მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 1 » შეხვედრა ეშმაკთან
10:11 PM
შეხვედრა ეშმაკთან

მაშ ასე,

საინტერესო მატერიალები ეშმკათან შეხვედრისა შეგროვებულია საქმეში ” პეტრე კორიევის მიერ დაჭერილი უწმინდური არსების საქმე”, 1803 წელი.

მოხდა ეს ყველაფერი ერთ-ერთ სოფელში.ერთხელ ადგილობრივმა მეწისქვილემ, პეტრე კორიევმა წისქვილის მეორე სართულზე ხმაური გაიგონა.ეს იყო რაღაც ფუსფუსი,ფეხის და რაღაც არამიწიერი ხმა.კაცმა,ბევრი არ იფიქრა,ჯოხს მოჰკიდა ხელი და წავიდა საკუთარი წისქვილის დასაცავად.როდესაც ზევით ავიდა კუთხეში დაინახა "ან შავი ღორი,ან ძაღლი”.მეწისქვლის დანახვისას,მას უნდოდა გაქცეოდა და კიბეებისკენ გაეშურა,მაგრამ პეტრემ ჯოხი ჩაარტყა "სტუმარს” და ზევიდან დაახტა.მაგრამ.. მან კაცს ხელზე უკბინა და დრო იხელთა გასაქცევად.მეწისქვილე ყვირილით გაეკიდა,კიბეებზე კვლავ დაიჭირა და იმისდა მიუხედავად,რომ არსება მას კბენდა,აღარ გაუშვია.

ხმაურზე მოვიდნენ მეზობლები,რომლებსაც დახვდათ სცენა: პეტრე ძლიერ იყო დაკბენილი და სულს ღაფავდა,კუთხეში კი.. არ დაიჯერებთ! ნამდვილი ეშმაკისეული არსება წკმუტუნებდა.მეზობლები შეშინდნენ და გაიქცნენ.კაცები გაიქცნენ მამაოს მოსაყვანად.პირველი სოფლის მამამთავარი მოვიდა, ეშმაკის დანახვისას გადააფურთხა და სამჯერ გადაიწერა პირჯვარი.მამაოს მოსვლამდე კაცებს უბრძანა ჩაექოლათ იგი.ისინი ვერ ბედავდნენ და შორიდან ქვებს ესროდნენ.როდესაც სიცოცხლის ნიშნები აღარ ეტყობოდა, დასისხლიანებული სხეული წაიღეს და კოცონში ჩააგდეს.მნახველები მას აღწერენ: "ტანი მომცრო ჰქონდა,შავი ფერის, ასევე იშვიათი შავი თმით დაფარული.საზიზღრად ყარდა! იყო შავი თავით,მხეცს წააგავდა.ჰქონდა ასევე პატარა რქებიც”

 

პოლიციელების ოქმებით თუ ვიმსჯელებთ,ეშმაკთან შეხვედრები არც ისეთი იშვიათი მოვლენა იყო და აქა-იქ ხდებოდა.თან არა მარტო გადაკარგულ ადგილებში.

ეს შემთხვევა სანქტ-პეტერბურგის მახლობლად XIX საუკუნეში მოხდა.როდესაც ერთ-ერთი საწარმოს მუშები დილას სამუშაოზე მოვიდნენ,დარაჯი ადგილზე არ დახვდათ.ის იპოვეს  ქარხნის ყველაზე შორეულ წერტილში,ფრიად შეშინებული.როდესაც გიორგი გონს მოეგო,აღიარა რომ ღამე სროლა მოუწია..იგი თვით ეშმაკს ესროდა!საქმე ასე იყო: როდესაც ტერიტორიას ზვერავდა,ჩრდილში ამოუცნობი დაინახა.იარაღი მოიმარჯვა და უცნობს უთხრა: "შეჩერდი,თორემ გესვრი”.მაგრამ,არანაირი რეაქცია…მაშინ დარაჯმა უცნობი არსების თავის ოდნავ მაღლა ისროლა.ისიც გამოვარდა და მამაკაცმა შესძლო მისი კარგად დანახვა! ეს იყო დაახლოებით ” შავი არსება,შიშველი,და სახის მაგივრად- რაღაც ცხოველის სახე”.სემიონოვის თქმით,შეეშინდა მაგრამ კიდევ ერთხელ ესროლა.ამჯერად დაუმიზნა და მოახვედრა კიდეც.პოლიციელებმა ვერაფერი იპოვეს,მაგრამ "ბრძოლის” ადგილას სისხლის ნაკვალევი აღმოაჩინეს.გიორგი სემიონოვი ფხიზელი იყო და ამიტომაც შეუძლებელი იყო არ დაეჯერებინათ მისთვის.

არაადამიანური სახე

ეს კი, ერთ-ერთი გლეხი ადამიანის მონაყოლი.ამ ამბავს 100მდე თვითმხილველი ჰყავს! 1909 წლის ზაფხულში,როდესაც ჟარკოვი სარდაფში შევიდა,ვიღაც უცნობი ფეხებში ეცა.ნახევრად ბნელოდა,ამიტომ გლეხმა ვერ გაარჩია ვინ იყო,თუმცა ის გაიგო ღორივით როგორ ღრუტუნებდა.მან აიღო ნიჩაბი და უცნობს გამოედევნა,აქ კი დაინახა!ეს იყო ხშირი თმით შემოსილი არსება,მეტრნახევარი სიმაღლის,შავი ფერის,საკმაოდ გამხდარი.რადგანაც არსება მირბოდა,ივანმა ვერ შესძლო სახის კარგად დანახვა, მხოლოდ ის აღნიშნა რომ არაადამიანური სახე ჰქონდა.ეს არსება ხან ორზე,ხან ოთხზე მირბოდა.

არანაირი სენსაცია

რომელ უცნაურ არსებაზე მიდის საუბარი ზემოთხსენებულ ისტორიებში,არავინ არ ვიცით.მეორეს მხრივ,არც ეშმაკი და არც მისი "ნარჩენები” ადამიანის ხელში არ ჩავარდნილა.თუმცა ყველა ამბობს,რომ ეს სიმართლეა.წინააღმდეგ შემთხვევაში სხვადასხვა ადგილებში მყოფი ადამიანების ეს ისტორიები არ დაემთხვეოდა ერთმანეთს.პირველ რიგში,ალბათ ის უნდა აღინიშნოს,რომ ყველა ისტორიაში ეშმაკს ერთნაირი გარეგნობა აქვს…ეს საკმაოდ საინტერესოა. თუმცა არც ერთი პოლიციელი ოქმში არ აღნიშნავს ამ მოვლენას როგორც სენსაციას.უბრალო მოვლენად მიიჩნევენ…


კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 695 | დაამატა: -MaaR♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 2
2012-01-03 Spam
ragac ar shemeshinda. MaaR rogorc chans mistika giyvars ara?