მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 9 » სასწაულს ყველა სხვადასხვაგვარად ხედავს
3:12 PM
სასწაულს ყველა სხვადასხვაგვარად ხედავს

ზაფხულის ცხელი დღე იდგა,ყველაფერის ერთიანად ადიოდა ბოლო,ირგვლივ მიწა დუღდა,კარგა ხანია ინგლისში ასეთი სიცხეები არ ყოფილა,როგორ ეტყობოდა რომ ლონდონის ამ პრესტიჟულ ქუჩას მორწყვა აკლდა,მონდვრები ერთიანად იხრუკებოდა და ითანგებოდა.


ქუჩაში კაცისშვილის ჭაჭანება არ იყო,ერთ მწკრივში მიჭუჭყნლი უსახური სახლებიდან ჩუმი ზუზუნი გამოდიოდა.

მხოლო ორი ადამიანის ლანდი ირეოდა შორიდან,სადღაც მიდიოდნენ,ხელი-ხელ ჩაკიდებულები მისეირნობდნენ.

დიდ ველზე გავიდნენ და იქვე საქანელებზე ჩამოჯდნენ.

გოგომ სახეზე ხელები აიფარა,მხის სხივებმა თვალი მოჭრა,ბიჭმა ლოყაზე მოუსვა ხელი.

-იცი..ძალიან ლამაზი ხარ-ბიჭმა გოგოს გახედა და გაუღიმა

გოგონამ თავი დახარა და დარცხვენილი გაწითლდა.


-შეფაკლული ლოყებიც გიხდება-ბიჭი ისევ განაგრძობდა კომპლიმენტების თქმას

-მემგონი ცოტას აჭარბებ-გოგონამ ბიჭს გახედა,მათ მზერა ერთმანეთს შეეჩეხა და თითქოს შუაში დიდმა მანათბელმა სხივმა გაირბინა

-არა-ბიჭმა თავი გაიქნია-გინდა კიდევ გითხრა?ულამაზესი ხარ,ძალიან მიყვარხარ,გინდა ვიყვირო?-ბიჭი იცინოდა,ფეხზე წამოძახოდა და გაიძახოდა -მე შენ მიყვარხარ,ისე როგორც არავის არავინ ყვარებია...

ბიჭმა გოგონა ხელში აიტაცა და წრეზე აფრიალებდა,აფრიალებდა და თან ყვიროდა რომ უყავრდა...


ერთანად გათანგულები გადამხმარ მინდორზე წამოწვნენ,მზე პირდაპირ მათ ანათებდა,გოგონამ ბიჭს მკერდზე დაადო თავი და მის გულისცემას უსმენდა.

ის კი ჩიტივით ფართხალებდა და თითქოს რითმულად იძახოდა

მე..შენ მიყვარხარ...მე ..შენ..მიყვარხარ...

„მეც მიყვარხარ"-გაიფიქრა გოგომ და ბიჭს ახედა,მას თვალები დაეხუჭა და იღმოდა

-რა გაცინებს?-იკითხა გოგომ

ბიჭმა ხელი თავქვეშ ამოიდო და ცალი თვალი გაახილა

-ქარი მელამუნება სახეზე და ყურში შენს სახელს ჩამჩურჩულებს

-კიდევ რას ამბობს ეს შენი ქარი?-გოგონა იდაყვით დაეყრდნო ბიჭის მკერდს


-სხვას არაფერს-ბიჭმა თავი გაიქნია და ამოჯდა-იცი რა?

-რა?

-გინდა სასწაული დაგანახო?

-მინდა-გაიღიმა გოგონამ,მან ხომ მშვენივრად იცოდა რომ სასწაულები არ არსებობდნენ....

-თვალები დახუჭე-დაიჩურჩულა ბიჭმა.

გოგონაც დაემორჩილა,ბიჭმა ის ფრთხილად წამოაყენა ფეხზე და ხელი ჩაჭიდა.

არ განძეულან,ერთ ადგილზე იდგნენ.

-ამას გრძნობ--კითხა ბიჭმა და მკლავზე ხელი ნაზად დაუსვა

-კი-გოგონამ თავი დაუქნია და სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა

-ამას?-ბიჭმა თმაში ხელი შეუცურა

გოგონამ თავი დაუქნია,თან იგრძნო ნიავის ქროლვა როგორ ელამუნებოდა სახეზე

-ახლა?-ბიჭმა ამჯერად მთელი სახე დაუკოცნა

გოგონას გაეღიმა და უნებურად წინ წაიწია


-აბა,ახლა გაახილე თვალები-ნაზად წარმოთქვა ბიჭმა

გოგონამ თვალები გაახილა და პირდაპირ ბიჭის მზერას შეეჩეხა

-დაინახე სასწაული?-ჰკითხა ბიჭმა

-კი- თვალები დახუჭა და ხელები კისერზე შემოხვია

-და  რაში დაინახე ის?

-შენში-მოწიწებით წარმოთქვა გოგონამ და სახეზე თვალის მომჭრელი ღიმილი გადაეფინა


კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 631 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 6
2012-02-09 Spam
ddzzaaan magraiiaa mooewoona hearts