– ჯენიფერ, ძიძა მოვიდა, წასვლის დროა – გასძახა ქმარმა მეუღლეს და პირველ სართულზე ჩავიდა.
ამანდა მორცხვად იდგა კარებთან, სულ რამდენიმე დღეა რაც პიტერსონებთან დაეწყო მუშაობდა. თან სწავლობდა და თან ბავშვების მოვლით დამატებით შემოსავალს იღებდა.
ჯენიფერი და ტომი უკვე 15 წელია ცოლ–ქმარი იყვნენ, შვილები გვიან შეეძინათ, ახლა ორი პატარა ჰყავდათ და ერთმანეთს ისეთ ყურადღებას ვეღარ უთმობდნენ, როგორსაც ადრე, ამიტომ გადაწყვიტეს ერთი საღამო კინოში წასულიყვნენ მარტო ისინი და ბავშვები გვიანობამდე ძიძასთან დაეტოვებინათ.
– თუ რამე მოხდა, მაშინვე დაგვირეკე – ჯენიფერმა ჩანთა აიღო და ამანდას მიუბრუნდა – კარები კარგად ჩაკეტე.
პიტერსონების სახლი პატარა სასახლეს ჰგავდა, მაგრამ ძალიან ძველი და ბნელი შენობა იყო, უამრავი ოთახებით, რომელსაც არავინ იყენებდა. პიტერსონები დიდი ხანია ამ სახლის გაყიდვას აპირებდნენ.
ამანდამ კარები ჩაკეტა და ბავშვების ოთახში ავიდა. პატარებს უკვე ეძინათ. შუქი ჩააქრო და პირველ სართულზე ჩამოვიდა, ტელევიზორი ჩართო და დივანზე მოიკალათა.
ტელეფონის ზარი გაისმა. დარწმუნებულმა იმით, რომ ჯენიფერი რეკავდა, ყურმილი აიღო.
– დიახ მისის პიტერსონ.
– …
ხმას არავინ იღებდა, მარტო მძიმე სუნთქვის ხმა ისმოდა.
– გისმენთ…– გაიმეორა ამანდამ.
– შენს ადგილზე ბავშვებს ვნახავდი – გაისმა კაცის ხმა და მას უცნაური შრიალი მოყვა. კაცმა ყურმილი დაკიდა.
გაოცებულმა ამანდამ აქეთ–იქით მიმოიხედა, ვიღაცა ბოროტად ეხუმრებოდა. სასწრაფოდ აირბინა მეორე სართულზე და ოთახის კარი შეაღო. ბავშვებს ეძინათ.
თავი გაიქნია და დაბლა ჩამობრუნდა. იფიქრა ალბათ ვინმე ნაცნობმა გაიგო ძიძად რომ ვრჩები და ჩემი შეშინება გადაწყვიტაო.
ისევ ტელეფონის ხმა გაისმა.
– ეს სულაც არაა სასაცილო – გაბრაზებული ხმით უპასუხა ტელეფონს. ისევ უცნაური შრიალი ისმოდა.
– ბავშვები შეამოწმე – გაიგო ისევ ის საშინელი ხმა შორიდან და ტანში გააჟრჟოლა. ეს ამბავი არ მოსწონდა.
– ვინ ხარ, რა გინდა?
უცნობმა ჩუმად ჩაიცინა ნაწყვეტ–ნაწყვეტ და გათიშა.
ახლა უკვე ნამდვილად შეეშინდა, ეს ყველაფერი ნაცნობის ხუმრობას არ ჰგავდა. სასწრაფოდ 911–ზე დარეკა და ოპერატორს ამ ზარების შესახებ მოუყვა.
– როცა კიდევ დარეკავს ეცადეთ ცოტა ხანი შეაყოვნოთ მისს, ასე მის ადგილმდებარეობას დავადგენთ – უთხრა ოპერატორმა.
აკანკალებული დაჯდა დივანზე და ტელევიზორი გამორთო. სახლის ირგვლივ არავინ ჩანდა, კარები საიმედოდ იყო ჩაკეტილი, ვერავინ შემოვიდოდა. ისევ თავს იმშვიდებდა, რომ ვიღაც უბრალოდ ბოროტად ხუმრობდა.
ისევ საძულველი ზარის ხმა მოისმა. უცნობი ნომერი.
– არაფერს აკეთებ იმისთვის რომ ბავშვები გადაარჩინო – ჩასჩურჩულა უცნობმა.
– მოიცადე, არ გათიშო, მითხარი რა გინდა.
– მინდა რომ ბავშვების ოთახში ახვიდე და შეამოწმო, იქ არიან თუ არა…
– ბავშვები კარგად არიან და სძინავთ. მათ ვერაფერს დაუშავებ.
ისტერიული სიცილი გაისმა. უცნობი საშინელი ხმით იცინოდა.
– ძალიან მალე – უთხრა კაცმა და გათიშა.
ის იყო ამანდა მეორე სართულზე აპირებდა ასვლას, რომ ოპერატორმა დაურეკა.
– მისს, გადავამოწმეთ ნომერი, სასწრაფოდ დატოვეთ სახლი, ადამიანი, რომელიც გირეკავთ იმავე სახლში იმყოფება, სადაც თქვენ ხართ, გიმეორებთ, სასწრაფოდ დატოვეთ სახლი, ჯგუფი უკვე გამოვგზავნეთ.
სისხლი ძარღვებში გაეყინა, ტელეფონი ხელიდან გაუვარდა. მეორე სართულიდან მძიმე ნაბიჯების ხმა ისმოდა.
"ძალიან მალე” ჩაესმა უცნობის ხმა და კარებს მივარდა.
უკნიდან ძლიერი ხელი სწვდა და ყელში მოუჭირა.
– ხომ გითხარი ბავშვები შეამოწმე–თქო – ჩაესმა ნაცნობი ხმა და ყელიდან გაურკვეველი ბგერები ამოუვიდა.
გარეთ პოლიციის მანქანების სიგნალების ხმა მოისმა. კაცმა ხელი გაუშვა. პანიკაში მყოფი ამანდა კარებს ეცა და გარეთ გავარდა.
პოლიციელებმა ბავშვების ოთახში დიდი სისხლიანი ცული იპოვნეს, ბავშვები კი კარადაში იყვნენ დამალულები და ისტერიულად ტიროდნენ. ფანჯარა გატეხილი იყო, ყველგან მინის ნამსხვრევები ეყარა. მანიაკის კვალს ვერსად მიაგნეს.
ლეგენდა, რომლის მიხედვითაც საკმაოდ საინტერესო ფილმია გადაღებული...
( ეს ლეგენდა კი კარმენ ვინსტედზე მოგვითხრობს) გაითვალისწინეთ, რომ ეს ლეგენდაა. ზოგს ლეგენდის არსებობაში დარწმუნებულია, ზოგს კი ამის არ სჯერა.
დიდი ხნის წინად ერთერთ ქალაქში ცხოვრობდა გოგონა სახელად კარმენი, კარმენს მშობლები ძალიან ცუდად ექცეოდნენ. მამამისს სახსრები არ გააჩნდა და შვილი ინდიანაში გააგზავნა და იქ დააწყებია სწავლა.
გოგონა განსხვავებული გარეგნობის იყო, მას ძალიან ცუდი ხასიათი ჰქონდა, რადგან არასდროს არავისთან არ უმეგობრია და ზედმეტად ჩაკეტილი პიროვნება იყო მისი მძიმე ბავშვობიდან გამომდინარე.
სკოლაში ბავშვები მას ცუდათ შეხვდნენ, თავიდან კარმენი დარწმუნებული იყო, რომ ბავშვები მას დაუმეგობრდებოდნენ. მის კლასში იყო ხუთი გოგონა, რომლებიც კარმენს ჩაგრავდნენ, ამ დროს აღმოაჩინა კარმენმა რომ გოგოების მასზე ჭორებს ავრცელებდნენ და ბინძურ ზღაპრებს თხზავდნენ მასზე.
ცოტა ხანში კლასში გაისმა ბავშვების ჩივილი, ბავშვები ჩიოდნენ იმაზე, რომ ვიღაც მათ ჩანთაში აქცევდა რძეს და ყრიდა ტალახს. გოგონებმა ეს ყველაფერი კარმენს დააბრალეს, და თქვეს რომ მას ჰქონდა ხშირი კავშირი ტალახტან, რადგან სულ დასვრილი ტანსაცმლით დადიოდა.
მასწავლებელმა მეორე დღეს ბავშვთა კრება გამართა სკოლის ეზოში, და ყველას გააფრთხილა, რომ არ ჩაეყარათ ტალახი და მსგავსი რამეები მოსწავლეების ნივთებში. კარმენმა, როგორც იქნა ჩაილაპარაკა, რომ ეს ყველაფერი მას არ გაუკეთებია და გოგონებს გადააბრალა, მასწავლებელმა ეს საყურადღბოდ არ ჩათვალა, და გოგონას ლუღლუღი უპასუხოდ დატოვა. მასწავლებლის წასვლის შემდეგ გოგონებმა კარმენს დაემუქრეს, და ცემეს ის, ლაპარაკის დროს გოგონები კარმენს უახლოვდებოდნენ, კარმენი კი უკან იხევდა, ამ დროს კარმენმა შემთხვევით ფეხი ჩადგა კანალიზაციის ჭაში. გოგონებმა სიცილი ატეხეს და მას სასტიკად დაცინეს, როცა კარმენი ზემოთ არ ამობრუნდა, გოგონების სიცილი გაოცებამ შეცვალა, კარმენი ჭაში ჩახრჩობილიყო და კისერი მოეტეხა, პოლიციამ მკვდარი კარმენი წაიყვანა, გოგონებმა კი თქვეს რომ კარმენს შემთხვევით დაუცდა ფეხი.
რამდენიმე დღის შემდეგ, ხუთივე გოგონა შეაწუხა წერილებმა ემაილ-ზე, წერილში ეწერა მათი სიკვდილის თარიღი. გასაკვირია , მაგრამ ლეგენდის თანახმად ხუთივე გოგონა ერთ ღამეს მოკლეს, ხუთივე კანალიზაციის ჭაში, ხუთივე ისე როგორც კარმენი: ფეხებ მოტეხილი, კისერ მონგრეული და დასახიჩრებული.
ლეენდის თანახმად კარმენს სამარა დაერქვა, ის ჭაში ცხოვრობს და ადამიანებს აბაზანაში, ტბებზე და მდინარეებთან ენახვება, ის ისეთ ადამიანებთან მიდის რომლებიც ბინძურ საიდუმლობ მალავენ.
მასზე გადაღებულია კინო რომელსაც ,,ზარი'' ეწოდა, მართალია კინო ძალიან ჩახლართულია, მაგრამ ლეგენდასთან მაინც ახლოსაა, რათქმაუნდა ოდნავ შეცვლილი შინაარსით.
დასასვენებლად წასულმა მშობლებმა თავიანთი ერთადერთი ქალიშვილი რომელსაც ლიზა ერქვა დატოვეს სახლში მარტო. გოგონას სახლში დაუტოვეს ფული და ძაღლი, გოგონა ერთი კვირა მარტო უნდა ყოფილიყო და მის ერთ მეგობარს სთხოვა სახლში დარჩენა, მისი მეგობარი ლიზასთან ორი დღე დარჩა, შემდეგი დღეები კი ლიზა მარტო დარCა სახლში, რადგან მის მეგობრებს საქმეები გამოუჩნდათ.
ერთ ბნელ ღამეს მარტო დარჩენილ ლიზას უცნაური ხმები შემოესმა, მაგრამ შიშიგან გაჩერებული არ განძრეულა. რამდენიმე წუთის შემდეგ მან რადიო ჩართო, რადიოში კი შემაძრწუნებელმა განცხადებამ გაიჟღერა. ჟურნალისტი ლაპარაკობდა:
- ციხიდან გამოიქცა ერთ-ერთი გიჟი დამნაშავე, რომელიც წინა წელს იქნა დაჭერილი, ვუდსბოროს მცხოვრებლებს, ვთხოვ დაკეტონ კარებები და ფანჯრები, ნუ გახვალთ სახლიდან შორს და ერიდეთ ტყეებში და პარკებში სეირნობას ღამე..!
ლისამ კარებები და ფანჯრები ჩაკეტა და ლოგინში დაწვა, შემდეგ დღეს მშობლები ბრუნდებოდნენ და ლისას არაფრის არ ეშინოდა. ლიზამ სახლში ჩააბნელა, ხელი საწოლიდან გადაყო ხელი ძაღლმა აულოკა, ლიზა დარწმუნდა , რომ ძაღლი მას იცავდა. შუა ღამეს ლიზა წყლის წვეთების ხმამ გააღვიძა, ადგა და ნახა, რომ სამზარეულოში ონკანი დაკეტილი იყო, იფიქრა, რომ ონკანის სიძველის გამო ის გაფუჭდებოდა და გასაკეთებელი იყო. ღამე ისევ აალოკინა ძაღლს ხელი და ნაგაზთან ერთად არაფრის ეშინოდა. წვეთების ხმამ ისევ გამოაღვიძა, მაგრამ ონკანი ისევ დაკეტილი დახვდა. გოგონა ფიქრობდა, რომ ონკანი გაფუჭებული იყო და არაფრის ეშინოდა. გოგონას ტკბილად ჩაეძინა.
დილას გაღვიძებული ლიზა სააბაზანოში შევიდა, აბაზანის ფარდა გადაწია, და არ გაინტერესებს რა ნახა შიგნით? აბაზანაში მისი გატყავებული ნაგაზი ეკიდა და ის წვეთები კი რომლებიც ღამე ლიზას აღვიძებდნენ ძაღლის სისხლის წვეთები იყო, გოგონა შოკირებული დარჩა, ის უკან გამობრუნდა და დაინახა წარწერა სარკეზე: ადამიანებსაც შეუძლიათ ხელის ალოკვა..! ლეგენდის თანახმად სახლში დაბრუნებულმა მშობლებმა გოგონა და ძაღლი ერთნაირად გატყავებული იპოვეს. მკვლელის ვინაობა უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ ის შეშლილი დამნაშავე იყო, რომელსაც ადრეც ბევრი ბინძური საქმე ჰქონდა განაკეთები.
მოხეტიალე სული
ეს ამბავი მაშინ დაიწყო, როცა სახლში ვბრუნდებოდი. მე მიყრუებულ ადგილას ვცხოვრობ, ამიტომ ქუჩა ჩაბნელებული იყო და გზას მხოლოდ ჩემი მანქანის ფარები ანათებდა. რამდენიმე კვირის წინ აქ ავარია მოხდა, რომელმაც ჩემი ორი მეგობარი შეიწირა, 4 კი მძიმედ დაშავდა. სწორედ ამ ადგილს ვკვეთდი, როცა წინ შავმა ფიგურამ გაიარა და ტყეში შევიდა. როცა გზაზე გადადიოდა, დავუსიგნალე, მაგრამ რეაქცია არ ჰქონია. სანამ სახლამდე მივედი, სულ იმის ფიქრში ვიყავი, რა იყო ეს. ცხოველი რომ ყოფილიყო, დასიგნალებაზე მოიხედავდა ან გაიქცეოდა. ჩემი ერთ-ერთი მეგობარი, რომელიც ავარიაში მოხვედრისას გარდაიცვალა, მაღალი სიმპათიური ბიჭი იყო. ეს ფიგურაც თითქოს მისი სიმაღლის იყო. ეს რომ გავაცნობიერე, კიდევ უფრო შემითრია ფიქრებმა.
დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, როცა გვიან ღამემდე ვუყურებდი ტელეარხ HBO-ს, უცებ ისეთი ხმა მომესმა, თითქოს სამზარეულოში ვიღაც ჩემი ლეკვის საჭმელს მიირთმევდა. შევედი სამზარეულოში და ვნახე რომ ჩემი კატა ყოფილა. გამიკვირდა, რადგან ის მუდამ გარეთაა და სახლში სახლში თითქმის არ შემოდის, კარიც კაი ხნის ჩაკეტილი იყო. ავიყვანე და გავიყვანე გარეთ. შემდეგ შემოვბრუნდი და ჩემდა გასაოცრად, აღმოვაჩინე, რომ ყველა კარი ჩაკეტილი იყო ! არანაირი აზრი არ მომდიოდა, როგორ შევსულიყავი სახლში. დავურეკე ჩემს ბოიფრენდს და მოვუყევი რაც მოხდა. ლაპარაკში შევყევით და უცებ მითხრა, რომ ჯინსის უკანა ჯიბეში გასაღები იპოვა. დედამისი რამდენიმე დღის წინ ახალ სახლში გადავიდა და ვივარაუდეთ, რომ მან ჩაუდო ამ სახლის გასაღები. ამის მერე მალევე დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
მეორე დღეს ჩემი ბოიფრენდი მესტუმრა. გვშიოდა და პიცა გამოვიძახეთ, მან კი ის გასაღები მაჩვენა, რომელზეც გუშინ მესაუბრა. ჩემსას მივამსგავსე და ხუმრობით ვუთხარი, "აბა ჩემს კარებს თუ გააღებ?” ის მართლაც გავიდა გარეთ და კარი ჩაკეტა. შემდეგ მოარგო გასაღები საკეტს და ის გაიღო ! "ჰმ, შენ გაუხსენი გუშინ კარები ჩემს კატას?” გავეხუმრე ისევ, თუმცა თავში ათასგვარი ფიქრი მიტრიალებდა. ის მიხვდა ჩემს აზრებს და გასაღებზე ჩამოაგდო საუბარი. მითხრა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ აღმოჩნდა მის ჯიბეში. ჩვენ ორი წელია ერთად ვართ და ყველაზე საშინელ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენ, რომ ის მომატყუებდა ან გასაღებს მომპარავდა. პიცა შევჭამეთ და სამზარეულოში გავედი, რომ რამე სასმელი მენახა. უცებ შევნიშნე, რომ სტუმრების საწოლ ოთახსა და მშობლების აბაზანაში შუქი ენთო.
მამაჩემი ცნობისმოყვარეა და ყოველთვის აინტერესებს, რა ხდება სახლში, როცა ის სხვაგანაა. უკანა კარებთან კამერა აქვს დამონტაჟებული, რომელიც მოძრაობისას ირთვება და 30-30 წამიან ვიდეოებს იღებს, შემდეგ კი ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნება. რამე საეჭვო რომ ყოფილიყო, დამირეკავდა და მკითხავდა, მაგრამ მისგან ზარი არ ყოფილა. მე და ჩემმა ბოიფრენდმა ყველა ოთახი შევამოწმეთ, ყველა წერტილი, მაგრამ ვერაფერს მივაგენით.
ამის შემდეგ ყოველთვის მაქვს შეგრძნება, რომ მარტო არ ვარ, რომ ვიღაც მითვალთვალებს. ვერ ვიტან ამ შეგრძნებას და მანქანის მართვაშიც ხელს მიშლის. იმასაც ვგრძნობ, რომ ეს "რაღაც” ცდილობს ჩემს ბოიფრენდს წამაჩხუბოს. რა უნდა ჩემგან? როგორ მოვიშორო? ვილოცე, მასთან კონტაქტის დამყარებაც ვცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ასე თუ გაგრძელდა, მალე პროფესიონალის დახმარება დამჭირდება.
თვითმხილველთა მიერ ნაამბობი მისტიური ისტორიები
1)შავი ქალი გზაზე.;
რუსი ქალბატონი სვეტა ყვება: "მე და ჩემი მეუღლე, ოლეგი გზაზე მივდიოდით, ღამე იყო და ბევრი მანქანა არ მოძრაობდა. უცბად დავინახეთ ქალი, რომელსაც შავი სამოსი ეცვა, ჩემმა ქმარმა ვერ მოასწრო მანქანის დამუხრუჭება და რამოდენიმეჯერ დაეჯახა ქალს, თუმცა ის უვნებელი იყო, მანქანა კი ოდნავ დაზიანდა და იმ ტერიტორიიდან ორი კაცი მოვიდა ჩვენს დასახმარებლად. შავებში ჩაცმული ქალბატონი კი კვლავ ჩვენთან იდგა და დუმდა.ჩვენ კაცებს ვუამბეთ, თუ რა მოხდა და ერთმა კაცმა მითხრა მე:
-თქვენს მანქანას წავიყვანთ და შევაკეთებთ, მაგრამ აქ ვერანაირ ქალს ვერ ვხედავთ.
-როგორ? ვერ ხედავთ? ის ხომ აქ დგას.- ვუპასუხე მე.
-უკაცრავად?!
-ოი, რა სწრაფად წასულა, ახლავე დავეწევი მას.
ოლეგი გაიქცა ქალის მოსაყვანად და გზაზე გადაირბინა, უცებ ის შავებში ჩაცმული ქალბატონი დაინახა, რომელსაც ახლოს მანქანამ ჩაუარა და შემდეგ თითქოს ჰაერში დაიფერფლა.
ჩემი ქმარი უკან დაბრუნდა და ყველაფერი მოგვიყვა. მეორე კაცმა გვითხრა:
-თქვენს გარდა უამრავი ადამიანი ნახულობს ამ ქალს.
ჩვენი მანქანა წაიყვანეს, ეს ამბავი კი დღემდე ვერ დაგვივიწყებია."
2)სარკე.
ელენა ყვება:"როდესაც მე პატარა ვიყავი, დედამ მის მეგობართან წამიყვანა სტუმრად, საქმე არაფერი მქონდა, ამიტომაც ვუსმენდი იმას, რასაც დედა და მისი დაქალები ყვებოდნენ. დაიწყეს მოყოლა ერთ გოგონაზე, სახელად ანა, რომელიც მათი მეგობარი ყოფილა და მასთან ერთად სარკეში მკითხაობდნენ. დედაჩემმა და ანამ. იჩხუბეს, დედას სიზმარში ანა უნახავს და გადაუწყვეტავს მასთან შერიგება, მაგრამ როდესაც მივიდა მის სახლში, ის უკვე გარდაცვლილი იყო, მიცვალებულ ანას ხელში გატეხილი სარკე ეჭირა. ამის შემდეგ დედამ და მისმა სამეგობრომ სარკით მკითხაობა შეწყვიტა."-
3)ღვინის ლაქა
ალექსი ყვება:" სოფელში ვისვენებდი და საღამოობით სოფლის კლუბში დავდიოდი, ერთ საღამოსაც იქ ლამაზი გოგონა გავიცანი, რომელსაც თეთრი კაბა ეცვა. შავი ღვინო დავლიეთ და შემთხვევით მას კაბაზე ღვინო დაეღვარა. ეს გოგონა ძალიან მომეწონა და ვთხოვე, რომ კიდევ ერთხელ სადმე შევხვედროდით, ის დამთანხმდა და მითხრა რომ მასთან ხვალ მივსულიყავი, მისამართიც ჩამაწერინა.
მეორე დღეს გოგონას სახლისაკენ გავემართე, დავაკაკუნე კარზე და სახლიდან მოხუცი ქალი გამოვიდა. მოხუცს ვთხოვე, რომ ელიზასთვის( გოგონა, რომელიც გუშინ გავიცანი) ეხმო. თავიც წარვუდგინე და ვუთხარი, რომ ელიზას მეგობარი ვიყავი.
მოხუცმა კი მიპასუხა: "შვილო, ის ელიზა, რომელზეც შენ ლაპარაკობ დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, ის ჩემი ერთადერთი შვილი იყო"
მე ვუმტკიცებდი,რომ გოგონა გუშინ კლუბში ვნახე.
ელიზას საფლავი გათხარეს და ნახეს, რომ გოგონას თეთრ კაბაზე ღვინის ლაქები ჰქონდა
4)ცოცხალი მკვდარი
ნატალია ყვება:"მდიდარ ოჯახში გავჩნდი და ფუფუნებაში ვიზრდებოდი, მალე პატარა დაც მეყოლა, რომელსაც ლენა დაარქვეს. მე და ლენას კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ის გულჩათხრობილი იყო. გავიდა დრო, საცხოვრებლად ცალკე ბინაში გადავედი, ოჯახთანაც ხშირი კავშირი არ მქონდა, რადგან სხვადასხვა ქალაქებში ვცხოვრობდით. ერთ საღამოს დედამ ტელეფონით შემატყობინა, რომ ლენამ თავი მოიკლა, მე სასწრაფოდ ჩავედი მშობლიურ ქალაქში, ლენა მეორე დღეს დავკრძალეთ და მე რამოდენიმე დღით მშობლებთან დავრჩი.
ღამით საშინელი სიზმრები მაწუხებდა, სულ ჩემს გარდაცვლილ დას ვხედავდი. ეს დედას მოვუყევი და რატომღაც გადავწყვიტეთ, რომ ლენას გვამი ამოგვეთხარა (დედას ეჭვი ჰქონდა, რომ ლენა ცოცხლად დავმარხეთ). ღამით ჩუმად ამოვთხარეთ, კუბოს თავი ავხადეთ და ვიხილეთ საშინელი სურათი: კუბო შიგნიდან მთლიანად დაკაწრული იყო,ჩემი დის გვამი კი გვერდზე იყო გადატრიალებული".
5)ახალი ბინა
სემი ყვება:"ოჯახთან ერთად ახალ ბინაში გადავედით, რომელიც საკმაოდ იაფად შევიძინეთ და კომფორტულადაც მოვეწყვეთ.თუმცა სახლი არც ისეთი კარგი აღმოჩნდა, როგორიც ჩვენ გვეგონა-ღამით ქალის ტირილი, ბრახუნი, ნაბიჯების ხმა გვესმოდა და ყველას ძალიან გვეშინოდა. დედამ მეზობელს ჰკითხა ბინის ისტორია და მეზობელმა თქვა:" მე ამ უბანში დიდი ხანია ვცხოვრობ და თქვენი ბინის ამბავი დეტალურად ვიცი, ამ ბინაში მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, ქმარი კიბოთი გარდაიცვალა და ცოლი ამას ძალიან განიცდიდა, ქალმა მთელი ბინა შავი ნაჭრებით"მორთო" , ღამეების განმავლობაში ხმამაღლა ტიროდა, რაღაც შელოცვები ისწავლა და მათი მეშვეობით მის გარდაცვლილ ქმარს უკავშირდებოდა, რამოდენიმე ხანში კი მოხუცი სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ექსპერტიზამ მისი სიკვდილის ზუსტი მიზეზი ვერ დაადგინა, ხალხი იმას ამბობს, რომ ქალი ეშმაკმა წაიყვანა, რადგანაც მისი სული ეშმაკეულ ძალებს დაუკავშირდა"
ალბათ ამიტომაც არ გვასვენებენ გარდაცვლილების სულები, გვინდა სახლის გაყიდვა, მაგრამ მას არავინ იყიდის."
კატეგორია:♥ სხვა | ნანახია:744 | დაამატა:MissMiller♡ | რეიტინგი:5.0/1