მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 15 » სიკვდილის დედოფალი
1:30 PM
სიკვდილის დედოფალი
ესპანეთში დავიბადე. ხუთი წლის ვიყავი როცა მშობლები დამეხოცა. პატარა ვიყავი არ ვიცოდი რა მექნა ამიტომ ბრიუსმა თავისთან წამიყვანა გასაზრდელად. ისე გავიზარდე სითბო და სიყვარული არ მიგრძვნია. ვიცოდი ბრიუს ვუყვარდი მაგრამ ამას არასდროს გამოხატავდა. თოთხმეტი წლის ვიყავი როდესაც პირველად ადამიანი მოვკალი, ძალიან გამიჭირდა, მეშინოდა, მაგრამ შიში მალე დავძლიე და ხალხსაც უპრობლემოდ ვკლავდი. თხუთმეტი წლისას უკვე ნამდვილი პროპესიონალი მკვლელი ვიყავი. მე და ბრიუსი ერთად ვმოქმედებდით. ერთერთ კანტორაში ვმუშაობდით. ჩვიდმეტი წლის რომ გავხდი ამ საქმეს ჩემზე უკეთ ვერავინ ასრულებდა, თვით ბრიუსსაც კი ვჯობდი. ყველაზე მეტი ადამიანი მყავდა მოკლული ამიტომაც "სიკვდილის დედოფალი" შემარქვეს. ცხრამეტი წლის ვიყავი როცა ბრიუსი მოკლეს. მარტო დავრჩი ამ სამყაროში. ბრიუსის მკვლელებს პირადად გავუსწორდი და ამ დგის მერე მარტო ვმუშაობდი. კონკრეტული საცხოვრებელი ადგილი არ მქონია. არცერთ ქალაქში ან ქვეყანაში არ ვჩერდებოდი ერთ კვირაზე მეტს. ჩემი კანტორის მთავარი ოფისი პარიზშია. ჩემი ნამდვილი სახელია ლიზი.
ოცი წლის ვიყავი როდესაც ეს დავალება მივიღე. ლონდონში უნდა გავმგზავრებულიყავი. ერთი ოჯახი უნდა "გამენადგურებინა" რიკი(ოჯახის უფროსი) ადვოკატი იყო და ჩვენს კლიენტს დიდ საფრთხეს უქმნიდა. ამიტომ მისი და მისი ოჯახი ი ქვეყნად უნდა გამესტუმრებინა. მაშინ იტალიაში ვიყავი. ლონდონში გასამგზავრებლად მოვემზადე.
როგორც იქნა ჩავაღწიე ლონდონში. მგზავრობამ ძალიან დამღალა. ცოტა დასვენება მჭირდებოდა. სასტუმროში დავბინავდი, შხაპი მივიღე და სასეირნოდ გავედი. სეირნობის დროს პატარა გოგონა დავინახე. ოთხი_ხუთი წლის იქნებოდა. ულამაზესი იყო. ბედნიერიც. მისი შემშურდა კიდეც, რადგან მე არასდროს ვყოფილვარ მასავით ბედნიერი..
- ჰეი როგორ ხარ ლამაზო?
- კარგად თქვენ მემ? - წკრიალა ხმით მიპასუხა გოგონამ
- მშსვენივრად. იცი ძალიან საყვარელი ხარ.
გოგონამ გაიცინა. დედამიწის ზურგზე ყველაზე საყვარელი სიცილი ქონდა.
- ალისია, წავედით - დაუძახა ვიღაც ქალმა, ალბათ დედამისი იყო
- ნახვამდის ლამაზო, უცნობო ქალო - გამიღიმე მე გამეცინა
- ნახვამდის - შუბლზე ვაკოცე
მთელი ღამე ამ გოგონაზე ვფიქრობდი. მეორე დღეს დავალების შესასრულებლად წავედი. რიკის სახლში მივედი. რიკი და მისი ოჯახი წესით ნახევარ საათში უნდა დაბრუნებულიყვნენ. მანამდე საბუთების ძებნა დავიწყე. ამაში დიდი დრო არ დამჭირვებია კარგად ვიცოდი რიკი და მისნაირები სად მალავდნენ ასეთ საბუთებს. სულ რაღაც ათ წუთში საბუთები ჩემს ხელში იყო. ბუხარში ცეცხლი დავანთე და დავწვი. შემდეგ სახლის თვალიერება დავიწყე. ამასობში რიკიც მოვიდა. პირველ სართულზე ჩავედი და შემოსასვლელ კართან ჩავუსაფრდი. კარი გააღო და შემოვიდა თუ არა ყელში ვსტაცე ხელი და ყელი გამოვჭერი. მისმა ცოლმა შვილს ჩაჰკიდა ხელი და გაქცევა დააპირა, მაგრამ მე დანა ვესროლე, რომელიც ზუსტად კეფაში მოხვდა, თავისი შვილის წინ დაეცა. შემდეგ გოგონას მოკვლა დავაპირე, თუმცა როდესაც მისკენ შევტრიალდი გაოგნებული დავრჩი. იმ გოგონაში პატარა მხიარული ალისია ვიცანი, თუმცა ახლა სულაც არ იყო მხიარული, პირიქით. გაშტერებული ვუყურებდი, დანა ხელიდან გამივარდა. პირველად მძულდა საკუთარი თავი ასე ძალიან. შემდეგ ჩემი მშობლები გამახსენდა. მეც ხომ ხუთი წლის ვიყავი როდესაც ისინი დავკარგე. ამის გახსენებაზე, ალისიას და დედამისის სხელის დანახვაზე ცრემლები წამსკდა. ცხოვრებაში პირვ ელად ავტირდი. უცებ გონს მოვედი. ალისიას ხელი მოვკიდე სახლში შევიყვანე და ვუთარი რომ იკიდან ფეხი არ მოეცვალე. შემდეგ მისი მშობლების გვამი მოვიშორე და ალისიასთან დავბრუნდი. ალისიას ხელი ჩავკიდე და ჩემთაან სასტუმროში წავიყვანე.
ბეჭდვა
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 587 | დაამატა: -MaaR♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2012-01-15 Spam
magariaaa