პოპ-ვარსკვლავმა ლედი გაგამ კრეატიული დირექტორი და ქორეოგრაფი ლორენ გიბსონი დაითხოვა, რომელიც მასთან 2007 წლიდან მუშაობდა. გაგამ twitter-ში საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ გიბსონი მის ახალ კლიპზე - Marry The Night-ზე არ იმუშავებს. გიბსონს მისი თანაშემწე რიჩარდ ჯექსონი შეცვლის. კლიპის რეჟისორი კი თავად მომღერალი იქნება. პოპ-ვარსკვლავის უკმაყოფილება მის იმიჯში გიბსონის შეტანილმა ცვლილებამ გამოიწვია. ქორეოგრაფის წყალობით ლედი გაგა "მეტისმეტად დაემსგავსა მადონას", რამაც გაგას კარიერაზე უარყოფითად იმოქმედა. გიბსონის დათხოვნის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ twitter-ში მისი გვერდი გაქრა