მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 13 » საშიში ისტორიები
11:11 AM
საშიში ისტორიები
***
ეს ისტორია იწყება 2001 წლიდან და ეს ქოხი კი ძალიან დიდი ხანია რაც არსებობს. ერთხელ სოფელში სტუმრად ჩამოსული ბავშვები დახუჭობანას თამაშობენ,როდესაც ერთმა გოგომ გადაწყვიტა საშიში გარეგნობის მქონე ქოხის უკან დამალულიყო,რომელიც მდინარესთან ახლოს იდგა. გოგონა ქოხის უკან მივიდა და დაიმალა,ქოხს სულ 3 ფანჯარა აქვს აქედან 2 ჩაკეტილი და ერთი ღია. გოგონა ღია ფანჯარასთან დაიმალა და როდესაც მან ფანჯარაში გამოსახული სახე დაინახა შიშისგან გული წაუვიდა. დიდი ხნის ძებნის შემდეგ იპოვეს გოგო, რომელიც შეშინებული ეგდო ძირს. იგი ყვებოდა,რომ წვიმამ გამოაფხიზლა და სახეს კი ვერაფრით ვერ აღწერს.
ეს ამბავი სოფლის მამასახლისის ყურამდე როცა მივიდა მან გადაწყვიტა,რომ ღამით თვითონ წასულიყო იმ ქოხში და ენახა რამ შეაშინა სტუმარი გოგო. მან ყოველი შემთხვევისთვის დანა წაიღო და 3 ძაღლი წაიყვანა. როგორც ის ყვება, ძაღლებმა ყეფა იმ მომენტში დაიწყეს,როდესაც ქოხთან საზიზღარი სუნი დადგა. იგი სუნს აღწერს,როგორც "მკვდრის” სუნს ანუ გახრწნილი არსების სუნს, შემდეგ ქოხის შიგნიდან ხმაური ატყდა,ისმოდა კაკუნის,გარბენის,ხშირი სუნთქვის და საზარელი კვნესის ხმები, უეცრად მამასახლისი ქოხის იმ ფანჯარასთან მივარდა,რომელიც ღია იყო და შიგნით შეიხედა. ის აღწერს შიგნით სიბნელის მაგივრად სინათლე დამხვდაო და ნათურა კი არსად იყოო. არ ვიცი რა ანათებდა, მაგრამ შიგნით ყველაფერი თეთრი იყო და სუნიც ძალიან მძაფრად იდგაო.
შემდეგ მამასახლისი გაიქცა და მეორე დღეს ხალხთან ერთად მივიდა. სუნი ისევ არ გამქრალა, სუნი შიგნიდან გამოდიოდა მაგრამ შიგნით არაფერი არ იყო. სინათლე არავის დაუნახავს,შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა იკითხა ნეტა შიგნით რა არის ესეთი რასაც ეს სუნი აქვსო. შეკითხვა დაამთავრა თუ არა მას ფეხზე ქვა მოხვდა,დაიხარა თუ არა ქვის ასაღებად ქვაზე წითელი ასოებით ეწერა: "когда никто не там, что-то там! ” ქვასაც ის სუნი ასდიოდა,რაც ქოხიდან გამოდიოდა. ბოლოს მოიფიქრეს,რომ დაენგრიათ ეს ქოხი მაინც არავის არ სჭირდებოდა და არავინ არ იცოდა ვისი აშენებული იყო.

მეორე დღეს მთელი სოფელი ქოხთან შეიკრიბა და ქოხის დაშლა დაიწყეს,როდესაც ქოხიდან საზარელი ყვირილი მოისმა ყველა პანიკაში ჩავარდა. ეს ყვილი კაცის იყო ოღონდ არაადამიანური ხმით დაიყვირა,როდესაც ყვირილი შეწყდა მდინარე ადიდდა და ნაპირზე გადმოვიდა. აბსოლუტურად ყველა დასველდა,მდინარე კი უფრო და უფრო გიჟდებოდა. ერთ-ერთმა მაინც მოახერხა ერთი ფიცრის ჩამოძრობა და ამ ფიცრის უკან წითლად ეწერა:”оставьте меня в покое!”

შემდეგ დღეს უკვე საქმეში პოლიცია ჩართეს. პოლიცია ვერ ახერხებდა ქოხთან ახლის მისვლას,რადგან მდინარე ძალიან ჩქარი და ცივი იყო, ამიტომ მათ გადაწყვიტეს,რომ ეს ორი კვირა ქოხთან ყოფილიყვნენ ჩასაფრებულნი,რომ გაეგოთ შიგნით "ვინ” ან "რა” იყო. ორი კვირა გავიდა! ქოხიდან არავინ არც გამოსულა და არც შესულა. სუნი კი მძაფრად გამოდიოდა.რაც უფრო ახლოს მიიწეოდნენ პოლიციელები ქოხთან მით უფრო ადიდდებოდა ნაპირზე გადმოსული მდინარე. თითქოს ქოხში მცხოვრები არსება მდინარით იმუქრებოდა. ქოხი ლამის მდინარეში იდგა!

გავიდა ერთი თვეც, მაგრამ ის არასდროს გამოდის გარეთ. ბოლოს გადაწყვიტეს,რომ ქოხთან არავინ არ მისულიყო და ყოფილიყო ეს ქოხი თავისთვის. ქოხთან მდინარე ჩადგა და გზა განთავისუფლდა. იმ ტერიტორიას სადაც ქოხი იდგა "ნაძრახი ტერიტორია” უწოდეს. ზოგი ამბობს ქოხში სული ცხოვრობსო, ზოგი იძახის ქოხი ცოცხალია და ის შვება ამ ყველაფერსო, მაგრამ ქოხთან მისვლას ვერავინ ვეღარ ბედავს. ხალხი თავისთვის არის, ქოხი თავისთვის. სუნი მარტო სახლში დგას და სახლის კარებები და ფანჯრებიც ჩარაზულია (უკვე მესამე ფანჯარაც ჩარიაზა). ხალხის დასკვნა კი ასეთია: ქოხში არის რაღაც! რაც არასდროს გამოდის გარეთ!


შურისძიება
ბილ ბელონდი 10 წელი მუშაობდა გამომძიებლად ბევერლი ჰილში, თუმცა ასეთი უცნაური საქმე მას არასდროს ჰქონია. საქმე იმაში იყო რომ დამკრძალავ ბიუროში აღმოაჩინეს მკვდარი მამაკაცი, რომელსაც სახეზე ჰქონდა ნაკაწერები. მის გვერდით თავახდილი კუბო და მიცვალებული ქალის გვამი, რომელსაც დანა ჰქონდა მუცელში.
ბილმა შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ ნათელი მოჰფინა და აღადგინა ღამე, როცა ეს ამბავი მოხდა. ქალი რომელიც იატაკზე ეგდო დანაგარჭობილი აღმოჩნდა მერიენ ჯაკობსი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ავარიაში დაღუპულიყო. ის საკმაოდ მდიდარი იყო. მდიდარული კუბო ჰქონდა. ყელზე ძალიან ძვირფასი ბრილიანტებისა და ზურმუხტის ყელსაბამი ეკეთა. მკვდარი მამაკაცი კი მისი ქმარი იყო. კუბოში დამონტაჟებული იყო პატარა ნემსი, რომელიც რეაგირებდა მოძრაობაზე. როგორც ჩანს, მისის ჯაკობსის ქმარი ღამე შეიპარა იქ სადაც კუბო ესვენა, რათა თავისი განსვენებული მეუღლისთვის ძვირფასი ყელსაბამი მოეპარა. მოწამლულმა ნემსმა მაშინვე უჩხვლიტა, როგორც კი ხელი ცოლის ყელისკენ წაიღო. გაოგნებულმა მისტერ ჯაკობსიმ, გვამი გადმოათრია, რომ ისე მოეხსნა ყელსაბამი. ძლიერმა შხამმა მალე დაიწყო მოქმედება. მისტერ ჯაკობსი მიხვდა რაშიც იყო საქმე და გააფთრებული დანას ურტყამდა თავის ისედაც უკვე მკვდარ ცოლს. იგი კარისკენ მიხოხავდა, თუმცა სანამ კარამდე მიცოცებას მოახერხებდა შხამმა მოკლა ის. ბილისთვის მხოლოდ ერთი რამ იყო ამოუხსნელი, საიდან გაჩნდა ნაკაწრები მისტერ ჯაკობსის სახეზე. მისმა დამხმარე გამომძიებელმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ალბათ მისტერ ჯაკობსმა თვითონ დაიკაწრა სახე სიმწრისგან. თუმცა ეს ვერსია მიუღებელი იყო, მაშინ როცა მისის მერიენ ჯაკობსის თითებსა და ფრჩხილებზე აღმოჩნდა ახალი სისხლისა და კანის კვალი, რომელიც როგორც ანალიზმა უჩვენა მისტერ ჯაკობსის ეკუთვნოდა.


მისტერ და მისის ანდერსონები
მისტერ და მისის ანდერსონები უკვე 5 წლის ცოლ–ქმარი იყვნენ. პრობლემები ჰქონდათ ურთიერთობაში. ახლაც მისტერ ანდერსონის დედასთან სტუმრობის შემდეგ კვლავ ჩხუბობდნენ, მისის ანდერსონი ამტკიცებდა რომ დედამთილი ვერ იტანდა. ამ დროს მანქანას საბურავი დაეშვა და ტრასიდან გადააყენეს მანქანა. მისტერ ანდერსონი დიდხანს ცდილობდა ბორბლის შეცვლას, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა, მისის ანდერსონი კი საყვედურებით ავსებდა მას. უეცრად მისის ანდერსონმა გვერდით გაიხედა და უცნაური ჩაცმულობის კაცი დაინახა. იგი შუახნის იქნებოდა, ძველებური ჯვალოს შარვალი და პერანგი ეცვა. ქალმა იყვირა.
უცნობმა დახმარება შესთავაზა. ვინაიდან მძარცვეივით არ გამოიყურებოდა, მისტერ ანდერსონმა მიიღო მისი დახმარება. უცნობმა რამდენიმე წუთში შეცვალა ბორბალი. ის უცნაურად ლაპრაკობდა. თქვა რომ ხშირად ბევრ წვრილმანს ვაქცევთ ყურადღებას, მაგრამ მხედველობიდან გვრჩება ზუსტად ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში, საყვარელი ადამიანი. ანდერსონებმა ერთმანეთს გადახედეს.
მისტერ ანდერსონმა წაყვანა შესთავაზა უცნობს. კითხვაზე სად სურდა მიეყვანათ, მან უპასუხა რომ თვითონ იცოდა როდის მოვიდოდა მათთან დამშვიდობების დრო. მისის ანდერსონმა უცნობს სთხოვა ღვედი შეეკრა, რათა უფრო მშვიდად ყოფილიყო. უცნობმაც შეიკრა უსაფრთხოების ღვედი. ის მანქანის უკანა სავარძელზე იჯდა. მისის ანდერსონი ხშირად საყვედურობდა ქმარს, რომ ღვედს არ იკრავდა, ამის გამო ხშირად ჩხუბობდნენ. ამჯერად მისტერ ანდერსონმა თვითონვე შეიკრა ღვედი, ცოლის შენიშვნის გარეშე.
უცნობს ჰკითხეს, ვინ იყო, უბრალოდ ხეტიალობდა ქვეყანაზე თუ სადმე ცხოვრობდა. მისტერ ანდერსონს გაუკვირდა, როგორ ცხოვრობდა ნათესავების, შვილების გარეშე. უცნობმა უპასუხა რომ ოდესღაც მასაც ჰყავდა ოჯახი, მოსიყვარულე ცოლი და შვილები, მაგრამ მაშინ ვერ აფასებდა მათ, ცუდ ხასიათზე იყო, ჩხუბობდა, სამსახურში ატარებდა უამრავ დროს. როცა ყველაფერი დაკარგა მხოლოდ ამის შემდეგ დააფასა ისინი.
ანდერსონებმა ერთმანეთს შეხედეს, გაუღიმეს, ხელები ჩაკიდეს. თითქოს ჩვენზე ლაპარაკობთ და გვიცნობთ თქვა მისის ანდერსონმა და უკან გაიხედა. უცნობი აღარ იყო. ქალმა იყვირა. ხომ არ გადავარდაო. თუმცა ღვედი შეკრული იყო კვლავ.
ადგილობრივი პოლიცია გამოიძახეს, პოლიციელმა მათ უთხრა რომ ამ ადგილას მგზავრები ხშირად ხედავენ ამავე აღწერილობის მამაკაცს, რომელიც მათ ეხმარებათ მანქანის გამართვაში და ესაუბრება იმ თემებზე რაც მათ ყველაზე მეტად აწუხებთ იმ მომენტში.
ანდერსონებმა მოაგვარეს ოჯახური პრობლემები..



უჩინარი კატა
ისტორია რომელსაც ახლა გიამბობთ რეალურად მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქ გამოქვეყნებული პოსტები ეყდნობა მხოლოდ და მხოლოდ რეალურ ფაქტებს.
7 წლის ჯენის ჰყავდა კატა მიკი, რომელიც ძალიან უყვარდა, მასთან ერთად იძინებდა, თამაშობდა, აჭმევდა, ასეირნებდა.
ერთ დღეს უბედური შემთხვევა მოხდა, კატა მანქანამ გაიტანა. ჯენი ძალზე დასევდიანდა. მშობლებიც წუხდნენ ჯენის გამო და გადაწყვიტეს ახალი კატა ეჩუქებინათ პატარა გოგონასთვის, თუმცა იმ დღეს როცა მშობლები ჯენის წაყვანას აპირებდნენ ახალი კატის საყიდლად, ჯენიმ თქვა რომ მისი მიკი დაბრუნდა. ძალიან ბედნიერი იყო. ძველებურად თამაშობდა მიკისთან. საჭმელსაც აჭმევდა. რაც ყველაზე უფრო მეტად აწუხებდათ მის მშობლებს ის იყო, რომ კატის საჭმელი და რძე მართლაც ქრებოდა. მშობლები შიშობდნენ რომ მიკის დაკარგვამ ჯენიზე უარყოფითი გავლენა მოახდინა და ამის გამო გოგონა თვითონ იღებდა კატის საჭმელს და ცდილობდა მშობლებიც დაერწმუნებინა რომ ის მართლაც დაბრუნდა. ჯენი უჩინარ კატას ისევე ეფერებოდა როგორც მანამდე, სანამ უბედური შემთხვევა მოხდებოდა.
ამ ამბით შეშფოთებულმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ფსიქოლოგისთვის მიემართათ. ბავშვთა ფსიქოლოგს ჯენი უნდა დაერწმუნებინა, რომ მიკი მართლაც აღარ არსებობდა, ამის ერთადერთი საშუალება კი იყო ფოტო გადაეღო ჯენისა და მისი წარმოსახვითი კატისთვის და შემდეგ ჯენისთვის ეჩვენებინა ფოტო, რომელზეც მის გარდა არავინ და არაფერი იქნებოდა გამოსახული.
ფსიქოლოგმა მალევე დაითანხმა ჯენი ამ წინადადებაზე და გოგონამაც სიხარულით გადაიღო ფოტო მიკისთან.
მეორე დღეს სახეშეშლილი ფსიქოლოგი ესტუმრა ჯენის მშობლებს და მისცა ფოტო, სადაც ჯენი კატასთან ერთად იყო გამოსახული.



თუ მოგეწონათ კიდევ დავდებ
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 747 | დაამატა: NiNiKo | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2013-04-13 Spam
kide dadeeee biggrin momewonaaa <3