მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » მარტი » 2 » საჩუქარი
1:29 PM
საჩუქარი


რას გაუგებ მათ, ანუ რა ვაჩუქოთ საყვარელ მამაკაცს დაბადების დღეზე
"მამაკაცის სახლი - მისი ციხესიმაგრეა, მაგრამ ასე მხოლოდ გარედან ჩანს, შიგნიდან კი ის ჩვეულებრივი საბავშვო ოთახია"- კლერ ლიუსი

ძვირფასო ქალბატონებო, დამეთანხმეთ, რომ მამაკაცები ორი ბუნების მქონენი არიან. ეს ფაქტია, რომლის წინააღმდეგ ვერაფერს იტყვი. ერთის მხვრივ თქვენი უერთგულესი - ბრუტალური არსებაა, ნამდვილი მაჩო. მეორეს მხვრივ - ის მოუსვენარი ცელქი ბავშვია, რომელიც ეძებს თავგადასავლებს თავის ( კარგია თუ თავის) თავზე. თავქუდმოგლეჯილი ონავარი, ავანტურისტი, რომლის სურვილია რეგულარულად სისხლში ადრენალინის ფეთქება და ქალების თბილი ჩახუტება. საკითხი იმაშია: როგორ მოვიქცეთ და რა ვუყოთ ამ ფეთქებად ნაზავს, როდესაც გვიახლოვდება ჩვენი საყვარელი ადამიანის დაბადების დღე? როგორ გავახაროთ, გავაოცოთ ან თუ გინდათ - დავაკმაყოფილოთ ეს დიდი ბავშვი და მის სახეზე ნეტარი ღიმილი გამოვიწვიოთ?

მაშასადამე, პირველ რიგში გთავაზობთ, მოიშოროთ ძველმოდური და ასჯერ განმეორებული იდეები, რომელნიც სიმელოტის გარდა არაფერს მატებენ კაცობრიობის ძლიერ ნახევარს. თუ ოცნებობთ, რომ თქვენი ცხოვრების თანამგზავრი მელოტი იყოს? თუ არა მაშინ დავიწყოთ...

როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს, მაგრამ თქვენ უნდა დაივიწყოთ ისეთი სიტყვების მნიშვნელობა როგორიცაა - წვერის საპარსი. მესმის, ფსიქოლოგიურად ძნელია, მაგრამ უკეთესია თავი დაანებოთ იმ მაღაზიების შემოვლას სადაც ეს „ძვირფასეულობა" იყიდება. არ ღირს ფსონის დადება ლოსიონებზე, საპარს კრემებზე და იაფფასიან დეზადორებზე. დამერწმუნეთ, ეს ძალიან ბანალურია! ამოიგდეთ თქვენი ნათელი თავებიდან რომანტიული წარმოდგენა კალსონებზე, მაისურებზე და წინდებზე. დამიჯერეთ, ყველაფერი ეს მოკლებულია რომანტიკას და არის ყოველდღიური ცხოვრების ატრიბუტი. ასე რომ მიეცით ამ ატრიბუტებს საშუალება დარჩნენ დღესასწაულის და კარგი განწყობის ფარგლებს გარეთ. ბოლოს და ბოლოს რა გიშლით ხელს თქვენ, ასეთ მოსიყვარულეს და მზრუნველს ვთქვათ მორიგ ხუთშაბათს უყიდოთ თქვენს ძვირფას ადამიანს იგივე კალსონი კოპლებით უბრალოდ ისე - არაფრის გულისთვის.

ფუმფულა ფისოები, ვარდისფერი კურდღლები და ბეწვგაჩეჩილი დათუნიები - შენელებული მოქმედების ნაღმი ნომერი ორია. პატივცემულო ქალბატონებო, არ ღირს ჩვენი თქვენთან საზოგადოების ისეთი მგრძნობიარე წარმომადგენლის, როგორიცაა „მამაკაცი ჩვეულებრივი" ფსიქიკის ასე საგრძნობლად დასახიჩრება. შეიწყალეთ ისინი. უდავოა, მსგავს საჩუქარს დააფასებს და შეიყვარებს ყოველი მეორე ქალი. მაგრამ ჩვენ ხომ მამაკაცებზე ვლაპარაკობთ. ამის გათვალისწინება საჭიროა საჩუქრის შერჩევისას. საყვარელ ადამიანს უნდა გაუფრთხილდეთ.

ახლა კი, როდესაც მოვიშორეთ ყველა დაბრკოლება, შეგვიძლია მშვიდათ გადავიდეთ ფუნდამენტალურ საკითხზე: რა სურთ მამაკაცებს? პასუხი თავისით ჩნდება. რა თქმა უნდა, თქვენ, ძვირფასო ქალბატონებო! მაპატიეთ გულახდილობა, მაგრამ ეს დიდი ხანია აღარ არის საიდუმლო.

მაშ რატომ არ უნდა გაუკეთოთ შესაბამისი საჩუქარი? წარმოიდგინეთ, რა შეიძლება იყოს მგრძნობიარე ქალზე მშვენიერი, რომელიც აღმგზნებ ცეკვას შეასრულებს? არ შეგიძლიათ ცეკვა? მაშინ გადადეთ ეს მოვალეობა პროფესიონალებზე. მოუწყეთ თქვენს საყვარელ ადამიანს დღესასწაული, მოიწვიეთ პროფესიონალი მოცეკვავე ქალი ან უკეთესია მოცეკვავეთა წყვილი ქალი და მამაკაცი, თან თქვენც არ დარჩებით ნაწყენი.

თქვენი შეყვარებული - ძალიან ამაღლებულია, მუდამ ასტრალში დაფრინავს? ასეთს მგრძნობიარობით ვერ მოხიბლავ? კარგი, მაშინ შევცვალოთ ტაქტიკა. როგორ მოგწონთ საჩუქარი მარსის ან მთვარის ზედაპირის რამოდენიმე აკრის სახით? ანდა ვარსკვლავი ღამის ცაზე, რომელიც სრულიად ოფიციალურად თქვენი ცხოვრების თანამგზავრის სახელს ატარებს? გგონიათ ვხუმრობ? არა, ყველა ეს ახირება სავსებით რეალურია და ძალზე რომანტიული. ყურადღებისთვის, მთვარეზე კვადრატული მეტრი გაცილებით იაფი ღირს ვიდრე იგივე ფართი თანამედროვე მეგაპოლისებში. ასე რომ იყიდეთ, არ დაგენანოთ.

ესე იგი, განსაკუთრებით ვნებიანებთან, ისევე როგორც ლირიულებთან გავარკვიეთ. გადავდივართ ფინალურ ( ყველა მხრიდან) კატეგორიაზე, ეს არის „ სერიოზული ბიძები”. ამ შემთხვევაში, საჩუქრების პრობლემის მოგვარების ორი ერთმანეთის საპირისპირო ვარიანტი არსებობს.

პირველი ვარიანტი - ელემენტარული
თქვენ შეგიძლიათ გახდეთ მისი პროფესიონალური სფეროს განვითარების ერთგვარი კატალიზატორი და ათვლის წერტილად აიღოთ თქვენი საყვარელი მამაკაცის მოთხოვნები და ინტერესები რომელიც მის სამუშაო პროცესს უკავშირდება. კალკულატორი, უსადენო თაგვი, ორგანაიზერი, ოქროს კალამი, ტყავის პორტფელი, მოოქროვილი სავიზიტო ბარათი და ა. შ.

მეორე ვარიანტი - საპირისპირო
შეგიძლიათ პირიქით გამოსტაცოთ საქმიან გარემოებას თქვენი საყვარელი ადამიანი და აჩუქოთ მას დაუვიწყარი დღე მეტსახელად „მოდი ვისულელოთ". წადით სასიერნოდ რომელიმე პარკში, გამოსცადეთ იქაური ატრაქციონების „საშინელებები", მუცლის გასკდომამდე ჭამეთ ნაყინი, შეიტყუეთ ტირში - დაე გამოუშვას ორთქლი! ან წადით ქალაქგარეთ პიკნიკზე ჭამეთ, სვით და დატკბით ერთმანეთთან ურთიერთობით, ითამაშეთ ფრენბურთი, ბადმინტონი ან ბოლოს და ბოლოს გაუშვით ცაში ქაღალდის ფრანი. და ვინი ცის კიდევ რა შეიძლება მოიფიქროს ადამიანმა, მთავარია სურვილი.

ასე რომ, ძვირფასო კაცობრიობის მშვენიერი ნაწილის წარმომადგენლებო, ჩართეთ ფანტაზია, გამოიგონეთ, გააოცეთ, აღაფრთოვანეთ თქვენი მამაკაცები! მთავარია - ნუ დატოვებთ თქვენს უერთგულეს მამაკაცს ყურადღების და სიყვარულის გარეშე. რაც თავისთავად ყველაზე საუკეთესო საჩუქარია.


წყარო:xloves.in

კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 625 | დაამატა: ChAkUnA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
ოთხშაბათი
2024-12-25
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 83
სტუმარი: 83
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz