შერონ სტოუნი რესტორანში მიმტანად მუშაობს აღმოჩნდა, რომ ჰოლივუდის მსახიობი შერონ სტოუნი, შვილებთან ერთად, რესტორან Il Corallo-ში მიმტანად მუშაობისათვის მივიდა. პაპარაციმ ის წინსაფარში და მზარეულის ქუდში გამოწყობილი კლიენტების პიცით გამასპინძლებისას შენიშნა. შერონ სტოუნი რომში დასასვენებლად ჩავიდა და რესტორანში პიცის მომზადების ხელოვნებას ეუფლება. მსახიობის თქმით, გადატვირთული დღის რეჟიმის გამო კულინარიული საქმიანობის შესასწავლად დრო არ რჩება, ამიტომ იტალიური პიცის მომზადების შესწავლა რომში დასვენებას შეუთავსა.
|