოდვების გამო იგლოვოს... და მომავალსი რათა ჩადენილი ცოდვები არ გაიმეოროს ..

საფლავს დამიფარავს მე მწვანე ბალახი,ხან რომ გაწვიმდება მას შეცვლის ტალახი..ხან კი მზეც ამოვა მაგრამ რას გავიგებ, საფლავში დიდ დარდებს და სევდას წავიღებ,რამხელა დრო გადის ამხელა ლოდინში, ვისაც დავაკლდები სულ ყველას ბოდიში.

ადამიანთა ბედი ის არის, რომ მრავალს იწვევენ და ცოტას ირჩევენ, ხოლო წიგნების ბედი ის გახლავთ, რომ მრავალს ჰფურცლავენ და ნაკლებად კითხულობენ.

მე-არ ჩერდება მე-სულ ხმაურობს მე-გამუდმებით მე-სთან საუბრობს მე-ს ეჩვენება მე-ს ეშინია მე-არ არსებობს მე-აჩრდილია მე-საკუთრეა მე-ომარია მე-ეგოიზმის მე-გობარია მე-პრობლემაა მე-ვამპირია მე-უშენობით გარდაცვლილია ...

ნიავის შრიალში შენი ხმა მელანდება.. ეგ სახე მეხატება ღმერთად.. შენც მენატრები და წარსულიც მენატრება ორივე მენატრებით ერთად.. მე აქ ყველაფერი სულ შენს თავს მახსენებს.. გული რომელ ერთს გავუყო ნეტავ... წარსულის მონატრებას ავიტან როგორმე შენს მონატრებას კი რა ვუყო ნეტავ..

სიკვდილი ბევრად ჯობია ღალატს, ვინა თქვა ვითომ მისი ტოლია, სიკვდილის შემდეგ კაცი ისვენებს, ღალატის მერე? - არამგონია

მკაცრად ისჯებიან ავის მქმნელნი... ბოლოს მოითხოვენ შველას... სხვისი უსამართლოდ ატირების- ყველას ეშინოდეს, ყველას..

რამდენი რამე შეიძლება მოხდეს ამ ქვეყნად, ათასმა რამემ შეიძლება,გატკინოს გული, შედი ტაძარში ღმერთისათვის ლოცვის სათქმელად, მის სიძლიერეს ვერ ერევა ცხოვრება რთული

ამ ხანხმოკლე ცხოვრებაში რამდენ რამეს სწავლობს ადამიანი… მათ ისწავლეს რას ნიშნავს სიყვარული, მეგობრობა, განცდა, დანაკარგი, მონატრება და უამრავი რამ, რასაც ვერაფერი შეუცვლის… ვიცი ბანალურად ჟღერს ეს ყოველივე, მაგრამ ეს მართლაც ასეა…

და იცოდე ილოცო ვისთვის ან და სიცოცხლე გაწირო ვისთვის ვისთვის შეთხოვო ღმერთს პატიება და ვისთვის შეძლო შენ ატირება უნდა იცოდე ვინ არის ღირსი რომ სიყვარული ატარო მისი.

ხომ შეიძლება ვისაც ტანჯავდე
მერე ინატრო !!

ბედნიერია, რადგან ის უყვარს, და ყოველღამე, მის სახლს დარაჯობს, მერე რა იყო რომ ბებერია, მას სიყვარული ახლად სწვევია, ხან ღამეს ათევს, ხან წაუძინებს, როცა ადგება მას დაინახავს ! სწორედ ამიტომ , იგი იცოცხლებს, რადგან ის უყვარს, და ის იბრძოლებს .. ♥

პესიმისტი ყოველ შესაძლებლობაში სიძნელეს ხედავს და ოპტიმისტი – შესაძლებლობას ყოველ სიძნელეში!

ახლა ქუჩაში სულ სხვა ფერია .. ყველგან ღიმილით აღარ მელიან .. ჩემს ოცნებებში მუქი ფერია, დღეს სიყვარულით სუნთქვაც ძნელია

შენ რა გაქვს ჩემს ცხოვრებაზე სალაპარაკო , ან ჭკუის დასარიგებელი ?! მე რომ ფინიშთან მაჯილდოვებენ , შენ სტარტზე ხურდები

- შენი ხმა მესმის,ფიქრი მათბობს,ისე შორსა ხარ და ისე ახლოს,გაშლილ ყვავილებს სევდა ათოვს ეს სურნელებაც ისევ მათრობს. მიყვარხარ ცამდე,მთვარემდე, მზემდე ყველაფერს დავთმობ შენ ოღონდ მენდე,არ გეყოლება ერთგული ჩემზე,მე სულ მიყვარხარ ვგიჟდები შენზე,არც მე არ ვიცი რისთვის ან რატომ,ისევ დაგეძებ და ისევ გნატრობ,მე დავბრუნდები მზესთან ერთად და მეყვარები უფრო მეტად... ♥

მიყურებ,! )) მიყურებ დაღლილი თვალებით, და მკითხავ წარსულში თუ ვინმე გიყვარდა? არ მიყვარს ეს კითხვა, ო, როგორ არ მიყვარს, ისე კი ძალიან, ძალიან მიყვარდა. : | ♥

გავიდა დრო..და მოგონებაც წავიდა შოოოორს....

"რადგან ძე ღვთისა სიყვარულისთვის მოვიდა ამქვეყნად და სიყვარულით გაგვიღო სამოთხე, სიყვარულის გამო გვიჩვენა ზეცად აღმავალი გზა, რამეთუ განდგომილნი და ღვთის მტრები ვიყავით და სიყვარულით შეგვარიგა მამას, ამის გამო გვმართებს თქმად, რომ ღმერთი სიყვარულია და ვინც სიყვარულით იარსებებს, იგი სამარადისოდ ღმერთთან იქნება..."

ბედნიერება პროცესია და არა მიმართულება. ისე იმუშავე, თითქოს ფული სულ არ გჭირდება, ისე შეიყვარე თითქოს გული არასოდეს უტკენიათ, ისე იცეკვე, თითქოს ვერავინ გხედავს.

თქვენ ჩემზე მეტად გიქრით...!! მე საყვარლად მაკლია...!!

წლებმა გაიარა ბევრჯერ ამატირა,ბევრჯერ ჩამაფიქრა დიდხანს,თუმცა ეხლა ვხვდები თუ რა გრძნობა არის,როცა სიგიჯემდე გიყვარს,ბევჯერ გავებუტე მთვარეს სევდიანი,ბევრჯერ ავიტანე ტანჯვა,ჩემი დრო მოვიდა ვიყო ბედნიერი,ყველა მოგონება დავწვა

ცისარტყელის ქვეშ გაძრომა
გინდათ? მე ვეცადე ვერ
შევძელი მარტომ. მოგწონთ
ფიფქი ლამპიონის წინ და....
მე?არ ვიცი ჩემს ქუჩაზე არ
თოვს. ..

ყველაფერი მშვენიერი იშვიათია))

ჯობია ადამიანი ფულის გარეშე ვიდრე ფული ადამიანის გარეშე

სისულელეა გეშინოდეს იმის რაც გარდაუვალია!

ყველა ადამიანი იხედება სხვა ადამიანის თვალებში, შეყვარებულები კი იხედებიან ერთმანეთის სულში თვალებით♥

ადამიანი მაშინ კვდება, როცა ატყუებს თან სხვას კი არა, თვით საკუთარ გულს და გონებას

თქვენ მიგაჩნიათ, რომ განათლება სახელმწიფოს ძვირი უჯდება, გაითვალისწინეთ რა დაუჯდება სახელმწიფოს ხალხის გაუნათლებლობა!

იოცნებე ,იოცნებე პატარა ქალო ,სანამ ამის ნიჭი კიდევ შეგრჩენია .

ნუ ტირი! იმიტომ რომ ეს დამთავრდა, გაიღიმე, იმიტომ რომ ეს იყო

ვიდრე წახვიდოდე,ერთი ამოსუნთქვაც უნდა მოვიპარო შენი ტუჩებიდან....

ეჰ,რა ძნელია როცა იქ გიწევს ცხოვრება,სადაც სულელსაც და ჭკვიანსაც ერთი ფასი აქვს

გაცოცხლება თქვი თორემ, სიკვდილს წამები უნდა..

მიყვარს როცა საკუთარ თავს ვაკრიტიკებ,ეს მამშვიდებს და ენერგიას მმატებს.

ნეტავ სხვა ვიყო… უცხო მგზავრი, უცხო ქვეყნიდან… ვიცი გიყვარვარ და ეს გრძნობა დღემდე გაწვალებს… მინდა შეგეძლოს, ამომშალო შენი გულიდან… მაგრამ, ვერასდროს გაამრთელებ გულის ნაპრალებს…

ღმერთისთვის ჩვენ ყველა ერთნაირად ბრძენი და ერთნაირად სულელნი ვართ

არასოდეს გამიკეთებია სხვისთვის ის, რაც ჩემი თავისთვის არ მენდომებოდა, სხვის უბედურებაზე ჩემი ბედნიერება არ ამიგია...სხვისი ტკივილი ჩემი სიხარული არ ყოფილა..სხვისი ცრემლი ჩემად მიმიღია..მაგრამ ამის დანახვა ბევრს არ სურს... და ვერც დაინახავს !

გაივლის დრო და სადგაც შემხვდები და ვეგარ მიცნობ დიდხანს უნახვს..გვერდზე ჩამივლი და ასე იტყვი :”მე ეს გოგონა სადგაც მინახავს”ვაღიარებ, რომ მზეს სითბო მოვპარე. საათები მოვპარე დროს.ცისარტყელას ფერები მოვპარე.ზღვას ნაპირი მოვპარე..ვიპარავ ყველაფერს და ნელ–ნელა ვაწყობ გულს.და ალბად არ გეწყინება თუ გეტყვი, რომ სანამ შენ ამას კითხულობდი, ცოტა სითბო და სიყვარული მოგპარე

მე შენთვის არაფერი მემეტება -
ყველაფრის გარდა.
მე ჩემთვის არაფერი მინდა -
შენს გარდა, ♥

ზოგჯერ არავინ არ მებრალება, ზოგჯერ კი ყველას მაგიერ ვტირი

ვისწავლი გპირდები უშენოდ ცხოვრებას , ჩემს სულში ღირსების დროშები ფრიალებს ...გგონია ცხოვრება რომ შენით იწყება?! არა! დედამიწა ჩემს ირგვლივტრიალებს!!

ახლაკი წადი! გინდ იცინე, თუ გინდ იტირე, თუ სხვასთან მნახავ-ნურასოდეს ნუგაიკვირვებ.. შენზე არასდროს-წამითაც კი აღარ ვიფიქრებ, ნუღა ეცდებიდაბრუნებას…აღარ მიგიღებ..!!!

სულ რომ გაგიჟდე შემოიხიო ტანზე სამოსი, შენი განვლილი ცხოვრებიდან მე ვერ ამომშლი!

გუშინ უშენობას ჩემში ვაგროვებდი,
დღეს კი შენს გარეშე სუნთქვაც გამიჭირდა.

არა, არაფერს აღარ გეტყვი, გული უტყვია... ნეტავი როდის შევრიგდებით ჩემო ბუტია? ნეტავი როდის შევრიგდებით, ნეკი-ნეკი და... წუხელის რომ არ დამესიზმრე გული მეტკინა

თუ არასოდეს გაგიჭირდება ვერასოდეს გაიგებ უზრუნველყოფილი ცხოვრების ფასს...

"სიყვარული უფრო ძლიერია ვიდრე სიკვდილის შიში" - შექსპირი


კატეგორია: ♥ სტატუსები | ნანახია: 749 | დაამატა: Ann)) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
ოთხშაბათი
2024-12-25
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz