მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 20 » საკუთარი აზრების კონტროლი
4:54 PM
საკუთარი აზრების კონტროლი

როგორ ვმართოთ საკუთარი აზრები





ადამიანები ძალიან სულწასულები და დაუდევრები ვართ. გვინდა, თითოეულმა ქმედებამ თუ ნაბიჯმა დღესვე მოგვცეს შედეგი. ზოგჯერ კი ისე სწრაფად და დაუდევრად ვიქცევით, რომ ამის შედეგს წლების განმავლობაში ვიმკით. არც დაკვირვება ვიცით, მახვილი თვალი კი სწორად მიხვდება, რა ხდება მის გარშემო, რას სთავაზობს მას გარემო პირობები, როდის დგას მისთვის არასასურველი თუ, პირიქით, სასურველი მოქმედებების დრო. როგორც ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი, ბატონი დავითი ამბობს, ადამიანის აზრიც კი გარკვეული ენერგიაა და გვინდა თუ არა, ჩვენდა უნებურად, ჩვენი აზრები ქმნის ენერგეტიკას, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ მატერიალურ სამყაროში რეალიზდება. მისივე თქმით, ბევრი ადამიანი ამას ვერ ხვდება და ყურადღებასაც არ აქცევს, შედეგს კი მაშინ იმკის, როცა უკვე გვიანია რამის შეცვლა და გამოსწორება.

დავითი: აზრობრივი ენერგია ძალიან საშიში ენერგიაა ადამიანისთვის, შეიძლება ითქვას, დამანგრეველიც კი. მაგალითად, როცა ერთ ადამიანს მეორე ადამიანისა შურს, ამით ის მას უდიდეს ენერგეტიკულ ზიანს აყენებს და თვალავს მის წარმატებას. კერძოდ, ამ დროს იქმნება გარკვეული აზრობრივი ენერგეტიკა. სწორედ ეს ენერგეტიკა უქმნის პრობლემებს შურის ობიექტს. შური ძალიან ცუდი რამაა. ამიტომ, ყველას ვაფრთხილებ, თუ გსურთ არ ავნოთ სხვას, კეთილი შურითაც კი არასდროს შეგშურდეთ-მეთქი.

– ეზოთერიკოსები ამბობენ, რომ აზრის მაგიას შეუძლია ადამიანისთვის წარმატების მოტანაო. თუ არსებობს მსგავსი წარმატების მოპოვების ხერხები და თქვენ რას გვეტყვით ამ თემასთან დაკავშირებით?

– მართალია, აზრის მაგიას შეუძლია ადამიანისთვის წარმატების მოტანა, მაგრამ მისი მართვა თავად უნდა შეგეძლოთ. ამის სპეციალური ხერხები და მეთოდები კი ეზოთერიკაში ნამვილად არსებობს. მაგალითად, გაიხსენეთ და დაფიქრდით, რომელ პერიოდში იყავით ყველაზე წარმატებული, როდის გამოგდიოდათ საქმე ადვილად, ხელი როდის გემართებოდათ. ანუ, ორიენტაცია სწორედ ასეთ მომენტებზე გააკეთეთ. დაჯექით ჩაბნელებულ ოთახში და გაიხსენეთ ისეთი მომენტები და პერიოდები, როდესაც თავს ბედნიერად და წარმატებულად გრძნობდით; ასევე, გაიხსენეთ, რა გეცვათ და გეკეთათ ამ დროს, ვინ იყო თქვენს გარემოცვაში. ქვეცნობიერად ხელახლა გამოიწვიეთ ეს შეგრძნებები და, მერწმუნეთ, თქვენი ცხოვრების წარმატების არხი ნამდვილად გაიხსნება. ასეთი აზრ-ფორმა თქვენს სასიკეთოდ მოქმედებს და წარმატებებსაც მალევე, აუცილებლად მოგიტანთ. ხშირად უნდა გაიხსენოთ ბედნიერი დღეები, წამები და წუთები და ამ ასოციაციის ფონზე გახსნათ ბედნიერებისა და წარმატების არხი. რაც მეტად გაიხსენებთ ასეთ წარმატებულ დღეებს თქვენს ცხოვრებაში აზრის დონეზე, მით მეტად წარმატებული იქნებით მომავალში. სხვათა შორის, ზოგ ადამიანს ბედნიერებისა და წარმატებების არხი დაბადებიდანვე გახსნილი აქვს, ამიტომ ისინი ნაკლები ძალისხმევით აღწევენ პირად ცხოვრებასა თუ კარიერაში დიდ წარმატებებს და ამისთვის ნაკლები ძალისხმევაც სჭირდებათ. საერთოდ, აზრობრივი მაგია თავად ადამიანის ენერგიაზეა დამოკიდებული. რაც მეტად სწორად იხარჯება ენერგია და მას სწორ მიმართულებას აძლევთ, მით მეტად წარმატებული ხართ. იღბლიან ადამიანებს ეს ადვილად გამოსდით. ასევე, ვინმესთვის ცუდის სურვილი ან, თუნდაც, წყევლა, ერთგვარი აზრობრივი მაგიაა. არის დღეები, როცა ის განსაკუთრებულად საშიშ ძალას იძენს. ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს. ამის შესახებ გარკვეულ ცოდნას ჩვენი წინაპრებიც ფლობდნენ. მაგალითად, სწორედ დიდი ბებიისგან მაქვს გაგონილი, რომ ახალ მთვარეზე, თუ ის შაბათ ან ორშაბათ დღეს ემთხვევა, ვინმეს დაწყევლა ან აზრის დონეზე ცუდის გაფიქრება ძალიან სახიფათოა. ამ დროს აზრი იძენს კოლოსალურ ძალას. ამ დღეებში კი კონკრეტული ადამიანის დაწყევლა, დიდი შანსია, რეალურად ახდეს. გაფიქრებულმა ერთმა ცუდმა აზრმა, შესაძლოა, მთლიანად შეცვალოს ადამიანის ბედ-იღბალი და ის ცუდისკენ წაიყვანოს. ეს ენერგეტიკულად ცუდი ფონი კი სწორედ იმ პერიოდშია, რომელიც ზემოთ მოგახსენეთ. ყველა ჩემს ნაცნობს თუ მეგობარს ვეუბნები ხოლმე, რომ სამყაროში, შემთხვევით არაფერი ხდება. მართალია, ზოგ ფაქტს ახსნა აქვს, მაგრამ უმრავლესი ამოუხსნელი რჩება და ადამიანებს თავსატეხს უჩენს. ადამიანს ინტუიციურად მიეწოდება მისთვის საჭირო და აუცილებელი ინფორმაცია, ზოგჯერ სიზმრის, ზოგჯერ შინაგანი ხმის, ზოგჯერ კი გარკვეულ მოვლენებზე დაკვირვების შედეგად. ყველას გირჩევთ, საკუთარ „მეს" მოუსმინეთ, საკუთარ ინტუიციას ენდეთ, წინათგრძნობას ყურადღებით დააკვირდით და მოვლენები ასე გადააფასეთ. ზებუნებრივი ხმა ყველა ადამიანს ესმის, თუმცა მისი გაგება ბევრს არ სურს და ყურადღებასაც არ აქცევს. ბედისწერის ნიუანსების წინასწარ განჭვრეტა სულაც არ არის აუცილებელი. უბრალოდ, ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, მისთვის რა არის კარგი და რომელი გზით იაროს ცხოვრებაში.

– ის თუ არის მართალი, რომ ამბობენ, ადამიანის ორგანიზმი მოსალოდნელ უბედურებასა თუ ბედნიერებას წინასწარ გრძნობსო?

– მართალია, ადამიანის ორგანიზმი მოსალოდნელ უბედურებასა თუ ბედნიერებას წინასწარ გრძნობს, მაგრამ სხეულის მინიშნებებს ყურადღებას ნაკლებად აქცევენ. დამერწმუნეთ, თუ ადამიანს საკუთარი სხეულის ენა ესმის, მაშინ ცხოვრებას დაკვირვებული თვალით მიჰყვება და პრობლემებიც ნაკლებად ხვდება. აქვე გეტყვით, რომ ყურადღება უნდა მიაქციოთ ასევე, ცუდ, კვიმატ და მარცხიან დღეებსა და ცხოველების მოქმედებებსაც კი. სხეულის ენა რომ გაიგოთ, მახვილი თვალი და დაკვირვებული გონება უნდა გქონდეთ. დააკვირდით, რა მოხდება, როცა ხელისგული გეფხანებათ ან წარბი გითამაშებთ და შემდეგ, როცა კვლავ იმავეს განიცდით, განმეორდება თუ არა იგივე სიტუაცია. მერწმუნეთ, ეს ასეც იქნება. ერთხელ, გურიაში ვიყავი მეგობართან. კარგი, მზიანი დღე იყო. დავლიეთ, ვისაუბრეთ, საღამოს ეზოში დავსხედით. ჩემთვის ჩავილაპარაკე ხმადაბლა, ნეტა, ხვალაც ასეთი ამინდი იყოს-მეთქი. ჩემმა მეგობარმა მითხრა, მაგის იმედი ნუ გექნება, ხვალ იწვიმებსო. გამეცინა, შენ რა იცი, რა, მეტეოროლოგი ხომ არ ხარ-მეთქი. დავნიძლავდეთო, მითხრა. ავხედე ცას, ვარსკვლავებით იყო მოჭედილი და, ზუსტად ვიცოდი, სანაძლეოს მოვიგებდი. დავენიძლავე და, თქვენ წარმოიდგინეთ, წავაგე (იცინის). მეორე დილას ისე გაწვიმდა, ლამის ცა ჩამოიქცა. ვკითხე, საიდან მიხვდი ასეთ ამინდს წინასწარ-მეთქი, მიპასუხა, ეზოში რომ ვისხედით, საღამოს ბაყაყების ყიყინი ისმოდა, ნელ-ნელა მოუხშირეს ყიყინს და ეს წვიმის ნიშანიაო. მერე მითხრა, თუ ჩიტები დაბლა დაფრინავენ და ხმამაღლა ჟღურტულებენ. ქათმები ნისკარტით ბუმბულს იქავებენ ან მწერები მწარედ იკბინებიან, ესეც წვიმის ნიშანიაო. არადა, ასეთ რამეებს საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას.

– რაც შეეხება კვიმატ, ცუდ და მარცხიან დღეებს?

– არსებობს გარკვეული თვის რიცხვები, როცა ადამიანი საკუთარ ქმედებას მეტად უნდა დაუკვირდეს. ეს დღეები ყოველი თვის 3-დან 9 რიცხვამდე, 17-დან 23-მდე და 28-დან 31-მდეა და ოდითგანვე ცუდ, კვიმატ და მარცხიან დღეებად მოიაზრება, ამიტომ ამ დროს მეტად უნდა აკონტროლოთ საკუთარი აზრი და საქციელი. ასევე, არც უნდა ისესხოთ და არც უნდა გაასესხოთ ფული, არც გაყიდოთ რაიმე ფასეული და არც იყიდოთ. ამ დღეებში თუ ცუდად გახდით, გამოჯანმრთელებას დიდი დრო დასჭირდება. არ ვარგა კვიმატ დღეებში ახალ ბინაში გადასვლა, ქორწინება, ნიშნობა და ასე შემდეგ. ერთი ახლობელი მყავს და სულ მეუბნებოდა არ მჯერა ცრურწმენების, რაც შუბლზე გაწერია, არ აგცდებაო. მოკლედ, არ დამავიწყდება, ჩვენთან სტუმრად იყო ოჯახში და თქვა, ხვალ ბინა უნდა გავყიდო და ნოტარიუსთან გადავუფორმო მყიდველსო. 29 მაისი იყო. ვუთხარი, არ გინდა, მოითმინე, გავიდეს სამი დღე, ეს დრო არაფერს წყვეტს, მერე გადაუფორმე-მეთქი. გაეცინა, ნუ ფილოსოფოსობ, თუ კაცი ხარ, რა უნდა მოხდეს, ხელს მოვაწერ და ეგ არის, დანარჩენს ის ნოტარიუსი გაამზადებს და საბუთებს მე არ ვეხებიო. ერთი სიტყვით, იმ ნოტარიუსს რაღაც შეეშალა, რაც გვიან ნახეს. ის ნოტარიუსი დროებით უცხოეთში იყო. კარგა ხანს ვერ მოაგვარეს ბინის გადაფორმების საკითხი. აი, მერე კი მითხრა, ნეტავ დამეჯერებინა შენთვისო. გაფრთხილებას ყურადღებით უნდა მოეკიდოთ და არ უნდა შეიქმნათ ზედმეტი პრობლემა. არ ჯობია პრობლემას თავი აარიდოთ, ვიდრე მერე გაირთულოთ საქმე? ეს ჩემი აზრია და, დამეთანხმებით თუ არა, თქვენი საქმეა.

კატეგორია: ♥ ფსიქოლოგია | ნანახია: 1039 | დაამატა: Qeta♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
სამშაბათი
2024-12-24
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  აპრილი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 60
სტუმარი: 60
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz