მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 24 » შუაღამის მზე))
6:16 PM
შუაღამის მზე))
2 თავი
გადაშლილი წიგნი
ნამქერში გადავწექი, მშრალმა თოვლმა, ჩემი წონისგან ფორმა შეიცვალა. ჩემი
კანი ისეთივე ცივი იყო როგორც ჰაერი ჩემს ირგვლივ. ყინულის პატარა ნაწილაკებს
მის ქვეშ ბარხატივით ვგრძნობდი.ნამქერში გადავწექი, მშრალმა თოვლმა, ჩემი წონისგან ფორმა შეიცვალა. ჩემი
კანი ისეთივე ცივი იყო როგორც ჰაერი ჩემს ირგვლივ. ყინულის პატარა ნაწილაკებს
მის ქვეშ ბარხატივით ვგრძნობდი. 
მოწმენდილი ცა ვარსკვლავებით მოჭედილიყო, ზოგიერთი მათგანი ცისფრად, 
ზოგი – ყვითლად ანათებდნენ. შავი კოსმისის მორევში გამოსახული ვარსკვლავები
არაჩვეულებრივი სანახავი იყო. განსაკუთრებული სილამაზე. უფრო სწორად
განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო. უნდა ყოფილიყვნენ, რომ შემძლებოდა მათი
ნამდვილად დანახვა. 
უკეთესობა არ იგრძნობოდა. უკვე ექვსი დღე გავიდა მას მერე, რაც დენალის
დაუსახლებელ უდაბნოში მოვედი, მაგრამ ოდნავადაც არ მიგრძვნია ის
თავისუფლება მას მერე, რაც მისი სურნელი ვიგრძენი. შეპყრობილი ვიყავი. 
ცა თითქოს მილიონობით ძვირფასი თვლებით იყო მოფენილი. მომეჩვენა, 
რაღაც, რაც ხელს მიშლიდა ამ სილამაზის აღქმაში. ხელისშემშლელი, არაფრით
გამორჩეული ადამიანის სახე იყო, რომელსაც ვერაფრით ვიგდებდი თავიდან. 
მოახლოებული აზრები მანამადე გავიგონე, სანამ ფეხის ხმას გავიგებდი. 
თოვლზე ფრთხილი ნაბიჯების ხმა შემომესმა. 
არ გამკვირვებია რომ ტანია ჩემს კვალს გამოყვა. რამდენიმე დღე ჩემთან
ლაპარაკს გეგმავდა, სანამ გადაწყვეტდა რა უნდა ეთქვა. 
დაახლოებით სამოცი იარდის მოშორებით შევნიშნე. დავინახე როგორ
გადმოხტა ფეშიშველი დაქანებულ კლდეზე და იქავე გაჩერდა.
ვარსკვლავების შუქზე ტანიას კანი ვერცხლისფერი ჩანდა. მისი ღია ფერის
კულულები ვარდისფრად და წითლად ელავდნენ. როცა სანახევროდ თოვლში
ჩაფლული შემამჩნია, ქარვისფერი თვალები გაუბრწყინდა და ნელა გაიღიმა. 
ნეტავ ნამდვილად შემეძლოს მისი განსაკუთრებულობის დანახვა. ამოვისუნთქე. წინ გადაიხრილიყო, მისი თითები კლდეს ეხებოდა, სხეული უთრთოდა. 
– ტყვიასავით –  გაიფიქრა მან. 
ჰაერში ახტა, მისი ტანი სიბნელეში შთაითქა, და ჩემსა და ვარსკვლავებს შორის
გრაციოზულად დატრიალდა. წრესავით შეიკრა ჰაერში, სანამ ჩემს ირგვლივ
არსებულ ნამქერში ჩახტებოდა.
გარშემო წარმოქმნილმა თოვლის ნამქერმა, ვარსკვლავები ჩაამუქა და ყინულის
პატარა ნაწილაკებში აღმოვჩნდი დაფლული. 
ისევ ამოვისუნთქე, მაგრამ არაფერი გამიკეთებია საიმისოდ რომ თოვლისგან
გავნთავისუფლებულიყავი. თოვლის ქვეშ არსებულმა სიბნელემ, არც ხელი შეუშალა
და არც გააუმჯობესა ხედვა. მე ისევ ვხედავდი სახეს. 
– ედვარდ? 
შემდეგ თოვლი ისევ გაიფანტა ჩემს გარშემო, არ შემოუხედავს, ისე მომაცილა
სახიდან თოვლი.
– მაპატიე – ჩაილაპარაკა – უბრალოდ ვიხუმრე. 
– ვიცი. შთამბეჭდავი იყო.
პირი გაეხსნა. 
– ირინამ და კეიტმა მითხრეს რომ არ უნდა მენახე, მათ მიაჩნიათ რომ გაწუხებ.
– სულაც არა – ვეცადე დამერწმუნებინა – ეს მე ვიქცევი უხეშად, ამაზრზენად
ცუდად, ძალიან ვწუხვარ.
– დაბრუნებას აპირებ, ხომ მართალი ვარ? –  გაიფიქრა.
– მე .. ჯე... არ გადამიწყვეტია.
– მაგრამ აქ დარჩენას არ აპირებ. – მისი აზრები მოყენილი ხმით მესმოდა. 
– არა, არა მგონია.. რომ ეს დამეხმაროს.
სახე შეეცვალა.
– ეს ყველაფერი ჩემს გამოა? – რა თქმა უნდა არა, – მოვიტყუე ზრდილობის გამო.
– არ გინდა ჯენტლმენობა.
გავიღიმე.
– ჩემს გამო თავს უხერხულად გრძნობ – დამნაშავე ხმით ჩაილაპარაკა.
– არა.
წარბი აწია და შემომხედა, მისი სახის გამომეტყველება ისეთი ბუნდოვანი იყო
რომ გამეცინა. 
– კარგი. – გამოვტყდი – მხოლოდ ცოტათი.
ამოისუნთქა და ნიკაპით დაეყრდო ხელებს. მისი აზრები გულგატეხილობას
გამოხატავდა. 
– შენ ვარსკვლავებზე ათასჯერ მშვენიერი ხარ ტანია. რა თქმა უნდა შენთვის ეს
ცნობილია. არ მისცე ნება ჩემს სიჯიუტეს, შენი თვითრწმენა შეარყიოს – გაღიმება
მომინდა, რადგანაც არა დამაჯერებლად ჟღერდა ეს ყველაფერი.
– უარს არ ვარ შეჩვეული. – ჩაიბუზღუნა დალამაზად გაბუსხა ტუჩები
წყენისგან.
– რა თქმა უნდა არა –  დავეთანხმე, უშედეგოდ ვცდილობდი მისი აზრების
უკუგდებას, როცა თავის თავგადასავლებს იხსენებდა. ჩვეულებრივ, ტანია მამაკაცებს
ადამიანებს შორის ეძებდა – ერთის მხრივ ისინი გაცილებით ბევრნი იყვნენ და მათი
უპირატესობა კიდევ იმაში გამოიხატებოდა რომ თბილები და რბილები იყვნენ. 
მეორეს მხრივ – ისინი მას აღმერთებდნენ. 
– შემაცდენელო დემონო  –  გავეხუმრე, თან ვცდილობდი შემეწყვიტა
მოგონებების ნაკადი, რაც მის თავში ტრიალებდა. 
გაიცინა და კბილებმა გაიბრწყინა.
– ყველაზე ნამდვილი. 
კარლაილისგან განსხვავებით, ტანიას და მის დებს, მამაკაცების სიყვარულმა
შეაძლებინა რომ ადამიანებზე არ ენადირათ. ახლა ... მამაკაცები, რომლებიც მათ
უყვარდათ ცოცხლები იყვნენ. – როცა აქ ჩამოხვედი – წყნარად დაიწყო ტანიამ –  მე ვიფიქრე, რომ... 
ვიცოდი რაც იფიქრა, უნდა მცოდნოდა რას იგრძნობდა. მაგრამ იმ მომენტში
ნამდვილად არ მქონდა ნორმალური აზროვნების უნარი. 
– შენ იფიქრე, რომ მე გადაწყვეტილება შევცვალე. 
– ჰო – მოიღუშა. 
– საშინლად ვგრძნობ თავს, რომ შენს მოლოდინზე ვთამაშობ ტანია. არ მინდოდა
– არც მიფიქრია. ეს იმიტომ რომ... სასწრაფოდ წამოვედი იქიდან. 
– იქნებ მითხრა რატომ? 
ხელები მუხლებზე შემოვიხვიე, თავდაცვით მდგომარეობაში დავჯექი.
– არ მსურს ამაზე ლაპარაკი. 
ტანია, ირინა და ქეითი არაჩვეულებრივად უძღვებოდნენ თავიანთ ცხოვრებას. 
ცოტათი უკეთესად კიდეც – ვიდრე კარლაილი. ისინი ძალიან ფრთხილად
არჩევდნენ თავიანთ მსხვერპლს, არასოდეს უშვებდნენ შეცდომას. ახლა კი
მრცხვენოდა ტანიასთან ჩემს სისუსტეზე ლაპარაკი. 
– ქალებთან დაკავშირებული პრობლემებია? – შემეკითხა ჩემს სურვილის
მიუხედავად. 
ცივად გავიღიმე. 
– ის არა, რაც შენ იფიქრე. 
ჩაჩუმდა, მისი აზრები მესმოდა, ცდილობდა მიმხვდარიყო ჩემი სიტყვების
აზრს. 
– ძალიან ცივა – ვუთხარი.
– მხოლოდ ერთი მინიშნება –  მთხოვა მან. 
– გთხოვ, დაივიწყე ტანია. 
ისევ გაჩუმდა და ფიქრს განაგრძო. მის აზრებს იგნორირებას ვუკეთებდი და
ვცდილობდი ვარსკვლავებისთვის მეცქირა. დიდი ხნის ჩუმად ყოფნის მერე დანებდა და მისმა აზრებმა სხვა მიმართულება
მიიღო. 
– სად წახვალ ედვარდ მას მერე რაც აქაურობას გაეცლები? უკან კარლაილთან? 
– არა მგონია. – ჩავილაპარაკე.
სად წავალ? პლანეტაზე არ მეგულებოდა არცერთი ადგილი, რომელიც
დამაინტერესებდა. არაფერი არსებობდა ის, რისი ნახვა და გაკეთებაც მინდოდა. 
იმიტომ რომ სადაც არ უნდა წავსულიყავი, ეს გაქცევა იქნებოდა და არა ის, რომ იქ
წასვლა მინდოდა. 
როგორ ვერ ვიტანდი ამას, როდის აქეთ გავხდი ასეთი მშიშარა?
ტანია ხელით შემეხო მხარზე. შევცბი, თუმცა არ მომიშორებია, ვიცოდი რომ ეს
მხოლოდ მეგობრული დამშვიდების მცდელობა იყო. 
– მე ვფიქრობ რომ შენ უკან დაბრუნდები – თქვა და მის ხმაში დიდი ხნის
დავიწყებული რუსული აქცენტი ვიგრძენი. – არ აქვს მნიშვნელობა რა არის ეს.. ან ვინ
არის... ეს შენ გდევნის. შენ მას პირისპირ შეეჯახები, შენ ასეთი ხარ... 
მისი აზრები ისევე დამაჯერებელი იყო, როგორც მისი ხმა. ვცდილობდი, მის
მოგონებებში ჩემი ხასიათი დამენახა. ერთადერთი, ვინც არასოდეს არაფერს
უშინდება. სასიამოვნო იყო საკუთარ თავზე ძველებურად ფიქრი. არასოდეს
დავეჭვებულვარ საკუთარ მამაცობაში, პრობლემების გამკლავების შესაძლებლობაში
იმ საშინელ საათამდე, ბიოლოგიის კაბინეტში რომ გავატარე.
ლოყაზე ვაკოცე, ფრთხილად გავინთავისუფლე თავი, როცა სახე ჩემსკენ
მოაბრუნა და მოწყენილმა გაიღიმა. 
– გმადლობ ტანია, მე მჭირდებოდა ამის გაგება. 
გაღიზიანდა, რომ შეამჩნია ვჩქარობდი. 
– რა პრობლემაა, თუმცა ჯობდა ცოტაც მოგეთმინა ედვარდ. 
– მაპატიე ტანია. თვითონაც იცი რომ ჩემთვის ზედმეტად კარგი ხარ. მე
უბრალოდ... ჯერ კიდევ ვერ ვიპოვე ის, რასაც ვეძებ. 
– კარგი. თუ მანამდე წახვალ ვიდრე კიდევ გნახავ... ნახვამდის ედვარდ. – ნახვამდის ტანია. – როცა ამ სიტყვებს ვამბობდი, ვგრძნობდი რომ საკმარისად
ძლიერი ვიყავი საიმისოდ, რომ დავბრუნებულიყავი იქ, სადაც ნამდვილად
მინდოდა. – კიდევ ერთხელ გმადლობ. 
ერთი მოძრაობით წამოიმართა, წამის შემდეგ კი უკვე გარბოდა. მოჩვენებასავით
სწაფად მოძრაობდა, ნაკვალევიც კი არ დაუტოვებია თოვლზე. არცერთხელ
მოუხედავს, ჩემმა უარმა იმაზე მეტად დაწყვიტა გული, ვიდრე ეს მის აზრებში
ამოვიკითხე. აღარ სურდა დავენახე გამგზავრების წინ. 
არ მსიამოვნებდა ტანიას წყენინება. ვიცოდი რომ მისი გრძნობები ღრმა არ იყო. 
რაც არ უნდა ყოფილიყო, არ შემეძლო მის გრძნობებზე მეპასუხა. რის გამოც თავს
ჯენტლმენად ვერ ვგრძნობდი. 
ნიკაპი მუხლებზე დავაყრდნე და ისევ ვარსკვლავებს გავხედე. არასასიამოვნო
შეგრძნება დამეუფლა მოსალოდნელი მგზავრობის გამო. ვიცოდი რომ ელისი ამას
დაინახავდა და აუცილებლად შეატყობინებდა სხვებსაც. ეს მათ გაახარებდათ –
განსაკუთრებით კარლაილს და ესმეს. ვარსვკვლავებს შორის ვცდილობდი მათი სახე
დამენახა, მაგრამ მხოლოდ ადამიანის ორ ყავისფერ თვალს ვხედავდი. თითქოს
მეკითხებოდნენ რას მოუტანდა მათ ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა
დარწმუნებული არ ვიყავი, რომ მისი ცნობისმოყვარე თვალები ნამდვილად ამას
მეკითხებოდნენ. ჩემდა სამწუხაროდ, მისი ფიქრებიც არ მესმოდა. ბელა სვონის
თვალები კი ისევ განაგრძობდნენ დაკითხვას. მძიმედ ამოვისუნთქე და ფეხზე
წამოვდექი. თუ გავიქცევი, კარლაილის მანქანასთან ერთ საათზე ნაკლებ დროში
მივალ. 
ვჩქარობდი მალე მენახა ჩემი ოჯახი – ისევ ის ედვარდი ვყოფილიყავი რომელიც
პრობლემებს პირისპირ ეჯახებოდა. ვცდილობდი თოვლზე ნაკვალევი არ
დამეტოვებინა. 
– ყველაფერი კარგად იქნება. – ამოისუნთქა ელისმა. 
მისი თვალები არაფერზე არ იყო კონცენტრირებული. ჯასპერს მსუბუქად ეჭირა
იდაყვით და წინ მიყავდა. ყველანი კაფეტერიაში შევედით. როზალი და ემეტი
დაწინაურდნენ. ემეტი სასცილოდ გამოიყურებოდა, როგორც პირადი მცველი, 
რომელიც ტერიტორიას ათვალიერებდა. როუზიც ფხიზლად იყო და ცოტა ნაწყენიც.
– რა თქმა უნდა. – ჩავიბუზღუნე. სულელურად იქცეოდნენ. დარწმუნებული რომ ვყოფილიყავი,  რომ თავის
შეკავებას ვერ შევძლებდი, სახლში დავრჩებოდი. 
მოულოდნელი ჩვენი ცვლილება, თუმცა გათამაშებული. დილით (ღამით
თოვდა) – ემეტმა და ჯასპერმა ჩემი ყურადღების მოდუნებით ისარგებლეს და
თოვლის გუნდებით დამესხნენ თავს. როცა ჩემი საპასუხო რეაქცია ვერ იგრძნეს, 
მობეზრდათ და ერთმანეთს შეუტიეს – ეს ყველაფერი საკმაოდ სახალისო სანახავი
იქნებოდა, ასე ძალიან რომ არ ვყოფილიყავი დაძაბული. 
– ის აქ არაა, მაგრამ აუცილებლად მოვა... ის ქარში არ მოხვდება, ჩვენს ჩვეულ
ადგილზე დავჯდებით. 
– რა თქმა უნდა ჩვენ იქ დავსხდებით, საკმარისია ელის. შენ უკვე ჩემს ნერვებზე
მოქმედებ. ყველაფერი კარგად იქნება. 
თვალები გაუფართოვდა და როცა ჯასპერი დაჯდომაში მიეხმარა, საბოლოოდ
მისი მზერა ჩემს სახეზე შეჩერდა. 
– ჰმმ – გაკვირვებულმა წარმოთქვა –  ვფიქრობ მართალი ხარ.
– რა თქმა უნდა – ჩავიჩურჩულე. 
სახე დამემანჭა. 
ნუთუ მხოლოდ ერთი კვირის წინ აქაურობა მოსაწყენად მეჩვენებოდა? 
დღეს ჩემი ნერვები პიანინოს სიმებივით იყო დაჭიმული, მსუბუქი შეხება და
უკვე ხმას გამოსცემდა. ჩემი ყველა გრძნობა გაძლიერებულად მუშაობდა: თითოეულ
სიტყვას ვსწავლობდი, ყველა გამოხედვას, ჰაერის ყველა მოძრაობას, რომელიც ჩემს
კანს ეხებოდა, თითოეულ აზრს. განსაკუთრებით აზრებს. ერთადერთი შეგრძნება
რომელსაც ვბლოკავდი, ეს სუნთქვა იყო. მე არ ვსუნთქავდი.
ველოდებოდი გამეგონა რაიმე ქალენების შესახებ. მთელი დღე მოლოდინში
გავატარე, ვეძებდი ბელას ახალ ნაცნობებს, ვისაც შეიძლებოდა ნდობოდა, 
ვცდილობდი ახალი ჭორის გაგებას. მაგრამ არაფერი არ იყო. როგორც გოგონას
ჩამოსვლამდე ხდებოდა, ახლაც არავინ არ აქცევდა ყურადღებას ხუთ ვამპირს. 
აქ მყოფი ადამიანებიდან, ზოგიერთი მასზე ისევ ფიქრობდა, იგივეს
ფიქრობდნენ, რასაც ერთი კვირის წინ. იმის ნაცვლად, რომ ეს ენით აუწერელ
მოსაწყენ საქმიანობად აღმექვა, ამ ყველაფრით მოხიბლული ვიყავი. ნუთუ არავისთვის არაფერი არ უთქვამს ჩემს შესახებ? 
არანაირი შესაძლებლობა არ არსებობდა რომ არ შეემჩნია ჩემი შავი სასიკვდილო
გამოხედვა. ვნახე როგორი რეაქცია ქონდა ამაზე. დარწმუნებული ვარ ძალიან
შევაშინე. მჯეროდა, რომ ის ამის შესახებ აუცილებლად მოუყვებოდა ვინმეს, 
შეიძლებოდა ცოტათი შეელამაზებინა კიდეც. რამდენიმე საშიშ შტრიხს
აუცილებლად დამიმატებდა. 
შემდეგ მან გაიგონა როგორ ვცდილობდი ბიოლოგიიდან განთავისუფლებას. ამ
ყველაფრისგან ის გაოცებული უნდა ყოფილიყო. მას შემდეგ რაც ჩემი სახე ნახა, 
რომლის მიზეზიც თვითონ იყო. პასუხის ძებნაში რომელიც ჩემს მოქმედებას ახსნიდა
მის მიმართ, ნორმალური გოგონა თავის გარშემო ყველას კითხავდა მისი მსგავსი
შემთხვევის შესახებ, ადამიანები ხანდახან განუსჯელად იქცევიან. ახალგაზრდობის
წლებში ადამიანები საკუთარ თავში დაურწმუნებლები არიან, გოგონაც არ უნდა
ყოფილიყო გამონაკლისი. 
მაგრამ ჩვენს მაგიდასთან მსხდომებს, არავინ გვაქცევდა ყურადღებას. ბელა
ალბათ მეტისმეტად მორიდებულია, თუ არავისთვის არაფერი უთქვამს. შეიძლება ის
მამამისს ელაპარაკა, ალბათ ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ... თუმცა ეს ასე არ იყო, 
რადგან ძალიან ცოტა დროს ატარებდა მის გვერდით. ის ალბათ დედასთან უფრო
ახლოს არის. თუმცა მომიწევს შეფ სვონს მომავალში მეტი ყურადღება მივაქციო და
გავიგო რას ფიქრობს. 
– რამე სიახლეა? – იკითხა ჯასპერმა. 
– არაფერი. როგორც ჩანს... მას არაფერი უთქვამს. 
ამის გაგონებაზე, ყველამ წარბები აწია გაკვირვებისგან.
– იქნებ არც ისეთი საშიში ხარ როგორც გეჩვენება? – ჩაიფხუკუნა ემეტმა – თუ
გინდა შემიძლია უკეთესად შვეაშინო. 
თვალები დავუბრიალე. 
– საინტერესოა რატომ? – ის ისევ ჩემს ნათქვამს მიუბრუნდა, გოგონას საშინელ
მორიდებულობაზე. 
– ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ. არ ვიცი. – ის მოდის –  ჩუმად ჩაილაპარაკა ელისმა და ვიგრძენი როგორ გამიქვავდა
სხეული. 
– ეცადე ადამიანივით გამოიყურებოდე. 
– შენ თქვი ადამიანი? – იკითხა ემეტმა. 
ხელი ასწია და თითები გაშალა, მის მუჭში თოვლის გუნდა იდო. რა თქმა უნდა
ის იქ არ გადნებოდა. მრგვალი ფორმა მისცა ხელისგულებით და თან ჯასპერს არ
აშორებდა თვალს, მაგრამ მე მისი აზრები წავიკითხე და რა თქმა უნდა ელისმაც
დაინახა მისი მიმართულებით ნასროლი ყინულის გუნდა და ხელის ერთი
მოძრაობით აიცილა. ყინული ასხლტა, ადამიანის თვალისათვის შემუჩნეველი
სისწრაფით გადაუფრინა მთელ სასადილოს და ხმაურით შეასკდა აგურის კედელს. 
ყველა თავი მომენტალურად შებრუნდა რათა დაენახათ გულისგამხეთქავი
ყინულის ნაჭერი. შემდეგ კი დამნაშავის ძებნა დაიწყეს. ყველა თავის უახლოეს
მაგიდასს უყურებდა, ჩვენთვის არავის შემოუხედავს. 
– ძალიან ადამიანურია ემეტ – ავად წარმოთქვა როზალიმ – პირდაპირ კედელს
რატომ არ გაამტვრევ მუშტით? 
– ყველა უფრო მეტად გაოცდება, თუ ამას შენ გააკეთებ პატარავ. 
ვცდილობდი მათთვის ყურადღება მიმექცია და სახეზე ღიმილი
შემენარჩუნებინა. არ მინდოდა შემოსასვლელისკენ გახედვა, სადაც ვიცოდი, ის იდგა. 
მაგრამ ეს იყო ყველაფერი რაც მესმოდა. 
მესმოდა ჯესიკას ხმაში მოუთმენლობა, რომელიც მასთან ერთად იდგა
შემოსასვლელში. მისსავე ფიქრებში დავინახე რომ ბელას სახეზე სისხლი მოაწვა და
ლოყები აუვარდისფრდა. 
მომზადებულმა იმისთვის, რომ არ მესუნთქა, თუ კი მის სურნელს ოდნავ მაინც
ვიგრძნობდი, სწრაფად  ჩავისუნთქე. 
მაიკ ნიუტონი გოგოებთან ერთად იდგა, მესმოდა მისი ორივე ხმა, შინაგანიც და
ჩვეულებრივიც, როცა ეკითხებოდა ჯესიკას, რა ჭირდა ბელა სვონს. არ მომეწონა მისი
აზრების მიმართულება რომელიც გოგონას უტრიალებდა.

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 699 | დაამატა: mmaRi-JeLeNa | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
სამშაბათი
2024-12-24
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 70
სტუმარი: 70
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz