მეგობრების წრე, გვიანი ღამე, ლაშქრობა კოცონის გარშემო ან მეგობართან აგარაკზე - ყველაფერი თავის ადგილზეა მთავარია ერთი - როგორ მოყვებით ''საშიშ ისტორიას'' მაგრამ თქვენ მაინც არ გამოგდით....
საშიშ ისტორიებს ასევე ქალაქური ლეგენდების სახითაც იცნობენ. როგორც წესი მათი შეთხზვა სპონტანურად იწყება და კულმინაცია ყოველთვის საშიშია.ყველაზე ხშირად აქ მდგომარეობს გამოუცდელი შემთხზავის მთავარი პრობლემა,როგორც წესი ყველა ფიქრობს კულმინაციაზე და არა კვნაძის შეკვარასა და შესავალზე.
შესავალი შესავალი,ერთ-ერთი მთავარია ამბის დაწყების მომენტში.არ დაიწყოთ პირდაპირ მისტიკურ ამბავზე საუბარი,ჯერ უნდა შექმნათ რაიმე პოზიტიური ფონი რაც საბოლოო შეგრძნებებს მსენელებს აუცილებლად გაუძლიერებს.კარგი იქნება თუ უმანკო პერსონაჟებს შემოიყვანთ თქვენს საუბარში,რადგან ძალიან ცუდ ადამიანების სიკვდილზე,საზოგადოება ნაკლებად ღელავს და მას ყურადსაღებად არ თვლის
მოირგეთ ყველაფერი თქვენს თავზე
ეეცადეთ,ნებისმიერი სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ გამოყენოთ.მაგალითად თქვენ მონაყოლში ჩართეთ ის ნივთი რასაც ყურადღებას არავინ აქცევს მოყოლის მომენტში.ეს მსმენელებს დაარწმუნებს იმაში,რომ მართალია თქვენი ისტორია მხატვრულია თუმცა რეალურ ფაქტებზე ეფუძნება და მოსასმენად ღირს
კვანძის შეკვრა
ვანძის შეკვრა მთელი ისტორიის ერთერთი გადამწყვეტი ფაქტორია,აქ თქვენ ყველაზე მეტად გმართებთ დაფიქრება,რადგან კვანძის შეკვრიდან გამომდინარეობს კულმინაციაც და შესაბამისად კვანძის შეკვრა უნდა იყოს დამაინტერესებელი და ასევე დამაინტრიგებელი.შეეცადეთ კვანძის შეკვრა მოახდინოდ აფსოლიტურად ჩვეულებრივ სიტუაციაში მაგალითად''ბიჭუნა,ყოველდღე ბოსელს ამოწმებდა,როცა უცებ ბოსლიდან ხმა მოესმა'' ეს ისტორიას მეტ ელფერს და მჭექარებას შესძენს
კულმინაცია
ულმინაცია-ყველაზე მთავარი ნაწილია საშიში ისტორიის,მისით მსმენელი შეშინებული და განცვიფრებული უნდა იყოს.ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა,რიგი წინამორბედი დეტალები კარგადაა შესრულებული და კულმინაცია არის შესავალთან და კვანძის შეკვრასთან კავშირში.მოგეხსენებათ ეს არის ფურორი და შეგიძლიათ უცებ იყვიროთ ბუმ ან ასე შემდეგ.ამ მომენტისთვის ყველაფერი უნდა იყოს იდეალური.ეს ისტორიის მთავარი ნაწილია და აქ შეგიძლიათ მთლიანად ჩართოთ ისტორიაში საშიში სცენები და მისტიური მოვლენები.
როგორ გავხადოთ კულმინაცია უფრო მრავალფეროვანი?
კულმინაციის მრავალფეროვნება პირდაპირ კავშირშია ჯგუფურ მუშაობასთან.მეგობრების დახმარება მთავარ როლს ითამაშებს ამ ასპექტში.მაგ:ისტორიის კულმინაციის დროს,მეგობარს შეუძლია შუქი გამორთოს.ასევე შესაძლებელია,რომ თქვენმა მეგობრება სხვებს საჭირო მომენტში მუჯლუგუნი კრან და ა.შ გავრცელებული ხერხია საშიში სიცილის ჩაწერა და კულმინაციის შემდეგ გაშვება რაც მეტ ეფექტს ძენს ისტორიას
|