მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » მაისი » 22 » shota's leqsebi!
4:03 PM
shota's leqsebi!


1.ისევ ისმის თქარუნი
და ჭიხვინი რაშის,
ვხედავ სამეგრელოდან ამხედრებულ აჩრდილს,
მოჭენაობს,
მოგელავს
თოხარიკით...
ჩორთით...
ფაფარივით აწეწილა საუკუნის შფოთი...
ამ ყიჟინით, ამ სულით, ამ მარადი ლტოლვით
ისევ ფხიზლობს უძველესი მეომარი ტომი.
ისევ ფეთქვს, ისევ სცემს, ლეგენდებად თქმული,
პატარა საქართველოს რაინდული გული...





2.
ამ ქუჩის ბოლოს,
ამ ქუჩის ბოლოს,
ორი მოხუცი ცხოვრობს,
მათი სახლ-კარი მარტოობისგან დამსგავსებია სოროს.
ცაში ღრუბლებად გადაიშლება,
ქვეყნის ოთხივე კიდეს,
რაც უფიქრიათ, რაც წაუკითხავთ,
რაც სიზმრებიათ კიდევ.
გაიხსენებენ ახალგაზრდობას,
როგორც შხაპუნა წვიმას,
მათი შვილების პატარაობას,
ათას უბრალო წვრილმანს.
ფანჯრის რაფაზე ბეღურები და წამლის შუშები სხედან,
წიგნი... საქსოვი... ბანქოს ქაღალდი ანიავებენ სევდას.
ამ ქუჩის ბოლოს,
ამ ქუჩის ბოლოს,
ორი მუხუცი ცხოვრობს,
აქედან ვხედავ და უკვე მიყვარს ბევრი ჩვენგანის ბოლო.
მაგრამ ხანდახან შიში შემიპყრობს და იმ დღეებზე ვდარდობ,
ამ ქუჩის ბოლოს ერთი მათგანი როცა დარჩება მარტო...



3.ორშაბათს გოგონა გავიცანი,
გოგონა ნახატი ყალმისანი,
მისი ტუჩები და დალალები სამშაბათს,
გამიხდა საფიცარი.

ოთხშაბათს წერილი გავუგზავნე,
და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი,
ჩემი ფიქრები გავუმხილე,
ჩემი ეჭვები და იმედები.

ხუთშაბათს პასუხი მომივიდა,
ვაიმე ბედო უკეთურო,
დაბერებულხარო გნოლივითა,
ცოლ-შვილს მიხედეო უბედურო.

თეთრად გავათენე პარასკევი,
ფიქრში გავატარე შაბათ-კვირა,
თავმოჭრილი ხარო გადავწყვიტე,
და თავის მოკვლა დავაპირე.

მოვიდა მეორე ორშაბათი,
ისევ შემეფეთაის უღმერთო,
ელვამ დამიარა კოჭებამდე,
დილა მშვიდობისას გისურვებთო.

ახლა მე თავის მომკვლელი ვარ?
უნდა სხვანაირად ვძლიო სვე-ბედს,
მე ვიცი რაცხა ოხერი ვარ,
ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ.....

ღმერთია ჩემი მწყალობელი,
მე კი ამ უღმერთოს მგალობელი...

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 931 | დაამატა: ♥AnnaMaria♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
ოთხშაბათი
2024-12-25
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 46
სტუმარი: 46
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz