ჯასპერი არ ერეოდა.მიზეზი მივხვდი. ელისთან შეხვედრამდე, ის საბრძოლო მოქმედებების
არეალში ცხოვრობდა. იცოდა რა მოყვებოდა წესების შეუსრულებლობას. ის ხედავდა
ამ ყველაფერს საკუთარი თვალებით.
ეს ბევრს ნიშნავდა. ის არ აპირებდა თავის შესაძლებლობებით როზალის
დამშვიდებას, მაგრამ ასევე არ აღიზიანებდა. მიმდინარე საუბრისას თავი
განცალკევებით ეჭირა – ამ ყველაფერზე მაღლა იდგა.
– ჯასპერ, – მივმართე.
ჩემს დაჟინებულ მზერას შეხვდა. მისი სახე არაფერს გამოხატავდა.
– მას არ მოუწევს ჩემი შეცდომისთვის გადახდა. არ დავუშვებ ამას.
– ამჯერად მას გაუმართლა, შემდგომ რა იქნება? ის დღეს უნდა მომკვდარიყო, მე
უბრალოდ ამას აღვასრულებ.
თითოეული სიტყვა დამარცვლით გავიმეორე.
– ამას არ დავუშვებ.
წარბი აწია, ამას არ ელოდა, ვერც კი წარმოიდგენდა, თუ მის შეჩერებას
შევეცდებოდი.
თავი გადააქნია.
– მე არ დავუშვებ, რომ ელისს საფრთხე დაემუქროს, თუნდაც ყველაზე
უმნიშვნელო. შენ არავის მიმართ არ განიცდი მსგავს გრძნობას, ისეთს, როგორიც მე
მაქვს მის მიმართ, ედვარდ. შენ არასოდეს გადაგიტანია ის, რაც მე გამოვიარე,
მიუხედავად იმისა, რომ შეგეძლო, ეს ჩემს აზრებში დაგენახა. შენ ვერ გაიგებ.
– არ გეკამათები ჯასპერ. უბრალოდ გეუბნები, რომ – არ დავუშვებ იზაბელა
სვონს რამე დაუშავდეს.
ერთმანეთის მიმართ არა აშკარა, მაგრამ ძლიერ შუღლს ვგრძნობდით. შევნიშნე,
რომ ჩემს განწყობას და გადაწყვეტილების სიმტკიცეს ამოწმებდა.
– ჯაზ, – ჩაგვერია ელისი.
კიდევ რამდენიმე ხანს მიყურა, შემდეგ კი მისკენ შეტრიალდა. – ნუ შემაწუხებ იმაზე ლაპარაკით, რომ შენ თვითონ შეგიძლია საკუთარი თავის
დაცვა ელის. უკვე ვიცი ეს. უკვე ვიცი...
– ეს ის არაა, რისი თქმაც მინდოდა. – გააწყვეტინა ელისმა. – ვაპირებდი შენთვის
რაღაცა მეთხოვა.
დავინახე ის, რაც მის გონებაში ტრიალებდა და გაოცებისგან გავშეშდი. მომინდა
ღრმად ამომესუნთქა. სრულ შოკს გავიცდიდი, ვერ ვგრძნობდი, რომ ყველა, გარდა
ჯასპერისა და ელისისა, ყურადღებით მათვალიერებდნენ.
– ვიცი, რომ გიყვარვარ. გმადლობთ. მაგრამ ნამდვილად მადლობელი დაგრჩები,
თუ შენ ბელას მოკვლას არ შეეცდები. პირველ რიგში იმიტომ, რომ ედვარდი არ
ხუმრობს, მე კი არ მინდა რომ იჩხუბოთ. მეორეც, ის ჩემი მეგობარია, უფრო სწორად
აპირებს, რომ გახდეს.
ეს მის თავში ცხადად ჩანდა: ელისი იღიმებოდა და მისი ყინულივით ცივი
ხელები მის სუსტ მხრებზე იყო შემოხვეული. ბელაც იღიმებოდა და მისთვის წელზე
შემოეხვია ხელები.
ხილვა ძალიან ცხადი იყო, მხოლოდ დრო რჩებოდა გაურკვეველი.
– მაგრამ... ელის... – ჯასპერმა მძიმედ ამოისუნთქა, ვერ შევძელი თავის
მობრუნება რათა მისი სახის გამომეტყველება დამენახა, მთლიანად მობილიზებული
ვიყავი ელისის ხილვებზე.
– როდესმე მე მას შევიყვარებ ჯას. ჩვენ ძალიან ვიჩხუბებთ, თუ მას არ მისცემ
სიცოცხლის საშუალებას.
ძველებურად ელისის ფიქრებს ვჩხრეკდი. ვხედავდი, როგორ ნათდებოდა
მომავალი, როცა ჯასპერი თავის გადაწყვეტილების სისწორეში დაეჭვდა.
– ოჰ, – ამოისუნთქა ელისმა. – მისმა დაურწმუნებლობამ, მომავალი გაანათა. –
ხედავ? ბელა არაფერს იტყვის, არაფერია სანერვიულო.
მან ისე წარმოთქვა გოგონას სახელი, თითქოს უკვე ახლო მეგობრები
ყოფილიყვნენ.
– ელის. – ვიგუდებოდი. – ეს... რა არის...?
– გეუბნებოდი, რომ ცვლილებები მოხდებოდა. არ ვიცი, ედვარდ. – მაგრამ უცებ
გაჩუმდა და მეტის დანახვა ვეღარ შევძელი. ცდილობდა ამაზე აღარ ეფიქრა. ცდილობდა კონცენტრირება ჯასპერზე მოეხდინა, მაგრამ ის იმდენად იყო
გაოცებული, რომ ვერ ახერხებდა გადაწყვეტილების მიღებას.
ის ხშირად მიმართავდა ამ ხერხს, როცა ჩემგან რამის დამალვა უნდოდა.
– რა ხდება ელის? რას მიმალავ?
გავიგონე ემეტის ბუზღუნი, ყოველთვის ბრაზდებოდა, როცა მე და ელისი
მსგავსი საუბრით ვიყავით დაკავებულები.
ელისმა თავი გადააქნია. ცდილობდა არ ეფიქრა.
– ეს გოგონას ეხება? – მოვითხოვე პასუხი. – ეს ბელას ეხება?
კბილს კბილზე აჭერდა და მობილიზებას ცდილობდა, მაგრამ როცა ბელას
სახელი ვახსენე, შეცდომა დაუშვა. ამ ყველაფერმა წამზე ნაკლები დრო გასტანა,
მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა.
– არა! – დავიყვირე და გავიგონე, როგორ დავარდა ჩემი სკამი იატაკზე. მხოლოდ
ამის მერე მივხვდი, რომ ფეხზე ვიდექი.
– ედვარდ! – ფეხზე წამოხტა კარლაილი და მხარზე დამადო ხელი, რომელსაც
ძლივს ვაცნობიერებდი.
– ეს ნელნელა უფრო ცხადი ხდება. – ჩაილაპარაკა ელისმა. – ყოველ წუთს შენი
გადაწყვეტილება მტკიცდება. მხოლოდ ორი გზა არსებობს. პირველი – მიატოვო ის.
არსებობს მეორეც, ედვარდ.
შევძელო დამენახა ის, რასაც ხედავდა... მაგრამ არ შემეძლო ამის მიღება.
– არა, – გავიმეორე ისევ, მაგრამ ჩემს პროტესტს, არანაირი აზრი არ ქონდა.
ფეხები მეკვეთებოდა და მომიწია მაგიდას დავყრდნობოდი.
– ძალიან გთხოვთ, ვინმემ გაგვანათლეთ და გაგვიმხილეთ ეს უდიდესი
საიდუმლო. – წუწუნებდა ემეტი.
– უნდა გავემგზავრო – მივმართე ელისს, ემეტისთვის ყურადღება არ
მიმიქცევია.
– ედვარდ ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ ამაზე. – ხმამაღლა წარმოთქვა ემეტმა. –
მხოლოდ ამ შემთხვევაში ალაპარაკდება გოგონა. ამასთანავე თუ შენ გაქრები, ჩვენ
ვერ გავიგებთ, იტყვის თუ არა ის რამეს. შენ უნდა დარჩე და ამას ხელი შეუშალო. – ვერ ვხედავ, რომ შენ სადმე მიდიოდე, ედვარდ. – მითხრა ელისმა. – არ ვიცი
შეგიძლია თუ არა უკვე შენ ამის გაკეთება. იფიქრე ამაზე – ჩუმად განაგრძო – იფიქრე
წასვლაზე.
მივხვდი რას გულისხმობდა. აზრი იმის შესახებ, რომ ვეღარასოდეს ვნახავდი
გოგონას... მტანჯველი იყო. მაგრამ ამასთანავე აუცილებელი. არ დავუშვებდი ასეთ
მომავალს. აშკარად მისი ბედისწერა ვიყავი.
– სრულებით რა ვარ დარწმუნებული ჯასპერში, ედვარდ. – განაგრძო ელისმა. –
თუ შენ წახვალ, თუ კი ჯასპერი გადაწყვეტს, რომ ის ჩვენთვის სახიფათოა...
– ეს მე არ მესმის. – გავაპროტესტე, ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი, რომ
მარტონი არ ვიყავით. ჯასპერი შეცბა, ის არასოდეს დაუშვებდა, რომ ელისს რამე
შემთხვეოდა.
– ახლა არა, შენ მზად ხარ რისკის ქვეშ დააყენო მისი სიცოცხლე და მარტო
დატოვო?
– რატომ მიკეთებ ამას? – ამოვიკვნესე. თავი ხელებში ჩავრგე.
მე ბელას მცველი არ ვიყავი. არ შემეძლო ამის გაკეთება. ნუთუ ელისმა არ ნახა
ამის უამრავი დამამტკიცებელი ხილვა?
მეც მიყვარს ის. ან შევიყვარებ ეს ერთი და იგივე არ არის, მაგრამ მე მინდა
დავიცვა ის ამისგან.
– შენც გიყვარს? – ურწმუნოდ ჩავიჩურჩულე.
ამოისუნთქა.
– რამდენად ბრმა ხარ, ედვარდ. არ შეგიძლია დაინახო, საით მიყავხარ ამ
ყველაფერს. არ შეგიძლია დაინახო სად ხარ უკვე? ამას ისევე ვერ გაექცევი, როგორც
იმას, რომ მზე აღმოსავლეთიდან ამოდის. უყურე რას ვხედავ...
თავზარი დამეცა.
– არა.
ვცდილობდი ხილვა მომეშორებინა, რომელსაც მაჩვენებდა.
– მე ამ გზას არ უნდა გავყვე. უნდა წავიდე, მომავალი უნდა შევცვალო. – შეგიძლია ცადო. – სკეპტიკურად მითხრა ელისმა.
– შეწყვიტეთ, გეყოფათ. – დაიღრინა ემეტმა.
– მიაქციე ყურადღება. – გადაულაპარაკა როუზმა. – ელისი ხედავს, რომ მას
ადამიანი შეუყვარდება. როგორც ედვარდს რომანიდან! – ისე თქვა, თითქოს პირი არც
გაუღია.
თუმცა მე მაინც გავიგე,
– რა? – დამუნჯებულმა ჩაილაპარაკა ემეტმა, შემდეგ კი მისი ძლიერი
გადახარხარება ექოდ გაისმა მთელ ოთახში. – ეს არის სულ რაც მოხდება? – იცინოდა.
– ცუდად გამოგივიდა, ედვარდ.
მისი ხელი მხარზე შევიგრძენი, მაგრამ სასწრაფოდ მოვიცილე. არ შემეძლო
მისთვის ყურადღება მიმექცია.
– ადამიანი შეუყვარდება? – გაიმეორა შემკრთალი ხმით ესმემ. – გოგონა,
რომელიც დღეს გადაარჩინა? შეუყვარდება?
– რას ხედავ ელის? თქვი ზუსტად. – მოითხოვა ჯასპერმა.
ელისი მისკენ შებრუნდა, მე კი უგრძნობი სახით მივჩერებოდი.
– ეს დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ძლიერია. ის ან თვითონ მოკლავს
მას... – შემობრუნდა რათა ჩემს გამჭოლ მზერას შეგებებოდა. – რაც მე ნამდვილად არ
გამახარებს, არ ვლაპარაკობ იმაზე, თუ რა დაგემართება შენ, ედვარდ. – შემდეგ ისევ
ჯასპერს მიუბრუნდა. – ან ბელა ერთერთი ჩვენგანი გახდება.
ვიღაცა კრუნჩხვით ცდილობდა პირით სუნთქვას. თუმცა არ შემეძლო დამენახა,
ზუსტად რომელი.
– ეს არ მოხდება! – ისევ დავიყვირე. – ყველაფერი, ოღონდ ეს არა!
როგორც ჩანს ელისს ჩემი არ ესმოდა.
– ყველაფერი დამოკიდებულია. – გაიმეორა ისევ. – შესაძლოა მას ეყოს ძალა,
რათა არ მოკლას, მაგრამ ძალიან ახლოს იქნება ამასთან. ამისთვის ძალიან დიდი
თვითკონტროლი იქნება საჭირო. – ჩაფიქრდა. – იმაზე მეტი, ვიდრე კარლაილს აქვს.
მისთვის საკმარისია, მხოლოდ ძლიერი იყოს... ერთადერთი, რაც მას არ შეეძლება, ეს
მისგან შორს ყოფნა იქნება. ლაპარაკის უნარი დავკარგე, როგორც ჩანს არც არავინ არ იყო ლაპარაკის
ხასიათზე. ყველანი გაქვავდნენ.
გაშეშებული მივჩერებოდი ელისს, დანარჩენები კი მე მიყურებდნენ. ჩემს
გამომეტყველებას, ხუთი სხვადასხვა ადამიანის თვალით ვუყურებდი.
დიდი ხნის სიჩუმის მერე, კარლაილმა ამოისუნთქა.
– ეს ყველაფერი საქმეს ართულებს.
– ნამდვილად. – დაეთანხმა ემეტი, მისი ხმა ჯერ კიდევ სიცილის ზღვარზე იყო.
აღმაშფოთებელი იყო, რომ ემეტი ჩემს დანგრეულ ცხოვრებაში სასაცილოს
ნახულობდა.
– თუმცა, ვფიქრობ გეგმები არ შეიცვლება. – ჩაფიქრებით წამოთქვა კარლაილმა.
– დავრჩებით და დავაკვირდებით. ფაქტია, რომ გოგონას არავინ არაფერს დაუშავებს.
შევხტი.
– არა. – წარმოტქვა ჯასპერმა წყნარად. – მე მხოლოდ იმიტომ ვეთანხმები ამას,
რომ ელისი მხოლოდ ორ ვარიანტს ხედავს მომავალში.
–არა! – ჩემი ხმა არც ყვირილი იყო, არც ღრიალი, არც სასოწარკვეთილი
ტირილი, მაგრამ ეს ყველაფერი ერთად იყო ნარევი. – არა!
უნდა წავსულიყავი რომ მათი აზრებიდან შორს ვყოფილიყავი. როზალის
ზიზღის, ემეტის სიცილის, კარლაილის ულევი მოთმინების...
ცუდი: ელისის თავდაჯერება, ჯასპერის რწმენა ელისის მიმართ...
ყველაზე ცუდი: ესმეს სიხარული.
ოთახიდან გავსხლტი. ესმე ხელზე შემეხო, როცა ახლოს ჩავუარე, მაგრამ მისი
მოქმედება ვერ გავაცნობიერე.
სანამ სახლიდან გავიდოდი, უკვე გავრბოდი. ერთი ნახტომით გადავლახე
მდინარე და ტყეში მივიმალე. ისევ წვიმა დაიწყო, ისეთი ძლიერი, რომ რამდენიმე
წუთში ტანსაცმელი მთლიანად წყლით გაიჟღინთა. მომწონდა უწყვეტი წყლის
კედელი, ის დანარჩენი სამყაროსგან მიფარავდა. ეს მაძლევდა საშუალებას მარტო
დავრჩენილიყავი. შეუჩერებლად გავრბოდი აღმოსავლეთით, კურსს არ ვცვლიდი, სანამ სიეტლის
არ გამოჩნდა. შევჩერდი, რათა დასახლებულ ადგილზე არ გავსულიყავი.
წვიმისგან დაფარულმა, სრულ მარტოობაში, საბოლოოდ შევძელი შემეხედა
იმისთვის, რაც გავაკეთე – გავაკეთე ის, რომ მომავალი გავინადგურე.
პირველი ხილვა – ბელა და ელისი ერთმანეთს ეხვეოდნენ. იმდენად დიდი
ნდობა და სიყვარული იყო მათ შორის, რომ სურათები თითქოს ყვიროდნენ. ამ
ხილვაში, ბელას თვალები შოკოლადისფერი იყო, ისევ საიდუმლოებით სავსე. ამ
მომენტში ისინი ბედნიერები იყვნენ. ის არ უფრთხოდა ელისის ცივ ხელებს.
ეს რას ნიშნავდა? რამდენად ბევრი იცოდა? რას ფიქრობდა ჩემზე, მომავლის ამ
ხედვაში?
შემდეგ მორიგი სურათი, თითქმის მსგავსი, მაგრამ თავზარდამცემი. ელისი და
ბელა, მათი ხელები ისევ ერთმანეთს ეხვეოდნენ, მაგრამ ამჯერად მათ ხელებს შორის
განსხვავება არ იყო: ორივე თეთრი, გლუვი, როგორც მარმარილო, მტკიცე, როგორც
ფოლადი. ბელას დიდი თვალები, უკვე აღარ იყო შოკოლადისფერი, თვალის ფერადი
გარსი შიშს აღძრავდა – მკვეთრი მალინისფერი. მისი საიდუმლო ისევ მიუწვდომელი
იყო – მოწონება თუ უიმედობა? შეუძლებელი იყო ამოცნობა. მისი სახე ცივი და
უკვდავი გამხდარიყო.
შევცბი. არ შემეძლო დავმშვიდებულიყავი, მსგავსი და ამავდროულად
განსხვავებული კითხვები: ეს რას ნიშნავს? როგორ მოხდება ეს ყველაფერი? და რას
ფიქრობდა ჩემს შესახებ ახლა?
მხოლოდ უკანასკნელ კითხვაზე შევძელი პასუხის გაცემა. თუ კი მას საკუთარი
ეგოიზმის და სისუსტის გამო, ამ უაზრო ნახევრად სიცოცხლეს შევთავაზებდი –
აუცილებლად შემიძულებდა.
იყო ასევე ყველაზე საშინელი ხილვა, რომელსაც საკუთარ თავში ვხედავდი.
ჩემი თვალები – ღრმა და მკვეთრი წითელი, ადამიანის სისხლის ფერი. –
მონსტრის თვალები. ბელას გადატეხილი სხეული ჩემს ხელში – ნაცრისფერ–თეთრი,
გამოფიტული, უსიცოცხლო. ეს ძალიან რეალური, ცხადი იყო.
არ შემეძლო ამის ყურება, არ შემეძლო ამის ატანა. ვცდილობდი თავიდან
ამომეგდო ეს სურათი, ვცდილობდი დამენახა სხვა, ნებისმიერ რამ. ვცდილობდიმისი სახის გამომეტყველების დანახვას, რომელსაც ჩემი წარსული ცხოვრება
მთლიანად გადაეფარა. უშედეგოდ.
ელისის დამამძიმებელ ხილვას, მთლიანად დაეპყრო ჩემი ტვინი. სადღაც ჩემს
სიღრმიდან ამომავალი ტანჯვა, ძლიერდებოდა. ამავდროულად ჩემში არსებული
მონსტრი დღესასწაულობდა, სიხარულს გრძნობდა. ამან ზიზიღი მომგვარა.
ასე არ უნდა მოხდეს. უნდა მოვძებნო შესაძლებლობა მომავლის
მოსატყუებლად. ელისის ხილვამ არ უნდა დამინგრიოს მომავალი. არჩევანი
ყოველთვის არსებობს. სხვა გზა უნდა ვიპოვო. უნდა არსებობდეს!