მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 27 » შუაღამის მზე..
11:03 PM
შუაღამის მზე..
არ ვიცოდი, როგორ მეპასუხა მისთვის, ველაპარაკებოდი თუ არა მას იმ
გაგებით, რასაც ის გულისხმობდა?
არა. თუ რა თქმა უნდა გამომივიდოდა, მე კი შევეცდებოდი. 
– არა. ბოლომდე არა. – ვუპასუხე. 
თვალები დახუჭა, რამაც დამანაღვლიანა და ყველანაირი საშუალება მომისპო
მის გრძნობებში გარკვევის. ნელა და ღრმად ამოისუნთქა, ისე რომ თვალები არ
გაუხელია. კბილები გააღრჭიალა. 
როცა დაილაპარაკა, თვალები ჯერ ისევ დახუჭული ქონდა, რაც სულაც არ იყო
ადამიანებისთვის დამახასიათებელი ლაპარაკისას. რატომ აკეთებდა ამას? – მაშინ რა გინდა ედვარდ? 
მისი ტუჩებიდან წარმოთქმულმა ჩემმა სახელმა, ჩემში უამრავი სხვადასხვა
გრძნობა გამოიწვია. ჩემს გულს რომ ფეთქვა შეძლებოდა, მისი რითმი ამ წუთას
საშინლად მოიმატებდა. 
რა უნდა მეპასუხა? 
სიმართლე. გადავწყვიტე. იმდენად გულახდილი ვიქნები, რამდენადაც
შევძლებ. არ მინდოდა მისი უნდობლობის დამსახურება, მაშინაც კი, თუ ვერ
მოვახერხებდი მის კეთილგანწყობის მოპოვებას.  
– ვწუხვარ. – ვუთხარი. 
ეს სიმართლე იყო. თუმცა თუ საზღვარს არ გადავიდოდი, მხოლოდ
მობოდიშება შემეძლო. 
– ვიცი რომ ძალიან უხეში ვიყავი, მაგრამ ასე ჯობდა. 
მისთვის უკეთესი იქნებოდა თუ შევძლებდი ასეთივე სულისკვეთებით
გაგრძელებას. მაგრამ შევძლებდი? 
თვალები გაახილა, სახეზე ისევ სიფრთხილე აღბეჭდვოდა. 
– არ ვიცი, რაზე... 
შევეცადე იმდენად დამეცვა სიფრთხილე, რამდენადაც ეს შესაძლებელი
იქნებოდა. 
– უკეთესი იქნება, თუ ჩვენ მეგობრები არ ვიქნებით. – რა თქმა უნდა მას შეეძლო
ყველაფერს მიმხვდარიყო, ჭკვიანი გოგო იყო. – დამიჯერე. 
თვალები დაუწვრილდა და გამახსენდა, რომ ეს სიტყვები მისთვის უკვე
ნათქვამი მქონდა. ზუსტად მაშინ, სანამ ჩემს დაპირებას დავარღვევდი. შევცბი, როცა
პირი მაგრად მოკუმა. როგორც ჩანს, მასაც ახსოვდა ეს ყველაფერი. 
– ცუდია, რომ ადრე არ იფიქრე ამაზე. – მიპასუხა გაღიზიანებულმა. – მაშინ არ
მოგიწევდა ამდენი სინანული. 
გაოცებული ვუყურებდი, რა იცოდა ჩემი დარდის შესახებ? 
– სინანული? რაზე? – მოვითხოვე პასუხი. – იმაზე, რომ იმ სულელურმა ფურგონმა არ მომკლა. – გაბრაზდა. 
გაოცებული გავშეშდი. 
როგორ შეეძლო ეს ეფიქრა? მისი სიცოცხლის გადარჩენა ერთადერთი იყო ჩვენი
შეხვედრის დღიდან, რისიც არ მრცხვენოდა. ერთადერთი იყო ჩემს არსებობაში, რაც
სიხარულის მიზეზს მაძლევდა. მისი სიცოხლის შენარჩუნებისათვის ვიბრძოდი იმ
მომენტიდან, როცა პირველად ვიგრძენი მისი სურნელი. როგორ შეეძლო ჩემზე ასე
ეფიქრა? როგორ შეუძლია ასე იფიქროს იმ ერთადერთ კარგ საქციელზე, მთელ ამ
ქაოსში? 
– გგონია ვნანობ, რომ სიკვდილს გადაგარჩინე? 
– ვიცი, რომ ნანობ. – სწრაფად მიპასუხა. 
მისმა მოსაზრებამ ჩემს საქციელზე, გამაბრაზა. 
– შენ არაფერი არ იცი. 
როგორი არაჩვეულებრივი იყო მისი ფიქრები. ის სულაც არ ფიქრობდა ისე, 
როგორც დანარჩენი ადამიანები. ალბათ ეს იყო ახსნა მისი ჩუმი ფიქრებისა. ის
სრულიად განსხვავებული იყო. 
შებრუნდა, ლოყები გაუწითლდა, ამჯერად სიბრაზისგან. სწრაფად შეაგროვა
წიგნები და კარისკენ გაემართა. ყურადღება არ მიუქცევია, რა მდგომარეობაში
დამტოვა. 
ჩემი გაბრაზების მიუხედავად, შეუძლებელი იყო არ შემემჩნია, რომ მის წყენას
მიზეზი ქონდა. 
წინ ვერაფერს ხედავდა ისე მიიწევდა კარისკენ, ამიტომ კარის ჩარჩოს წამოედო,
წაიბორძიკა და მისი ნივთები ხმაურით დაცვივდნენ იატაკზე. იმის ნაცვლად, რომ
დახრილიყო და აეკრიფა, გაუნძრევლად იდგა და ძირს არც კი იყურებოდა, თითქოს
არ იყო დარწმუნებული აეკრიფა თუ არა ნივთები. 
შევეცადე არ გამეცინა. 
ჩემს ირგვლივ არავინ იყო, მისკენ გავფრინდი და მანამდე ავკრიფე წიგნები, 
სანამ ძირს დახედვას მოიფიქრებდა. ის უკევ სანახევროდ დახრილიყო, მაგრამ როცა დამინახა გაშეშდა. ისე
გავუწოდე წიგნები, რომ მის კანს არ შევხებოდი, ჩემი გაყინული ხელებით.
– მადლობთ. – მითხრა ცივი და მკაცრი ტონით. 
მისმა ტონმა აწმყოში დამაბრუნა. 
– არაფრის. – ისევე ცივად შევეპასუხე. 
სწრაფად გაემართა მომდევნო გაკვეთილზე. 
გაუნძრევლად ვიდექი და მანამდე ვუყურებდი მის ნაწყენ ფიგურას, სანამ 
თვალს არ მიეფარა. 
ესპანურმა თითქოს ნისლში ჩაიარა. მისის გოფი არ აქცევდა ყურადღებას ჩემს 
საქციელს, იცოდა, რომ ჩემი ესპანურის ცოდნით ვჯობდი, ამიტომ თავისუფლებას 
მაძლევდა საფიქრალად. 
მოკლედ, მე არ შემეძლო გოგონასგან გაქცევა. ეს ცხადი იყო. მაგრამ ნუთუ ეს არ 
ნიშნავდა იმას, რომ მე უამრავი სხვა გზა მქონდა, მისი მოკვლის გარდა? შეუძლებელი 
იყო მხოლოდ ეს ერთადერთი შესაძლებელი მომავალი ყოფილიყო. იარსებებდა, 
რაიმე სხვა ვარიანტიც, მსხვრევად შესაძლებლობაზე დაფუძნებული. ვეცადე ამაზე 
მეფიქრა. 
გაკვეთილის დასრულებამდე, ემეტისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. 
ცნობისმოყვარებას შეეპყრო. მისთვის შეუძლებელი იყო კარგად გაეგო სხვისი 
ხასიათი, მაგრამ ახლა მას ჩემში მომხდარი ცვლილება აოცებდა. აინტერესებდა რამ 
შეცვალა ჩემს სახეზე არსებული წუხილი. ცდილობდა ცვლილების მიზეზები 
ამოეცნო, მაგრამ ბოლოს გადწყვიტა, რომ ეს ყველაფერი იმის გამო ხდებოდა, რომ 
იმედი გამიჩნდა. 
იმედი? ნუთუ გვერდიდან ასე გამოვიყურებოდა? 
ამაზე ვფიქრობდი, როცა ვოლვოსკენ მივდიოდით, ვცდილობდი გამომეცნო ის, 
რისი იმედიც უნდა მქონოდა. 
მაგრამ დიდ ხანს ფიქრი არ გამომივიდა. იმდენად რამდენადაც ძალიან 
მგრძნობიარე ვიყავი იმ ფიქრების მიმართ, რომელიც გოგონას ეხებოდა. ბელას 
სახელი – ჩემი მოწინააღმდეგეების თავში... – მივხვდი, რომ მათთვის უნდა მესმინა. ერიკი და ტაილერი, სიხარულით შეხვდნენ მაიკის უარყოფას ბელას მხრიდან, ახლა 
კი საკუთარი მოქმედებისთვის ემზადებოდნენ. 
ერიკი უკვე ადგილზე იყო. მისი მანქანის პირდაპირ, იქ სადაც ბელა ვერ 
შეძლებდა მისგან გაქცევას. ტაილერი კლასში შეყოვნებულიყო, რადგან დავალებას 
აძლევდნენ, ჩქარობდა, როგორმე მოესწრო გოგონასთან დალაპარაკება სანამ 
გაასწრებდა. 
მომიწევდა დავლოდებოდი. 
– აქ დაელოდე დანარჩენებს. – გადავულაპარაკე ემეტს. 
გაოცებულმა შემომხედა, შემდეგ მხრები აიჩეჩა და დამეთანხმა. 
– სულ დაკარგა განსჯის უნარი. – გაიფიქრა, ჩემი უცნაური თხოვნა ართობდა. 
ვხედავდი როგორ გამოდიოდა ბელა სპორტ დარბაზიდან, ისეთ ადგილზე 
ველოდებოდი, სადაც ვერ შეძლებდა ჩემს დანახვას. 
როცა ის ჩასაფრებულ ერიკს მიუახლოვდა, მდგომარეობა შევიცვალე და ისე 
დავდექი, რომ ნებისმიერ დროს შევძლებდი დამალვას. 
დავინახე, როგორ შეკრთა, როცა მისი მომლოდინე ბიჭი შენიშნა. რაღაც 
მომენტში გაქვავდა, შემდეგ მოეშვა და სვლა განაგრძო. 
– გამარჯობა, ერიკ. – გავიგონე მისი მეგობრული ხმა. 
მოულოდნელად საფრთხე შევიგრძენი. იქნება და სწორედ ეს ბიჭი, დამნაშავის 
სახით და არაჯანსაღი კანით იყო ის, ვინც მას მოსწონდა? 
ერიკმა ხმაურით გადაყლაპა ნერწყვი. 
– გამარჯობა, ბელა. 
როგორც ჩანს, გოგონა ვერ ხვდებოდა მის ნერვიულობას. 
– რა მოხდა? – ჰკითხა და ისე გამოაღო მანქანის კარები, მისი სახის შეშინებული 
გამომეტყველება ვერ შენიშნა. 
– ემმ... უბრალოდ მინდოდა მეკითხა... ჩემთან ერთად ხომ არ წამოხვიდოდი 
ცეკვებზე? – ხმა გაუწყდა. ბოლოს და ბოლოს ბელამ თავი აწია. კმაყოფილი იყო თუ დაბნეული? არ 
შემეძლო ერიკის აზრებში მისი სახის დანახვა, რადგან ვერ შეძლო მისთვის შეხედვა. 
– ვფიქრობდი, რომ გოგოებს უნდა დაეპატიჟებინათ ბიჭები. – წარმოთქვა 
ცოტათი შეშფოთებულმა. 
– რა თქმა უნდა. – ნაწყენი სახით დაეთანხმა ბიჭი. 
ეს საცოდავი ბიჭი იმდენად არ მაღიზიანებდა რამდენადაც მაიკი. ამის 
მიუხედავად, მის მიმართ ოდნავ სიმპატიაც ვერ ვიგრძენი მისი ნერვიულობის გამო, 
სანამ გოგონას ზრდილობიანმა ხმამ არ უპასუხა. 
–  მადლობა დაპატიჟებისათვის, მაგრამ მაგ დღეს სიეტლში ვაპირებ წასვლას. 
მიუხედავად იმისა, რომ მაიკმა ამის შესახებ უკვე იცოდა, მაინც გაოცებული 
დარჩა. 
– ოჰ, – ჩაილაპარაკა სასოწარკვეთილმა ერიკმა – იქნებ სხვა დროს. 
– რა თქმა უნდა. – უპასუხა გოგონამ. შემდეგ კი ტუჩი მოიკვნიტა, თითქოს ინანა, 
რომ იმედი დაუტოვა. მე ეს მომეწონა. 
ერიკი სწრაფად შებრუნდა და მანქანის საპირისპირო მხარეს წავიდა. მისი 
თავიდან ყველა მნიშვნელოვანი აზრი გამქრალიყო. 
გოგონას მაშინ გავუარე გვერდით, როცა შვებით ამოისუნთქა. გამეცინა. 
ჩემსკენ შემოტრიალდა, მაგრამ წინ ვიყურებოდი და სიცილის ხველაში 
გადაზრდა ვცადე. 
ტაილერი ჩემს უკან იყო და თითქმის სირბილით მიემართებოდა ბელასკენ, 
უნდოდა მიესწრო, სანამ წავიდოდა. მასში თავხედობა იგრძნობოდა, მის 
წინამორბედებზე მეტად იყო დარწმუნებული საკუთარ წარმატებაში. მხოლოდ 
მაიკის პატივისცემის გამო არ ცდილობდა ამდენი ხანი ბელასთან მიახლოებას. 
ორი მიზეზის გამო მსურდა მიესწრო. თუ, და ვფიქრობდი რომ არ ვცდებოდი, ეს 
ყურადღება ბელას აღიზიანებდა, მინდოდა მისი გამომეტყველებით დავმტკბარიყავი. 
მაგრამ თუ ასე არ იყო და ერიკის მიპატიჟება სწორედ ის იყო, რასაც ელოდა, მსურდა 
საქმის კურსში მეც ვყოფილიყავი.  ტაილერს, როგორც ღირსეულ მოწინააღმდეგეს ისე ვაფასებდი. ჩემთან 
შედარებით საკმაოდ არაფრით გამორჩეული იყო, მაგრამ არ ვიცოდი ბელას 
გემოვნება, იქნებ მას ჩვეულებრივი ბიჭები მოსწონდა? 
ამ აზრმა შემაკრთო. არასოდეს ვთვლიდი თავს ჩვეულებრივ ბიჭად. როგორი 
სისულელე იყო, თავი მისი გრძნობის მოპოვების ერთერთ პრეტენდენტად 
ჩამეთვალა. ნუთუ შეიძლებოდა მოწონდებოდა ის, ვინც ურჩხული იყო მთელი 
თავისი არსებით. 
ის ზედმეტად კარგი იყო მონსტრისთვის. 
უნდა გამეშვა, მაგრამ ჩემი უპატიებელი ცნობისმოყვარეობა ამ 
გადაწყვეტილების მიღებისგან მაკავებდა. ისევ. რა მოხდებოდა თუ კი ტაილერი 
თავის შანსს ვერ გამოიყენებდა. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემეძლო, მასთან 
დალაპარაკების საშუალება მიმიეცა – უკვე ვიცოდი თემის შინაარსი. ვოლვოში 
ჩავჯექი და მანქანით ბელას გასასვლელი გზა ჩავუკეტე.  
ემეტი და დანარჩენები უკვე მანქანისკენ მოდიოდნენ, მას უკვე მოესწრო 
მათთვის ჩემი უცნაური ქცევის მოყოლა, ამიტომ ჩვეულებრივზე ნელა 
მოაბიჯებდნენ, მაკვირდებოდნენ და ცდილობდნენ გაეგოთ ჩემი ქცევის მიზეზი. 
უკანა ხედვის სარკეში ვაკვირდებოდი გოგონას, რომელიც თავისი მანქანით ჩემი 
მანქანის უკან შეჩერებულიყო. ჩემთვის არ შემოუხედავს, მისი სახის 
გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებდით, სურდა ტანკში მჯდარიყო და არა თავის 
პიკაპში. 
ჩემი მოულოდნელი აუხსნელი მოქმედების შედეგად, ტაილერმა სწრაფად 
დაძრა მანქანა და მიუახლოვდა, უსიგნალებდა და ცდილობდა როგორმე მისი 
ყურადღება მიექცია, მაგრამ გოგონა ვერც კი ამჩნევდა. ტაილერმა ცოტა ხნით 
შეიცადა, შემდეგ კი მანქანიდან გადმოვიდა, მგზავრის მხრიდან მივიდა და მინაზე 
დააკაკუნა. 
გოგონა შეხტა. შემდეგ კი დაბნეული მიაჩერდა ბიჭს და გაჭირვებით ჩამოსწია 
მინა. 
– მაპატიე ტაილერ. – მის ხმაში გაღიზიანება იგრძნობოდა. – ვერ შევძელი 
ქალენისთვის გვერდი ამევლო. ჩემი გვარის წარმოთქმისას, მისი ხმის ინტონაციით მივხვდი, რომ ჯერ კიდევ 
ბრაზობდა. 
– ოჰ, ვიცი. – ტაილერი მის ხმის ტონს არ შეუშინებია. – უბრალოდ მინდოდა 
რაღაცა მეკითხა, ვიდრე აქ ვდგავართ. 
ბიჭის ღიმილი თავხედური იყო. 
მომეწონა, როცა დავინახე როგორ გაფითრდა ბელა, როცა მიხვდა საითაც 
უმიზნებდა ტაილერი. 
– იქნებ გაზაფხულის ცეკვებზე დამპატიჟო? – შეეკითხა და მის აზრებში ჩანდა, 
რომ საკუთარ გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარებოდა. 
– მაპატიე ტაილერ, მაგრამ ქალაქში არ ვიქნები. – უპასუხა ბელამ გაბრაზებული 
ხმით. 
– ჰო, მაიკმა ახსენა ეს. 
– მაშინ რატომ... – შეეცადა ეკითხა. 
ტაილერმა მხრები აიჩეჩა. 
– ვიფიქრე მაიკი მოატყუე. 
ბელას თვალები აენთო, მაგრამ მაშინვე დამშვიდდა. 
– მაპატიე, ტაილერ. – უთხრა და მის ხმაში ოდნავი წუხილიც არ იგრძნობოდა. –
ნამდვილად არ ვიქნები ქალაქში. 
ბიჭმა მისი მობოდიშება მიიღო, პასუხმა მისი თვითრწმენა ვერ შეარყია. 
– არა უშავს, გამოსაშვები საღამო წინ გვაქვს. – საკუთარი მანქანისკენ წავიდა. 
მართალი აღმოვჩნდი, რომ დაველოდე ამ მომენტს. 
შეშინებული სახის გამომეტყველება, რომელიც ბელას სახეზე აღბეჭდილიყო, 
ჩემთვის ფასდაუდებელი იყო. ეს იმას ნიშნავდა, რისი გაგების სურვილიც მწვავდა –
მათ შორის ვინც დაპატიჟა, არცერთი მამრობითი სქესის წარმომადგენელის მიმართ 
არ ქონდა გრძნობა. ამასთანავე მისი სახის გამომეტყველება ყველაზე მეტად მართობდა, რაც კი 
აქამდე მინახავს. 
ამ დროისთვის ჩემი ოჯახის წევრებს მანქანასთან მოახლოება მოესწროთ და 
გაოცებულები უყურებდნენ ჩემს გარდასახვას – იმის ნაცვლად, რომ 
მომაკვდინებელი მოღუშული გამომეტყველებით ვმჯდარიყავი, სიცილიგან 
ვცახცახებდი. 
– რა არის სასაცილო? – დაინტერესდა ემეტი. 
უბრალოდ თავი გადავაქნიე და სიცილის ახალმა ტალღამ დამარტყა, როცა 
ბელამ მთელი ძალით დააჭირა სიჩქარის სატერფულს ფეხი, ისევ ტანკში ჯდომას 
ნატრობდა. 
– წავიდეთ. – მოუთმენლად ჩაილაპარაკა როზალიმ. – შეწყვიტე იდიოტური 
ქცევა, თუ ეს ძალიან რთული არ იქნება შენთვის. 
მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, საკმაოდ დაკავებული ვიყავი. 
მაგრამ ისე მოვიქეცი როგორც მთხოვა. 
სახლისკენ მიმავალ გზაზე, სიტყვა არავის უთქვამს. დროდადრო ბელას სახის 
გახსენებაზე, სიცილს ვაგრძელებდი. 
როგორც კი სიჩქარეს მოვუმატე და როცა მოწმეებიც გაქრნენ, ელისმა ფიქრი 
შემაწყვეტინა. 
– ახლა შემიძლია ბელას დაველაპარაკო? – მკითხა მოულოდნელად. მანამდე არ 
უფიქრი ამაზე, რათა შეკითხვის პასუხზე არ დავფიქრებულიყავი. 
– არა. – მოვუჭერი. 
– არა სამართლიანია. რაღას ველოდო? 
– ჯერ კიდევ არაფერი გადამიწყვეტია ელის. 
– არ აქვს მნიშვნელობა, ედვარდ. 
მის თავში, ისევ გამოჩნდა ბელას ცხოვრების ორი შესაძლო მომავალი. 
– რა აზრი აქვს მასთან დალაპარაკებას? – მოღუშულმა ვკითხე მოულოდნელად. 
– თუ კი მის მოკვლას ვაპირებ? ელისი წამით შეყოყმანდა. 
– ნუ, შენ მიზეზი გაქვს. – შენიშნა. 
საათში ოთხმოცდაათი მილის სისწრაფით მოვბრუნდი მოსახვევში და 
ავტოფარეხის შესასვლელთან ერთი დუიმის დაშორებით დავამუხრუჭე მანქანა. 
– ისიამოვნე გარბენით. – თვითკმაყოფილმა თქვა როზალიმ, როცა მანქანიდან 
გადმოვფრინდი. 
დღეს სირბილს არ ვაპირებდი, ამასთანავე ნადირობას ვგეგმავდი. 
დანარჩენები ნადირობას ხვალ აპირებდნენ, მაგრამ ჩემს თავს ვერ მივცემდი 
უფლებას, რომ დღეს წყურვილს შევეწუხებინე. გადავაჭარბე, იმაზე მეტი სისხლი 
დავლიე, ვიდრე აუცილებელი იყო – პატარა ირმების ჯოგი, ერთი დათვი –  
ნამდვილად გამართლება იყო, რომ წლის ამ დროს გადავაწყდი. სისხლის 
გადამეტებულმა რაოდენობამ, თავი არასასიამოვნოდ მაგრძნობინა. რატომ არ იყო ეს 
საკმარისი? რატომ იყო მისი სურნელი ყველაზე ძლიერი? 
ვნადირობდი, ხვალინდელი დღისთვის ვემზადებოდი. მაშინ როცა უკვე 
ნადირობის გაგრძელება აღარ შემეძლო, მაშინ როცა მზის ამოსვლამდე სულ 
რამდენიმე საათი დარჩენილიყო, გავაცნობიერე, რომ მომდევნო დღე არც თუ ისე 
მალე დადგებოდა. 
შიშმა შემიპყრო, როცა მივხვდი, რომ გოგონას მოძებნას ვაპირებდი. 
ფორკსისკენ მიმავალი, მთელი გზა საკუთარ თავს ვეკამათებოდი, მაგრამ
ჩემს შიგნით არსებულმა ნაკლებად კეთილშობილმა მეორე მემ გაიმარჯვა და
ჩემი სურვილის შესასრულებლად გავწიე. ჩემს შიგნით არსებულ ურჩხულს არ
ეძინა, მაგრამ მკაცრი კონტროლის ქვეშ იყო. ვიცოდი, რომ შემეძლო
გოგონასთვის უსაფრთხო მანძილზე შევჩერებულიყავი. უბრალოდ მინდოდა
გამეგო სად იყო. მხოლოდ მისი სახის დანახვა მსურდა. 
შუაღამე იყო, ბელას სახლი ჩუმი და ბნელი იყო. მისი მანქანა სადარბაზოს
შესასვლელ გზაზე გაჩერებულიყო, პოლიციის კრუიზერი კი – მთავარ გზაზე. 
მეზობლად მდგარი სახლიდან უშინაარსო აზრები ისმოდა... ცოტა ხანი ტყის
სიბნელიდან ვუთვალთვალებდი სახლს. მთავარი შესასვლელი კარი
აუცილებლად ჩაკეტილი იქნება. ეს რა თქმა უნდა ჩემთვის წინააღმდეგობა არ
იქნებოდა, მაგრამ არ მსურდა, გატეხილი კარის სახით, ჩემი იქ ყოფნისდამამტკიცებელი საბუთი დამეტოვებინა. დასაწყისისთვის გადავწყვიტე სახლის
მეორე სართულზე არსებული ფანჯრიდან დამეწყო. ხალხი არ ცდილობდა მის
ჩაკეტვას. 
ბაღი გადავჭერი და ნახევარ წამში სახლის ფასადზე ავცოცდი. ფანჯრის
კარნიზზე ცალი ხელით ჩამოკიდებულმა ფანჯარაში შევიხედე და სუნთქვა
გამიჩერდა. 
მისი ოთახი იყო. ვხედავდი პატარა საწოლში მწოლიარეს. გადასაფარებელი
იატაკზე დავარდნილიყო, ზეწარი კი ფეხებზე შემოხვეოდა. ვუყურებდი როგორ
ნერვიულად იცვალა ლოგინში გვერდი და ერთი ხელი თავქვეშ ამოიდო. ძილის
დროს ხმებს არ გამოსცემდა, ყოველშემთხვევაში ამ ღამით. გრძნობდა
მოახლოებულ  საფრთხეს?
გავშეშდი, როცა შვენიშნე, რომ მის მშფოთვარე მოძრაობებს ვუყურებდი. 
ნუთუ ნებისმიერ სულელ ჯაშუშს ვჯობდი? არა, პირიქით, ძალიან, ძალიან
ცუდი ვიყავი. 
თითები მოვადუნე, ძირს დაშვებას ვაპირებდი, მაგრამ გადავწყვიტე
ერთხელ კიდევ დამენახა მისი სახე. 
ის მშვიდი არ იყო, წარბებს შორის პატარა ნაოჭი გასჩენოდა, ტუჩის
კუთხეები დაშვებოდა და უცახცახებდა, შემდეგ კი პირი გაეხსნა. 
– კარგი დედა. – ჩაილაპარაკა.
ბელა სიზმარში ლაპარაკობდა. 
ცნობისმოყვარეობამ საკუთარი თავის მიმართ ზიზღს სძლია. ამ დაუცველი, 
გაუცნობიერებლად წარმოთქმული აზრების სიახლოვე საოცრად მიზიდავდა. 
ფანჯარა მოვსინჯე, რომელიც ღია აღმოჩნდა, მაგრამ როგორც ეტყობა დიდი
ხანი არ გამოეყენებინათ. ჩუმად ავწიე, მეტალის ჩარჩოს ყოველი გაჭრიალება
მაბრაზებდა. შემდეგისთვის ცოტაოდენი ზეთის წამოღება მომიწევს...  
შემდეგისთვის? თავი გავაქნიე და ისევ ვიგრძენი ზიზღი. 
სანახევროდ ღია ფანჯრიდან ადვილად შევძვერი ოთახში. 
ოთახი პატარა იყო, მოუწესრიგებელი, მაგრამ არა ჭუჭყიანი. საწოლის
ახლოს იატაკზე წიგნები ეყარა, მათ წინა ყდას ვერ ვხედავდი. დისკებიარაძვირადღირებულ პლეერთან ახლოს მიმობნეულიყო, ამ ყველაფრის ზემოდან
ზარდახშა იდო. ფურცლის ნაგლეჯებს მთლიანად დაეფარათ კომპიუტერი, 
რომელიც იმდენად ძველი იყო, რომ ძველი ტექნოლოგიების მუზეუმის
საკუთრება გეგონებოდა. 
ფეხსაცმელები ხის იატაკზე დაეყარა. 
ძალიან მინდოდა ახლოს მივსულიყავი და მისი წიგნების დასახელებები
წამეკითხა, მაგრამ საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ მისგან უსაფრთხო
მანძილზე ვიქნებოდი, ამასთანავე ოთახის შორეულ კუთხეში მდგარ, ძველ
სარწეველა სავარძელში ჩავჯექი. 
ვფიქრობდი როდესმე ამ გოგონას შესახებ, როგორც ჩვეულებრივ ადამიანზე? 
პირველივე დღეს ვფიქრობდი ამაზე, მაშინ როცა ყველა იმ ადამიანის მიმართ
ვგრძნობდი ზიზღს, ვინც მაშინვე მოინდომა მასთან გათამაშება. ახლა როცა
მათი ფიქრებიდან დანახულ გოგონას სახეს ვიხსენებდი, მიკვირდა, მაშინვე
როგორ ვერ შევნიშნე მისი მომხიბვლელობა, ეს ხომ ცხადი იყო. 
სწორედ ახლა, მისი მუქი, აბურდული თმები, თეთრი სახის კანი, ძველ
დახეულ პიჟამაში გამოწყობილი, გაუცნობიერებელი, მოდუნებული სახის
ნაკვთებით, მკაცრად მოკუმული ტუჩებით, ჭკუიდან მშლიდა. შეგშლიდა, 
გავიფიქრე მოღუშულმა, რა თქმა უნდა რომ შემძლებოდა ჭკუიდან შეშლა.
გოგონა არ ლაპარაკობდა. შესაძლოა მისი სიზმარი დამთავრდა. 
მის სახეს ვუყურებდი და ვცდილობდი მომეძებნა საშუალება, რათა
მომავალში უფრო მომთმენი ვყოფილიყავი. 
ტკვილი არ შეიძლებოდა ასატანი ყოფილიყო. ნიშნავდა ეს იმას, რომ
ერთადერთი სწორი ვარიანტი – მისგან შორს ყოფნის კიდევ ერთი მცდელობა
იყო? 
ოჯახის წევრებს არ შეეძლოთ ამ შემთხვევაში ჩემთან კამათი. ჩემი წასვლით
მათ საფრთხე არ შეექმნებოდათ. არ არსებობდა არავითარი ეჭვი, არავინ
გაიხსენებდა იმ ავარიას. 
ვყოყმანობდი. ისევე როგორც დღე, არაფერი ჩანდა შესაძლებელი. 
იმის მიუხედავად, როგორები იყვნენ ისინი და მოსწონდა თუ არა გოგონას, 
მე არ შემეძლო ადამიანებისათვის მეტოქეობის გაწევა, მე ურჩხული ვიყავი. როგორ შეეძლო მას ჩემი სხვაგვარად დანახვა? სიმართლე რომ ცოდნოდა, 
შეშინებული და დამფრთხალი, ჩემგან შორს გაიქცეოდა. 
გამახსენდა ბიოლოგიის პირველი ლექცია... საკუთარ თავს შევახსენე, რომ ეს
იყო ყველაზე სწორი რეაქცია მისგან. 
სულელური იყო იმაზე ფიქრი, რომ სწორედ მე ვიქნებოდი ის, ვინც მას
გაზაფხულის ცეკვებზე დაპატიჟებდა, რომ ის გადადებდა ყველა თავის გეგმას
და ჩემთან ერთად წამოსვლას დათანხმდებოდა. 
მე არ ვიყავი ის, ვინც მისგან თანხმობას მიიღებდა. ეს ვიღაც სხვა
იქნებოდა, ვიღაც სხვა უფრო ადამიანური და თბილი. მე კი იმასაც ვერ
დავუშვებდი, რომ როცა ის თანხმობას ეტყოდა ვიღაცას, მათზე ნადირობა
დამეწყო. იმის მიუხედავად ვინც არ უნდა ყოფილიყო ის სხვა, გოგონა მას
იმსახურებდა. ის სიყვარულს და ბედნიერებას იმსახურებდა მასთან, ვისაც
მომავალში აირჩევდა. 
მე ვალდებული ვიყავი სწორად მოვქცეულიყავი. მეტს ვეღარ
გარდავიქმნებოდი, მივხვდი, რომ გოგონას შეყვარების ზღვარზე ვიმყოფებოდი. 
თუ წავიდოდი, ამას არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნებოდა, 
რადგან ბელა ვერასოდეს შეძლებდა ჩემთვის ისე შემოხედვას, როგორც ეს მე
მინდოდა. ვერასოდეს შეძლებს დაინახოს ჩემში ის, ვინც მის სიყვარულს
იმსახურებს.
ვერასოდეს...
ნუთუ მკვდარ და გაყინულ გულს შეეძლო დამსხვრევა? როგორც ჩანს
ჩემსას შეეძლო.
– ედვარდ. – წარმოთქვა ბელამ. 
გავშეშდი, მის დახუჭულ თვალებს ვუყურებდი. 
ნუთუ გაეღვიძა და დამინახა? აშკარად ეძინა, მაგრამ მისი ხმა ისეთი
მკვეთრი იყო. გოგონამ ჩუმად ამოისუნთქა და ისევ ნერვიულად იცვალა გვერდი
ლოგინში.
მას ეძინა, სიზმარში კი მე მხედავდა. 
– ედვარდ. – ჩაილაპარაკა რბილად. მე ვესიზმრებოდი. 
შეეძლო მკვდარ და გაყინულ გულს ისევ ნამსხვრევებად ქცეულიყო? 
როგორც ჩანს ჩემსას უკვე ვეღარ შევაგროვებდი. 
– დარჩი, – ამოისუნთქა, – არ წახვიდე, გთხოვ... არ წახვიდე. 
მე ვესიზმრებოდი და ეს სიზმარი კოშმარი არ იყო. მას უნდოდა, რომ მის
გვერდით დავრჩენილიყავი იქ, მის სიზმარში. 
შევეცადე სახელი მომეძებნა იმ გრძნობისთვის, რომელმაც შემიპყრო, მაგრამ
ვერ შევძელი საკმარისად შესაფერისი სიტყვის პოვნა. საკმაოდ დიდ ხანს
ვფიქრობდი ამაზე. 
საბოლოოდ როცა ფიქრებიდან ამოვყვინთე, მე უკვე ის აღარ ვიყავი, ვინც
ადრე. 
   ჩემი უსასრულო ცხოვრება უცვლელი შუაღამე იყო. მუდმივად შუაღამე
იდგა. როგორ მოხდა, რომ ამ შუაღამეში მზემ იწყო ამოსვლა? 
მაშინ როცა ვამპირად გადავიქეცი, ჩემი სული და მოკვდავობა, უკვდავობასა
და მწველ ტკივილზე გავცვალე. გავქვავდი. ჩემი სხეული რაღაც კლდის ნატეხის
მსგავსი გამხდარიყო, უცვლელი და ძლიერი, მე თვითონვე შევუწყე ხელი ჩემი
საკუთარი „მე"–ს ჩახშობას. ჩემი უპირატესობა და ცუდი განწყობილება რაიმეს
მიმართ, ჩემი ხასიათი და გატაცება, ყველაფერი სამუდამოდ გავყინე. 
ეს ყველაფერი სხვებისთვისაც ასე იყო. ჩვენ ყველანი გაუხეშებულები
ვიყავით, ცოცხალი ქვები. 
როცა ცვლილება რომელიმე ჩვენთაგანს შეეხება, ეს მათთვის მუდმივი
რჩება. მე ვნახე როგორ მოხდა ეს კარლაილის შემთხვევაში, ათი წლის შემდეგ
როზალისთვის. სიყვარულმა ისინი სამუდამოდ შეცვალა. ამას ვერასოდეს
ამოშლიდი მათგან. ოთხმოც წელზე მეტი გავიდა მას მერე, რაც კარლაილმა ესმე
ნახა, ისინი კი ჯერ კიდევ პირველი სიყვარულით აღსავსე თვალებით უყურებენ
ერთმანეთს.  მათთვის სამუდამოდ ასე იქნება. 
ჩემთვისაც ასე იქნება. 
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 652 | დაამატა: mmaRi-JeLeNa | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
სამშაბათი
2024-12-24
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 74
სტუმარი: 74
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz