მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 19 » სასაცილო და ნამდვილი ისტორიები .. ))
5:41 PM
სასაცილო და ნამდვილი ისტორიები .. ))

რაგბისტი და კალია

ეს ამბავი ერთ ჩემს მეგობარს გიორგის გადახდა.
მე და ის ერთად დავდივართ რაგბზე. ერთხელაც დაღლილები მინდორზე
დავწექით დასასვენებლად. გიორგის პირი ჰქონდა დაღებული.
ცოტა ხნის შემდეგ მესმის მისი ყვირილი. ერთ საათიანი შოკის მერე
გიორგიმ ძლივს ამოღერღა, რომ მას პირში კალია ჩახტომოდა და
უარესი, შემთხვევით გადაუყლაპია კიდეც.

ფოტოსინთეზი

ერთი სკოლის ერთმა მოსწავლემ (სკოლასა და მოსწავლეს თქვენის ნებართვით არ დავახახელებ) კითხვაზე, რა არის ფოტოსინთეზი, შემდეგი პასუხი გასცა:
– ფოტოსინტეზი ეს არის… აი ის… მცენარეს რომ სურათს უღებენ.

ქათმის ყიდვის ამბავი

ეს ამბავი ერთმა ჩემმა ნაცნობმა მომიყვა. კომუნისტების დროს გამყიდველად მუშაობდა მაღაზიაში.
მაღაზიაში, დაკეტვამდე ორიოდ წუთით ადრე, ქალი შედის:
- ქათამი, გაქვთ?
- კი, გვაქვს. – უპასუხა გამყიდველმა და მაცივარში დარჩენილი ერთადერთი ქათამი გადმოიღო.
დადო სასწორზე, ერთი კილოგრამი გამოვიდა. ქალს ეპატარავა:
- ცოტა დიდი არა გაქვთ?
გამყიდველმა აიღო ქათამი შედო მაცივარში და მაშინვე უკან გამოიღო, ვითომ სხვა არის. დადო სასწორზე. სასწორს თითი მიაშველა და კილონახევარი გამოვიდა. ქალს მოეწონა:
- კარგია… ისიც მომეცით, ორივეს ავიღებ…

სურათის გადაღება

პატარა ელენიკო ორწლინახევრისაა. საბავშვო ბაღში დადის. ერთ საღამოს დედას ეუბნება:
- დედიკო, დღეს ბაღში სურათი გადამიღეს.
- როგორ გადაგიღეს, იდექი თუ დაგსვეს.
- არა, დედიკო, კედელზე მიმაყუდეს და ისე გადამიღეს.

ბანკომატთან

ერთი კვირის წინ ფულის ასაღებად მივედი ბანკომატთან. ჩემს წინ ასე 28-30 წლის გოგომ ჩაუშვა პლასტიკური ბარათი აპარატში. მას 3-4 წლის ბავშვი ახლდა, რომელიც ყურადღებით აკვირდებოდა უფროსის საქმიანობას. როდესაც გოგონამ ბანკომატიდან ფული აიღო, ამ დროს პატარამ ერთი ხელით ხელზე დაქაჩა, მეორეთი კი ბანკომატზე მიუთითა:
- დედიკო, დედიკო, იქ რა მამიკო ზის?

შპალერის გაკვრა

ამასწინათ ასეთი ისტორია მოვისმინე.
ტიპმა გადაწყვიტა სახლში შპალერის გაკვრა. ამ დროს გაახსენდა რომ მისმა ძმაკაცმა(რომელიც ზუსტად ისეთივე პროექტის სახლში ცხოვრობდა) სულ ცოტა ხნის წინ გააკეთა რემონტი და ჰკითხა: კონკრეტული ოთახისთვის რამდენი ცალი შპალერი ეყიდა.
პასუხი იყო: ”16 ცალი”.
იყიდა 16 რულონი შპალერი. გააკრა და 5 ცალი დარჩა. დაურეკა ისევ იმ ტიპს და უსაყვედურა: ”16 ცალი ვიყიდე და 5 ცალი დამრჩა.” პასუხად კი მიიღო: ”ხო, 5 უნდა დაგრჩენოდა, მეც 5 დამრჩა.”

ქალის დევნა

პატარა ნიკუშა ნაკულაშვილი, დედიკომ თბილისში წაიყვანა სასკოლედ ტანსაცმელების საყიდლად. ნიკუშას თხოვნოთ ე.წ. „ვაგზლის ბაზრობაზე" წავიდნენ ,, მატარებლით". ჩაჯდნენ მეტროში. დიქტორი აცხადებს: შემდეგი სადგური 300 არაგველი, შემდეგი სადგური ავლაბარი, რომ გამოაცხადა შემდეგი სადგური თავისუფლების მოედანიო, ნიკუშამ ვეღარ მოითმინა და მთელი ვაგონის გასაგონად გამოაცხადა: ,,დედიკო, რა არის ეს ქალი ჩვენ დაგვდევსო?"

მრგვალი კამერა

ეს ამბავი ელექტროსაქონლის მაღაზიის ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა მომიყვა. ის კონსულტანტად მუშაობდა.
ერთხელ მათთან მაღაზიაში ერთი გოგონა შევიდა, რომელსაც ციფრული ფოტოაპარატის ყიდვა უნდოდა. მან ძალიან ბევრი უაზრო კითხვა დაუსვა კონსულტანტს. ბოლოს კი თავისი სულელური კითხვების კორიანტელი ასეთი კითხვით დააგვირგვინა:
– ფოტოაპარატს კამერა ხომ მრგვალი აქვს და ოთხკუთხედი სურათები რატომ გამოდის?

ზარმაცი მიმტანი

ამ ცოტა ხნის წინ ვზივართ სახინკლეში და ლუდს ვსვამთ. ძალზე ზარმაცი მიმტანი შეგვხვდა, ცარიელი ბოთლების წაღება ეზარებოდა. მაგიდაზე საკმაო რაოდენობა დაგროვდა და უკვე ხელს გვიშლიდა. ჩემმა მეგობარმა დაუძახა მიმტან გოგონას და უთხრა:
- ცარიელი ბოთლების წაღება შეიძლება?
გოგონა ცოტა დაფიქრდა და უპასუხა:
- არ არი პრობლემა, წაიღეთ თუ გინდათ.


კურიოზი

ერთმა დედამ ასეთი რამ მომიყვა თავის შვილზე.
ერთხელ ღამით თავისი 9 წლის ბიჭი აღვიძებს და ნახევრად მძინარე ხმით ეუბნება:
- დე, წყალი მომიტანე რა.
- ადექი და დალიე!
- მიდი რა დე, მომიტანე რა.
- ახლა თუ არ გაჩერდები ავდგები და ჯოხს მოვიტან და გცემ!
- ჯოხის მოსატანად რომ წახვალ წყალი გამოაყოლე რა…


ქსეროქსი არ გვაქვს!

თბილისში ერთი პატარა მაღაზიაა (თქვენის ნებართვით ადგილს არ დავაკონკრეტებ). ამ მაღაზიაში იყიდება ოფისისთვის საჭირო ნივთები, მათ შორის კარტრიჯები პრინტერისთვის.

ფანჯარაზე შესაბამისი სარეკლამო წარწერაც აქვს.

ერთხელ შევედი ამ მაღაზიაში, ვდგევარ ვათვალიერებ. ამ დროს ბიჭი შემოვიდა და იკითხა:

– ქსეროკოპიებს ხომ არ იღებთ?

გამყიდველმა გოგონამ გაღიზიანებულმა ამცნო:

– არ ვიღებთ! კარზე შესაბამისი განცხადებაც არის გამოკრული!

გამყიდველი გოგონას ტონზე მივხვდი, ხშირად აწუხებენ ამგვარი კითხვით.

გარეთ გამოვედი. კარს შევხედე.  მართლაც, გაკრული იყო დიდი ასოებით ამობეჭდილი განცხადება.

”ქსეროქსი არ გვაქვს!”

ერთი კვირის შემდეგ შემთხვევით გავიარე ამ ქუჩაზე და თვალი იმ კარისკენ გამექცა. იმ განცხადების ქვეშ კიდე ერთი განცხადება გაეკრათ. მთლიანობაში ასე გამოიყურებოდა.

ქსეროქსი არ გვაქვს!”

”არც გვქონია და არც გვექნება!”

ათიოდე დღის მერე კიდე ერთი განცხადება იყო დამატებული და უკვე ასეთი სახე მიეღო:

”ქსეროქსი არ გვაქვს!”

”არც გვქონია და არც გვექნება!”

”არ ვიცით ახლომახლო სადმე არის თუ არა!”

ორი კვირის მერე კვლავ ჩავიარე იმ მაღაზიასთან. ვხედავ სამივე განცხადება ჩამოუხსნიათ და მის ნაცვლად ერთი განცხადება იყო გამოკრული, რომელიც  იუწყებოდა:

”ქსეროქსი 1 ფურცელი 2 ლარი”

მშვენივრად მოუფიქრებიათ, არა?!

ერთი ფურცლის 2 ლარად ქსეროკოპირებას ალბათ არავნ ისურვებს და აღარ შეაწუხებენ.

კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 3518 | დაამატა: -Pucca♡ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
კვირა
2024-11-24
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 26
სტუმარი: 26
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz