მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 28 » საშიში ისტორიები / ნაწილი 2
8:33 PM
საშიში ისტორიები / ნაწილი 2

 უცნაური, საშიში და საინტერესო ისტორიები !

 † ნაწილი 2

 




[url=http://ifunlover.my1.ru/news/sashishi_ist'oriebi/2013-04-13-22583]PART 1[/url]


კლინიკური სიკვდილი
სოფელში ერთი ოჯახი ცხოვრობდა. ცოლ-ქმარს ერთი პატარა ბიჭუნა ჰყავდა, რომელზეც ამოსდიოდათ მზე და მთვარე. ერთ დღეს უბედურება დაატყდათ თავს, პატარა ბიჭი გარდაიცვალა, თუმცა არაფერს უჩიოდა, არაფერი ტკიოდა. ვერც ექიმებმა გაუგეს რამეს. თუმცა იმ დროს მედიცინა დაბალ დონეზე იყო. 
ბიჭუნა ქრისტიანული წესის მიხედვით დაკრძალეს. მეორე დღეს საფლავზე გასულებს რაღაც ხმა მოესმათ. მამას ეგონა ალბათ ამ უბედურების გამო ჭკუიდან ვიშლები და ბავშვის ტირილის ხმაც ამიტომ მესმისო, თუმცა როგორც აღმოჩნდა ყველას ესმოდა ეს ყრუ ქვითინი და ტირილი, რომელიც საფლავიდან მოდიოდა. 
სასწრაფოდ გათხარეს საფლავი და პატარა ბიჭი ამოიყვანეს, რომელიც რაღაც სასწაულის ძალით ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მშობლები უზომოდ ბედნიერები იყვნენ. თუმცა ცხოვრება ვის გაახარებს დიდი ხნით. რამდენიმე ხნის შემდეგ პატარა ბიჭუნა კვლავ გარდაიცვალა. 
ბიჭუნას მშობლები არ კრძალავდნენ 2 კვირა იმის იმედით რომ კვლავ გაცოცხლდებოდა მათი შვილი. თუმცა 2 კვირის თავზე, მეზობლების, ნათესავებისა და მოძღვრის რჩევით მშობლები იძულებულები იყვნენ თავიანთი ბიჭი დაეკრძალათ. 
მამა საფლავზე ათევდა და აღამებდა იმის იმედით, რომ მათი ბიჭუნას ხმას კვლავ გაიგებდა. თუმცა 1 თვის შემდეგ ნათესავებმა აიძულეს სახლში დაბრუნებულიყო და სასაფლაოზე აღარ გაეთია, რათა ჭკუიდან არ შემცდარიყო და თვითონაც არ მომკვდარიყო. 
რამდენიმე თვის შემდეგ ბიჭის მშობლებმა გადაწყვიტეს კვლავ გაეხსნათ საფლავი. მათ არ აძლევდათ მოსვენებას ის აზრი, რომ ცოცხლად დამარხეს თავიანთი ბიჭი.
საფლავი გათხარეს. კუბოს თავი ახადეს და იქ ნახეს.. პატარა ბიჭს მდგომარეობა შეეცვალა. დაკრუნჩხულიყო. კუბო დაკაწრული იყო. ბიჭს სიმწრისგან თითები დაეჭამა. ვენები ფრჩხილებით ჰქონდა გადაჭრილი. 
ეს ამბავი თაობიდან თაობას გადაეცემოდა თქმულების სახით, ასე მოაღწია ჩემამდეც, ვერც მაშინ და მითუმეტეს ვერც ახლა ვერავინ ახსნა ეს უცნაური ამბავი.


ტელევიზორი
ალექსის სანდერსს კოლეჯი ახალი დამთავრებული ჰქონდა. გადაწყვიტა ცოტა ფული ეშოვნა. განცხადება გამოაქვეყნა, რომ იგი მოუვლიდა სახლებს პატრონის დაბრუნებამდე. ალექსისს მალევე გამოეხმაურნენ. იგი როი თაუსონმა დაიქირავა. ის და მისი მეუღლე მედლინ თაუსონი ინგლისში მიემგზავრებოდნენ.
დიდი და მდიდრული სახლი იყო. ალექსისის პირველი ღამე იყო ამ სახლში. 15 ოთახი იყო. გარეთ წვიმდა, საღამო იყო. ალექსისმა თავის მეგობარს დაურეკა, სთხოვა მასთან ერთად დარჩენილიყო ამ უზარმაზარ სახლში. ტელეფონზე რომ ლაპრაკობდა, ტელევიზორში დაინახა სარდაფი, სადაც კაცი ცემენტს ზელდა. ალექსისს გაუკვირდა, რატომ შეწყდა გადაცემა და ეს უცნაური კადრი გაჩნდა. სხვა არხზე გადართო. რამდენიმე წუთში ეკრანზე კვლავ გაჩნდა კადრი, როგორ ზელს ცემენტს კაცი. ალექსისს არ სურდა ამ ხმის მოსმენა, ცდილობდა სხვა არხზე გადაერთო, მაგრამ ყველგან ერთი და იგივე. მხოლოდ ეს კადრი ჩნდებოდა. ალექსისმა გადაწყვიტა საერთოდ გამოერთო ტელევიზორი, მაგრამ პულტი გაფუჭდა. მხოლოდ ტელევიზორის სადენის გამოერთების შემდეგ ჩაქრა ეკრანი. მაგრამ ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ტელევიზორის გამორთვის მიუხედავად, ალექსისს კვლავ ესმოდა ეს საშინელი ხმა, როგორ ზელდა ცემენტს ვიღაც. ზუსტად ისე, როგორც იმ კადრში. ალექსისი ხმას გაჰყვა. ეს ხმა სარდაფიდან ამოდიოდა. დიდი დანა აიღო და ისე შეაღო სარდაფის კარი. ნელა ჩადიოდა ბნელ კიბეებზე, უცებ რაღაცას წამოკრა ფეხი და კიბეებზე ჩაგორდა. ალექსისი რომ წამოდგა და შუქი აანთო, დაინახა ჩართული ვიდეო კამერა, კამერაშიც ის კადრი გადიოდა. გოგონამ მიმოიხედა, მიხვდა რომ ეს ის ადგილი იყო, რომელიც კამერაში ჩანდა. რაღაც ყრუ ხმა მოესმა ალექსისს. მიუახლოვდა სეიფს, რომელიც ჩაცემენტებული იყო კედელზე. გასაღები გადაწია, გამოაღო. ქალი იყო. ღრმად ამოისუნთქა. ალექსის უთხრა, რომ ის იყო მედლინ თაუსონი, რომ მისმა ქმარმა ცოცხლად ჩააცემენტა. ალექსისმა პოლიცია გამოიძახა. როი თაუსონი დააპატიმრეს. თუმცა გაუგებარია დღემდე, კამერით გადაღებული კადრი როგორ გაჩნდა ტელევიზორის ეკრანზე, ან თავისით როგორ ჩაირთო კამერა.
როგორ მოიქცეოდით თქვენ ანალოგიურ სიტუაციაში? მიყვებოდით ხმას სარდაფამდე, შეეცდებოდით ბოლომდე გაგეგოთ რა ხდება? თუ შეშინებულები რომელიმე ოთახში დაიმალებოდით, ან იქნებ სულ გაქცეულიყავით სახლიდან ?!



თოჯინა
ეს ჩემი პირველი დღე იყო მასწავლებლად, დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვიყავი. ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა გაკვეთილებმა კარგად ჩაიარა, მგონი ბავშვებსაც მოვეწონე, მეც აღფრთოვანებული ვიყავი. გაკვეთილები რომ დამთავრდა ბავშვებს სათითაოდ ვაცილებდი კლასიდან. ბოლოს ერთი პატარა გოგონა დარჩა კლასში. მას ეშლი ერქვა, ვუთხარი წასვლის დროა–მეთქი და ჩავეხუტე. ეშლიმ მითხრა, შენ ჩემი თოჯინა გაქვს და დამიბრუნეო. ყავისფერი თვალები აქვს და გრძელი თმა, ხვალ მომიტანე აუცილებლადო. გამიკვირდა, რომ პატარა ასე დაჟინებით ამბობდა ჩემი თოჯინა გაქვსო. დავპირდი მოგიტან–მეთქი და კლასიდან გავუშვი.
სახლში რომ მივედი გახარებული ვიყავი, თუმცა თავიდან არ ამომდიოდა პატარა ეშლი. გადავწყვიტე ჩემი თოჯინები მენახა. სხვენზე ავედი და ყუთი გავხსენი, სადაც უკვე დიდი ხანია ჩემი თოჯინები მქონდა ჩაწყობილი. თოჯინებს რომ ვათვალიერებდი, ერთი თოჯინა ვნახე ყავისფერი თვალებით და გრძელი თმით. ზუსტად ისეთი როგორიც ეშლიმ აღმიწერა. დედას ვკითხე, საიდან მყავდა ეს თოჯინა. დედამ მითხრა, რომ ეს თოჯინა ჩემი და ჩემი საუკეთესო მეგობრის, ეშლის საყვარელი თოჯინა იყო. მე და ეშლი სულ ერთად ვთამაშობდით ამ თოჯინით. სულ ერთად ვიყავით, მაგრამ მერე უბედური შემთხვევა მოხდა და ეშლი გარდაიცვალა. მას შემდეგ მე აღარ ვთამაშობდი ამ თოჯინით და ეშლიც აღარასდროს მიხსენებია, თითქოს ჩემს მეხსიერებაში საერთოდ გაქრა მოგონებები ჩემს საუკეთესო მეგობარზე. დედამაც გადაწყვიტა აღარ ეხსენებინა ეს უბედური შემთხვევა და ამ დრომდე არასდროს ულაპარაკია. მე ყველაფერი გამახსენდა.
მეორე დღეს თოჯინა სკოლაში წავიღე. დილით კლასში ჯერ კიდევ მარტო ვიყავი, როცა ეშლი შემოვიდა, თოჯინა რომ დაინახა გამოიქცა, ჩაიხუტა. აი ამაზე ვამბობდიო მითხრა. რა იცი რომ ზუსტად ეს თოჯინაა, ყავისფერთვალებიანი და გრძელთმიანი ბევრი თოჯინაა, ვუთხარი ეშლის. სუზან აღარ გახსოვს?– მითხრა ეშლიმ, თოჯინას კაბა გადაუწია და მის გულზე დახატული გული მაჩვენა.გამახსენდა რომ მე და ეშლიმ დავახატეთ ეს გული ჩვენს თოჯინას.
ძალიან გამიკვირდა, საიდან უნდა სცოდნოდა პატარა ეშლის ამ გულის შესახებ..?


შემთხვევა სასაფლაოზე
კოლეჯის ორმა სტუდენტმა გოგონამ გადაწყვიტა სასაფლაოზე წასულიყვნენ სამეცადინოდ. ერთი მათგანი საყვედურობდა მეგობარს, რატომ შეარჩია ასეთი უცნაური და საშიში ადგილი.
დღე იყო, გოგონები სასაფლაოზე რომ მივიდნენ, მწვანე ბალახზე შლიდნენ თავიანთ ნივთებს, როდესაც სროლის ხმა შემოესმათ. გოგონებმა დაინახეს კაცი, რომელსაც ხელში იარაღი ეჭირა და მათკენ მორბოდა. გოგონები საფლავის უკან დაიმალნენ. დამნაშვე რომ გაიქცა, გადაწყვიტეს ენახათ რა მოხდა და იმ მიმართულებით გაიქცნენ, საიდანაც მკვლელი მორბოდა. გოგონებმა ნახეს მამაკაცი, რომელიც მიწაზე ეგდო, დაჭრილი იყო, სულ ღაფავდა, გოგონები რომ დაინახა თქვა: პოლიციას უთხარით, რომ როი ფენესი მოკლა როჯერ ფლეტჩერმა, ეს ორჯერ გაიმეორა და გარდაიცვალა. შეშინებული გოგონები პოლიციის გამოსაძახებლად გაიქცნენ.
პოლიციამ მთელი სასაფლაო შეამოწმა, მაგრამ გვამი არ აღმოუჩენიათ, სისხლის კვალიც კი არსად იყო. გოგონები დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ ნახეს იარაღიანი კაცი და დაჭრილი მამაკაცი, რომელმაც თქვა როი ფენესი მოკლა როჯერ ფლეტჩერმა. პოლიციელმა უცნაურად შეხედა გოგონებს, ბოლოს კი შეატყობინა, რომ როი ფენესი ორი წლის წინ მოკლეს ამ სასაფლაოზე და რომ მისი მკვლელი ჯერაც არ დაუჭრიათ. პოლიციის მანქანამ მოიყვანა პატიმარი, რომელიც მაშინვე ამოიცნეს გოგონებმა. ეს იყო ის იარაღიანი კაცი, ანუ როჯერ ფლეტჩერი. რომელიც რამდენიმე საათის წინ ნახეს სასაფლაოზე. პოლიციელი კვლავ გაკვირვებული იყო, მან თქვა რომ ფლეტჩერი რადენიმე დღის წინ დააკავეს ქურდობისთვის და რამდენიმე საათის წინ პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა.
შემდგომი გამოძიების და გოგონების ჩვენების საფუძველზე დაადგინეს, რომ როი ფენესი, მართლაც როჯერ ფლეტჩერმა მოკლა, მაგრამ გაურკვეველი დარჩა, როგორ შეესწრნენ გოგონები ფაქტს, რომელიც ორი წლის წინ მოხდა.


გაგილამაზა და შეგისწორა : katie ♥ 
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 877 | დაამატა: NiNiKo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
ოთხშაბათი
2024-12-25
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  აპრილი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 47
სტუმარი: 47
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz